ბლადუნი is back B)

angel of the death

გამარჯობა ლიუძ : )) საუკუნეა ეს ფანჯარა გახსნილი არ მინახავს მგონი : ) რამდენი ხანია ამ ფანჯარაში არ გამირეკია :დ ერთი კვირაა ყოველ დღე ვხსნი დრაფტში შენახულ ამ პოსტს და თითო სიტყვას ვამატებ : )  გადავწყვეტ დავწერო ყველაფერი რაც შიგნით მაქვს. როგორც კი წერას ვიწყებ ყველაფერი ქრება.. არ მიჯერებენ როცა ვამბობ ფიქრს გადავეჩვიე თქო.. სულ ვბლოკავ ყველაფერს. ძილის წინაც კი თვალებს რომ ვხუჭავ იმ ბურთულებს ვუყურებ სიბნელეში რომ დაცურავს.. სხვადასხვა ფორმებს იღებს.. ხოდა ამ დროის განმავლობაში თავში სრული სიცარიელეა.. როცა ბურთულები აღარ მშველის თვლას ვიწყებ : ) 2000 რომ გადავცდები მეძინება : )  
დაღმართზე რომ ჩარბიხარ და ვეღარ ჩერდები ეგრე ვაგრძელებ ცხოვრებას.. ყველა დღე რომ ერთმანეთს გავს, ყოველდღე რომ უაზრო ფარისევლობა გიწევს ადამიანებთან. ღიმილმა რომ ფასი დაკარგა სიყალბისგან.

მაგრამ რა იქნებოდა ერთ დღეს გამეგო რომ მაგალითად ერთ თვეში ვკვდები.. რას ვიზავდი ნეტა :ფიქრ: ალბათ ძალიან ბევრს ვიცინებდი, ვიტირებდი, ვიყვირებდი, უამრავჯერ ვიტყოდი “მიყვარხარს” და უფრო მეტჯერ “მძულხარ”. გავაკეთებდი ისეთ რამეებს რაზეც ყოველთვის რაღაც ბარიერი მხვდებოდა და ვერ ვწვდებოდი.. ძალიან ბევრს დავხატავდი და დავწერდი. ძალიან ბევრჯერ ვითხოვდი პატიებას, განსაკუთრებით დედას მოვუხდიდი უამრავ ბოდიშს. დავიწყებდი ფიქრს სულ სულ ვიფიქრებდი მთელი სიცოცხლის მარაგს ვიფიქრებდი ერთ კვირაში. ერთ დღეს ადრე დავწვებოდი : ) წავიკითხავდი იმ წიგნს რომელსაც ამდენი ხანი ვინახავ. და თვის დასასრულს ალბათ თავს მოვიკლავდი :ფიქრ:

რატომ არ ვაკეთებ იმ ყველაფერს რაც მინდა? რატომ არ ვარ ის რაც მინდა?! რატომ არ ვამბობ იმ ყველაფერს რაც მინდა? რატომ ვითმენ იმას რაც არ მინდა?!

რატომ გავხდი უაზრო დეპრესიული ცარიელი როჟა იმისგან რაც ვიყავი.. რატომ ვარ ასეთი ალოგიკური ტიპი იმ გოგოსთან შედარებით რაც ვიყავი?! განა შეიძლება ადამიანები ასე იცვლებოდნენ? გამართლებულია ის რომ მუდმივად სხვას გაუწიო ანგარიში?!

ჯანდაბა ჩვენ ხომ შეგვიძლია კარგი ადამიანები ვიყოთ!!! რატომ ვარ დეპრესიაში თუ ამ ყველაფერს ვხვდები! რატომ დებილი ოპტიმისტი და იდეალისტი თუ ასე ცუდათ ვგრძნობ თავს?! შეიძლება ადამიანი ასეთი ურთიერთ საწინააღმდეგო იყოს?

