7ვიდი


«მან წამოიდგინა თავი ღმერთად და დაიწყო დასჯა…»

ნუ წაიკითხავთ პოსტს თუ არ გაქვთ ფილმი ნანახი! ფილმის ლინკი

შვიდი ერთში : ))) დეტექტივი, სიყვარული, სიგიჟე, ინტელექტი, კრიმინალი, დრამა, ტრილერი.

რეჟისორი: დევიდ ფინჩერი. – მებრძოლთა კლუბის, თამაშის, უცხოს, ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმის, ზოდიაქოს და ა.შ.-ს შემქმნელისაგან.

გამოსვლის თარიღი: 1995 წლის 22 სექტემბერი.

მთავარ როლებში:


John Doe- ს როლში კევინ სპეისი (Kevin Spacey)


Detective David Mills-ს როლში ბრეტ პიტი (Brad Pitt)


Detective Lt. William Somerset-ს როლში მორგან ფრიმანი (Morgan Freeman)


Tracy Mills -ს როლში გვინეტ პელტროუ (Gwyneth Paltrow)

___________________________________________________________________________________

სიუჟეტი შემდეგია:

პოლიციის ვეტერანი, დეტექტივი სომერსეტი ოცნებობს პენსიაზე. მაგრამ ნანატრ პენსიამდე 7დღით ადრე სომერსეტს თავს დაატყდება ორი უსიამოვნება. ახალგაზრდა დეტექტივი მილსი რომელიც მის მეწყვილედ გადმოიყვანეს ნიუ-იორკის პოლიციაში და განსაკუთრებულად სასტიკი მკვლელობა. გამოცდილ დეტექტივს ინტუიცია უკარნახებს რომ მკვლელობა ამით არ დასრულებულა.  მანიაკი მკვლელი კლავს თავის მსხვერპლებს ბიბლიური 7 სასიკვდილო ცოდვის მიხედვით. სომერსეტი დილემის წინაშე აღმოჩნდება დაუბრუნდეს თავის სამუშაოს ან დატოვოს საქმის გამოსაძიებლად ახალგაზრდა და გამოუცდელი მილს (?!)


მაშ ასე : )))


პირველი მსხვერპლი: ღორმუცელობა.


სიხარბე.


სიზარმაცე.


ვნება.


სიამაყე.


უიმედობა, სასოწარკვეთა.

და თვით ის… შური..

___________________________________________________________________

ფილმში არის უძლიერესი დიალოგები და ფრაზები ^_^

მაგალითად ჩემი ფავორიტი : ))))

“Я никогда не был исключением. Исключения то, что я делаю”

ან როცა მილსი და სომერსეტი ლაპარაკობენ ბარში.. უილი ეუბნება: უფრო ადვილია ცემო ბავშვი ვიდრე აღზარდო.

ან როცა სომერსეტი ღამე ბიბლიოთეკაში მიდის სხვათაშორის დანტეს გადასათვალიერებლად (Убийца по Данте) : D ხოდა დაცვას ეუბნება: მთელი მსოფლიოს წიგნები თქვენს ხელშია თქვენ კიდე პოკერს თამაშობთო : )))))))

*_*_*

– Он точно умер?

– Он сидит в куске собственного дерьма, в луже собственной мочи. Если бы он не был мертвым, он бы встал и ушел, правда? :D:D:D:D

*_*_*

Теперь недостаточно просто хлопнуть человека по плечу. Его надо ударить кувалдой. Тогда он обратит на вас внимание.
Джон Доу

ფინალური ძალიან გულის ამაჩუყებელი და დასაბურძგლი სცენა : )))

ისე იცოდით რომ:

ბრეტ პიტმა მართლა დაიშავა ხელი გადაღებებზე ჯონ დოუს რომ მისდევდა, ამიტომ სცენარისტებს სცენარის შეცვლა მოუწიათ.

მორგან ფრიმანს იარაღის ხელში დაჭერა პოლიციელებმა ასწავლეს რომლებიც გადაღებებს ესწრებოდნენ.

სცენა როდესაც მიდიან ვიქტორთან არ არის კომპიუტერულად დადგმული. საწოლზე წევს ნამდვილი ადამიანი და გრიმიორების შედევრი : )))))

ციხის კადრებში ჯონ დოუს აცვია ნამდვილი ციხის ტანსაცმელი, ციხეს ქვია «Bardach County Jail».

კინოსტუდია «New Line Cinema» -ს დიდხანს არ უნდოდა ფილმი ჩაშვება მისი ფინალის გამო. საბოლოოდ ბოლო სიტყვა ბრედ პიტს დარჩა, მან უარი თქვა ფილმში მონაწილეობაზე თუ ფინალს შეუცვლიდნენ.

ჯონ დოუს ყველა წიგნი არის ნამდვილი სპეციალურად ფილმისთვის შქმნილი, რისთვისაც დაიხარჯა 15 დოლარი და ორი თვე.

სცენარისტი ენდრიუ კევინ უოლკერი სცენარზე ორი წელი მუშაობდა, გარდა ამისა მან ითამაშა ფილმში ეპიზოდური როლი სწორედ ის არის პირველი “ტრუპი” ფილმში : )

ჯონ დოუს როლი შეიძლებოდა რგებოდა ჯგუფ «R.E.M.»-ს ფავორიტ მაიკლ სტაიპს.

Michael Stipe

მორგან ფრიმანის შვილი ალფონსო გამოჩნდა დაქლოსკოპიის სპეციალისტის ეპიზოდურ როლში.

