Hostel – ზოგისთვის სიკვდილი უბრალოდ გართობაა…


პოსტი დაწერილია სპეციალურად kinosamyaro.com – ისთვის და გამოქვეყნებულია ამავე ბლოგზე : )

ეს არის ადგილი სადაც ყველანაირი ავადმყოფური ფანტაზია შეიძლება რეალობად იქცეს…

გამოშვების თარიღი: 2005 წლის 27 სექტემბერი.
hostel, hostel 2, Grindhouse, Cabin Fever, Cell, Inglourious Basterds და სხვა ფილმების სცენარისტის, რეჟისორის და მსახიობის ელაი როტისაგან.

მთავარ რომელბში:

ჯეი ჰერნანდეზი


დერეკ რიჩარდსონი
და სხვა.

ორი ამერიკელი სტუდენტი და მათი ისლანდიელი გამყოლი ევროპაში მიემგზავრებიან სექსუალური თავგადასავლების საძებნელად. ისინი გაიგებენ რომ სლოვაკეთის ერთ-ერთ ქალაქში არის ადგილი სადაც აღმოსავლეთ ევროპის ლამაზმანები მზად არიან თითქმის ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. ტურისტებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე სასტუმროს კარი იღება, საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია და სადაც გართობის საზღაური უფრო მეტია ვიდრე სიცოცხლე. აქ მომსვლელი თავის სიკვდილზე სისხლით აწერს ხელს…

არსებობს ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბი, არსებობს ანონიმურ ნარკომანთა კლუბი და ასე შემდეგ, და არსებობს “ჰოსტელიც” ანონიმურ მწამებელთა ადგილი სადაც ხშირად ჩამოდიან ყველაზე ავადმყოფური ფანტაზიის მქონდე ადამიანები, სადაც ფრთები შეგიძლია შეასხა შენი გულის ყველაზე შორეულ კუნჭულში დამალულ ზიზღს, აგრესიას, ბრაზს… ეს არის შიშის, კომპლექსების, გარყვნილების, ყველა ადამიანური ამაზრზენი თვისებების ვულკანი. აქ შეგიძლია შენს ქირურგიულ ნიჭს გასაქანი მისცე…
აქ ყვავილებად მოგეჩვენება შუა საუკუნეების წამების ხერხები და იარაღები… :)))

იცოდით რომ:


  • ფილმი აგებულია რეალურ მოვლენებზე, რეჟისორმა ელაი როტმა ერთხელ ინტერნეტში შემთხვევით იპოვა საიდუმლო საიტი რომელიც არეკლამებდა ადგილს სადაც ნებისმიერ მსურველს 10 000 დოლარად შეეძლო ეწამებინა, აბუჩად აეგდო :)) და საბოლოოდ მოეკლა თავისი მსხვერპლი ყველა შესაძლო ხერხებით…
  • ამ იდეით შთაგონებულმა ელაიმ საიტი აჩვენა კვენტინ ტარანტინოს და ისინი შეუდგნენ სცენარის წერას :) შემდეგში როტმა აღიარა რომ დანამდვილებით არ იცოდა რეალური იყო საიტზე არსებული ინფორმაცია თუ ვიღაცის ბოროტი ხუმრობა.
  • მსახიობმა რიკ ფოფერმანმა რომელიც ფილმში თამაშობს ამერიკელ ბიზნესმენს, გადაღებებზე მიიღო თავის ძლიერი ტრამვა, საქმე იმაშია რომ მისი პერსონაჟი თავის მსხვერპლს სწორედ ამ ხერხით კლავს :)))
  • როტმა ბავშვების ბანდის სახელად «Bubble Gum» -ის სათამაშოდ მართლა ქუჩიდან აიყვანა ბავშვები.
  • ელაი როტმა უფიციალურად მოუხადა ბოდიში ისლანდიის პრეზიდენტს რადგან მის ფილმში პერსონაჟი ოლი გამოყვანილია ისლანდიელ სექსუალურ მანიაკად. ამაზე პრეზიდენტს მხოლოდ გაეცინა და თქვა რომ არც ერთ ფილმში ამ სახით არც ერთი ისლანდიელი არ იყო გამოყვანილი. როტმა ასევე ბოდიში მოუხადა ისლანდიის კულტურის მინისტრს, მისი აზრით ფილმს შეეძლო სერიოზული ზიანი მიეყენებინა ტურიზმისთვის ისლანდიაში.
  • ფილმის გადაღებების დროს დაიხარჯა 150 გალონი სისხლი.
  • ოლის როლი სპეციალურად დაიწერა მსახიობ ეიტორ ჰუდიონსონისთვის, რადგან 2002 წელს როტმა ის შემთხვევით ნახა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და აღტაცებული იყო მისი ქარიზმითა. ის დაპირდა ეიტორს რომ აუცილებლად მისცემდა როლს თავის შემდეგ ფილმში.
  • ფილმი დასრულდა ზუსტად 12 თვეში სცენარის დაწერიან დამონტაჟებიან გამოსვლიანა :))) რაც სამჯერ ნაკლებია ჰოლივუდური ფილმების გამოსვლის დროზე.
  • 2005 წელს ფილმი გატანილი იყო ისლანდიის კინოფესტივალზე.
  • ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა პრაღაში, სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში, რომელიც აშენდა 1910 წელს და 50 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო. სცენების უმეტესობა გადაღებულია საავადმყოფოს ერთ-ერთ სარდაფ ნომრით 10. სადაც აჩერებდნენ ყველაზე საშიშ ავადმყოფებს. ადგილი იყო იმდენად ამაზრზენი და საშინელი რომ როტმა დაიქირავა პატარა ორკესტრი რომლებიც გადაღებების დროს უკრავდნენ კლასიკას რადგან ცოტა მსუბუქი აურა შეექმნათ გადასაღებ “მოედანზე”.
  • ფილმიდან ამოჭრილია რამდენიმე სცენა რომელიც პროდიუსერს ზედმეტად სასტიკი ეჩვენა..
  • ფილმში ჰოსტელის თანამშრომლები ერთმანეთს ელაპარაკებიან რუსულად, მიუხედავად იმისა რომ მოქმედება ხდება სლოვაკეთში. ეს განსაკუთრებით მაშინ ისმის კარგად როცა ამერიკელი გარბის ჰოსტელიდან..

ფილმის ტრეილერი:

მე პირადად ფილმი დიდად არ მომწონს მაგრამ იდეა მართლაც ძალიან საინტერესოა :)) თან ტარანტინოს ხათრითაც ღირს ყურება :)))))

Бывают места, которые не хочется покидать. Есть отпуска, из которых не хочется возвращаться… ;)
Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to Hostel – ზოგისთვის სიკვდილი უბრალოდ გართობაა…

  1. tornike12 ამბობს:

    ნაყურები მაქ ორივე ნაწილი და ორივე მომეწონა. ორივე რა 1 ს რო უყურებ მეორეც უეჭველი უნდა ნახო. სერიალივითაა.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s