ფაქინ ნიხვატკა


სულ რაღაც აუხსნელ ნიხვატკაში ვარ. ერთთავად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს : ( ურთიერთობების ნიხვატკაში ვარ, მიუხედავად იმისა რომ ყოველ წუთს და წამს ვურთიერთობ ადამიანებთან თითქოს არ მყოფნის ცარიელია ურთიერთობები, სულიერებას, რაღაც “იმ” სხვას არის მოკლებული. თითქოს ყველა გაცივდა და ადამიანებს ერთმანეთი აღარ აინტერესებთ. მე კიდე როგორც არასდროს მინდა მათი მოსმენა, როგორც არასდროს ისე მაინტერესებს თითოეული მათგანი და როგორც არასდროს ისე ვარ მოთმინებით აღჭურვილი ყველას გული გადავშალო.
დედასთან ურთიერთობის ნიხვატკა მაქვს. მინდა რომ ბოლომდე ვიყო მასთან. არ გამოდის.. შვებულებაში გავიდა ჩემს გამო.. ერთი თვე თვალისდახამხამებაში გაქრა ისე რომ ვერც მოვასწარი ურთიერთობა მასთან.. ზატო გავიგე რომ დედა კარგად მიცნობს, იმდენად კარგად რომ შეუძლია გათვალოს რა სიტუაციაში როგორ მოვიქცევი. რატომღაც სულ მეგონა რომ არ მიცნობდა სათანადოდ…
ძმასთან ურთიერთობის ნიხვატკა მაქვს… წყეული სამსახური : ( თბილიში სულ რამდენიმე დღეა და იმასაც ვერ ვასწრებთ.. ბოლო ჩამოსვლაზე თითქმის გავათენეთ. ღმერთმანი აი ადამიანი რომელიც ჩემი იდენტურია რომელიც ამბობს იმას რაც მე წამის წინ გავიფიქრე. რაც მითხრა 2 დღეში ყველაფერ ახდა.. ვგიჟდები ხოლმე ეგეთ რაღაცებზე..
მოკლედ იმას ვამბობდი რომ დეფიცითი მაქვს სავსე ადამიანური ურთიერთობების. ბოლოს ვისთანაც დავიცალესავით თაკო იყო ჩემი ალტერი : ) ისიც წავიდა…
იმდენი ადამიანი მახვევია გარს. მაინც სიცარიელეა ასე მგონია ნისლში დავდივარ. ლევან ჩამოდი რა მალე : (
ისევ იქ ვბრუნდები საიდანაც ძლივს გამოვაღწიე. მიყვარს იქაურობა მაგრამ მერე რეალობის აღქმას ვკარგავ, ვითიშები. მეშინია იქ დაბრუნება მეშინია რომ ერთხელაც ძალა აღარ მეყობა უკან დავბრუნდე.. ნელ-ნელა ჩემი წარმოსახვითი მეგობრები ბრუნდებიან. ჩემი გამოგონილი მეები, ჩემი გამოგონილი სასახლეები, ტყეები, უზარმაზარი სტაფილოსფერ მთვარიანი ღამეები.. ის მეგობრები რომლებიც მისმენენ და არ მაწყვეტინებენ, ის მეგობრები რომლებსაც ვუსმენ და საათზე არ ვიყურები…
ეს წყეული დროც როგორი დაუნდობელია, როგორ მინდა სიცოცხლე დუღდეს, ადამიანებს ერთმანეთი გულწრფელად გვაინტერესებდეს.. აბუჩად არ ვიგდებდეთ ერთმანეთს. სიტყვა სნობი არ არსებობდეს. ამაზე ცოტა უფრო ჭკვიანი ვიყო… თორე ისე გავა ეს ოხერი მოვკვდები და ვშიშობ ვერაფერს მოვასწრებ… ვერ მოვასწრებ მის ნახვას ისე გავქრები.. ვერ “დავტოვებ” ისე წავალ.. დალახვროს ეშმაკმა ნუთუ ისევ დეპრესია?! წავედი თორე ამ სიცხეში რაც მაფარია მის ქვეშ ვარ შემძვრალი და ისე ვწერ დეიდაჩემის ლეპტოპზე… : (((

