გრაფი სენ ჟერმენი – სინიორ დე არავინი :)))

“ადამიანი სრულად აგებს პასუხს საკუთარ სამყაროში ენერგიის სწორი თუ არასწორი გამოყენებისთვის. ყველა, ვინც სამყაროში ძალებს ბოროტად და ეგოსტური მიზნებისთვის გამოიყენებს, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ხელიდან უნდა გაუშვას უპატიოსნო შენაძენი. სამაგიერო, რომელიც ამისთვის მიეზღვება, მართლაც საშინელი იქნება.”
სენ ჟერმენი

XV||| საუკუნის ყველაზე გამოუცნობი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით უნგრელი თავადი რაკოცია, დაიბადა 1696 წელს და გარდაიცვალა 1784 წელს(?) 88 წლის ასაკში.
მან იცოდა ევროპის თითქმის ყველა ენა, იყო არაჩვეულებრივად განათლებული. ევროპის მრავალი ქვეყნის დიპლომატი, მონარქთა მრჩეველი, მხატვარი, რასაც აკავშირებს მისი შემონახული ფერწერული ნამუშევრები, ასევე იყო კომპოზიტორი, თავის პარტიტურებს სიცოცხლეშივე გამოსცემდა. იყო მოგზაური, შემოვლილი ქონდა ევროპის თითქმის ყველა და აზიის მრავალი ქვეყანა. ამ ყველაფერთან ერთად კი ის იყო მასონური ლოჟის წევრი, ალქიმიკოსი (მისი დაწერილია “სულიერი ალქიმიის სახელმძღვანელო”), ასტროლოგი და მისანი. თუმცა ენციკლობედიაში მოხსენიებულია როგორც ავანტიურისტი.
სპარსეთის შაჰ ნადირის მრჩევლობის შემდეგ სადაც სხვათაშორის იმ დროს შაჰის კარზე ქართველი უფლისწული ერეკლე || იმყოფებოდა სენ-ჟერმენი ევროპაში პირველად გამოჩნდა, ეს იყო 1740-იან წლებსი.
ევროპაში ჩასული ჟერმენი ინგლიში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ინგლისელი მწერლის ჰორას უილპოლის ცნობით, მას მფარველობას უწევენ ლორდთა პალატის წევრები. შემდეგ გადადის ავსტრიაში, იქაც იძენს მფარველებს მას იქ თვით ავსტრიის იმპერატორი ფრაცისკ | და პრემიერ მინისტრი ფერდნინანდ ლობკოვიცი მფარველობენ.
შემდეგ მარშალ ბელ -იზლემის მოწვევით საფრანგეთში ჩადის, სადაც მეფე ლუდოვიკო XV და მადამ პომპადურის სიმპათიას იმსახურებს.
1755 წელს ინდოეთს სტუმრობს, თუმცა მიზანი უცნობია. იქ მფარველობს ინგლისელი გენერალი რობერტ კლაივი.
სენ-ჟერმენი როგორც დიპლომატი, მონაწილეობას იღებს ავსტრია-სპარსეთს შორის ზავის დადებაში.
1762 წელი. სენ -ჟერმენი მიემგზავრება რუსეთში სადაც სამეფო კარის გადატრიალებაში მონაწილეობს, ტახტზე ჯდება ეკატერინე ||.
სენ-ჟერმენმა უწინასწარმეტყველა გრაფ ორლოვს რომ მას ეკატერინე || სთან ვაჟი გაუჩნდებოდა. მართლაც დედოფალს გრიგორ ორლოვისგან უკანონო ვაჟი ეყოლა.
1774 წელს ჟერმენმა თავისი წინასწარმეტყველების საფუძველზე საფრანგეთის დედოფალი ლუდოვიკო XV| მეუღლე მარი-ატუანეტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თუმცა ამას ბევრი არაფერი შეუცვლია.
1848 წელს როცა ჟერმენი 60 წლის გარდაცვლილი იყო ნაპოლეონ ||| მისი გადარჩენილი წიგნებით და წინასწარმეტყველებებით დაინტერესდა. მიზეზი იყო შემდეგი: საფრანგეთს “კორსიკელი არწივი” გადაუფრენს, რომელიც ათ წელიწადში ასი წლის საქმეს გააკეთებსო, მაგრამ როდესაც “კორსიკელ არწივს” ფრთებს “დააჭრიან”, ის მაინც “აღსდგება” სხვისი სახელითო, იუწყებოდა გრაფის ჩანაწერები.
ნაპოლეონ ||| მართლაც ბონაპარტის სეხნია და ნათესავი იყო, მაგრამ როცა ის ჩანაწერებს გაეცნო იქ მისთვის მისთვის უსიამოვნო ცნობები ნახა ამიტომ გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ რომ ნაპოლეონ ||| მართველობის დროს გადატრიალება მოხდა, ამის გამო იმპერატორმა იძულებით შეცვალა მართველობის ფორმა, შემდგომ კი პრუსიასთან ომის დროს ტყვედ ჩავარდა.
გრაფ სენ-ჟერმენს არასოდეს დაუმალავს რომ სენ-ჟერმენი მისი ნამდვილი გვარი არ იყო. მას უამრავი გამოგონილი სახელი ჰქონდა – რომში ის მარკიზი მონფერა გახლდათ, ვენეციაში – გრაფი ბელამარე, პიზაში – შენინგემი, მილანში – ინგლისელი რაინდი უელფონომი. გენუასა და ლივერნოში – რუსი გრაფი სალტიკოვი, დრეზდენში – გრაფი რაკოცი, პარიზში, ლონდონსა და ჰააგასა და სანქტ-პედერბურგში – გრაფი სენ-ჟერმენი.
ბევრი წლის შემდეგ გრაფი მრავალი მწერლის ნაწარმოების თემა გახდა. ვიქტორ ჰიუგომ მას მიუძღვნა პიესა “რიუ ბლაზი”, მასზე ასევე წერდნენ ჟორჟ სანდი, ალექსანდრე პუშკინი, უმბერტო ეკო, ბორის აკუნინი,და სხვა…
თავის მემუარებში სენ-ჟერმენთან შხვედრას აღწერს ცნობილი იტალიელი თაღლითი და მექალთანე ჯაკომო კაზანოვა.
გრაფის სიკვდილის ზუსტი ვერსია არ არსებობს. იმ მრავალ ვერსიებში ყველაზე სარწმუნო არის ის რომ იგი გერმანია-დანიის სასაზღვრო კალაქში, შლეზვიგის საჰერცოგოში, ერთ-ერთი ჰერცოგის სასახლეში გარდაიცვალა. ამას ამტკიცებს ჩანაწერი ადგილობრივ საეკლესიო წიგნში.

