18


:მისალმება:
დაწყება მიჭირს : )) გუშინ ძილში ვფიქრობდი დამეწერა საერთოდ თუ არა… აბა რა უნდა აკეთო როცა რაღაც მუდნი სიზმარი გესიზმრება და არ იცი როდის გაიღვიძებ.. უნდა დაჯდე სადმე გაშტერებული თვალებით უნდა უყურო სიზმრის არეულობას და იფიქრო : )) ხოდა იმას ვამბობდი რომ დაწყება მიჭირს.. გაგრძელებას კიდევ არაუშავს.. რა დავწერო წიპა ვიწუწუნო “ომგ სექტემბერი მოვიდა და დამერხა თქო?”, მინდა არ მინდა რამე მაგდაგვარი გამოვა მაგრამ მთლად დაუწერლობაც არ შემიძლია. რაღაც უნდა ვთქვა, რაღაცას უნდა მივცე საშუალება ამოვიდეს. დიდად არამგონია გულზე მომეშვას, ცოტა მაინც გავთავისუფლდები…
ეს ის თვეა როცა ვკვდები და ოქტომბრიდან ისევ ავღსდგები საკუთარი ფერფლისგან.
7ში მამაჩემის დაბადების დღეა. ახლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი.. უკვე 18-ჯერ. ისევ სიბრალულს გამომხატველი სახეები. ისევ იგივე სადღეგრძელოები. ისევ მარტო წელიწადში ერთხელ გახსენებული ადამიანი. ისევ გულის ამრევი “არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება”. მოკლედ ათას ყალბი თანაგრძნობა.. დედაჩემის და ლევანის ყურება როცა არ ვიცი რა ხდება მათ გულში. როცა ვერც ერთს ვერ დაველაპარაკები იმიტომ რომ მამაზე არასდროს ვსაუბრობთ.
წერილების რვეულში კი ერთი ფურცელიღა დარჩა, ანუ ორი გვერდი.
ესეც მომბეზრდა! წერილების წერა რომელებიც არასდროს მივა ადრესატამდე.
ბებომ მომიყვა ადრე ერთი კაცი ჩასულა მამას ბატალიონთან სოხუმის დაცემამდე რომელიც მერე თბილიში უნდა გამობრუნებულიყო მამას უთხოვია წერილს გაგატანო და დაუწყია წერა “ჩემო პატარა ქეთითაო”… და ამ დროს ამტყდარა განგაში. ვეღარ მოასწრო..
ნეტა არ მოეყოლა.
სულ ვფიქრობ ნეტა რისი მოწერას აპირებდა. ნეტა რა უნდოდა ეთქვა. იქნებ რამე ისეთის რაც სხვანაირად წარმართავდა ჩემს ცხოვრებას. იქნებ იმ წერილის გავლენით მაინც ვყოფილიყავი უკეთესი ადამიანი ვიდრე ვარ..
ბლინ ერთი სურათიც კი არ მაქვს მამაჩემთან გადაღებული.. რამე ისეთი მაინც მექნებოდა რაც უფრო… არ ვიცი…
სექტემბერში უფრო ცხადად შევიგრძნობ ყველაფერს.. ყოველ წუთს მახსენდება წლების განმავლობაში გაბუნდოვნებული მისი გამოსახულება.. პატარ-პატარა მონაკვეთები მასთან გატრებული რომლებიც მახსოვს.. მამიკოს სუნი, მოძრაობები, ჭამის მანერა, თამბაქოს სუნი, ჯდომა, ღიმილი, სიმთვრალისგან ოდნავ არეული ფეხი სულ სულ ოდნავ. ესენიც ალბათ იმიტომ მახსოვს რომ ლევანი თავისდაუნებურად ზუსტად იმეორებს ყველაფერს…
იმ დღეს ვიყავი ლევანთან სახლში. როცა მივდივარ სულ ვამბობ რომ არასდროს შევალ კაბინეტში მაგრამ მაინც სულ შევდივარ. სულ ვამბობ რომ მარტო არასდროს წავალ მაგრამ მაინც სულ მარტო მივდივარ.. კარადას ვაღებ ხოლმე, მის ტანსაცმელს მისი სუნი აქვს. კაბინეტშიც იგივეა. საკმარისია თვალი დახუჭო რომ ზუსტად ისეთი ხდება როგორიც 18 წლის წინ..

