1408 – ადგილი სადაც თვით სატანამ დაიდო ბინა…


პოსტი დაწერილია სპეციალურად kinosamyaro.com – ისთვის და გამოქვეყნებულია ამავე ბლოგზე : )

საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველი წლებიდანვე იღებს სათავეს. ამ კინემატოგრაფიული ჟანრის მიზანი მაყურებლის შეშინებაა. დიდხანს ვიფიქრე რაზე დამეწერა ჩემი პირველი პოსტი “კინოსამყაროზე” და ბოლოს არჩევანი “1408”-ზე შევაჩრე.
“სასტუმრო “დელფინი” გეპატიჟებათ თავის ნებისმიერ ნომერში… ერთის გარდა”
გამოშვების თარიღი: 2007 წლის 12 ივლისი

რეჟისორი: მაიკლ ჰაფსტრემი

მთავარ როლში:
ჯონ კიუსაკი

და სამუელ ელ ჯექსონი.
სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით.
ცნობილ მწერალს მაიკლ ესლინს, რომელიც წერს საშინელებათა ჟანრის რომანებს არ ჯერა იმქვეყნიური ცხოვრების. ერთ-ერთი მორიგი რომანის წერის დროს ის მოგზაურობს და ეძებს ადგილს რომელიც დაარწმუნებს ზებუნებრივი ძალების არსებობაში. კიდევ ერთი უიმედო მცდელობის შემდეგ ის ფოსტით სასტუმრო “დელფინის” ბროშურას მიიღებს, რომელშიც წერია: “არ შეხვიდე 1408-ში”. საქმე იმაშია რომ ერთ-ერთი ნომერი წლების მანძილზე დაკეტილია და შიგ მომსახურე პერსონალიც კი ვერ ბედავს შესვლას. ამბობენ რომ ნომერში მოჩვენებები ცხოვრობენ და ვინც იქ ღამე გაატარა ყველა დაიღუპა. მაიკლი ცდილობს ნომერში შეღწევას, ის დაელაპარაკება სასტუმროს უფროს მენეჯერს, რომელიც აძლევს დოკუმენტებს სადაც წერია თითოეულ ადამიანზე, რომლებმაც ნომრიდან ვერ გამოაღწიეს, მიუხედავად ფაქტებისა მაიკლი ნაცნობი პოლიციელის დახმარებით მოიპოვებს ნომერ 1408 ში ერთი ღამის გატარების უფლებას.  
აქ იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან და შიშთან. სასტუმროს ოთახმა 80-იანი წლების საუკეთესო საშინელებათა ფილმი, კუბრიკის “the shining” გამახსენა, რომელიც აგრეთვე კინგის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. თავიდან როცა ფილმში თითქოს და არაფერი ხდება ოთახი იმდენად გძაბავს ამისათვის ზედმეტი სპეცეფექტები არც არის საჭირო. ეს არის პირადი ჯოჯოხეთი : ) ჩაკეტვა საკუთარ თავში საკუთარ სირცხვილთან, შიშთან, ცოდვებთან, შეცდომებთან…

მისგან გამოღწევა შუძლებელია… “Номер, в котором останавливался Дьявол”

