10 თებერვალი : )

ნუ შეიძლებოდა ეს პოსტი ჩემს დაბადების დღეს დამეწერა მაგრამ ვინ იცის ვიქნები თუ არა ამის ხასიათზე 10 თებერვალს თან როდის მოვა ეგ ან თუ მოვა საერთოდ ხოდა ღმერთმანი ვინ მიშლის ხელს კლავიატურაც ჩემია და ბლოგიც ^^  ნუ ხო კაი კლავიატურა მეზობლისაა მარა გავუცვალე და ჩემი გახდა  : )))) მოკლედ

10 თებერვალი ^^ ჩემი დაბიდუბი რომელიც ჩემი ჰოროსკოპის ♒ გამო მიყვარს და ჰოროსკოპი რომელიც ერთ ბიჭუნას აგრერიგად არ ევასება :D  

10 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის 41-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 324 დღე (ნაკიან წელში – 325).

დღის მოვლენები:

  • 1605 : უილიამ შექსპირის “ვენეციელი ვაჭრის” პირველი წარმოდგენა ლონდონში.
  • 1784 : ეკატერინე II-ის განკარგულებით ყირიმის ნავსადგურსა და ციხე-სიმაგრეს დაერქვა სევასტოპოლი.
  • 1996 : აი-ბი-ემის კომპიუტერმა “დიპ-ბლუმ” ჭადრაკში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი.
  • 1998 : აზერბაიჯანში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
  • 2006 : გაიხსნა XX ზამთრის ოლიმპიური თამაშები ტურინში (იტალია).

ამ დღეს დაიბადნენ:

  • 1890 : პასტერნაკი, ბორის – რუსი პოეტი.
  • 1898 : ბრეხტი, ბერტოლტ – გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1914 : ვირსალაძე, კონსტანტინე – ქართველი თერაპევტი.
  • 1924 :ბაინდურაშვილი, აკაკი – ქართველი ფსიქოლოგი.

ამ დღეს მოკვტნენ: : )

  • 1837 : პუშკინი, ალექსანდრე – რუსი მწერალი.
  • 1891 : კოვალევსკაია, სოფია – რუსი მათემატიკოსი.
  • 1923 : რენტგენი, ვილჰელმ კონრად – გერმანელი ფიზიკოსი.
  • 1939 : პიუს XI – რომის პაპი
  • 1990 : გიგინეიშვილი, ოთარ – ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე
  • 2005 : მილერი, ართურ – ამერიკელი დრამატურგი.

კიდე ბევრები მოხდა, ბევრი დაიბადა მო მოკვტა მარა სია ძალიან გრძელია და თუ მაინც ასე გაინტერესებს ამ ლინკზე გადადი :დ აი ამაზე :


თუ შენ დაიბადე 1989 წლის 10 თებერვალს შენ ხარ:

ზოდიაქოს სისტემაში შენ ხარ: მერწყული. ♒
ყვავილების ჰოროსკოპის მიხედვით შენ ხარ: ფითრი.
პითაგორას ნურმეროლოგიური გამოთვლით შენი ციფრია: 3.
დრუიდების(გალების) ჰოროსკოპის მიხედვით შენ ხარ: კედარი.
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით შენ ხარ: გველი.
ინდური ჰოროსკოპის მიხედვით შენ ხარ: დჰანიშტა.
მითოლოგიური ჰოროსკოპის მიხედვით შენ ხარ: კენტავრი.
ზოროასტრას ჰოროსკოპის მიხედვით შენ ხარ: ცხენი.


მორწყულებზე ადრეც მაქვს დაწერილი პოსტი თანაც ორი : ))) პირველი, მეორე. ♒♒♒♒♒


ფითრი

ფითრის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან იდუმალი და მიმზიდველები. ვარდის ფურცელისა და ჩიტის ფრთის მსგავსად ისინი ფლობენ შეუდარებელ მოხდენილობას და გრაციას, გამოირჩევიან სიკოხტავით.

