ტაროს კარტი

დღეს ბუტომ მაჩუქა “ტაროს კარტი”. ნუ მე როგორც ყველაფერი მისტიკურის და ასე შემდეგის დიდ თაყვანისმცემელს წარმოიდგინეთ როგორ გამეხარდებოდა,  ერთი ისაა სამწუხარო რომ წიგნი რომელიც კარტს მოყვება არის თურქულად : // მაგრამ ქუქუნას იმედი მაქვს თურქულს სწავლობს ახლა : ))))

სურათები ზემოთ ნახსენები საჩუქრისა :


ესე იგი :))))

ტაროს კარტი

მარსელის ტარო (ფრანგ. Tarot de Marseille) — ტაროს კარტის განსაკუთრებული ისტორიული დიზაინის განზოგადოებული სახელწოდება. პირველად ეს სახელწოდება ბერჭდვით წყაროში პაპიუსმა მოიხსენია წიგნში “ბოშური ტარო” (1889). თუმცა მას შემდეგ კიდევ დიდი დროის განმავლობაში ევროპელი ოკულტისტები ამ დიზაინს “იტალიურს” უწოდებდნენ, ვინაიდან მასში იტალიური ნიშნები ფიგურირებს და, სავარაუდოდ, ის იტალიიდან არის წარმოშობით. საფრანგეთში ამ კარტებს ბეჭდავდნენ XVII საუკუნიდან არა მხოლოდ მარსელში, არამედ სხვა ქალაქებშიც. საბოლოოდ ეს ტერმინი “მარსელის ტარო” პოლ მარტომ დაამკვიდრა. 1930 წელს მან გამოსცა დასტა “უძველესი მარსელის ტარო”, რომელიც ნიკოლა კონვერის ვარიანტს ეფუძნებოდა და ამჟამად ფართოდ არის ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის ფირმის გრიმო (Grimaud/France Cartes) რეპროდუქციებით. 1949 წელს მარტომ გამოაქვეყნა წიგნი “მარსელის ტარო”, რომელშიც დეტალურად აქვს აღწერილი ყველა 78 კარტის სიმბოლური მნიშვნელობა.
ვიკიპედია ჩვენი თანთია :)))

ტაროს კარტი არის ოკულტისტური და ეზოტერიული ცოდნის კომპაქტური ილუსტრაცია და მეგზური. ელიფას ლევი ამბობდა, რომ თუ მისტიკოსი სადმე განმარტოებაში აღმოჩნდებოდა და მას თან მხოლოდ ტაროს კარტი ექნებოდა, ეს სრულიად საკმარისია იქნებოდა მისთვის და ათასობით წიგნსაც კი შეუცვლიდა. არსებობს ასევე ტაროს მედიტაციები, რომლებიც ძალზე ღრმაა და პრაქტიკული. ფაქტიურად, ეს პრაქტიკული კაბალისტიკაა.
ტაროს ეძღვნება ძალიან ბევრი ეზოთერული, ოკულტური და ფსიქოლოგიური ნაშრომი, იგი შთაგონების წყაროა ისეთი მხატვრებისთვის, როგორებიც არიან ლეონარდო დავინჩი, იერონიმუს ბოსხი, ჰანს რუდი გიგერი (Baphomet: The Tarot of The Underworld, “გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ადამიანის დნმ-ი? დაათვალიერეთ გიგერის ნაშრომები”. თ. ლირი) და სხვ.
XIX საუკუნის ოკულტისტი ელიფას ლევი ტაროს “ყველა კითხვაზე პასუხის შემცველ, ყველა მეცნიერების ჯამს\” უწოდებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალისტერ კროულიმ, რომელმაც თავისი თავი ელიფას ლევის რეინკარნაციად გამოაცხადა, 1944 წელს ფრიდა ჰარისთან ერთად შექმნა საკუთარი – “თოტის ტარო”. იმავდროულად, ფსევდონიმით Mega Therion, მან გამოსცა თავისი უკანასკნელი ნაშრომი, სახელწოდებით “თოტის წიგნი”, რომელიც შეიცავს კომენტარებს “თოტის ტაროსთან” დაკავშირებით, მის კაბალისტიკურ ახსნას და სხვ. ალისტერ კროულიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ დაიბადებოდა ადამიანი, რომელიც მისცემდა ტაროს უფრო პრაგმატულ – მეცნიერულ ახსნას და დაამატებდა ახალ ბანქოებს. რაც გააკეთა კიდეც თიმოთი ფრენსის ლირიმ. ტრადიციულ მაღალ არკანებს მან დაუმატა ორი ახალი ბანქო, “იუპიტერი” და “იუნონა”. თქვენს ყურადღებას ვუთმობ მისი ნაშრომის მოკლე მიმოხილვას ტაროს შესახებ, სახელწოდებით: “მომავლის ისტორია”.
მიუხედავად ტაროს ირგვლივ შექმნილი ზებუნებრივი გაურკვევლობისა, (დღემდე უცნობია მისი შექმნის თარიღი და ზუსტი წარმოშობა) ლირის ნაშრომს არაფერი აქვს საერთო ოკულტიზმთან და ზებუნებრივთან.