არის ეგეთი ფრაზა: “რამდენი რამე მინდოდა მეთქვა შენთვისო” : )))
მეც გამიფიქრებია ეს მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი მაქვს სათქმელი.. რას ვეტყოდი ახლა ამ წუთას?
7სექტემბერს უკანასკნელ მოსალოც წერილს მოგწერ და არასდროს აღარ გადავშლი იმ რვეულს.
ძნელია გიყვარდეს როცა არ იცნობდი და გენატრებოდეს ის ვინც არ გახსოვს, მაგრამ მე მაინც მენატრები და ძალიან მიყვარხარ მამა

პ.ს. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეა.. ვნახოთ ერთი ვის გაახსენდება, განსაკუთრებით ჩვენს მთავრობას.. ვნახოთ ერთი ამჯერად რომელი ყვავილით აჭრელდება ფეისბუქი… რამე წითელი ყვავილი ლიუძი ტრადიცია არ დავარღვიოთ.. : )))))
დარწმუნებული ვარ მარტო იმ რამდენიმე ასეულ ადამიანს გაახსენდება ვინც აფხაზეთის ომის სიმწარე თავის თავზე იწვნია..

ეს ისე : ))) არ დამცინოთ მიყვარს ეს სიმღერა : )))))))))

რა იყო შეჩემა, მშობელი ვის არ მოკვდომია?! – (C) ჩემი ყოფილი დაქალი

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

25 Responses to 18

  1. Tata Bokuchava ამბობს:

    :( რაღაც დავწერე, წავშალე. მერე ისევ დავწერე და წავშალე.
    აღარ დავწერ.. ∞

    Like

  2. kohinor ამბობს:

    ორჯერ წავიკითხე, ორივეჯერ ამეტირა და რა უნდა ვთქვა, ისიც არ ვიცი, მაგრამ მაინც არ მინდოდა “ჩუმად” გავლა. ასეთი გულწრფელი და თბილი წერილის წაკითხვა როგორ მაკლდა თურმე…

    Like

  3. meocnebe ამბობს:

    qet,saocari adamiani xar..sheni mamiko ki gmiri..gmiri romelsac liliputi bunebis adamianebi mxolod soxumis dacemis dges ixseneben, gmiri-erti mkvdari rom atas cocxals jobia da ubralod adamiani romelsac shennairi,sauketeso shvili hyavs! darwmunebuli var mama shenit iamayebda.. martla saocari xar..ici ratom? shen tavisufali xar! yovelgvari manjva-grexvis,tavshi avardnisa da sxva idiotobebisagan tavisufali.. gmob dasagmobs da afaseb jeshmarit girebulebebs! ici shen bednieric xar..ratom ici? imitom rom jer kidev grdznob da azrovneb..imitom rom shavs da tetrs archev..da kidev imitom rom giyvars da genatreba is adamiani romelic bundovnad gaxsovs..saqartvelos gmiri,shentvis ki ubralod-mamiko!

    Like

  4. irma ამბობს:

    “ძნელია გიყვარდეს როცა არ იცნობდი და გენატრებოდეს ის ვინც არ გახსოვს”

    rogor mesmis sheni…

    Like

  5. kakato ამბობს:

    ცრემლები მომდის… დიდი ხანია ასეთი გულწრფელი და სულიდან ამოძახილი არაფერი წამიკითხავს….
    კარგი გოგო ხარ, კარგი ბლოგიტ. აქამდე რატომ არ ვიცოდი :შ

    Like

  6. leluka25 ამბობს:

    ცრემლები მომადგა…
    მინდა რაღაცის დაწერა მაგრამ რა უნდა გითხრა
    რომც გიცნობდე ასეთ ამბებში ადამიანების გამხნვება არ მეხერხება
    მე ვერასოდეს ვუძებნი გამართლებას სიკვდილს
    ეს ერთადერთია რასაც ვერასოდეს ვუგებ და ვეგუები…

    პ.ს მომეწონე და ახლა გადავუვლი ყველა პოსტს და წავიკითხავ…მიყვარს გულწრფელი პოსტები… როცა ადამიანი წერს მხოლოდ იმას რაც გულიდან მოდის, ყოველთვის ამაღელვებელია წაკითხვა… როცა ასეთ პოსტებს კითხულობ თითქოს შენც ავტორის აზრის, ტკივილის და სიხარულის ნაწილს იზიარებ…

