♒ ტაჟე ძევუშკა კატორაია რაზლივაიეტ ვოდუ :D

ზველად ზველი :D პოსწი “მერწყულებზე” ტხლიშე კურსორი სიტყვა მერწყულს :D

მერწყული


სექსუალური ჰოროსკოპი :D

მერწყული – ქალი
მას არ მოსწონს, როდესაც მას უყურებენ როგორც სექსუალურ ობიექტს. მას მაღალი მოთხოვნები აქვს და არ აპირებს მათ დაწევას, პირიქით მოითხოვს რომ მისი პარტნიორი ეპყრობოდეს მას სათანადო პატივისცემით. მას უყვარს სინაზე და მოფერება, სიყვარული მისთვის ამაღლებული გრძნობაა და არა ცხოველური ინსტინქტი. ის მეგობრულია და მის სახლში ხშირად არის წვეულება, ყოველთვისაა მეგობრების სიმრავლე. ის ფლირტის დიდოსტატია, იცის როგორ მიიყვანოს მამაკაცი აღგზნებამდე მხოლოდ ერთი სიტყვით, და ამას აკეთებს გაცილებით უკეთესად ვიდრე სხვა ქალი თავისი გაშიშვლებული სხეულით. მიუხედავად ამ ოსტატობისა ის გამოირჩევა ერთგულებით და ოჯახში აფასებს სიმშვიდეს და სტაბილურობას.

მერწყულების შურისძიება :D

მერწყულს შურისძიება არ შეუძლია და არც უყვარს. ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება გიღალატოთ, დარტყმის ქვეშ დაგაყენოთ ან თავხედურად მოგატყუონ, მაგრამ ამას ისინი შურისძიების გამო კი არა, არამედ თვითდამკვიდრების და ამ საქმისადმი სიყვარულის გამო აკეთებენ. მწყობრიდან გამოიყვანო მერწყული ისე, რომ შურისძიება დაიწყოს, პრაკტიკულად შეუძლებელია.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ისეთი ძლიერი თანდაყოლილი იუმორის გრძნობა აქვთ, რომ მოწინააღმდეგეს სრულ იდიოტად გამოაჩენენ, მანამდე სანამ ის რამეს დაუპირებს. თუ გსურთ შეგიძლიათ ეს შურისძიებად ჩათვალოთ, მაგრამ მერწყული ასე არ თვლის. მას ისეთი უცნაური ჩვევები აქვს, რომ ახლო ურთიერთობა მასთან საშიშროებას წარმოადგენს, ხოლო ბოროტი განზრახვით მიახლოება ჯანმრთელობისათვის საშიშია, თანაც ეს ისე ხდება თითქოს მერწყული ამას ვერც კი ამჩნევს. ვთქვათ თქვენ ეპარებით მერწყულს ზურგიდან, და რატომღაც ზუსტად მაგ დროს მას მოუნდება უკან სალტოს გაკეთება. იმას თქმა რათ უნდა, რომ დაზარალებული ისევ თქვენ დარჩებით, მერწყული კიდევაც შეგიცოდებთ და დაზიანებულ ხელს და თავს გადაგიხვევთ, მაგრამ შემთხვევით ისე გააკეთებს ამას, რომ სუნთქვა არ შეგეძლებათ და სანამ მიხვდებით რაშია საქმე შეიძლება გვიანი იყოს.
ასე რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ…

მერწყულის “სურნელი” :D

ქალი მერწყულები საკმაოდ ხშირად იცვლიან გემოვნებას. თუმცაღა მათი სუნამოების დიდ სიაში ვერ იპოვით მსუყე, მძიმე არომეტებს. ძირითადად კი მოდას მისდევენ და ყოველთვის არიან პარფიუმერული სიახლეების საქმის კურსში, ადვილად მიდიან ექსპერიმენტებზე, მაგალითად, შეუძლიათ ერთდროულად ორი სუნამო იპკურონ.

