ვის ებრძოდა, ვის ერჩოდა და ვის ერქაგრხილებოდა ნიცშე :D

ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისგან.


ადამიანების უმრავლესობამ ვისაც ეს ფრაზა “ღმერთი მოკვდა”, გაუგია ფიქრობს რომ ნიცშე უბრალოდ ნისნის მოგებით ამბობს რომ მორჩა, რელიგიის დრო დამთავრდა, ღმერთი წარსულს ჩაბარდა და ა.შ. მაგრამ ვისაც მეორე წინადადების წაკითხვა არ შეეზარა, ადვილად მიხვდება რომ ნიცშე პირიქით მწუხარებით ამბობს როგორ მოკლა ღმერთის იდეა თანამედროვე საზოგადოებამ.
ნიცშეს კიდევ ერთი ხმაურიანი იდეა ე.წ. ზეკაცი. მისი აზრით ადამიანი მხოლოდ გარდამავალი რგოლია ცხოველსა და ზეკაცს შორის. ზეკაცის იდეა შემდგომში ბევრმა აიტაცა და გამოიყენა, თუმცა არც აქ არის რაღაც საოცრება. ის რომ ადამიანი სრულყოფილი არ არის ისედაც ფაქტია : )
მას სამომავლოდ ალბათ ორი ვარიანტი აქვს ან განვითარდება და გადავა ახალ არასრულყოფილ ეტაპზე ან უბრალოდ განადგურდება. სად არის აქ ალოგიკურობა? თავად რელიგიაც აღიარებს, რომ ადამიანი არასრულყოფილია, მაგრამ იგი უნბდა ისწრაფვოდეს რომ “გახდეს სრული”. სწორედ ამ დონეს შეგვიზლია ვუწოდოთ ზეკაცი.
ნიცშე ქრისტიანობას მოწყალების რელიგიას ეძახდა და ამისათვის აკრიტიკებდა.
რას წარმოადგენს მოწყალება და როგორ გვესმის ის ჩვენ? რელიგია ამბობს, რომ თუ რამე გვაქვს, შეგვიძლია გვქონდეს მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ვიღაცას არაფერი აქვს და გავიღოთ მოწყალება. რატომ იყო ეს ნიცშესთვის მიეღებელი?
ტაკს: ნიცშეს აზრით, არსებობს ორი ტიპის აზროვნება: მონის აზროვნება და თავისუფალი ადამიანის, ანუ ბატონის (საკუთარი თავის ბატონის.) აზროვნება.
ადამიანებს რომლებსაც აკმაყოფილებთ მათთვის გადმოგდებული ხურდა, ნიცშე მონის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებად თვლიდა. ისინი ბევრნი არიან, მათ შეუძლიათ მთელი მსოფლიოს შეცვლა, მაგრამ ისინი მიზინებულნი არიან ეკლესიური მოწყალებით. მათ თავში არასდროს მოვა აზრი, რომ არავისთვის არაფერი სათხოვარი არ აქვთ. იმათ ვისაც ისინი თხოვენ, არაფერი არავისთვის არ უთხოვიათ, უბრალოდ მივიდნენ და აიღეს, უბრალოდ ისინი უფრო გაბედულები აღმოჩნდნენ. სწორედ მათაც შეუძლიათ უბრლოდ მივიდნენ და აიღონ.
სწორედ ამას აკრიტიკებდა ნიცშე და არა საყოველთაო მოწყალებას, რაზეც ქრისტე ლაპარაკობს. იმისთვის, რათა ამ ადამიანებმა გაიღვიძონ, თავინათი ადგილი მოითხოვონ საზოგადოებაში და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, საჭიროა შეწყდეს ასეთი მოწყალება, – აი, რა არის სინამდვილეში ნიცშეს იდეა : ))))
საბოლოოდ მისმა ექტრავაგანტულობამ რაც ყველა გენიოსს ახასიათებს გონების არევამდე მიიყვანა. ამის შემდეგ მას დედა და და უვლიდნენ. ბედის ირონიით, იგი აბსოლუტურად დამოკიდებული გახდა ქრისტიანობის ორ მთავარ ღირებულებაზე: თანაგრძნობასა და მოწყალებაზე, რომლებსაც ასე აკრიტიკებდა.
როგორც ვიცი ნიცშემ სიკვდილის წინ აღიარა სავით ღმერთის არსებობა სიტყვებით: “მაინც მაჯობე ნაზარეველო” : )))))
ძალიან კი მცხვენია მაგრამ ზარატუსტრას წაკითხვა დავიწყე ეს ესაა როცა რამდენიმე თვეა უკვე წაკითხული უნდა მქონდეს :D წავიკითხა და იმედია ბევრ კითხვენს გასცემს პასუხს :P

ჩემი ძველი პოსტი: ნიცშეს ბიოგრაფიები და ამბები : )))
და
ჩემი ძველი მსგავსი “ჭკვიანური” ბლადუნი :D

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to ვის ებრძოდა, ვის ერჩოდა და ვის ერქაგრხილებოდა ნიცშე :D

  1. kiazo ამბობს:

    sisxlita swerde da sheityobde rom sisxli sulia. advili ar aris sxvisi sisxlis shecnoba. mzuls usaqmuri mkitxveli.(vinc nicshes kitxvas daapirebs vurchev nu dasjerdeba mis ubralod ertxel yuradgebit wakitvas)…ikitxo da gaugo nicshes nishnavs iyo “mcoxnavi arseba” intelektualuri tvalsazrisit anu yoveli sityva,winadadeba,azri mravaljer unda dagecho!