მათი ნატიფი ბუნება მოითხოვს ყველაფერს საუკეთესოს, მათ უყვართ კომფორტი.
ყველაზე ძალიან უყვართ დასვენება, გასეირნება ვიდრე მუშაობა. ისინი ყოველთვის საინტერესონი არიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის: მათ ჰყავთ უამრავი თაყვანისცემლები.
ფითრებს სიყვარულის გულისათვის დაუფიქრებელი საქციელის ჩადენაც კი შეუძლიათ. ქალი გამოირჩევა “რისკიანი” ხასიათით, შეუძლია ყველაზე მიუდგომელი მამაკაცის მოხიბვლაც კი, რადგან მას ბადალი არ ჰყავს, მისი მეტოქეები მას ვერ იტანენ.
ამ მომაჯადოებელი ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა იმისათვის, რომ მოიპოვონ პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში უნდა მისდიონ სპორტს, კულტურიზმს, კარატეს ან ტენისს. სპორტი მათ უნარჩუნებს ჯანმრთელობას და ცუდი ჩვევებისგან იცავს, ამასთან ერთად ისინი მიმზიდველებიც ხდებიან.


3


ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ენერგიულობით,მიზანსწრაფულობით, პატივმოყვარეობით ხასიათდებიან. გააჩნიათ მრავალმხრივი ნიჭი, განუსაზღვრელი შესაძლებლობები. მთელი სიცოცხლის მანძილზე, დაუღალავად ეძებენ გზებს მაქსიმალური თვითგამოხატვისთვის. ხემლძღვანელობენ ლოგიკის კანონებით ნებისმიერ საქმეში, ნაკლებად უჯერებენ ინტუიციას. არიან მოწესრიგებულნი, კომუნიკაბელურები და საჭიროების შემთხვევაში, დამაჯერებლად მეტყველების უნარსაც ფლობენ. ბრწყინვალე ორატორობის წყალობით ოსტატურად ახერხებენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას მაშინაც კი, როცა აშკარად ტყუიან. ამ ადამიანებს შორის ხშირად შეხვდებით პოლიტიკოსებსა და ფსიქოლოგებს. არც თუ იშვიათად, სამიანის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელ სფეროში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
სამიანები ყოველთვის დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ეკიდებიან ნებისმიერ, ახალ წამოწყებას. თუმცა შესაძლოა, ინტერესი მალევე დაეკარგოთ და მოულოდნელად, აფსოლუტურად სხვა სფეროზე გადაერთონ.
როგორც წესი, სამიანები შესანიშნავი მეგობრები, მხიარული კომპანიონები და მხურვალე, რომატიკული შეყვარებულები არიან. თუმცა ქორწინების შემთხვევაში ისინი პარტნიორის მისამართით, ხშირად გადამეტებული და უსაფუძვლო ეჭვიანობის გრძნობით იტანჯებიან. აქედან გამომდინარე, გამუდმებით ცდილობენ შეზღუდონ ამ უკანასკნელის სოციალური აქტივობა და მთლიანად დაუქვემდებარონ იგი საკუთარ მოთხოვნებსა და პრინციპებს. ღირს კი იმის თქმა, რომ ბევრი სამიანის ოჯახი ხშირად, სწორედ მათი ამგვარი უკომპრომისო საქციელის გამო ინგრევა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სამიანი საკუთარ თავში ეგოიზმის დოზის შემცირებას, ოდნავ მაინც შესძლებს და ცოტაოდენ პრაქტიკულობასაც მიეჩვევა, მისი ცხოვრება უდაოდ ბედნიერად აეწყობა.


კედარი

ხე სოლიდური და ბრგე, ჯიშიანი. მისი სილამაზე იშვიათია. ყველანაირ პირობებში აქვს ადაპტირების უნარი, თუმცა უაღრეს კომფორტზე ოცნებობს. ახასიათებს მსუბუქი გადახრა – ამ ცხოვრებას უყუროს მაღლიდან. აქვს კარგი ჯანმრთელობა, არ სცოდავს გაუბედავობით, დარწმუნებულია თავის თავში, მტკიცეა და ცოტაოდენ აღგზნებული. უყვარს მოსწონდეთ და აქვს კიდეც ამის საბაბი. ნიჭიერი და შრომისმოყვარე კედარი ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, სწამს საკუთარი თავის და უიღბლობა მას ვერ აბრკოლებს. სიყვარულშიც ასეა. პარტნიორები მას ოპტიმიზმში ჰპოვებენ საყრდენს და მისი ენერგიის წყალობით იწყობენ ცხოვრებას. იგი გათვიცნობიერებულია და ელის ერთადერთს – დიდ სიყვარულს… აქვს კარგი მუსიკალური მონაცემები. სამსახურში ავლენს წინამძღოლობის ინსტიქტს. იღებს ელვისებურ გადაწყვეტილებებს. დაბადებულია თავგადასავლებისათვის, ილტვის მათკენ. საერთოდ კი ცხოვრობს ნორმალური ცხოვრებით, თუმცა მუდამ მოძრაობაშია.


