ნიუ ტეგ გეიმი – დაახასიათე ბლოგერი

ბექამ წამოიწყო ახალი ტეგ თამაში, ვაბშეტ ამ პოსტის ადგილას ჩემი დიიიდი დეპრესიული ლაყაფი უნდა ყოფილიყო მაგრამ ჩემმა ალტერ ეგომ, რომელიც ეს ბოლო ათიოდ დღეა პირი არ გაუჩერებია და გაახურა საქმე თავისი რეჩებით ის პოსტი წამაშლევინა :| მაგრამ დრაფტებში შევინახე ჩუმათ და არ უთხრათ… ხოდა ნუ რა ხდება ახლა უნდა დავახასიათო რამდენიმე ბლოგერი… ვინაიდან და რადგანაც ღამის 4 საათი დაიწყო დიდად კარგი ხასიათით ვერ დავიკვეხნი :დ გეტყვით ასეთ რამეს :დ კი არადა ნუ მამენტ ხო ისა ვიტეხე გუშინ ტვინი ვინ გამომერჩია და ვიზე დამეწერა… საბოლოოდ კი ასე გადავწყვიტე დავწერ ორიოდ ბლოგერზე ვინებთანაც ყველაზე ახლოს ვარ ასე რომ ვთქვათ : ))) ისე მართალი რომ გითხრათ ძალიან მიყვარხართ ყველანი და ახლა სიყვარულებს ნუ ამახსნევინებთ თორე სენტიმენტალუ ხასიათზე დავდგები და უნდა გავსკდე ტირილით მერე :დ ვისაც ეჭვი ეპარება ჩემს სიყვარულში მოვიდეს და მითხრას თუ მაგარია :დ
კაროჩე:

ეკუსი : )) არ არის ჩემი ბლოგერი მეგობარი : ) უფრო დიდი ხანია ვიცნობ : ) ბევრი წლის წინ გავიცანი ჩემი ძმისგან. მერე ვნახეთ ერთმანეთი და რატომღაც დავკარგეთ… ვინაიდან და რადგანაც მე მჯერა მისტიკური დამთხვევების და ნიშნების : ))) ვიტყვი რომ მართლაც ნიშანი იყო როცა სრულიად შემთხვევით მისი ბლოგი აღმოვაჩინე, მისი ნიკი მახსოვდა ენდორფინი და მაგით ვიცანი : ))) ის ჩემთვის არის ადამიანი რომელთანაც არასდროს ჩამოვარდება უხერხული სიჩუმე : )) ის ვისი აღსარებაც შემიძლია მოვისმინო გულის ფანცქალით : )))) ის ვისშიც დარწმუნებული ვარ რომ ჩემთან სუფთაა.. ის ვინც არასდროს მეტყვის რომ ვუყვარვარ უბრალოდ სიტყვებით :))

__________________________________________________________________________

დია – უფრო უკეთ ქობულეთში გავიცანი.. ანუ მანამდეც მქონდა მეგობრული დამოკიდებულება მაგრამ უფრო ისეთი კეთილ-მისალმებ-ნახვამდიანი : )) ქობულეთში რომ ვნახე ვერ ვიფიქრებდი თუ ამდენი საერთო აღმოგვაჩნდებოდა ასე გავუგებდით ერთმანეთს და ასე შემდეგ : )) მმმ… რა შეიძლება ვთქვა :ფიქრ: ძალიან თბილი და სუფთა ადამიანია. გულწრფელი, ჭკვიანი და სანდო : ) იმ ადამიანთაგანია ვინც ეგრევე მახსენდება როცა მეგობრებზე რამეს მეკითხებიან : ))

