დინ ვინჩესტერის ამულეტი


ალბათ გახსოვთ მესამე სეზონის მერვე სერია “A Very Supernatural Christmas” სადაც 8 წლის სემი ფუთავს ბობის მიცემულ ამულეტს მამამისისთვის. ბობმა უთხარ ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. სემი კი აპირებს ამულეტი საშობაოდ აჩუქოს მამას. : ) მაგრამ იგივე სერიაში სემი იგებს სიმართლეს ჯონის “ნადირობაზე” თან დაპირების მიუხედავად ჯონი არ დაბრუნდება შობას სახლში. სემი კი დინს ჩუქნის საშობაოდ ამულეტს.

Sam (holding out the wrapped gift to Dean): Here. Take this.
Dean: No. No, it’s for Dad.
Sam: Dad lied to me. I want you to have it.
Dean: You sure?
Sam: I’m sure.
Dean (opening the wrapping to reveal Dean’s Amulet): Thank you Sammy, I … I love it.
__________________________________________________________________________

დინი ამ ამულეტს მთელი ცხოვრება ატარებდა. მესამე სეზონის ბოლოს როცა დინი კვდება, მის ტარებას სემი განაგრძობს და  “Lazarus Rising” -ში (4.01) უბრუნებს დინს. მოგვიანებით კასტიელი ამბობს რომ ეს არის ძალიან ძლევამოსილი ამულეტი და ის დაეხმარება ღმერთის მოძებნაში. შემდეგ “Dark Side Of The Moon“-ში (5.16 ) როცა სამოთხეში კესი ხვდება ჯოშუას და ის ეუბნება რომ ღმერთს კესი ვერ იპოვის და აპოკალიპსის შეჩერებაც შეუძლებელია კესი უბრუნებს ამულეტს დინს. სემი ცდილობს დაარწმუნოს დინი რომ აპოკალიფსის შეჩერებას შეძლებენ მაგრამ დინი გადის ოტელის ნომრიდან და ამულეტს კართან ნაგავში აგდებს : ((

ამულეტის მნიშვნელობა სერიალში

თავიდანვე იყო ბევრი თეორიები ამულეტის მნიშვნელობაზე მითოლოგიის და მაგიის თვალსაზრისით. სერიალის დაწყებისთანავე ფანები დაინტერესდნენ ყელსაბამით და განუწყვეტლივ ეკითხებოდნენ კრიპკეს მისი მნიშვნელობის შესახებ. 2006 წლის მარტში ტელეშოუების ფესტივალზე კრიპკემ მიანიშნა რომ ყელსაბამი არ იყო უბრალოდ სამკაული… Audience member: Dean always wears a certain necklace. Does it mean anything?

Jensen: You’re gonna hang me out to dry on this one?

Eric: Oh yeah.

Jared: Mwahaha.

Jensen: It does has significance but we can’t talk about it.

John Shiban: It’s from Sacramento.

_________________________________________________________

სცენის მიღმა კადრებში ჯენსენმა ამულეტს “Egyptian safety symbol” უწოდა. “A Very Supernatural Christmas“-ის შემდეგ სადაც კაირკვა რომ ის სემის საჩუქარი ყოფილა, ამულეტი გახდა სემის და დინის კავშირის სიმბოლო ^^ ამიტომ ზოგიერთმა ფანმა მას “სამულეტი” დაარქვა : D ფანები აგრძელებდნენ ამულეტზე უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას. ჟურნალ ეკლიფსთან ინტერვიუში ერიკ კრიპკმა განაცხადა რომო:

Q: In the Christmas episode, it was shown that the amulet that Dean wears originally came from Bobby. Why hasn’t anyone asked Bobby all these years what that amulet is all about?

Eric: In my mind, I think they know what it is and what it can do but we haven’t revealed that to the audience yet. There is a little extra mojo to it but we’re saving that card for just the right moment. I think the boys know, but it just hasn’t come up in their direct cases yet.