იცოდით რომ:
  • გადაღებები დაიწყო 2006 წლის 13 ივლისს.
  • სტივენ კინგის შთაგონების წყარო იყო პარაფსიქოლოგი კრისტოფერ ჩეიკონი რომელმაც თავის გამოკვლევებშო აღწერა კოლორადოში, კალიფორნიის შტატში, სასტუმრო “დღე კოლორადოში”-ს ერთ-ერთ ნომერში მომხდარი ზებუნებრივი მოვლენები, რომ თითქოს ნომერში მოჩვენებებს დაედოთ ბინა.
  • მაიკლის ცოლი უნდა ეთამაშა მსახიობ კეიტ უოშს, მაგრამ “გრეის ანატომიასთან” კონტრაქტის გამო მან უარი თქვა ფილმზე და ის მერი მაკორმაკმა შცვალა.
  • ფილმში ერთ-ერთ მსხვერპლს ქვია გრეიდი რომელიც “the shining”-ის ერთ-ერთი პერსონაჟის სეხნიაა.
  • ფილმში არაერთი მინიშნებაა, მაგალითად: თუ შევკრებთ ციფრებს 1408 მივიღებთ 13. სასტუმრო “დელფინს” არ აქვს 13 სართული, 12 სართულს 14 სართული მოსდევს აქედან გამოდის, რომ ნომერი 1408 ფაქტიურად 13 სართულზეა.
  • 1408 გასაღებზე ამოტვიფრულია 6214. პირველი სიკვდილი მოხდა 1912 წელს. სასტუმრო მდებარეობს 2245 ნომერზე ლენსინგტონში. ამ ციფრების შეკრება ერთი და იგივე ჯამს იძლევა.
  • სასტუმროს მენეჯერი ეუბნება მაიკლს , რომ ამ ნომერში 56 ადამიანი მოკვდა და შემდეგ აძლევს კონიაკს «Les Cinquante Sept Deces» რაც ნიშნავს “57 სიკვდილი”.
  • სასტუმრო “დელფინის” “როლს” ასრულებს სატუმრო “რუსზველტი” რომელიც მედისონ ავენიუზე მდებარეობს ნიუ-იორკში.
  • ზუსტად მსგავსი ნაჯახი რომლითაც მეხანძრე ამტვრევს კარებს, ჰქონდა ჯეკ ტორენს კუბრიკის “the shinig”-ში.
  • სასტუმროს სახელი აღბულია მურაკამის “ნადირობა ცხრებზე”. წიგნში ნახსენებია სასტუმრო სადაც საშინელი ამბები ტრიალებდა.
  • ერთ ეპიზოდში როცა მაიკლი მეორედ მოდის გონს ზღვის ნაპირზე მას ზედაზე აწერია სიტყვა “Psycho”, რაც ჰიჩკოკის ერთ-ერთი ფილმის სათაურია.
  • როდესაც მაიკლი ოთახში შდის იგი უჯრაში პოულობს ბიბლიას. გადაშლის და სადღაც შუაში, თუ დააკვირდებით გვერდზე ჩანს წარწერა SAMUEL რაც სემუელ ელ ჯექსონის სახელია.
  • ფილმის 3 ალტერნატიული დასასრული არსებობს.

ფილმის ტრეილერი:

ფილმის ლინკები:
პირველი დასასრული
მეორე დასასრული

ეს არის ფილმი რომელსაც ჩემის აზრით რამდენჯერმე უნდა უყუროთ.
ჩემი საბოლოო შეფასება
10/10


Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to 1408 – ადგილი სადაც თვით სატანამ დაიდო ბინა…

  1. Ani ამბობს:

    ეს პოსტი არ მქონდა წაკითხული და ძალიან მომეწონა ^.^

    Like

  2. Lord Vader ამბობს:

    ისე ამ ჯონ ქიუსაქს ყველა ფილმში და ყველა როლში ერთნაერი სიფათი აქვს. გარდასახვის უნარი – 0.

    Like

  3. Lord Vader ამბობს:

    ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაციაა ქინგის.
    კიდევ “მიზერი” გამოვიდა კარგი. “ქერრი”… ნუ “ნათებაზე” არაფერს ვამბობ. აი, 10/10 რომელია. :)
    დანარჩენი ეკრანიზაციები რაც ვნახე, წიგნი გააფუჭეს.

    Like

  4. kevana ამბობს:

    აუ, ეს მსახიობები მიყვარს :)
    კინგს რაც შეეხება, ეს წაკითხული არ მაქვს და ერთი უნდა წავიკითხო და ვნახო ფილმიც :დ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s