გველი

თუ გველს უარყოფითი რეპუტაცია აქვს ქრისტიანულ ქვეყნებში, აზიის ქვეყნებში, პირიქით, მას ადიდებენ სიბრძნისათვის, ნებისყოფისა და გამჭრიახობისათვის. კაცი – გველი სასიამოვნო და სენტიმენტალურია, მას აქვს იუმორი. ქალი – ლამაზია და ხშირად სარგებლობს წარმატებით თავის სილამაზის წყალობით (ჟაკლინ კენედი, გრეის კოლი, დედოფალი ფარა დიბი ამ ნიშნით დაბადებულებებს მიეკუთვნებიან). იაპონიაში როცა სურთ ქალს ქათინაური უთხრან, ჩვეულებრივ ეუბნებიან: “ჩემო ძვირფასო, თქვენ ნამდვილი გველი ხართ”. ეს ქათინაური შეიძლება არ მოწონებოდათ ჩვენს ქვეყანაში.
გველი იცმევს დახვეწილი გემოვნებით, რამდენიმე განსაკუთრებულად, როგორც დენდი, ქალს აქვს მანია დახვეწილი აქსესუარებისაკენ. არ არის ენაჭარტალა. ღრმად აზროვნებს, მაგრამ სიბრძნის გვერდის ავლაც შეუძლია, რადგან აქვს შესანიშნავი ინტუიცია. როცა იგი ნასწავლია და განათლებული, მისი ინტუიცია შეიძლება იქცეს წინასწარ მჭვრეტელად, მაგრამ იგი უფრო თავის შთაბეჭდილებას, სიმპათიებს და შეგრძნებას ენდობა, ვიდრე ფაქტებს, გამოცდილებას, რჩევას და მსჯელობას. თითქოს აქვს მეექვსე გრძნობაც. ბოლომდე მიჰყავს საქმე, რომელიც წამოიწყო, სძაგს მარცხი. გადაწყვეტილებას იღებს სწრაფად, ქვეყანას გადააბრუნებს, რომ მიაღწიოს მიზანს. გველი ცუდი მოთმაშეა. მას არ უყვარს სესხის მიცემა, მაგრამ თუ სიმპათიით განეწყო, შეიძლება დაეხმაროს. ვალს იშვიათად იხდის ფულით, უფრო ხშირად საკუთარი თავით. სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის ვარდება უკიდურესობაში და მისი კეთილი ნება, დაეხმაროს სხვებს, მთლიანად მასვე შთანთქავს. მაგრამ ინსტიქტი უბიძგებს, რომ შემოეხვიოს მას, ვისაც დახმარება აღმოუჩინა და დაახრჩოს კიდეც. აქედან გამომდინარე კარგად დაფიქრდით, ვიდრე გველს დახმარებას სთხოვდეთ.
რაც შეეხება ფულს, მას ბედი წყალობს. არ სჭირდება ფულზე ფიქრი, ყოველთვის იშოვის, თუ ეს საჭირო იქნება და, რაც მთავარია, მან ეს იცის (ან უფრო სწორედ იგი ამას გრძნობს) კარგად და ამიტომ არც ნერვიულობს. მოხუცებულობისას იგი შეიძლება გახდეს ხელმომჭირნე, ძუნწი. გველს შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე საფრთხესთან. იგი თანახმაა ბევრი იმუშაოს, თუმცა ისეთივე ზარმაცია, როგორც ანკარა.
სიყვარულში – თუ იგი აირჩევს პარტნიორს, მოუთმენელი და ეჭვიანია, მაშინაც კი, როცა უკვე აღარ უყვარს. ნებისმიერ შემთხვევაში იგი გარს ეხვევა მას და უსპობს თავისუფლებას. ეს უფრო ხშირად ხდება უბრალო ახირების გამო, რამეთუ ჩვენი ეჭვიანი თავქარიანიცაა, განსაკუთრებით კაცი. გველი ეცდება შევიდეს არაოფიციალურ, ქორწინების გარეშე კავშირში, რაც ართულებს მის ცხოვრებას; სასურველია მან იბრძოლოს ამ ტენდენციის წინააღმდეგ და თუ მოახერხებს, რომ თავისი საუკეთესო გრძნობები ოჯახს მიუძღვნას, მისი ცხოვრება ჰარმონიული, უშფოთველი იქნება. ეს მისი მტკივნეული ადგილია. გველს ხშირად მრავალრიცხოვანი ოჯახი აქვს, რაც ასე თუ ისე მისი პარტნიორის შემზღუდველია.
ის იქნება ბედნიერი ხართან, ვინც სიამოვნებით ითამაშებს მთავარ როლს ოჯახში და გველი სიამოვნებით დაუთმობს ადგილს. გველი მამლის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ თუ ისინი დაქორწინებულნი არიან, მეგობრობენ ან დაკავებული არიან საერთო საქმით – კეთილისმყოფელია და ორივეს აქვს ნაკლოვანებების გამოსწორების საშუალება. ღორი ცოდვაა, თუ გველის ხელში მოხვდება, ის იქნება პარალიზებული, დაპყრობილი და გველი, დარწმუნებული თავის განუსჯელობაში ცხვირში ძმარს ადენს მას. არც ვეფხვი უნდა ფიგურირებდეს გველის ცხოვრებაში. ვეფხვი დამანგრეველია.
ორი პირველი ფაზა გველის ცხოვრებისა იქნება შედარებით წყნარი. ყურადღებას მოითხოვს ბოლო ფაზა. სწორედ ამ ფაზაში მისმა სენტიმენტალურობამ და ვნებიანმა ხასიათმა, მიდრეკილებამ – თავგადასავლებისაკენ, შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს მაშინაც კი, როცა მას ძალუძს ჰქონდეს წყნარი სიბერე. მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როდის დაიბადა გველი – ზაფხულში თუ ზამთარში, ღამით თუ დღისით. იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორი ამინდი იქნება იმ დღეს, მოკლედ ის უფრო ბედნიერი იქნება მაშინ, თუ დაიბადება ცხელ ტროპიკულ მხარეში, ცხელ დღეს, ვიდრე ცივი დეკემბრის ღამეს. თუ დაბადებულია ქარიშხლიან დღეს, გველის ბედი იმდენად არის დამოკიდებული ამაზე, რომ მთელი თავისი სიცოცხლე საფრთხეში იქნება.