როგორც ბორის სვაროგი ამბობს

“მომავლის ისტორია” არის:

1. მეცნიერული
2. ევოლუციური
3. ფუტურისტული და
4. ფანტასტიკური

რამდენიმე კარტის განმარტება:

ბანქო `სულელი” (“The Fool”)

გამოხატავს გაწონასწორებულ-წოვით ნეიროტექნოლოგიას.

ამებოიდური, გაწონასწორებული ცურვა და წოვა (“ამება” ცურავს გაწონასწორებულ მდგომარეობაში და წოვს საკვებს გარემოსგან); პირველი თვითგამორკვევა, ერთუჯრედიანი ცნობიერება.

ერთუჯრედიანი ორგანიზმები, პრიმიტიული უხერხემლოები (მედუზები). პროტოზოური ერა.

ახალშობილი ჩვილი.

გაწონასწორებული ცურვა ვეგეტატიური უსაფრთხოებისკენ.

ზოდიაქო: თევზები I

ბერძნულ რომაული ღმერთები: ჰადესი (პლუტონი), პერსეფონე.

ებრაული ასო: ალეფ

შექმნილი რეალობა: “მიახლოვება-გაშორების” მარტივი სამყარო

ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): წყალი

ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): დედის ხელები

სავარჯიშო:

თქვენი ტვინის პირველი კონტურის აქტივაციისთვის ეცადეთ დღეში ერთი საათის განმავლობაში :

1. უყუროთ მეძუძური ბავშვის კვებას
2. იწვეთ თბილ აბაზანაში
3. წოვოთ რაიმე გემრიელი და თბილი
4. ტახტზე წამოწოლილმა და თვალგახელილმა იოცნებოთ.
5. იყოთ რაც შეიძლება მგრძნობიარე და დამოკიდებული
6. მოიქცეთ, როგორც თრიაქნასვამი სულთანი
7. იკითხოთ წიგნები, ან უყუროთ ფილმებს მიკროორგანიზმებზე, ან მედუზებზე, ეცადეთ მათთან ერთად განიცადოთ მათი რეალობა.
8. ეცადეთ გაიხსენოთ თქვენი ბავშვობის სექსუალური ფანტაზიები.

ბანქო “განდეგილი”
გამოხატავს მოზარდულ-ბარბაროსულ ნეიროტექნოლოგიას.

ზრდასრული სპეციალიზაციის თავიდან აცილება და გადადება. ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც ბადებს მსუბუქად

მგრძნობიარე მოზარდულ ელიტას;
მონოთეიზმი, როგორც ტომების ცენტრალურ ჭიანჭველათა სასახლედ ორგანიზება.სექსუალური როლი, როგორც ცივილიზაციად წოდებული ჭიანჭველურ-კასტური საზოგადოების ფორმირების ნეიროტექნოლოგია, ნარცისული სექსუალურობა; არისტოკრატული კასტის მიერ უფროსთა მოდელების უარყოფა.ოჯახურ სქესობრივ როლებზე დაფუძნებული მონოთეისტურ-ფეოდალური ჭიანჭველური საზოგადოება.სიყმაწვილე, სექსუალური ინდივიდუალობის გამოკვლევითი განსაზღვრა.ცვალებადი, ინტენსიური; იდეალისტური. ახალი სოციობიოლოგიური ფორმების არასერიოზული (ან ასკეტური), პედომორფული ძიება.