შემდეგში აუცილებლად დავწერ ჟერმენის “კოლეგაზე” :))) ვერ ვიტყვი რომ ვეთაყვანები ამ კაცს მაგრამ უდავოდ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში :))) იმედია ერთ ორ დღეში ეღირსება დღის სინათლეს პოსტი ალქიმიაზე რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვწერ და ვეღარ მოვაბი თავი ძალიან დიდია :)

p.s. განსაკუთრებული მადლობა ლის რომელიც მამხნევებდა პოსტის დაწერის მომენტში :D

p.p.s. “სინიორ დე არავინი” მე შევარქვი და ნუ დაიბნევით :D:D

ავტორი: რამაზ გიგაური
http://zodiaqo.blogspot.com/

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to გრაფი სენ ჟერმენი – სინიორ დე არავინი :)))

  1. apatrid ამბობს:

    Kaeni=hirami=lazare-Ioane=Christian Rosenkreuz = graf saint germain. gamgebi gaigebs

    Like

  2. giorqi ამბობს:

    გრაფი სენ-ჟერმენი არ გარდაცვლილა, ის ამაღლდა და არის ამაღლებული მეუფე (მე-7 იისფერი სხივის (ascended master of violet, purple ray) ). ახალი – მერწყულის ეპოქის იერარქი. მას შეეძლო ფიქრით გადაადგილება, რამდენიმე ადგილზე ერთროულად ყოფნა და ა.შ.

