ჩვენ 2

გზად პატარა ბარში ვისაუზმეთ. ლანჩისთვის ტრასაზე მანქანა გავაჩერეთ “კაპოტზე ვისხედით, თან წამოღბულ ყავას ვსვავდით და თან ფილოსოფიური ქვის გარშემო ვსაუბრობდით, დიდ მაგისტერიუმზე ვუყვებოდი.
საღამოს ისეთი თავსხმა დაიწყო ჩვენი გეგმა ღამე კარავში გაგვეტარებინა, საპნის ბუშტივით გაქრა. არადა ძლივს დავიყოლიე, ამ ადგილებში ღამე ცის ქვეშ გათენება მართლა სისულელე იყო, მაგრამ მე როგორ ორი ალტერნატივიდან
ყველაზე უარესის ამომრჩეველმა ორი საათი ვიწუწუნე, კარავი რისთვის გვაქვს აბა თქო. მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ. წვიმაში კარგა ხნის სიარულის შემდეგ გზისპირა ოტელს მივადექით. გასაღები მსუქანმა, გაჩეჩილმა კაცმა მოგვცა მთქნარებით და უკმაყოფილო სახით რადგან გავაღვიძეთ. უF დიდი ამბავი მადლობა თქვას ამ მიყრუებულ ადგილას ვინმე რომ შემოვიდა საერთოდ. – ოთახამდე ვიბუზღუნე. 13 ნომერი ავიღეთ. მიყვარს ასეთი პატარა სისულელეები. ჩემი კიდევ ერთი დებილური ჩვევა, ყველაფერში ნიშნები ვეძებო და რწმენა იმისა რომ პატარა კენჭიც კი არ გდია უმიზნოდ გზაე, მაგრამ ხანდახან “სიგარა უბრალოდ სიგარაა” ეს ვერ გავითავისე. : )))
მთელი დღის ნამგზავრები საწოლზე დავეთხლიშეთ. წყალი გადავივლე და მთქნარებით შევძვერი საბნის ქვეშ. ბალიშები ირგვლივ შემოვიწყე და ქიქის ვთხოვე წიგნი მოეწოდებინა.


თვალი გამიშტერდა. ფანჯრის რაფაზე წვიმის რაკარუკი ისმოდა. ქიქი რაღაცასას ღიღინებდა. უცებ საჰაერო ბუშტს რომ გაბერავენ ისე ავივსე ბედნიერებით. არ მჯეროდა, რომ აქ ვიყავით, ჩვენ ეს შევძელით. არ ვიცოდით რა გველოდა ხვალ, არ ვიცოდით სად მივდიოდით, არ გვქონდა მიზანი. უბრალოდ ამ წამით ამ წუთით ვცოცხლობდით. ბავშვები რომ ვიყავით ვოცნებობდი მე და ქიქის ჩვენ ჩვენი ოჯახებით გვემოგზაურა, დიდი ფურგონით მთელი ქვეყანა შემოგვეარა. ამ წუთებში ჩემი ოცნება ხდებოდა ისე არა როგორც პატარა მეს წამოედგინა, ისე როგორც დიდ მეს უნდოდა.
მივხვდი რომ უკვე მეასედ ვკითხულობდი ერთი და იგივე წინადადებას, წიგნი გადავდე და შუქი ჩავაქრე. წვიმის ხმას და ქიქის მშვიდ სუნთქვას ვაყურადებდი. საათის მანათობელი ციფერბლატი 4 საათს აჩვენებდა. ნეტა რა დროა ახლა ჯორჯიაში? აქ რომ ჩამოვედი დღე-ღამე არეული მქონდა.. წვიმამ გადაიღო..

კარებზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა. შუქი ავანთე და ქიქის გავხედე, საწოლში ჩამომჯდარიყო და შეშინებული უყურებდა კარებს. რამდენი ხანი მეძინა?! 5 წუთი? 10? ტუჩებთან თითის მიტანით ვანიშნე ჩუმათ თქო. ნელა წამოვდექი და ჩანთიდან პატარა ნაგანი ამოვიღე. მიყვარს ჩემი პატარა მეგობარი. ბავშვიბაში “თეთრი ბაირაღების” წაკითხვის შემდეგ აკვიატებული მქონდა ეს იარაღი. ტონიმ მაჩუქა, მერე იტყვიან ნიშნები არ არსებობსო…
ბრახუნი შეწყდა.. ვინ ხარ? – დაიძახა ქიქიმ.

__________________________________________________

პირველი ნაწილი

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი, ჩვენ (ამბავი) and tagged , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ჩვენ 2

  1. გამოხმაურება: ჩვენ (4) | აზრების ბოლში გახვეული სიგარეტები

  2. Mio ამბობს:

    xo mec didi siamovnebit wavikitxavdi gagrdzelebas:)

    Like

  3. Kristi ამბობს:

    Auuuu magaria, ideebi maq, mere getyvi!

    Like

  4. siyvarulovna ამბობს:

    ეეე რა ცუდ დროს შეწყდაააააააა = ((((

    Like

  5. kevana ამბობს:

    რა კარგი მოთხრობაა : )

    გაგრძელებას ვითხოვთ ყველანი!

    :)

    Like

  6. mecmikvarkhar ამბობს:

    ძალიან საინტერესოდ წერ, ისე რო ერთი ამოსუნთქვით იკითხება…გაგრძელება იქნება? :)))

    Like

  7. ლილიანი ამბობს:

    detalebi detalebi gvinda :D dagvzabe cota :D

    Like

  8. Bat ამბობს:

    ქეთო რა მექსიკური სერიალივით ყველაზე საინტერესო ადგოლას შეწყვიტე :D დაგვაინტრიგე და წახვედი?

    Like

  9. LiLaC ამბობს:

    oho, keT… dzaan magrad wer, ragaca sainTeresod… da Tan ise, rom filmis kadrebiviT midis yvelaferi : )) es Oteli, furgoni… :)

    Like

Leave a reply to Bat კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.