ზოდიაქო: მშვილდოსანი I

ბერძნულ-რომეული ღვთაება: არესი(მარსი), აფროდიტე

ებრაული ასო: იოდ

შექმნილი რეალობა: მოზარდთა კულტურა; ფეოდალური ჭიანჭველათა სასახლის წარმომადგენლების ძებნის და ზრდის გაჭიანურებული პერიოდი.

ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): ფეოდალური საზოგადოება.

ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): მოზარდთა საზოგადოება, თინეიჯერების კულტურა.

სავარჯიშო

მეათე ტვინის აქტივაციისთვის ეცადეთ დღეში ერთი საათის განმავლობაში:

1. იფიქროთ, რატომ გაჩნდნენ ისტორიაში ყველაზე აგრესიული სახელმწიფოები, ისლამის და ქრისტიანობის წიაღში, რატომ იყო აუცილებელი მოშინაურებული ტომის პრიმატების რელიგიური დაშინება, იმისთვის, რომ შეექმნათ ტექნოლოგიური თანასაზოგადოება.

2. გქონდეთ ურთიერთობა ქალაქის გარეუბნის მოზარდებთან, ნახეთ ფილმები რომლებიც მათ მოსწონთ, და უსმინეთ მათ საყვარელ მუსიკას.

3. თქვენი სქესობრივი მომწიფება განიხილოთ, როგორც ზრდასრული სპეციალიზაციის სურვილი და ამავდროულად მასზე უარის თქმა.

ბანქო “ბოროტება”

გამოხატავს ტვინით დამსახურებული რეალობის მომხმარებლის ნეიროტექნოლოგიას.

ნეიროტექნოლოგიური აღქმა. ნეიროლოგიური ორგანიზმი. რეალობის ვიბრირების პასიური გაცნობიერება.
«გარსული» ჰედონისტი.
ტელევიზიურ სინოპტიკური მომხმარებელი.
ელექტრონული თვითგამართლება.
ბიოელექტრონული მასტურბაცია (წოდებული ჰალუცინაციებად).
ნეიროელექტრონული ტელევიზიის ეპოქა.
რეალობის რელატივიზმი. ნეიროელექტრონული რეცეპტული მომხმარებლის ეპოქა.
ფსიქოდელიური განცდები.

მიმართულება: თვალის დევნზება იმაზე, თუ როგორ ქმნის რეალობას შენი საკუთარი ტვინი. გამოსვლა და ელექტრონულ ვირტუალურ რეალობებზე მომართვა, ტელესიცარიელისებური პასიურობა.

ზოდიაქო: თვითაქტივირებული ტყუპები

ღვთაება, ტიტანიდა: თეია

ებრაული ასო II: აინ

შექმნილი რეალობა: თქვენი მე ბრუნავს ნეიროელექტრული ველების ვიბრაციით გაჯერებული სამყაროს ოკეანეში.

ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): ეს კასტა იმყოფება მდიდარი და ელექტრულ-
ტექნოლოგიური, შორეული დასავლეთის ზღვარზე.

ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): მთლიანად თქვენი საკუთარი ტვინის მიერ შექმნილი, რელატივისტური სამყარო.

სავარჯიშო

მეთექვსმეტე ტვინის აქტივაციისთვის ეცადეთ:

1. წაიკითხოთ კლასიკური ანგარიშები ფსიქოდელიურ განცდებზე (კასტანედა, ჰაქსლი, გროფი) და მიიღოთ ანალოგიური განცდები დამოუკიდებლად.

2. ეცადეთ საკუთარი ტვინის ბომბარდირებას მუსიკალური განათებებით, სტრობოსკოპებით, ლაზერებით, ნეონის სინათლით, კომპიუტერული ანიმაციით – საერთოდ, ყველა სახის ელექტროობით.