    Like

  3. geoastrolog ამბობს:

    ქეთი გამარჯობათ, ამ სტატიის და კიდევ რამოდენიმე სტატიის ავტორი, რომელსაც აქვეყნებთ თქვენს ბლოგზე და ასევე ucnaur-com–ზე გახლავართ მე – რამაზ გიგაური.
    როდესაც სტატიას უმატებთ ან აკლებთ რამოდენიმე წინადადებას (უფრო სწორად კომენტარს).
    ძალიან გთხოვთ როდესაც აკოპირებთ ჩემი ბლოგიდან სტატიებს, მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი და ბლოგის ლინკი.
    ეს სტატიები საკმაოდ ადრე დაბეჭდილი მაქვს პრესაში.
    პატივისცემით რამაზ გიგაური

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მომიტევეთ ბატონო რამაზ. ნამდვილად არ ვიცოდი თუ სტატია თქვენ გეკუთვნოდათ. არც წყარო იყო ჩემთვის ცნობილი.

      Like

  4. gabo ამბობს:

    ვისიამოვნე კითხვისას ვგიჟდები მსგავს თემებზე ძალიან მაინტერესებს ყოჩაღ .

    Like

  5. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @kevana
    უი არა ქეთ ერთი უნდა ვნახო

    Like

  6. kevana ამბობს:

    ქეთრინ, კაბალა ხომ გაინტერესებს შენ? ხოდა, თუ გსმენია რამე აბულაფიის შესახებ?
    Авраам бен Самуэль Абулафия
    Abraham ben Samuel Abulafia

    საინტერესო ვიღაც იყო : )

    Like

  7. Lord Vader ამბობს:

    ფაქტია, როცა თომა მოციქულმა მაცხოვარს უთხრა თითებს სანამ არ ჩავყოფ ჭრილობებში არ დავიჯერებ რომ შენ ხარო.
    აი ესაა ფაქტი :)

    მანდ კიდე სადაა ან ჭროლობები ან თითები? გადმოცემებია და იგავ-არაკები. ნოსტრადამუსის პონტში.
    ნოსტრადამუსის ძველი ფრანგული დღეს საერთოდ არ ესმით წესიერად, მით უმეტეს რომ ალეგორიებით წერს. ჰოდა ეგრეა ყველა სხვა წინასწარმეტყველიც.

    Like

  8. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @nightrider
    აფერისტი ხარ და გაიძვერაც თუ კაია :D:D:D:D

    @Lord Vader
    დიდად არც მე მჯერა მაგრამ ფაქტი სახეზეა :))))

    @kevana
    ^_^ :*:*:* დავწერე უკვე და ავკრეფ და გამოვაქვეყნებ :D

    Like

  9. kevana ამბობს:

    ვააააჰ, როგორ ველოდი და რა კარგი გამოვიდა :) :*

    საინტერესოა.

    ალქიმიასაც ველოდები და ჟერმენის კოლეგაზეც აუცილებლად უნდა დაწერო და ბლოგის შუქზე გამოიტანო :დ

    Like

  10. Lord Vader ამბობს:

    საინტერესოა.
    მაგრამ არ მჯერა მე წინასწარმეტყველების და ნათელმხილველების.

    Like

  11. nightrider ამბობს:

    aferistia mag vigacaa da ar endo me shen geubnebi :D :)

    Like

  12. rodrigo ამბობს:

    საინტერესო იყო :))

    Like

  13. bunchulpunk ამბობს:

    ამისთვის მართლაც რომ ღირდა ცდა ჩემო ქეთევან :*

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.