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ფაქინ ნიხვატკა

  1. Giganti ამბობს:

    eg ar qna, sakutar tavshi ar chaiketo, magaze didi ubedureba ar arsebobs :S sxva ra gitxra, mec mase var da komentarebidanac chans rom bevria mase :(( etyoba bunebrivi movlena yofila :((

    Like

  2. bluekittie ამბობს:

    როგორ მესმის შენი “ნისხვატკა” არ იცი :-S

    ეს წყეული დროც როგორი დაუნდობელია, როგორ მინდა სიცოცხლე დუღდეს, ადამიანებს ერთმანეთი გულწრფელად გვაინტერესებდეს.. აბუჩად არ ვიგდებდეთ ერთმანეთს. სიტყვა სნობი არ არსებობდეს. ამაზე ცოტა უფრო ჭკვიანი ვიყო… თორე ისე გავა ეს ოხერი მოვკვდები და ვშიშობ ვერაფერს მოვასწრებ… ვერ მოვასწრებ მის ნახვას ისე გავქრები.. ვერ “დავტოვებ” ისე წავალ..

    უკომენტაროდ…

    Like

  3. Clown ამბობს:

    @ქეთო

    ვერ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ჰიპოპოტამები არიან :\

    ეგეთები მეც მეზარებიან და ასი წელი არ გავუბავ დიალოგს :შ

    :უსერ:

    Like

  4. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @Qilipa
    მეც მაგას ვეუბნები ჩემს თავს მარა ესმიიის??!!

    @takepositive
    მე მთა მშველის ^_^

    @ადო
    შენს ასე ხარ? :((

    @Clown
    ზედალაგებული ურთიერთობები არც მე მიყვარს საქმე მაგაში არაა :))) პედანტურ ურთიერთობებს არც მე ვითხოვ.. “როგორ ხარ? რავი შენ” – ამას გაცდენილ ურთიერთობებზე მაქვს ლაპარაკი… რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდები რას ვგულისხმობდი და სიტყვაზე მენდე გული აგერევა ზემოთ ხსენებულ ურთიერთობებზე. იმაზე მაქვს ლაპარაკი რომ ადამიანებს ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის გასაზიარებელი, მოსაყოლი, სამწუხაროა როცა 10მდე ახალგაზრდა ზის და არ იცის ერთმანეთს რაზე ელაპარაკოს… ეგ იმის ბრალია რომ გვეზარება ერთმანეთი…

    Like

  5. Clown ამბობს:

    რა საჭიროა ზედალაგებული ურთიერთობები…

    მე მაგალითად ჩვეულებრივი დიალოგ(ებ)იც კი დამაკმაყოფილებდა :შ

    :უსერ:

    უბრალოდ გაგებაა საჭირო :შ

    ხოდა ძველი “პერიოდის” მეც მეშინია ხოლმე :\

    Like

  6. LIn2 ამბობს:

    same here

    Like

  7. ადო ამბობს:

    ყოველ ჟამს “ნიხვატკა” მაქვს ყველასთან… და წავიდეპრესიებ სულ, ყოველთვის ჩემ სათქმელს სხვა იძახის, უხ დევღალე :(

    Like

  8. takepositive ამბობს:

    ფუუ მეც მაქვს ეგეთი “ნიხვატკა” და თან ამ ბოლო დროს ძაან სერიოზული… წორქზეც ჩემი ტოლი არავინაა, უნშიც არდადეგებია… მოკლედ ზღვა თუ მიშველის…

    Like

  9. გამოხმაურება: Tweets that mention ფაქინ ნიხვატკა « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები -- Topsy.com

  10. Qilipa ამბობს:

    კარგი რა ნუ ამატირე :( შენ და დეპრესია ვერ წარმომიდგენიხართ… დიპ ლავ კეჰნი ;) :*

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s