ყველაზე სამწუხარო ისაა რომ ვერ ვიცხოვრებ ადამიანების გარეშე : (( არადა როგორ მინდა წავიდე სადმე ადგილას სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგავს ავაშენო სახლი.. დაგიძახოთ მარტო თქვენ.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in სიცხიანი ჩანაწერები, უსათაურო and tagged , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ბლადუნი is back B)

  1. Mio says:

    ar vici… chems shemtxvevashi piriqitaa:(

    Like

  2. Mio says:

    როგორი ნაცნობი სიტუაციაა… ესეთი რამ რომ დამეწერა, ალბათ მეც იგივეს დავწერდი ზუსტად.
    მეც მიჩნდება ხოლმე კითხვა თუ რატომ ვიცვლებით ასე. ერთადერთი სიმართლესთან მიახლოებული ფასუხი ვიპოვე მხოლოდ. ამ პასუხს ,,ტკივილი” ქვია. ტკივილი და იმედგაცრუება… ტკივილისგან სული ცარიელდება და იფიტება… ასე მგონია მე.

    Like

    • მე ვფიქრობ რომ ტკივილისგან პირიქით უნდა გაძლიერდეს სული ^^ და არ უნდა გამოიფიტოს ^^ ყველაფერი რაც არ გვკლავს ხომ გვაძლიერებს : ))))

      Like

  3. Nimpa says:

    ვააჰ, კარგ ხასიათზე რომ ხარ, რომელიმე ბლოგზე თუ მოხვდი, წასულია შენი საქმე რა..

    და ჩვენგან ელი პასუხებს?

    Like

  4. Velociraptor says:

    არავის არ შეუძლია იყოს კარგი ადამიანი. იმიტო რო საერთოდ არ არსებობს კარგი ან ცუდი ადამიანი, არსებობს ამ თვისებების მატარებელი პიროვნებები და დროთა განმავლობაში ერთი მეორეს ხარჯზე იზრდება და პირიქით.
    ისე, სულ ვგესლავთ ხოლმე ერთმანეთს და ეს უფრო სასიამოვნოს ხდის შენთან საუბარს, იმედია არც ერთხელ არ გწყენია =)))
    ჰოდა ალბათ ამის გამო არ ერთხელ არ მითქვამს ის რომ ხშირად ამ ბლოგზე, იმ ხალხის ნაწილის უტაქტობისგან ან სხვა მიზეზისგან თავმობეზრებული, რომელიც ჩემს გარშემოა, შემოვსულვარ და წამიკითხავს სხვადასხვა პოსტი ან “ჩემს შესახებ” განყოფილება მხოლოდ იმიტომ რომ დამენახა რო კარგი ხალხიცაა ჩემს ირგვლივ. ეს ყველანაირი ხუმრობის და მაიმუნობის გარეშე

    Like

    • მე მჯერა რომ არ არსებობენ ბოროტი ადამიანები არსებობენ გაბოროტებულები..
      როგორც ყოველთვის მართალი ხარ :დ
      ყველაზე მეტად ეგ მხიბლავს ჩვენს ურთიერთობაში რომ ხშირად ვიგესლებით :დ თუმცა ვიცი ოდესმე თუ “სერიოზულად” ლაპარაკი მომინდა შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ ვისაც შემიძლია “გული გადავუშალო”… :*:*:* და ძალიან მიყვარხარ! :*

      Like

  5. @knuti
    კნუტ, საქმეც იმაშია რომ სხვების გამო არ ვდეპრესიობ, მიზეზი ჩემშია… :|

    @bluekittie
    ხო.. ცოტა არ იყოს დავიღალე თავთან ჩხუბით :P

    Like

  6. bluekittie says:

    dzalian sachemo azrebs wer xolme :-S igive brdzola tavshi, sakutar tavtan kamati da ravici…

    Like

  7. iyo dro mec vgrdznobdi msgavss… siyvaruli gchirdeba dzvirpaso :)

    Like

    • სიყვარული იყო მაგრამ არ გაამართლა : ))) სიყვარული არის კიდევაც მიზეზი ამ ყველაფრის სანახევროდ.. : )

      Like

  8. knuti says:

    იგივე სურვილი მაქვს… როგორ მინდა წავიდე სადმე ადგილას სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს …

    თუმცა მე არ მიჭირს ვაკეთო რაც მიდნა, ვთქვა რაც მინდა, არ გავიფრთხილდე სხვებს ან მათთანმ ურთიერთობას.

    ქეტ, იგივეს გირჩევ. სხვების გამო ნუ იდეპრესიებ…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s