სოციალური მედიის დღე პირველად საქართველოში ^_^

უსაყვარლესი რუკა : ))

გუშინ ანუ 30 ივნისს იყო სოციალური მედიის დღე რომელიც პირველად აღინიშნა საქართველოში სვითის მეოხებით. იდეის ჩამწვეთებელი კი გაბო აღმოჩნდა : ))

წინა დღეს შევთანხმდით ბალღები რომ იქ სადაც მუდამ : ) ანუ ვერის ბაღთან შევიკრიბებოდით და ერთად წავიდოდით. 5 საათზე გავიუარე ლეონსიოს და წავედით.. ვნახე ბავშვები მათ შორის პირველად ადო, რეზო, ქილიფა. მოკლედ წავედით ავტობუსების გაჩერებასთან ვეკო და მისი თანამეინახე აჩო ვნახე ხოდა კიდე 2კიჯა, მარიამი და სალომე. ავტობუსში ბევრი ვიხუმრეთ ვიმხიარულეთ ვიკისკისე და ასე შემდეგ და ნა კანეც ავედით. მთაწმინსი პარკმა გვიჯიგრა თურმე და დაუთმია ჩვენთვის ამფითეატრის არენა : )))) პრეზენტაციები წარადგინეს:

ლენდვიშამ - landish.ge

რომელმაც აგვიხსნა რა არის RSS-ი და რატომ უნდა გამოვიყენოთ..

გაბომ - gabo.ge

რომელმაც მოგვიყვა ადრინდელ სოციალურ ქსელებზე.

გიორგი გიორგაშვილმა - biblusi.blogspot.com/

რომელმაც აგვიხსნა რა არის კორპორატიული ბლოგი და რა მიზნებს ემსახურება ის..

საბა ლეკვეიშვილმა - fazanda.wordpress.com/

რომელსაც ჰქონდა ყველაზე პატარა პრეზენტაცია თუ სწორად მახსოვს მედია ბანკზე. ცოდვა გამხელილი ჯობია და ვერაფერი ვერ გავიგე : )))))

დავით ჯიშკარიანმა - kibekibe.net

რომელმაც მოგვიყვა ზოგადად სოციალურ მედიაზე, მის დადებით მხარეებზე პიარ კამპანიის ამბავში და ასე შემდეგ : )

და

მარი ტალახაძემ - sweet.ge

რომელმაც ისაუბრა რატომ უნდა ვიყოთ ტვიტერის მომხმარებლები, რა პლუსები აქვს მას და ასე შემდეგ..

ვეცადე ყვლასთვის მომესმინა. ააააამდენი ბლოგერი ერთად ჯერ არ მინახავს.. უცნაური გრძნობა იყო : ) თითქმის ყველა მათგანი ფოტოებზე მყავდა ნანახი მათი ცხოვრების წვრილმანები ვიცი.. ყველას ვიცნობ ყველას ყოველდღიურობას ვადევნებ თვალს ყოველ დღე.. მიუხედავად რომ ასე ახლო ვარ მათთან მაინც უცნობები ვართ ერთმანეთისთვის.. მართლა უცნაური ვეშია ეს სოციალური ქსელები : ))) ძააალიან ბევრი ვილაპარაკეთ ვიცინეთ ვიხუმრეთ.. მიუხედავად იმისა რომ ცოტა არ იყოს და ხმაურს ქონდა ადგილი პრეზენტაციების დროს მაინც კარგი იყო საბოლოო ჯამში.  კარგად გაართვეს თავი ბავშვებმა! ეს იყო პიირველი სოციალური მედიის დღე საქართველოში!!! სუუულ სუუულ პირველად აღნიშნული.. ნელ-ნელა დაიხვეწება, დროთა განმავლობაში ის შეცდომებიც იქნება აღმოფხვრილი რაც გუშინ იყო დაშვებული. თუმცა მე არ შემიმჩნევია ალბათ ტექნიკური თვალისთვის უკეთ შესამჩნევი იყო : )))) ბევრი ბლოგერიც გავიცანი ვის ბლოგსაც ასე გატაცებით ვკითხულობ. ბევრი ბლოგერიც ვნახე რომლებიც ვერც კი წარმომედგინა როგორები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ..