    Like

  2. ანინა ამბობს:

    ნიცშეს გაკეთილშობილების მცდელობაა ამ პოსტში, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ნიცშე არც მორალური იყო და არც ამორაული, იგი ი-მორალური იყო. მორალს მიღმა არსებული. აი, ჩათლახი ნაძირალა ნამდვილი და ამიტომაც მევასება : )))

    Like

  3. kata ამბობს:

    ოოო გამიხარდა ეს პოსტი რომ ვნახე იმიტომ, რომ კაკ რაზ მაგ აზრზე ვარ მეც და დიდი ხანია ვამტკიცებ ნიცშეს “უდანაშაულობას”. გარდა რელიგიური გამართლებისა, არის მოსაზრება რომ ნიცშე ამ სიტყვებით ხელოვნების სიკვდილი გამოხატა. ანუ ის რომ აღორძინების ხანის შემდეგ ხელოვნება, “ღმერთი” მოკვდა და ვეღარ შეიქმენება ვეღარაფერი “ღვთიური”. თუმცა ეს ნამეტანი სადავო საკითხია, თავისი განსხვავებული შინაარსობრიობის გამო.
    ერთი იმას დავამატებდი, რომ ნიცშეს ამ სიტყვებმა მიმდევრებიც კი გაუჩინა. (რა თქმა უნდა, არა მარტო ამან, მაგრამ მე ახლა ამაზე ვსაუბრობ). არსებობს ე.წ. მიმდინარეობა ნიცშიზმი, რასაც თუ ჩავუღრმავდებით, სატანიზმამდე მივყავართ. უფრო კონკრეტულად, არსებობს სატანიზმის სიმბოლისტური განშტოება, რომლის ფილოსოფიის ერთ-ერთი საფუძველი ნიცშიზმიცაა.

    Like

  4. DISCIPLINE ამბობს:

    nicshe dzalian morwmune ojaxshi gaizarda. albat rwmenis gaqroba dzalian dznelad gadaitana da roca mixvda, rom moaxerxebda tavisi samyaros sheqmnas tavisi wriuli droit da yvelafrit, sixarulma “mogriale qarad aqcia”.

    me vfiqrob, dzalian cudia rwmenis dangrevas rom cdilobs… “zekaci” ki iyo, magram ver moaxerxa sxvis მიერ მიცემული რწმენის გარეშე ცხოვრება. არ ეყო თავისი ზეკაცის თეორია/რელიგია.

    ბევრი ჭკვიანური აზრი დევს და გენიალური ნაწარმოებია “ესე იტყოდა ზარატუსტრა”, მაგრამ მე არ ვეთანხმები ძირითადში.

    mokled, rtuli sakitxia… amis garchevaze bevri fiqria sachiro…

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ხო მართლა გენიალური ნაწარმოებია.. ვკითხულობ და არ ვიცი სიტყვებით ვერ ავღწერ :))) ბევრი ფიქრი და კარგი მოსაუბრე :D:D მე არ ვიცი ალბათ ძალიან განვიცდი ჩემ რწმენაში ეჭვი რომ შემეპაროს იმედია ეს არასდროს არ მოხდება :( არ ვიცი რწმენის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო :((( სტრანნი კაცი იყო ნიცშე :))) ძალიან მინდა გავუგო :)

      Like

  5. freemasons ამბობს:

    “მაინც მაჯობე ნაზარეველო”
    მე ვფიქრობ ეს უბრალოდ ის სიტყვებია,როდესაც ერთი მარცხდება მეორისგან ანუ ნიცშე დამარცხდა ქრისტესთან ბრძოლაში.ოღონდ არა პირდაპირი გაგებით……..:)

    Like

  6. LiLaC ამბობს:

    sacdelma commenTarma waramTebiT sheasrula Tavis sakme
    shegilia moashTo :D

    Like

  7. LiLaC ამბობს:

    “მაინც მაჯობე ნაზარეველო” < am frazasTan dakavshirebiT sxvadasxva mosazrebebi aqvT… bevri ambobs, rom amiT nicshem gmerTis arseboba ki ar agiara, aramed is, rom TviTon ver daamTkica misi ararseboba.. zogi imasac ambobs, rom es siTyvebi mas saerTod ar utqvams.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s