უსათაურო

ჟურნალ კარიბჭეში მამაზე დაიბეჭდა სტატია. მგონი თვეში ერთხელ აფხაზეთში დაღუპულ-დაკარგულ მეომრებზე წერენ ხოლმე სტატიებს. სტატიის ავტორია თეა ცაგურიშვილი, რომელიც ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა დიღომში, სამწუხაროდ მე არ ვიცნობ. სტატია ძირითადად არის ბატონ გივი მიზანდარის მოგონებები და მამიკოს წერილები.

რაც სტატიაში ეწერა არაფერი არ ვიცოდი თითქმის :(:( რაღაც ტაბუ დადებული თემაა სახლში მამაზე არასდროს ვლაპარაკობთ :( ყველა ვერიდებით.. მე განსაკუთრებით..
არ ვიცი მეტი რა ვთქვა. იმ ლექსით დავამთავრებ წერას რითიც სტატია მთავრდება:

მარცხნიდან პირველი მამიკო

მინდია არაბულის ლექსი მიძღვნილი მამიკოსადმი:
“მესიზმრა – სოხუმისაკენ
მე მარტო მიგაცილებდი
და დედაშენის, შავოსან
ქალის დარდს ვინაწილებდი.
დაცემის პირას მისული
როცა სოხუმი გმინავდა,
კბილებით დასწვდი მაოხარს,
დაბადებულო გმირადა!
თურმე “მამაოს” გეძახდნენ
პირშეუღინღლი ბიჭები,
ხელდახელ შებმას ლამობდნენ,
იწევდნენ მაგრამ იჭერდი!
თქვენ გმირები ხართ ყველანი,
სიკვდილთან შენაჭიდები,
კრძალულად სახსენებელი
და შემოსილი დიდებით!
არა მგონია ჩამქრალი
ბედის ვარსკვლავი კაშკაშა.
მოსვლა რად დაგაგვიანდა,
მერაბ ნაშობო ვაჟკაცად!”

რამდენიმე წლის წინ მამაჩემს გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა..მისი სახელი გმირთა მოედანზე მემორიალზე წერია… გმირის წოდებას მერჩივნა ან მისი საფლავი მქონოდა ან თვითონ ის მყოლოდა გვერდში…

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to უსათაურო

  1. ekaterine ამბობს:

    aha adamiani, normaluri dedis gazrdilia, vajkaci mama hyolia da tvitonac aseti mentalitetis matarebelia, im kretini diasamidzis gulisgasaxetqad asetebma unda imravlon saqartveloshi, mindia shenia saqartvelo

    Like

  2. ninia... ამბობს:

    adre am blogze vnaxe mamashenis surati tu ar vcdebi posts chemi magida erkva…me mashin araferi vicodi masze magram ratomgac dzalian didi simpatia gamoiwvia chemshi rogorc namdvilma kartvelma kacma da ratomgac gavipikre rom dzalian kargi adamiani unda kopiliko…miyvars aseti kartvelebi…

    Like

  3. tako ამბობს:

    Katiee.Ge : აცხონოს ღმერთმა. < — arr garrdacvliilaa ; )) cocxaliia !! Chemttvis misabadzii pirrovneba !! vvamaYoob rom aseti babua myaavs : ))

    Like

  4. tskaro ამბობს:

    ეჰ არჩევანზე რო იყოს საქმე…

    ის უნდა მიიღო რაც არის, შენ კი გმირი მამა გყავს უნდა იამაყო

    Like

  5. supernatural ამბობს:

    rogor vigruzebi xolme eset postebze :(:(.

    marTla unda iamayo

    Like

  6. გაბო ამბობს:

    გმირი მამა გყავს უნდა იამაყო მისით.

    Like

  7. Katiee.Ge ამბობს:

    აცხონოს ღმერთმა. მეც გარდაცვლილი მყავს მამა (თუმცა არა აფხაზეთში), მაგრამ ხშირად მიფიქრია, რომ გარდაცვლილი მამაც კი ხანდახან ზოგ ცოცხალ ადამიანს ჯობია.

    მეც მაქვს ის წიგნი, გუდმანის ქართული ვერსია, ინგლისურიც წაკითხული მაქვს და მართლა საოცრად კარგი თარგმანია.
    აქვე, ბარემ გეტყვით, შემოკლებულად ბლოგზეც ვდებ ხოლმე ამ წიგნიდან თავებს და შეიძლება საავტორო უფლებასაც ვარღვევ. რადგან თქვენ ხართ მთარგმნელის მემკვიდრე და ასე შემთხვევით მოგაგენით, (მემკვიდრეზეც ვრცელდება საავტორო უფლება). იმედი მაქვს წინააღმდეგი არ იქნებით რომ განვაგრძო შემოკლებული სახით გაელექტრონულება.

    Like

  8. anastassya ამბობს:

    saocaria is Tu rogor gadmoscem Sens grZnobebs mamaze. vasasis veTanxmebi, zogis arsebobas azric ar aqvs.. Sen ki amxela grZnobas daaareb Tan ..

    Like

  9. TaTu ამბობს:

    უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ თვალზე ცრემლი მომადგა… :( მეტის თქმა ახლა არ შემიძლია :(

    Like

  10. vasasi ამბობს:

    უნდა იამაყო მამაშენით (ვიცი, რომ ასეცაა). ზოგს გვერდში ჰყავს, მაგრამ მის არსებობას აზრი არა აქვს.

    P.S. მამაჩემი ყველაზე მეტად მიყვარს მსოფლიოში.. :)

    Like

  11. mecmikvarkhar ამბობს:

    :( არ ვიცი რა დავწერო :(

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s