მერწული და გარეგნობა :D

ჰაერის ბოლო ნიშანი. გამოირჩევიან გამომგონებლობის იშვიათი ნიჭით. მათთვის ნიშანდობლივია უეცარი და სავსებით მოულოდნელი ცვლილებანი ცხოვრებაში. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში და ხელოვნებაში. გააჩნიათ გულითადი, ჯანსაღი, სულიერი თვისებები. აქვთ საღი, გახსნილი გონება. მათ განვითარებული აქვთ ინტუიცია, წარმოსახვა და შორს ხედვა.
საშუალო სიმაღლის, ფიგურა კარგად ფორმირებული. მიმზიდველნი. თვალში მოსახვედრი დიდი თავითა და მაღალი შუბლით. მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ. სახე ოვალური ან გრძელი. ახასიათებთ ჩქარი სიარული, ხშირად დარღვეული აქვთ მოძრაობის კოორდინაცია. მათი გარეგნობა შესაძლებელია იყოს მატყუარა და თქვენი წარმოდგენა ამ ადამიანებზე არ დადასტურდეს.
ფერები: ცისფერი, მუქი ლურჯი, იისფერი.
ქვები: ქარვა, ძოწი, საფირონი, ოპალი.

მერწყულის პრინციპები :P

1. მოსაწყენია სხვაზე დამოკიდებული იყო.
2. თუ მე “შეგქმენი”, იყავი ისეთი – როგორიც მე მსურს.
3. ცრურწმენები – სულელების ხვედრია.
4. მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს.
5. ძნელი იყო ანგელოზი, მაგრამ ეს საჭიროა.
6. კარგი დაპირება კარგ საქმეს სჯობს.
7. იყო ნოვატორი ნიშნავს – დაივიწყო ტრადიცია.
8. სექსი? ამაზე მნიშვნე…ლოვანი საქმეებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, შემდეგ კი ოჯახი, ოღონდ ამისათვის დრო თუ დარჩა.
10. ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to ♒ ტაჟე ძევუშკა კატორაია რაზლივაიეტ ვოდუ :D

  1. lasha says:

    mixaria merwyuli rom var. chven xom yvelaze araordinaluri da gansakutrebulebi vart :)

    Like

  2. Pingback: 10 თებერვალი : ) « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  3. Frankenstein says:

    ეგ წიგნი შემთხვევით “ეძიე ვარსკვლავი შენი” ხომ არ არის? :D სახლში მაქვს და ძილის წინ ვკითხულობ ხოლმე :D

    Like

    • ლოლ კი რაღაცები იქედანაა :D:D:D რა დამთხევაა მეც ვკითხულობ ხოლმე მაგ წიგნს :D

      Like

      • Frankenstein says:

        თან ყველაზე გასაოცარი ის არის რომ არ მჯერა მკითხაობების და მითუმეტეს ასტროლოგიის მაგრამ რაღაცნაირი საინტერესო წიგნია :D :D

        Like

        • შენ არც დამბდორის არ გჯერა :D:D:D ხო რაღაცნაირი ზაბავნი წიგნია :D

          Like

          • Frankenstein says:

            განსაკუთრებით მკითხაობების დეტალური აღწერები მიტაცებენ ხოლმე :D სამწუხაროდ პირველად ხელში მაშინ ჩამივარდა როცა 3-4 წლის ვიყავი და ეხლა არც ისე კარგ მდგომარეობაშია და 25-დან 59-მდე გვერდები აკლია მაგრამ… :D :D

            Like

            • ნწა ნწა ნწა რა გვერდები დაგიხებია ბიჭო რა გვერდებიიიი :D:D:D მაგაში დებილური მკითხაობებია რაღაც როდის გათხოვდები და გავმდიდრდები თუ არა :D:D:D გვაბოლებენ :D

              Like

            • Frankenstein says:

              აუფ არადა მართლა მაინტერესებს როდის გავთხოვდები :D :D :D და გამდიდრებით აუცილებლად გავმდიდრდები :D აი გავყიდი მარჯვენა ფილტვს და გავმდიდრდები :D ფილტვი ვის გინდათ :D

              Like

            • ფილტვს კი არა თირკმელს :::

              Like

            • Frankenstein says:

              თირკმელი გავიდე უკვე :D

              Like

            • ნეტა რა იქნება შემდეგი :D

              Like

            • Frankenstein says:

              გული თქო გეტყოდი მაგრამ რაც არ მაქ იმას ვერ გავყიდი :D :D

              Like

            • :D:D:D:D:D ლოლ
              შე უგულო :D გულის მაგივრად ქვა გქონია :D:D:D

              Like

            • Frankenstein says:

              არა რა ქვა :D ქაღალდი მაქ რომელზეც “გული” აწერია :D :D

              Like

            • ლოლ :lol:
              :lol:
              :lol:

              Like

  4. fiqro says:

    30ianvari merwyli var

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s