Carpe Diem, Baby… ©Spieler

ნიკოლომ დამტაგა თავის დაწყებულ ტეგ თამაშში რომელიც იმ წამზეა მის გაჩერებაზე რომ გვინატრია : ))


როგორც ნეო აჩერებს ტყვიებს : D

ან როგორც ფაუსტმა გააჩერა წამი სიტყვებით: “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ” ^^

ალბათ არ არსებობს ადამიანი ვისაც მსგავსი მომენტი არ ჰქონია, როცა გინდა ის წამი სამუდამოდ დარჩეს შენს მეხსიერებაში თუმცა მისი გახსენებისას ისეთივე სიცხადით ვეღარ შეიგრძნობ… ამიტომაც გინდა დრო გაჩერდეს..

როცა ვინმესთვის კარგს გააკეთებ და შენი თავით კმაყოფილს გინდა ის წამი დიდხანს გაგრძელდეს…
როცა საყვარელ ადამიანს კოცნი…
როცა კარგი წიგნს წაიკითხავ და შთაბეჭდილებებით სავსეს მთელი გულით გინდება უკეთესი ადამიანი იყო..
როცა მეგობრებთან ერთად ხარ და მათ ბედნიერ სახეებს უყურებ…
როცა იცი რა არის პაწუკა რაღაცებით ტკბობა…
როცა ბალახებში წევხარ ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას უყურებ და გინდა არასდროს არასდროს გათენდეს… ^^
მე მინდა წამი გაჩერდეს მაშინ როცა დიდი ხნის მონატრებულ ძმას ვეხუტები…
როცა დედა იცინის…
როცა მამა მესიზმრება…
როცა ახალ ახლობელ სულს ვპოულობ : ))
როცა დილით ვიღვიძებ და ცოტა ხანი არც ერთი პრობლემა არ მახსოვს…
…როცა…როცა…როცა…როცა…როცა…როცა…როცა…როცა…როცა…როცა…როცა…

საბედნიეროდ ბევრია ისეთი წამი რომლის გაჩერებაც მენდომებოდა… როცა გულში სითბო გეღვრება და ბედნიერებისგან ტირილი გინდება : ))

ჩვენ თვითონ ყოველ დღე შეგვიძლია შევქმნათ ესეთი წამები! ან სხვებს შევუქმნათ წამი რომელიც ყოველთვის გემახსოვრება (ემახსოვრება).. წამი რომლის დაბრუნებასაც ინატრებ ხოლმე.. წამზე რომელზეც ძილის წინ იოცნებებ…

ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს ბევრი გასაჩერებელი წამები და ყველას აქვს უფლება ბედნიერი იყოს : )))) რაც მთავარია შეუძლიათ!!

მოკლედ Carpe Diem Baby : ))))

მტაგავ: მწვანე გვანცას : ))
და მას ვისაც გულით უნდა ამ თემაზე პოსტი დაწეროს : )

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in ტეგ თამაშები and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to Carpe Diem, Baby… ©Spieler

  1. niksologi ამბობს:

    ძალიან მესმის შენი, მაგრამ იყავი ძლიერი და ისე ატარე ცხოვრება რომ წამების საუკეთესოობაზე აღარ გეფიქრებოდეს.
    ისიც ვიცი, რომ ეს ძნელია, მაგრამ მაინც!

    Like

  2. Jano_Jano ამბობს:

    au dzaan magaria eee, როცა საყვარელ ადამიანს კოცნი… auu ;(

    Like

  3. mariami ამბობს:

    like like like ))))

    Like

  4. mwvanevashli ამბობს:

    რა თბილი პოსტი გამოგივიდა ალუკარდ :* ვიცოდი :)

    Like

  5. green ამბობს:

    hey :) akve vapirebdi daceras da turme damtage <3

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s