__________________________________________________________________________

ფსიხე – თუმცა ჩვენს მგობრობაზე არის გადავლილი ერთი ორი ქარ-ცეცხლი : )))) მაგრამ ფსიხე იმ ფსიხედ დარჩა მაინც : ) იმ ფსიხედ რომლელიც ჩემი პირველი ბლოგის ავტორია : ) იმ ფსიხედ რომლის გაცნობასაც გულის ფანცქალით ველოდი და ა.შ : ) მართალია ჩემი უბადრუკი 21 წლის მანძილზე მასზე თავგზააბნეული ადამიანს მნახველი არ ვყოფილვარ :დ მაგრამ როგორც უკვე ვთქვი და რადგანაც ტავტოლოგიების დედა ვარ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ფსიხე მაინც ის ფსიხეა : )))) თავდაკარგული, პირდაპირი, დაბნეული და საყვარელი : ))

_____________________________________________________________________________
მარუს – სანამ ექსკურსიაზე წამოვიდოდა მეგონა ძალიან ისეთი ბავშვური რაღაცნაირი ძალიან გულწრფელი ტიპშები რომ არიან აი როგორ გითხრათ :ფიქრ: აი რაღაც ისეთი სუფთა მასტები.. რომელებიც კი არ თამაშობენ გულღიებს აი რეალურად ეგეთები რომ არიან… ექსკურსიაზე ვიფიქრე რომ მეთქი კიდევ ერთხელ შევცდი ადამიანის სწორად შეფასებაში.. მაგრამ ახლა ექსკურსიიდან ბევრი დღის და თვის გასვლის შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ ჩემი პირველი მოლოდინი სანამ გავიცნობდი ზუსტი აღმოჩნდა : )) ვინაიდან და რადგანაც ამ ზაფხულს უამრავი რამ გადავაფასე თავიდან მივხვდი რომ ძალიან დებილი ვიყავი როცა თუნდაც მისი ვარდისფერისადმი სიყვარული ან გოგოშკურობა მაღიზიანებდა : )) რეალურად ყველას გვაქვს “ის რაღაც” რომელსაც ვერასდროს/არასდროს გამოვხატავთ. მას კი შეუძლია.

_________________________________________________________________________________

პაწი-პუწი – რა ვთქვა : ) პუწი არის ის ადამიანი რომელთანაც გულის გადაშლა შემიძლია. პუწი არის ადამიანი რომელთანაც არ შეგრცხვება იმის რაც ხარ იქ შიგნით : ) პუწი არის ადამიანი რომელმაც კარგი კოცნა იცის : ))))))))))) პუწი თვითონ ხვდება რისი თქმაც გინდა. გაგრძნობინებს რომ ეგ ბუნებრივია და შეიძლება ნებისმიერს დაემართოს/განიცადოს. მოკლედ ალბათ თვითონ უკეთ მიმიხვდება რისი თქმაც მინდა : )

_____________________________________________________________________________

ეს მდედრები : ))) მამრებს რაც შეეხება : )

ნიკოლო – მართალია ხშირად ნერვები მეშლება რომ ჩემზე ბევრად ნაკითხი და ჭკვიანია :დ კაი ხო :)))))) მოკლედ მართალი რომ გითხრათ არც მახსოვს როგორ გავიცანი :ფიქრ: როგორ გაგიცანი ნიკა? ის კი მახსოვს რომ მერე სკაიპში დამამატე მაგრამ საიდან ეგ უკვე აღარ :ფიქრ: მგონი ერთ-ერთი ყველაზე სტრანნი ადამიანია ჩემი ნაცნობებიდან : ) ძალიან ჭკვიანი და რაღაცნაირად არაამქვეყნიური : ) ჩემის აზრით მაგისი ბოლო კასრში ცხოვრებაა ზღვის პირას : ))))) ზუსტად დიოგენე სინოპელი მახსენდება სულ მის დანახვაზე :დ შეშლილი სოკრატე :დ:დ:დ

______________________________________________________________________________
ბექა – მგონი ერთადერთი ჩემი მეგობარია რომელიც მაბნევს : )) იმიტომ რომ ვერასდროს ვხვდები რა უხარია რა წყინს. ვერ ჩავწვდი, თუმცა ვუგებ კაკ ნი სტრანნო : )))) მიყვარს მისი გემოვნება და ის თვითონ  : ) არის მასში რაღაც “ის” : ))))) ვფიქრობ ბევრი რამე უნდა გავიგო მასზე კიდევ. ბექა არ არის გადაშლილი წიგნი და ეგ მომწონს ყველაზე მეტად.  ის ადამიანია რომელსაც ვთვლი მეგობრად!