ფილმის პირველ კადრებში სახლების ყველა ნომერი იწყება ციფრ შვიდით.

დენზელ ვაშინგტონმა უარი თქვა დეტექტივ მილსის როლზე.

პროდიუსერები იმედოვნებდნენ რომ კევინ სპეისის სახელი ფილმის დასაწყიშივე გამოჩნდებოდა, მაგრამ თვითონ მსახიობმა  მოითხოვა საერთოდ არ ეხსენებინათ მისი გვარი ფილმის დაწყებისთანავე რადგან მაყურებლებისთვის რთული ყოფილიყო მკვლელის ამოცნობა. ამ მსხვერპლზე წასვლისთვის სპეისის გვარი პირველი წერია საბოლოო ტიტრებში : )))

სომერსეტის მეტრონომი 7ჯერ წიკწიკებს ფილმის პირველ კადრებში.

დეტექტივ სომერსეტს რომ გაეგო ჯონ დოუს მკვლელობის მოტივი შეისწავლის ბიბლიოთეკაში ჯეფრი ჩოსერის “კენტერბერულ მოთხრობებს”,  ჯონ მილტონის “დაკარგულ სამოთხეს”, დანტე ალიგიერის “ღვთაებრივ კომედიას” და ასევე ფილმში მოხსენიებულია შექსპირის “ვენეციელი ვაჭარი”.

ფილმის დასაწყის ტიტრებში ისმის ჯგუფ «Nine Inch Nails» -ის  სიმღერა Closer.

ფრაზა რომელსაც პოლიციის შეფი ეუბნება დეტექტივ სომერსეტს: «Where are you going to be?» («სად იქნები?») რაზეც სომერსეტი პასუხობს: «Around… I’ll be around…» («გვერდით, მე ვიქნები გვერდით…»), ეს ფრაზა არის ამოგლეჯილი ფინჩერის სხვა ფილმიდან “უცხო 3”  სადაც ზუსტად ესეთ ფრაზას რილი ეუბნება დილანს და იღებს ზუსტას ასეთივე პასუხს.

სიტყვა Fuck ფილმში ისმის 74-ჯერ, ძირითადად ბრეტ პიტის პერსონაჟისგან : )))

ფილმის გადაღებას სთავაზობდნენ რეჟისორ დევიდ კრონენბერგს, მაგრამ მან უარი თქვა.

ფილმის ბოლოს ტიტრები მიდის არა ჩვეულებისამებრ, ქვევიდან ზევით არამედ პირიქით.

_________________________________________________________________________________

ჩემი საბოლოო შეფასება:

ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი თავის ჯანრში.. წიპა ფსიქოლოგიურ პოლო უჟასებში  : )))))))

фильм Про маньяка для маньяков :D:D:D

10/10

ყველაზე მაგარი კადრი : ))) თითის ანაბეჭდებით “დაწერილი” …

პ.ს. არ ვიცი უცებ რატომ მომიარა მაინცდამაინც ამ ფილმზე დამეწერა.. იმდენი ფილმი მინახავს რომელსაც ამაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია… :))) იევიც :)

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to 7ვიდი

  1. Velociraptor ამბობს:

    მგონი აქ უიმედობა საერთოდ არაა, მილსის ცოლი მისი ცოდვის გამო კიარა თავისი შურის გამო მოკლა. ბოლო მსხვერპლი თვითონ მილსია – მრისხანება.

    Like

  2. Velociraptor ამბობს:

    და სად არის მრისხანება? (wrath)
    წესით შვიდი სასიკვდილო ცოდვა ესენია:
    სიამაყე
    შური
    ღორმუცელობა
    ვნება
    სიხარბე
    სიზარმაცე
    მრისხანება

    Like

  3. Velociraptor ამბობს:

    უი აქ არ უნდა დამეწერა? :S

    Like

  4. Velociraptor ამბობს:

    yeah :) კარგი იყო :) და საერთოდ, ძაან მაგარ პოსტებს წერ და ძაან მაგარი ადამიანი ხარ, რა ცუდია რო კიბო გაქვს.. :შ

    Like

  5. Spieler ამბობს:

    ძალიან მაგარი კინოა… კაი გამახსენე, წავალ კიდევ ერთხელ ვუყურებ…

    Like

  6. max14characters ამბობს:

    1408zec dawere plz, sxvatashoris 2 dasasruli aqvs, avoezea is dasasruli romelic mtelma msofliom naxa kinoteatrebshi da tvebshi, allmovieze ki me2 dasasruli

    Like

  7. Kate_AlukaЯD ამბობს:

    დიდი მადლობა ბავშვებო :))) <3

    @13thCinnamon
    რავი ვერ დაგპირდები რომ დაგეძინება :D მინიმუმ დაგაფიქრებს და მაგიტომ გაგიტყდება ძილი :)))

    Like

  8. islandglocke ამბობს:

    mmm dzalian miyvars es pilmi ket….xoda madlob rom dawere…bevri ragac pilmis shesaxeb r vicodi…madlob infostvis :) :)

    Like

  9. 13thCinnamon ამბობს:

    უჰ, დამაინტრიგე, ხომ იცი :) ამ საღამოს რომ ვუყურო, დამეძინება მერე?

    Like

  10. mecmikvarkhar ამბობს:

    10/10 ნამდვილად:))) ფილმსაც და პოსტსაც:))) ერთ-ერთი ჩემი საყვარელ ფილმთაგანია ამ ჟანრში :))

    ბევრი საინტერესო დეტალი წავიკითხე რაც არ ვიცოდი ;)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s