ბლა


გუშინ დილით ჩემი ძველი დღიური ვიპოვე 2004 წლის. მეთქი წავიკითხავ გავხალისდები ძველი დებილობები :)) თან მაშინ გელა მიყვარდა და ჩანაწერები იყო წიპა ასეთი: “დღეს გამიღიმა იეეეეეს” :D:D:D ეჰ სინამდილეში კი გამახსენდა ყველაფერი რაც სევდას მგვირს :(((( გაუცხოებული სიყვარული, როცა ვერ ხვდები რატომ გიყვარდა ამდენი ხანი, რა დამსახურებების გამო მიყვარდა 7 წელი. გაბზარული მეგობრობა გამახსენდა როცა ჩემი სისულელის გამო კიNაღამ საუკეთესო დაქალები დავკარგე, მაგრამ არც იმათმა დამაკლეს ნუ გეშინია :))) ენივეი უშეცდომო არავინაა. ამან უკვე ჩაიარა. საკუთარი თავის გარდა ყველას ყველაფერს რომ ვპატიობდი და ვპატიობ ის გამახსენდა კიდე.
იმ დღეს ოთოსთან ვიყავი და ქუჩაში სავი დავინახე. ისე ჩავუარე არც შემიხედავს. სახლში რომ მივედი მივხვდი რომ საერთოდ აღარ მანაღვლებს ის დრო, აღარც კი მეზიზღება ეგ ადამიანი. აი ადამიანიც კი დავუძახე :D უბრალოდ განოლდა. რომ დავინახე გულიც კი არ ამჩქარებია :D:D:D:D არ ვიცი ამ წუთის განწყობა რისი ბრალია. საერთოდაც ძალიან რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. მგონი ასე არც არასდროს ვყოფილვარ.
რამდენი დებილობა და სისულელე მაქვს გაკეთებული. რამდენი რაღაც არ მითქვამს ამა თუ იმ ადამიანისთვია, რამდენი ანგარიში არ გამისწორებია. რამდენი რამე დამჩა საპატიებელი საკუთარი თავისთვის და რამდენი რამე მაქვს დასავიწყებელი..
ძალიან მაქვს ბლია გული დამძიმებული, ბებოზე და მაიდაზეც ისე ვდარდობ ადგილს ვეღარ ვპოულობ. თან რომ ვიცი ვერაფრით ვეხმარები ამას საერთოდ ჭკუიდან გადავყავარ. :(:(:(
ოდესმე აუცილებლად დავხევ ყველა დღიურს არ მინდა რამე მახსოვდეს. ღმერთო მომეცი გონება გამოვასწორო შეცდომები და ძალა რომ შევეგუო გამოუსწორებელს.
წავედი სამსახურში :))) 3 ზე იქ უნდა ვიყო მე კი აქ ვზივარ 5 უკლია სამს :D:D ჩემი პუნქტუალურობაც ფაფუ :D:D:D
კიდევ კარგი აქაურობა მაინც არსებობს…

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged . Bookmark the permalink.

17 Responses to ბლა

  1. tskaro ამბობს:

    მე გადავაგდე ერთი ბავშვობის ჩანაწერების ბლოკნოტი : )) აზროვნების ახალ სიმაღლეზე რო დავდექი (ჩემი აზრით) ის უბრალო ბავშვობებად ჩავთვალე და ფაფუ…

    რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები ის არის რაც ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს ხდის, ოღონდ ისწავლე ყველაფერს ესეთი კუთხით შეხედო: “საინტერესოა!”

    იმედია სათქმელს მიმიხვდი თუ ვერა მითხარი და ერთი პოსტი ჩემზე იყოს : )

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      კი მიგიხვდი სათქმელს, მაგრამ ეცდომაც არის და შეცდომაც :))) მაგაზე რაც შემ მითხარი მეც მიფიქრია და არა მარტო მიფიქრია :) მიგიხვდი მარა შენს პოსტს მაინც სიამოვნებით წავიკითხავდი ამ თემაზე :D

      Like

  2. Oroli ამბობს:

    როგორ მევასება შენი წერის სტილი რო იცოდე გაგიჟდებოდი :D :P

    Like

  3. me ar vwer :s winaswar vicodi rac mohyveboda da tavidanve ar daviwye :D

    Like

  4. sunwaited ამბობს:

    ძველი დღიური არ გამახსენო :D

    Like

  5. tea ამბობს:

    ar daxio tu garizianebs kargad sheinaxe orond ar daxio , damijere raaaaa:) mere roca vizrdebit sisuleleebs verar vaketebt “vjkviandebit” da eg driuri mere did siamovnebas moganijebs :) :)

    Like

  6. kevana ამბობს:

    ჩემნაირ… როცა ვკითხულობ მეც მინდება ხოლმე გაგვგიჯო შუაზე, მაგრამ მერე ვუფიქრდები, რომ ამით სიმართლეს ვერ დავმალავ, ის ვინც ამ სისულელეებს წერდა, ხომ არსებობდა რამდენიმე წლის წინ და ხომ წერდა? ხოდა მერე როცა ვაცნობიერებ, რომ უცდომელი არავინაა, მერე უფრო გაგებით ვეკიდები არამარტო საკუთარ, არამედ სხვის შეცდომასაც, თუმცა ამასაც აქვს საზღვრები : )

    Like

  7. Kate_AlukaЯD ამბობს:

    ზორბეგ
    კი ძმაო კი :D:D:D მივხვდი მე შენ რასაც გულისხმობ მარა ისეთი პონტია რომ ისეთ პონტში მაინც ცუდი პონტია რა და მაგ პონტში რა უნდა გვაკეთო აბა?!

    როდრიგო
    ხოოო მე არ მეცინება ძირითადად :D:D:D

    Like

  8. rodrigo ამბობს:

    რა კარგია ბევრ დებილობებს რო ვაკეთებს და მერე ყველაფერი სასაცილოდ რომ გვახსენდებაა:DDD

    Like

  9. zorbegi ამბობს:

    აი ამას რო ვკთხულობდი იცი რა.. აი იის რო რავი აი ისეთი პონტი იყო რა რაღაც ისეთი და ისეთ პონტში შენ ეხლა რაღაც ისე უნდა გააკეთო რო ისეც არ გამოვიდეს მარა ხო ხვდები არა?

    Like

  10. vasasi ამბობს:

    mec maqvs dRiurebi..
    Zveli ara, axla vwer..

    ise, sasiamovnoa rom gadaxedav mgoni… :)

    me mag muRamit vwer.. ;)

    Like

  11. გაბო ამბობს:

    ძველი დღიურბი ძველი მოგონებები …. ეცადე რომ აპატიო თუ მიუტევებელი შეცდომები არ დაუშვეს. ხო და არ მინდა მოწყენილი გნახო ისეთი კარგი და თბილი ადამიანი ხარ ხო და ძალიან საყვარლად იცინი ხო და ძირს დეპრესიული განწყობები ბევრი სიცილი და მხიარულება.

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მადლობა გაბ :*:*:*:*:* ხო ნახე ბევრს ვიცინი და ვმხიარულობ კიდევაც ეს ისე ჩემთვის ვარ ხოლმე მოწყენილი :D:D:D

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.