დჰანიშტა

ცხოველი – ლომი(მდედრ.) (ძუ)

დჰანიშტა დაკავშირებულია ვარსკვლავ სუალოხინთან (α-დელფინი). ბერძნები ამ ვარსკვლავს სოტერს უწოდებდნენ. ეს ვარსკვლავი ბუნებით მდაბალია. სიმბოლურად აღინიშნება დოლით, იმართება მარსის ენერგიით, მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც “სიმფონია”, რაც მიანიშნებს სხვა ადამიანების გაერთიანებაში მონაწილეობის მიღებაზე რაიმე საერთო საქმისათვის. ის მოძრავია, რაც ანიჭებს წარმატებას სახლიდან მოშორებით. ამ ნიშნის ადამიანები არიან მომხიბვლელები და ქარიზმატულები, ერთნაირად შეძლებული, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად. ძლიერები არიან სიტყვითაც და საქმითაც. ისინი არიან ენაწყლიანები და ყურადღებიანი მოსაუბრესთან. ისინი, როცა ეხმარებიან სხვებს, თავიანთ არსებობას გამართლებულად მიიჩნევენ. ნამდვილი ალტრუისტები არიან, ისინი გრძნობენ სიცარიელეს, რომელიც აუცილებლად უნდა შეავსონ.

ისინი იზიდავენ რა თავისკენ სხვებს, მაინც ყოველთვის ინარჩუნებენ დისტანციას. თუ მათი პარტნიორი მათი ერთგული არ არის ისინი უხდიან სამაგიეროს, და თამაშობენ მათთან თანასწორი უფლებებით. ისინი მზად არიან ბევრი მოითბინონ, ძალინ მომთხოვნები არიან, მაგრამ თავის ვალდებულებებზეც უარს არ ამბობენ.