    Like

  7. mamuka ამბობს:

    pirvelad vcer aq rames,kai gogo khar,tviton miomia da vici iq rogor gvenatreboda shinaurebi,bevrs akhsovs sokhumis dacemac da upro metic, banda vikribebit kholme ,davlevt da vigoniebt dagupulebs,bevrni vart asetebi:(

    Like

  8. zorbegi ამბობს:

    ისე ან მომენტი არაა შესაფერისი, ან რაღაც პონტში ვერ გეუბნები ხოლმე… მარა ბოლო წლებია, რაც ეს გავიგე, სულ მინდა ხოლმე რო 7ში რამე გითხრა, რამით გვერდში ამოგიდგე, მარა არ ვიცი ხოლმე რა ვთქვა :(
    კი ვიცი ეგეთ სიტუაციებში რასაც ეუბნებიან ხოლმე ხალხ, მარა მაგისი თქმა არმინდა. მაგ ძირითადად ცარიელი სიტყვებისგან ისედაც ტვინი გექნება წაღებული და არ მიდნა რო მეც დავემატო მათ რიცხვს.
    პროსტა ეხლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს პოსტი და მომინდა ამის თქმა რო რაც არ უნდა იყოს შენ გვერდით მიგულე ყოველთვის :* მერე რა რო ხშირად გაბრაზებ :)

    Like

  9. qetusha ამბობს:

    dzalian dzlieri pirovneba xar…neta shennairi viko …

    Like

  10. sophieee ამბობს:

    dzaaalian vcuxvar keeet :( guli amichuya shenma psotma :( kargi xar keto kargi da darcmunebuli var mamasheni shenit amakobs da is sul cocxali iqneba, radgan ase giyvars da sul gaxsovs. gaixare! :)

    Like

  11. Mari ამბობს:

    ქეთ, ამას რომ ვკითხულობ, კიდევ უფრო ვრწმუნდები რა კარგი ადამიანი ხარ და რა ძლიერი, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი თქვა.

    Like

  12. elis ამბობს:

    ras merchi xolme sul ro matireb aa? saocari adamiani xar, sheni shteri daqalis ar iyos mshobeli ukvdebat magram shvilebi.. upro sworad shen ragac sxvanairad, ise lamazad agiqvam yvelapers. chems megobars deda moukvda 15 wlis iyo, da misgan aseti odnav msgavsi rame arc gamigonia, magram shen pactiurad arc gaxsovs mama, ar icnobdi piradad(ramodenime mogonebas tu ar chavtvlit) da mainc gaxsovs, ar iviwyeb, isev gtkiva. es dzalian ishviatad xdeba, saocari adamiani xar qet..

    Like

  13. kevana ამბობს:

    სიცილი კიარა, თვალები ამიცრემლდა : (

    როგორ მინდა ჩაგეხუტო… :ჰუგ:

    Like

  14. Giorgi ამბობს:

    ეუფ, კარგად დამბურძლა,თან სიმღერამაც ძალიან იმოქმედა, აი დაქალი კი მაგარი ჩათლახი ყოფილა,დარწმუნებული ვარ მაგ ფრაზის გამო გახდა “ყოფილი”

    Like

  15. wasp ამბობს:

    რა იყო შეჩემა, მშობელი ვის არ მოკვდომია?! – (C) ჩემი ყოფილი დაქალი <<<< amis mtqmeli unda daxvrito!!!! vetanxmebi gabos….ket…shen gmiri mamis shvili xar da mama sheni gmiria, mteli saqartvelosi!!!

    Like

  16. henry_m ამბობს:

    გმირობა საზოგადო ცნებაა, მამა კი პირადული…გმირი ბევრია, მაგრამ მამა ერთი…..ცუდია ომი, ძალიან ცუდი, მაგრამ ერთი უნდა გახსოვდეს მამაშენი ბევრი ქართველისთვის მაგალითია!!! (ალბათ ბევრს უთქმავს შენთვის ეს სიტყვები)

    Like

  17. wasp ამბობს:

    ra gindoda rom amatire a? ;( dzalian vwuxvar qet…omshi dagupulis ara magram sayvareli adamianebis dakargva vici rac aris…

    Like

  18. gabo ამბობს:

    შენ ხომ იცი რომ გმირი მამა გყავდა , სხვებს ასე არ უმართლებთ ხოლმე .

    Like

Leave a reply to Tata Bokuchava კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.