:ბვმ: :ბვმ: ბენზოხერხის ხმა :D

ჩემი სახლი : )))

მოკლედ ვგრძნობ და ვხედავ რომ ჩემი დებილი გაჭვარტლული ბლოგი კვდება : (( ზაფხულის ბრალია ყველაფერი : ( მეზიზღება ეს პერიოდი : ( არ ვიცი რატომ კი არადა ვიცი რატომაც.. მეზიზღება სიცხე დაცლილი თბილისი მთელი წლის მანძილზე ლაპარაკი სად დაისვენებ, ზღვა, წუწუნის მოსმენა “აუ ზაგარი არ მაქვს”… ორი თვით აფეთქებული ზღვის სანაპიროები და მერე ისევ ჩამკვდარი… ყველაფერი მძულს ზაფხულთან დაკავშირებული : ((( დილით სიცხისგან გაღვიძება, ენაგადმოგდებული სიარული სიცხეში… ზაფხულის საჭმელები… აჯაფსანდალი :& საზამთრო :& მოკლედ… უნდა დავბადებულიყავი ჩრდილოეთ პოლუსზე : )
დღეს ლევანის სახლში ვიყავი გასული რაღაც ქვითრების წამოსაღებად.. დღეს დავაკვირდი რომ მამიკოს სახლს ან ჩემს სახლს აღარ ვამბობ… ვამბობ ჩემი ძმის სახლში… მე და ლელა წავედით.. არ მინდოდა კაბინეტში შესვლა რა. ყოველთვის ეგრეა შევდივარ, კაბინეტში მამიკოს სუნია, კარადებში ჩემი ბავშვობა, იმ დროინდელი წიგნებია. სავარძელში რომ ვჯდები 3 წლის ვხდები და კალთაში ვუზივარ. მერე მიდის უჯრების მე-245764321879464-ჯერ ქექვა.. მამიკოს დანები, რეიბანები, მუშტუკები, პორტსიგარები, სათუთუნეები, ჩიბუხები, ტყვიისგან გაგლეჯილი ბრონის ჟილეტის ფირფიტები. მერე მაგიდაზე დადგმულ საფერფლე სფინქსს ხელს გადავუსმევ, ვითიშები, ლელას ხმას გამოვყავარ გამოვდივარ კარს გამოვიხურავ და კიდევ ერთხელ ვპირდები ჩემს თავს რომ ამ სახლში მარტო არ მოვალ და თუ მოვალ კაბინეტში აღარ შევალ! მოვდივარ დიღმიდან ისევ უაზროდ სევდიანი : ((((
აი სექტემბერმაც გაიაროს და კარგად ვიქნები! ვიცი მჯერა რომ გაივლის ყველაფერი!!! ^^ სექტემბერი უნდა გადავაგორო და…
სამაგიეროდ კარგი რაღაცებიც ხდება ჩემკენ… ჩემი ნენეი ერთ კვირაში ბავშვს ელოდება ^^ ჩემი პაწუკა ბიძაშვილი დაიბადა კიდევ ნიკუშა ^^ ჩემი თემურიკას ძმა რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს ბიძას…
კიდე ის რომ გულში “ბურძგლი” დამიბრუნდა ^^ მე რომ მეგონა გაქრა თურმე არა : )))) ის ბურძგლი მესიჯის მოსვლისას რომ დამივლის ხოლმე : ))) მუცელში შეღუტუნებებით : ))))
ხო კიდევ დღეს კიკიტომ მომწერა მას და თამოს კინომატოგრაფიაზე ბლოგი გაუკეთებიათ და თანაბლოგერობა შემომთავაზა ^^ რა მაგარია : ))) უჟასებზე დავწერ ხოლმე მე.
ხოდა მიუხედავად იმისა რომ თავში ისევ დომხალი მაქვს და დალაგებას აღარ ექვემდებარება მაინც ვარ ოქტომბრის მოლოდინში! ხოდა კიდევ ის რომ სულ ვამბობდი პესიმისტი ვართქო თურმე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვყოფილვარ : )))))

ტფუ ტფუ ტფუ :D

ხოდა რაც არ უნდა მოხდეს მაინც კარგად ვიქნები! ამას უფრო ჩემი თავის დასამშვიდებლად ვამბობ მაგრამ არაუშავს :დ ყველაფერი გაივლის და ჩემი ტვინიც დალაგდება…. იმედია : (((( სულ ძირს ყრია ყველაფერი : ((( წავედი

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to :ბვმ: :ბვმ: ბენზოხერხის ხმა :D

  1. Boroti Rezo says:

    neta me mqondes egeti saxli :(((

    Like

  2. Lord Vader says:

    ჰო… თან თელების ქუჩა გააგრძელეს…. მაგრამ ენგლუნდის გარეშე კრუგერი რა კრუგერია :(

    Like

  3. green says:

    “ბურძგლი” დამიბრუნდა
    რა მაგარია..მე ძირითადად დაბურძგლულლი დავდივარ :) და თუ არ დავდივარ,ძაან ვიწყენ ამის გარეშე. ოპტიმიზმიც მაგარია. კარგია ეგრე რომ განაწყობ თავს :)

    Like

  4. kevana says:

    ოპტიმისტა :დ :*

    Like

  5. clown says:

    :შ

    ყველას დასალაგებნელი გვაქვს ტვინში თაროები ^_^

    Like

  6. @bzuuk
    მეზიზღება :((((((((

    @ელის
    როგორ მიხარია რომ ვახსენდები ხოლმე ხოლმე ასე კეთილ ადამიანებს ^^ მეც მიყვარს თბილად ჩაცმა და სიცივე მიყვარს კიდევ :^^ და ვერ ვიტან ზღვას :(((

    @willis acid
    ოო სულ შენ გინდა? :(((( ჩაიწიე რა ცოტა :(((

    Like

  7. willis acid says:

    ee es chemi saxlia rato martmev :E

    Like

  8. elis says:

    ai me isev movedi sheni uazro da uishviatesi stumari :D :D ar vici rato ristvis risi gulistvis, ragac gemrielad ro momindeba yopna, es blogi maxsendeba da shemovxtundebi xolme)))) ai axlac 3is naxevaria da gamaxsendi :D mokled rac martalia martalia magari xar ra da taviseburad ragacnairi, ise dawere zapxulze ro lamis mec shemzizgda, magram ara! zgvis xatrit miyvars zapxuli, magram oqtombris mere martla magaria, miyvars ro agrildeba da tbilad vicmev..)))

    da rac sheexeba sheni mamikos saxls, ai martla dzalian momewona, da saertod saocrad mesmis sheni, miuxedavad imisa ro mama cocxali myavs mainc, mesmis, uzommod miyvars mec(((((

    Like

  9. bzuuk says:

    dzalian gamikvirda zafxuls rom ver itan, miuxedavad sicxisa, me mainc miyvars zafxuli da mirchevnia weliwadis nebisieri dro

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s