სექსში ისინი ამჟღავნებენ ლომის გემოვნებას და ღიად გამოხატავენ თავიანთ სურვილებს, ისინი მშვიდად აღიქვავენ საკუთარ სექსუალურობას და უყვართ სიყვარულით ტკბობა. მათ სჭირდებათ გულუხვი პარტნიორი, რომელიც გაამართლებს მათ იმედებს. დჰანიშტა რჩება ერთგული მთელი ცხოვრების მანძილზე. მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფლობენ რა განსაკუთრებულ ძლიერ სულს და ქარიზმას ისინი აკონტროლებენ საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებს და არასდროს მალავენ თავიანთ განზრახვებს იმათზე ვინც მოსწონთ – მანამ არ ნახავენ “ყველაზე მთავარს და ერთადერთს” თავის ცხოვრებაში.

საუკეთესო პარტნიორები არიან: ლომი(მდედრ.) (დჰანიშტა) და ლომი (მამრ.) (პურვა – ბხადრა).

ამ სახლს მართავს მარსი.


კენტავრი

კენტავრი ნახევრად ადამიანია, ნახევრად _ ცხენი, ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში ცხოველური ინსტინქტები დომინირებს.

ადამიან-კენტავრებს უჭირთ ისეთი გრძნობების გაკონტროლება, როგორიცაა მძვინვარება, სექსუალური მოთხოვნილება, შური და შიში.

ისინი ყოველთვის დამოუკიდებლები არიან და გონებით განსჯის ნაცვლად, ემოციებს ემორჩილებიან.


ცხენი

აღმოსავლური ჰოროსკოპის ეგოისტი და ზნიანი ცხენისგან განსხვავებით, ზოროასტრული კალენდრის ცხენი არის ამტანობისა და სამართლიანობის განსახიერება. ეს წელი დაკავშირებულია ფიცთან და შეთანხმებასთან, უსამართლობის დასჯასთან. ადამიანი ცხენის ტოტემის გამოვლინებით არის საკუთარი ბედის მჭედელი. ის არის პატიოსანი და გამბედავი, უყვარს ბუნება და სივრცეები, მოგზაურობა და დაკავებულია სპორტით. წესრიგისა და სამართლიანობის გუშაგია და შეუძლია “გაუსწორდეს” ნებისმიერს, ვინც შეეცდება რაიმე ფორმალობის დარღვევას, მაგრამ საკუთარი მიზნის მისაღწევად შეუძლია წავიდეს საზოგადოების წინააღმდეგ. ცხენი ძალას მხოლოდ ხალხის მასაში ავლენს. ცხენს აქვს კარგი ათლეტური აღნაგობა, ამაყი მიხვრა-მოხვრა, დიდი კბილები, უხეში ხმა და დიდი ლამაზი თვალები.

თუ ცხენის წელს დაბადებული ადამიანი, არ თვლის სავალდებულოდ დანაპირების შესრულებას, არის უგერგილო და მშიშარა, თუ მას აქვს ამასთან ერთად გაფუჭებული კბილები, ნიშნავს, რომ მასში გაჩნდა ანტიტოტემის ნიშნები.

ცხენის წელს დაიბადნენ: პატრიარქი ნიკონი, ა. ბესტუჟევი, ჰაინე, ნანსენი, მაიაკოვსკი.

_________________________________________________________________________________

მთლად სა-ათ-თებერვლო ვერ გამოვიდა მაგრამ მე კმაყოფილი ვარ : ))) და ისე რატომაც არა : ) ♒

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to 10 თებერვალი : )

  1. Leonce ამბობს:

    ui shemeshala 1989 wli unda damewera :D

    Like

  2. Leonce ამბობს:

    1898 wlis 7 tebervali nawilobriv emtxveva chveni horoskopi rac magrebi vart es gvel-merwyulebi vart ra :D

    Like

  3. ჰექსე ამბობს:

    ვაიჰ რა იდეალური პოსტია :)

    Like

  4. elis ამბობს:

    spasibki keiw :D:D :*****

    Like

  5. Giganti ამბობს:

    rato wamshale, me var giorgi abzianidze :D:D:D:D:D:D:D:D

    Like

  6. elis ამბობს:

    ra sainteresoaa :D
    auh me ro kuro var da 1991 w-is 21 aprils davibade ra vqna ro damainteresa da amdeni ramis gageba minda chemze da tan mezareba? ??? :D :D:

    Like

  7. wasp ამბობს:

    adre ki mqonda ragac-ragaceebi wakitxuli…exla upro bevri gavgie ..shens shesaxeb….kargia,kargi…idumalo merwyulo :) ;)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s