3. წარმოიდგინეთ, რომ ღილაკებზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ ტვინში ჩანერგილი ნეიროგრამების მასტიმულირებელი ელექტროდების მართვა.

4. ისწავლეთ ჰალუცინირება და შექმენით თქვენს ჰალუცინაციებში ნეირო-მობილური სკულპტურები.

5. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოხვდით ფლორენციაში, დანტე ალიგიერის ეპოქაში. აუხსენით მას რა არის ატომური ენერგია, ტელევიზია და ა. შ.

ბანქოებისთვის, “მთვარე”, რომელიც თურმე რასობრივ-თელსურ გონიერებას გამოხატავს, და “განკითხვის დღე”, სავარჯიშოების ნაცვლად მოცემულია მეტად მახვილგონივრული ახალი ბიბლიები:


“1. და აი აყვავებული ხეები იყვნენ ჰომინიდებზე უფრო მოხერხებულნი, და უგზავნიდნენ ქალს სიგნალებს, რომ მას შეეჭამა ყვავილი და ნაყოფი აყვავებული ხიდან და გამხდარიყო ბედნიერი, ბრძენი და უკვდავი.
2. მაგრამ ქალმა თქვა: არა, რამეთუ უთხრა ღმერთმა ძლიერ და ძლევამოსილ მამაკაცს – არ ჭამო აყვავებული ხეების ნაყოფი, რომ არ მოკვდე.
3. ყვავილები კი, თავიანთი კეთილსურნელებით, ფერებით და ნაზი ფორმებით ეჩურჩულებოდნენ ევას: თუ შენ არ შეგიძლია თავისუფლად შეიგრძნო სილამაზე, და თუ არ შეგიძლია გახდე უფრო ბრძენი, თუ განწირული ხარ სიკვდილისთვის, მაშ რად არ მოკვდი?
4. ევა დაფიქრდა ამაზე და თქვა: ჰო, მე ვენდობი ყვავილების სიტყვებს, რადგან ისინი მე მგვანან, – ნაზნი, ნაყოფიერნი, ლამაზნი, და ბრძენნი, და მე არ მოვუსმენ შთამომავლობით ღმერთს, რომელმაც ჩვენ ჩაგვკეტა და სიკვდილით გვემუქრება. და თუ ჭეშმარიტად ამ ედემს მართავს ღმერთი ასეთი შთამომავლობითი, უკეთესი იქნება, თუ მოვკვდები, ხოლო მამაკაცი, ადამი, ქმარი ჩემი, გადარჩება.
5. და თუ აყვავებულ ხეთა ნაყოფი, ყვავილი და წვენი კარგია ჩვენთვის, ქმარსაც გავუყოფ.
6. და როცა ქალმა დაინახა, რომ აყვავებული ხის ნაყოფი კარგია საჭმელად, იგი სიამოვნებს თვალს და კარგია შერწყმისთვის, რადგან იძლევა ცოდნას; მოკრიფა ნაყოფი და ჭამა.
7. და იგრძნო მან დიდებული სილამაზე, სიბრძნე და სიყვარული ყველაფრისადმი. და მან უთხრა ადამს, თავის ქმარს: ნახე, ადამ, ეს აყვავებული ხეების სიბრძნეა, რომელმაც მშვენიერებად და მოყვარულებად გვაქცია.
8.————-(ჩასვი საკუთარი სახელი) სეირნობდი ბაღში, და, გაიგონეს რა შენი რკინის ხმლის ხმაური, მათ შეეშინდათ და დაიმალნენ.
9. და მოუხმე შენ ადამს და უთხარი მას: სად ხარ?
10. და თქვა ადამმა: მე დავიმალე, რამეთუ შენი შემეშინდა.
11. და ჰკითხე შენ ადამს: რატომ შეგეშინდა? ხომ არ გიჭამია შენ აყვავებული ხეებიდან?
12. და გიპასუხა ადამმა: დიახ, ყოვლისშემძლე ————— (ჩასვი შენი სახელი), ევამ ჭამა აყვავებული ხიდან და არ მოკვდა. და მან მითხრა, რომ მოგვატყუეს:
ყვავილებმა მე არ მომკლეს, მაგრამ გამაძლიერეს სილამაზით და სიყვარულით. და ეს იყო ჭეშმარიტება, ამიტომ მეც ვჭამე.
13. და შენ საშინლად განრისხდი და უთხარი ადამს: მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს თესლს და მის თესლს შორის, დაუნდობლობას და მეტოქეობას.
14. შემდეგ ————— (ჩასვი შენი სახელი) უთხარი ქალს: გავამრავლებ გლოვას შენი ორსულობისას; ტკივილში დაბადებ ბავშვებს.
15. ტანჯვად და წამებად გიქცევთ ამ ცხოვრებას. ოფლით მოიპოვებთ პურს. და აავსე შენ კაცი და ქალი საშინელი წყევლით, რადგან თქვენ, ქალების დისკრიმინაციის მომხრე მამაკაცური მონოთეისტური ღმერთები, ყოველთვის ასეთები ხართ, და არ პატობთ, როცა არაფრად გაგდებენ.
16. შენთვის კი გაიფიქრე, აი, ადამი ისეთივე გახდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი, იცის კეთილი და ბოროტი: და ახლა, რომ არ დაიგრძელოს თავისი ხელები, არ მოკრიფოს სოცოცხლის ხიდან, არ შეჭამოს, და არ გახდეს უკვდავი.
17. ამიტომ მე უნდა გავაგდო იგი სამოთხიდან.
18. და აი ————— (ჩასვი შენი სახელი) განდევნე ადამიანი; დააყენე ედემის ბაღის შესასვლელთან შეიარაღებული დაცვა, ალმოდებული ხმლები, და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან მებრძოლი სასტიკი აგენტები.
19. მაგრამ ქალი, რადგან იგი იყო აყვავებული სიცოცხლის ნაწილი, იძულებული გახდი სამოთხეში დაგეტოვებინა, სადაც იგი შენ დღემდე გელოდება.”