დამთავრდა პრეზენტაციები. ცოტა ხანს კიდევ მივედ მოვედეთ და წამოვედით. შემდეგ ნახევარი ნაკადი წამოვედით ფეხით მამა დავითის გავლით ნახევარიც ავტობუსებით წავიდნენ.. გზაშიც კარგად ვიმხიარულეთ : )) სურათებიც გადავიღეთ : )))

ამ დროს დანარჩენები ლესელიძეზე გველოდებოდნენ რაღაცა ბარში.. მივედით ვიბლადუნეთ რაღაცები მერე 9 კაცი ერთი ტაქსით წამოვედით : D ეგ ცალკე ისტორიაა კიდე : D მოკლედ პირველი საათისთვის მივედი სახლში და დედაჩემს სრულიად გულწრფელად ვუთხარი შესვლისთანავე რომ ეს დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბლოგოსფეროს ისტორიაში… ^_^

პ.ს. დანარჩენი სურათები შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ფეის ბუქის ალბომებში და იქ მყოფთა ფეისბუქებში : )))
პ.პ.ს. შეიძლება რამე გამომჩა და მომიტევეთ.
პ.პ.პ.ს. მიყვარხართ ძალიან ყველა ♥

ჩემი ბეჯი : D მარიამის დახატული ბუთურთ : ))))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to სოციალური მედიის დღე პირველად საქართველოში ^_^

  1. გამოხმაურება: SM-day სოციალური მედიის დღე ^^ « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  2. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @sunwaited
    მეეეც ძალიან გამიხარდა ^_^ ეგრევე გიცანიი ^_^

    @Di@
    უი მართლა დამავიწყდა მეკითხვა მშვიდობით მიხვედი? :D

    @Marr
    მეც მეც ძალიან ^_^

    @ethnorevaz
    იიიიი :D

    @gabo
    მე გენაცვალე თუ კაია :D

    @Qilipa
    უჰ მადლობა :))))) მე კიდე რატომღაც შთაბეჭდილება დამჩა რომ მაგრად არ დაგევასე :D:D:D:D:D

    Like

  3. Qilipa ამბობს:

    ბუუუუუუუუუუუუუუ შენც უყვარხარ ძალიან ყველას ♥

    Like

  4. gabo ამბობს:

    გენაცვალე შენ რომ ვკითხულობდი შენი ხმა და კისკისი მესმოდა <3

    Like

  5. ethnorevaz ამბობს:

    რა საყვარლობა იყო :D

    Like

  6. გამოხმაურება: Social Media Day Tbilisi 2010 « Event-Lenta | ივენტ-ლენტა

  7. ადო ამბობს:

    ოჰ, როგორ მაწვალებენ, ვიდეოს ატვირთვას ველოდები და ერთი პოსტი ჩვენი გაცნობისაც უნდა დავდო… წაქცევიანად

    Like

  8. Marr ამბობს:

    გამიხარდა შენი გაცნობა :)

    Like

  9. Di@ ამბობს:

    უფ, რაც იმ კიბეებზე ვიფორთხიალეთ… :D :D :D ტაქვსს ნუ მახსენებ… რომ დამტოვე მას მერე განსაკუთრებით :D :*

    Like

  10. sunwaited ამბობს:

    მაგრად გამიხარდა ქეეთ რუსთაველზე რომ გნახე ♥ ♥ ♥ პირველი ბლოგერი ხარ ვინც “ასე” გავიცანი : D

    Like

  11. Tamar Baratashvili ამბობს:

    თანდაც რამე გამოგრჩა, რა მერე? სხვებიც დაწერენ და სურათიც შეივსება :))))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s