სად არის ამულეტი

  1. 1,2,3 და 4 სეზონების კავერებში : )
  2. skin“-ში (1.06) კანისმცვლელი თუ რაღაცა ჯანდაბა რომ არის ის ატარებს დინის სახე რომ აქვს მიღებული, დინი მას იბრუნებს მას შემდეგ რაც იმ მონსტრს კლავს.
  3. “In My Time Of Dying” (2.01) დინს არ უკეთია ის საავადმყოფოს ეპიზოდებში..
  4. Folsom Prison Blues“-შიც (2.19) არ უკეთია დინს ამულეტი. ალბათ იმიტომ რომ ციხეში მისი ნივთების კონფისკაცია მოახდინეს.
  5. What Is and What Should Never Be“-ში (2.20) ალეტრნატიულ რეალობაში დინი ატარებს ოქროს პატარა მედალიონს მაგრამ ეს არ არის ამულეტი..
  6. No Rest For The Wicked“-დან (3.16),  “Lazarus Rising“-მდე (4.01) სემი ინახავს ამულეტს და უბრუნებს მკვდრეთით ამღდგარ დინს  : )
  7. Heaven And Hell“-ში (4.10) დინი იხსნის ამულეტს როცა სექსი აქვს ანა მილტონთან იმპალაში (ვერ ვიტან მაგ გოგოს : | იმიტომაც მოხვდება დინს თავში :დ)
  8. After School Special“-ში (4.13) პატარა დინი ატარებს ამულეტს : )
  9. Good God Y’All” (5.02) ნუ როგორც ზევით ვთქვით დინი აძლევს კესტიელს ამულეტს რომ კესმა მოძებნოს ღმერთი.
  10. The End, Future!Dean“-ში (5.04) დინი ისევ ატარებს ამულეტს!
  11. Dark Side Of The Moon“-ში (5.16) კესი უბრუნებს დინს ამულეტს დინი კი აგდებს მას : |

ამულეტის თეორია და ფესვები ^^

  • ამულეტი გამოსახავს ჰუმანოიდს ხარის თავით, ზემოთ მიმართული რქებით.
  • სტილისტური ელემენტები არ არის ტიპიური ეგვიპტური.

ადამიანი ხარი (მესოპოტამია)

მესოპოტამიური მითოლოგიის თანახმად ადამიანი-ხარი დემონია. ეს არის წელ ზევით ადამიანი და წელს ქვევით ხარი, ასევე აქვს ხარის ყურები და რქები. ადამიანი-ხარი ეხმარება ადამიანებს ბოროტების და ქაოსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის განაგებს აისის ჭიშკარს და მუდმივად ღია აქვს მზის ღმერთ შამაშისთვის, მას აგრეთვე უჭირავს მზის დისკო. ის ხშირად გამოისახებოდა ცილინდრულ ბეჭდებზე. დამატებითი ინფორმაცია: მესოპოტამიური ღმერთები, ქალღმერთები, დემონები და მონსტრები. მესოპოტამიური მითოლოგია ვიკიზე ადამიანი-ხარი ვიკიზე

ჰატორი (ეგვიპტე)

ჰატორი მდედრობითი სქესი ღვთაებაა : ) იგი არასდროს გამოისახება ძროხის თავით თუმცა ახლოსაა ამ ცხოველთან : ) მას ყოველთვის ხატავდნენ ძროხის ყურებით და რქებით. ეგვიპტური მხატვრობის თანახმად ადამიანებს და ღმერთებს ხატავდნენ პროფილში თუმცა ჰატორს უმეტესად ანფასში გამოსახავდნენ.  თავის როლთან დამატებით როგორც ნაყოფიერების ქალღმერთი ასევე გამოხატავს სიყვარულს, სიხარულს, მუსიკას და მღერას. ის ასევე ცნობილი იყო ახალგაზრდა კონფერანს ქალთა მფარველად. როგორც ჩანს ჰატორს ბევრი საერთო აქვს ეგვიპტურ ქალღმერთ ბეთთან და შესაძლოა მოგვიანებით ან ერთსა და იმავე დროს ჰატორი იყო ბეთის ინკარნაცია. არსებობს რამდენიმე შეუთანხმებლობა ზებუნებრივის ფანდომთან, რომ ამ ამულეტზე ნამდვილად არის გამოსახული ქალღმერთი ჰატორი რადგან სტილისტურად ამულეტზე გამოსახული ადამიანი უფრო კაცია ვიდრე ქალი. დამატებითი ინფო: ჰატორი მისტიკურ ენციკლობედიაში.