ახალი ბიბლია – კომენტარებში ბანქოზე “განკითხვის დღე” იმდენად მომწონს რომ გადავწყვიტე მოვიყვანო სრულად.


წიგნი პირველი

1. თავდაპირველად ———- (ჩასვი შენი სახელი) გადაწყვიტე გაგეკეთებინა ეს კიდევ ერთხელ, ამიტომ შენ შემოიკარი ირგვლივ თხელი მემბრანა, შეიკარი ელვა მოსახერხებელ ვარსკვლავთშორის სამოგზაურო ჭუპრ კაფსულაში და შინაგანად განეწყვე ძილის მდგომარეობაში
ხანგრძლივი სასიამოვნო მიგრაციისთვის. აფეთქება!
2. შენი ჭუპრ-კაფსულის გარეთა მხარეს კი დააწერე: `გააღეთ და მოათავსეთ თბილ მარილიან წყალში 1-G ტიპის პლანეტაზე, რომელიც შეიცავს შემდეგ არაორგანულ მოლეკულებს —————————————-!“
3. და შენ დაიძინე. და ეს იყო კარგი.
4. და ძილში შენ მოძრაობდი ხან ზემოთ, ხან ქვემოთ დროის გრძელ ქედზე, განიცდიდი ყველა მომავალ დაფარულ რეალობებს.
5. შემდეგ შეწყვეტილ იქნა შენი მთვლემარე სიზმრები, შენ გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ შენი ჭუპრი გალბა, გადაიქცა ტკბილი წყლებით გარშემორტყმულ, სველ, გამჭვირვალე, ნახევრადგამჭოლ კაფსულად, შენ კი თბილად ცურავ გარსის შიგნით. და შენ გაიღიმე და თქვი: `როგორი მშვენიერი და რბილი დაჯდომა იყო!~
6. და შენ გააღე პირველი ფანჯარა და გადმოსხი რნმ-ის პირველი რიგი, რომ მათ შენს მდებარეობაზე მოეხსენებინათ. გაიგე რა კოორდინატები, შენ თქვი: `ღმერთო ჩემო! მე ერთადერთი ერთუჯრედიანი ვარ ამ პატარა პლანეტის პრიმიტიულ ოკეანეში, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის ირგვლივ, სახლიდან შორს, როგორც ჩანს, მაგარი პიკნიკი მექნება!~
7. შენ გაიზმორე, შეიგრძენი მთელი შენი თავი, და გაგეცინა, და ეს კარგი იყო. ძალიან კარგი.