____________________________________________________________________________

ახლა ისეთი გრძნობა მაქვს სახლიდან რომ გავდივარ და უეჭველი ვიცი რაღაც მჩება მაგრამ სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივალ ვერ გავიხსენებ :დ ვიცი ბევრი გამომჩით : )))) მამიკოს ვფიცავარ მიყვარხართ ძალიან :* სხვა თუ არაფერი მარტო იმიტომაც რომ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ :))))) გეხუტებით და გივარდებით წელში : )))) ვატყობ დღეს ბღავილი მაინც არ ამცდა :დ

ტეგი დამავიწყდა : ))) ვტაგავთ საკუთარ თავებს : ))))) დატაგულ ხარ შენც ამის მკითხველო : )))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in ტეგ თამაშები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to ნიუ ტეგ გეიმი – დაახასიათე ბლოგერი

  1. siyvarulovna ამბობს:

    საინტერესოა ეხლა როგორ და ვისზე დაწერდი მსგავს პოსტს :პ

    Like

  2. PaWu ამბობს:

    ყველაფერს ვხდები სიხარულოოოო :* კარგია რომ გამიცანი მომწონს… :* ლოვ იუ :*

    Like

  3. Di@ ამბობს:

    ქეთ, სიტყვები არ მყოფნის.

    მიახარია, შენიანად რომ მთვლი. ნებისმიერ დროს გვერდით მიგულე.

    ამ ხალხიდან მხოლოდ ბექას არ ვიცნობ, ნუ შორიდან, მგონი, ერთხელ ვნახე და ისე დაახასიათე, მომინდა გაცნობა. :)

    დღეს სახლიდან არ გავსულვარ, ვერ ვიყავი ჩემს ჭკუაზე. არ გეგონოს, დამავიწყდი! <3

    ამ დღეებში, შეგითანხმდები და გამოგივლი, როცა გეცლება. :*

    Like

  4. zorbegi ამბობს:

    გრდემლი გირცევნია თუ ტაფჩანი?

    Like

  5. siyvarulovna ამბობს:

    xo da kai iyo… <3
    momewona yvelas daxasiateba. gansakutrebit fsiqesi da nikasi

    Like

  6. mwvanevashli ამბობს:

    როგორ გაგიცანი და წინანდალში გნახე პირველად. სკაიპში კი იმიტიომ დამამატე, რომ ფბ–ს სმაილები როგორ დამეწერა გესწავლებინა, უფროსწორად ინსტრუქცია გამოგეგზავნა. ვოოოტ. ყველაფერი მახსოვს.

    Like

  7. anina ამბობს:

    ვერევი ხოლმე ხანდახან. მოკვდავის ტანსაცმელს ვიცვამ, წვერს ინით ვიღებავ და გარეთ გავდივარ

    Like

  8. anina ამბობს:

    მეშინია, რომ მერე მეც დამახასიათებენ :D ამიტომ არ ვთაგავ ჩემს თავს

    Like

  9. kathrineLUv ამბობს:

    პ.ს. მართლა ძალიან მიყვარხარ :*

    Like

  10. kathrineLUv ამბობს:

    შენზე კარგად მე ვერასდროს დავწერ ამათზე ამ ყველაფერს :*

    პ.ს. სამართლიანობა კიდევ მოითხოვს მინიმუმ 2 ბლოგერს ქეთ : )ყვავას და საბას : )

    Like

  11. Bat ამბობს:

    ქეთო ვიცოდი რომ ძალიან კარგად დაწერდი და მაგიტო დაგთაგე, ვხედავ რომ არ შევცდი :) ძალიან კარგადაა დაწერილი. მიყვარხარ :* (C) ჰაგრიდმა, რომ წიგნი აჩუქა ჰარის ის წიგნი (დარწმუნებული ვარ მიხვდები რაც და რატომაც :D )

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s