მიტრა (ზოროასტრიზმი)

მიტრა (იგივე მიტრას) ზოროასტრული ღმერთია. ძველი ირანის, ძველი ინდოეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის რელიგიაში: მზის, სინათლის, სიწმინდისა და სიმართლის ღვთაება. ის ხშირად გამოიხატება წმინდა ხარის მკვლელობისას. მიტრა ერთ-ერთი პირველი შეიქმნა ზოროასტრაში. საინტერესოა ის ფაქტი რომ ამულეტი იყო საახალწლო საჩუქარი. მიტრა დაიბადა „მზის აღორძინების” დღეს – 25 დეკემბერს. ამ დღეს იშვა იესო ქრისტეც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიტრა დაიბადა ვიწრო გამოქვაბულში, როგორც იესო – ბეთლემის ბაგაში. მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო – მოციქულებმა. 40 ღამის განმავლობაში ქურუმები მითრას სულის მოსახსენიებელ ცერემონიალს ასრულებდნენ, მე-40 ღამეს კი ისმოდა შეძახილები:„გიხაროდეთ! თქვენი ღმერთი მკვდრეთით აღდგა! დაე, მისმა ტანჯვამ გიხსნათ თქვენ!” მოგვთა ამ პროცესიას წინ ქურუმთქურუმი მიუძღოდა, საცეცხლურით ხელში. უკან მიჰყვებოდა 365 ჭაბუკი – წლის დღეთა სიმბოლოები. წითელი სამოსი ცეცხლს განასახიერებდა. თეთრი ცხენები მზის ცარიელ ეტლს მიაქროლებდნენ. ასე ადიოდნენ მდ. ორონტის მახლობლად აღმართულ მთაზე და იქ ქურუმი იწყებდა გალობას. ხალხი და მეფე ბანს აძლევდნენ. არსებითად აქ ხდება ყველაფერი ის, რაც შემდეგ უფრო ფართოდ და დახვეწილად განმეორდა და აღორძინდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში.” რომის იმპერიაშიმიტრას კულტიძალიან პოპულარული იყო ჯარისკაცებში.

სხვა რქიანი ღმერთები

წარმოდგენები “რქებიან ღმერთებზე” ჩნდება სხვადასხვა ძველ რელიგიებში. ასეთი ღვთაებები გხვდება კელტურ კულტურაშიც მაგალითად ცერნუნი ან ბერძნული პანი.

Cernunnos

Greek god Pan

როგორც ჩანს რქიანი ადამიანის ან ღმერთის გამოსახულებას რელიგიურ მნიშვნელობა მიეცა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, როგორც არის წარმოდგენილი პალეოლითის ხანის გამოქვაბულში ნახატზე, რომლის სახელიც ცნობილია როგორც “ჯადოქარი”. მსგავსი გამოსახულებები ნაპოვნია ინდოეთის ველებზე, რომელიც მიაწერეს ერთ-ერთ ძველ ინდურ ღვთაებას პაშუპატის, რომელსაც გამოსახავენ ხარის რქებით. დამატებითი ინფო: ცერნუნი რქიანი ღმერთები

შესაძლო კავშირები ჯოზეფ კემბელის გმირის მოგზაურობასთან

ეს ფირფიტა ჩანს ჯოზეფ კემბელის გმირში ათასი სახით. ეს თეორია იქნა აღიარებული ერიკ კრიპკეს და სხვა “ზებუნებრივის” შემქმნელებისაგან. ფირფიტაზე წერია: The Monster Tamer (Sumer) Shell inlay (perhaps ornamenting a harp) from royal tomb at Ur, ca. 3200 B.C. The central figure is probably Gilgamesh. (Courtesy of The University Museum, Philadelphia). დამატებითი ინფოები: The Hero with a Thousand Faces Gilgamesh მოკლედ ბევრი თეორია არსებობს საიდან შეიძლება იყოს დინის ამულეტი. თქვენ თუ გაქვთ რამე სხვა ვარიანტი? :ფიქრ:

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic, supernatural and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to დინ ვინჩესტერის ამულეტი

  1. მეც მაქვს ასეთი. ქართულ ფოლკლორში ჩემი ოჯახის ამულეტია. ხარისთავიან კაცს შაშა ჰქვია. სირა. ექნება ალბათ კუროს ზოდიაქოსთან კავშირი, როგორც დედამიწის, მხოლოდ მატერიალური არსებების სიმბოლოსთან.

    Like

  2. Ani ამბობს:

    მთელი 2 სეზონი და 7 სერია ეს ამულეტი მორიელი მეგონა :D თურმე რქებიანი თავი ყოფილა :D

    ხოდა ჯენსენი რომ ეგვიპტურს უწოდებს, არ ჰგავს ეს ეგვიპტურს…

    Like

  3. Dave_G ამბობს:

    ჰეჰ .. ეს პოსტი Cernunnos ით ვიპოვე და მერე გამახსენდა დინის ამულეტის შესახებ :)

    საინტერესოა, ერთ რქიანი არსებით რამდენი პარალელის გავლება შეიძლება..

    Like

  4. გამოხმაურება: Tweets that mention დინ ვინჩესტერის ამულეტი « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები -- Topsy.com

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s