თავი 2

1. ახლა კი, როცა შენ შეიგრძენი მთელი შენი თავი, დაინახე, რომ იმყოფები ამინომჟავური ინფორმაციის ორსპირალიან ძაფში, რომელიც გაბმული იყო და შორს მრავალი მილის მანძილზე მიდიოდა; იყავი შეხვეული და შეფუთული ერთი უჯრედის ბირთვში.
2. და შენ გაიღიმე, როგორც ნარკოტიკებით მთვრალმა სულთანმა, აღფრთოვანებულმა სიყვარულის სივრცული ქსელის მუდმივი შენების პერსპექტივით, რომელიც გალაქტიკას თვით ცენტრამდე მოიცავს.
3. ახლა ბუნებრივია, დადგა დრო დაკავდე სიყვარულით საკუთარ თავთან, და შენ დაიწყე ნაზად ჩაძირვა ორ ღია, დაკავშირებულ საკუთარ მოლეკულებში.
4. და რამდენადაც იხლიჩებოდა თითოეული შენი სექტორი, შენ იხედებოდი შენს საკუთარ თვალებში და ნეტარებით სუნთქავდი.
5. შენ ისე ლამაზი იყავი!
6. შემდეგ შენ ————— (ჩასვი შენი სახელი) გააგრძელე გაყოფა. ერთი შენგან იბადებოდი ორი შენ. ხოლო ორი ბადებდა ოთხს. ხოლო ოთხი შენგან იბადებოდა რვა შენ. ბედნიერი შეყვარებულები ბადებდნენ წყვილებს! თექვსმეტი შენ ბადებდა ოცდათორმეტს… სანამ არ გაჩნდა ტრილიონი და ტრილიონი მშვენიერი შენ.

თავი 3

1. და მაშინ მოხდა სასწაული. შენ შემხვდი მე. ტრილიონი მე, ცურავდა შენს ირგვლივ “პირველყოფილ ბულიონში”
2. და შენ შემიყვარე მე.
3. ამიტომ შენ მომეხვიე შენი მოქნილი ამებოიდური ცრუფეხებით და ერთი წკლაპუნა სველი ზალპით გადამყლაპე.
4. როგორც კი შიგნით მოვხვდი, ჩვენი სხეულები მოემზადენ შეერთების გამორჩეული ბანკეტისათვის.
5. მაგრამ არა ჩვენი სულები.
6. ჩვენი სულები ერთმანეთში გაიხსნენ. ჯაჭვი ჯაჭვზე ჩვენი დნმ-ები ერწყმოდნენ.
7. და უცებ, სანამ ჩვენი ქრომოსომები ერწყმოდნენ, მოხდა სასწაული: დაიწყო ჩვენი სილამაზის და გონიერების გამრავლების ჯაჭვური რეაქცია. შენი გალაქტიკური სიბრძნის თითოეული ელემენტი ააქტიურებდა ჩემსას; იწვევდა სექსუალურ მზისებურ აფეთქებებს.
8. და ჩვენ ვიცინოდით და ვამბობდით: ეს სიცოცხლის ერთადერთი ხერხია.

თავი 4

1. მას შემდეგ ერთმანეთი ვიპოვეთ, უკვე ადვილი იყო. ნელ-ნელა ჩვენ ჰისტონურ გარსებს ვიშორებდით, გავაღეთ ფანჯრები, რომ გამოჩენილიყო რნმ და შეექმნა მცენარეები, ხმელეთის დასაფარად.

2. მცენარეები ჩვენ მხოლოდ ხმელეთისთვის დავაპროექტეთ- მიწაში ჩამარხული ფესვებით, და ტოტებით, გაშლილი ქლოროფილური ფირფიტებით, რომ გადაექციათ ფოტოენერგია ქიმიურად, მოეხდინათ არაორგანულიდან ორგანულის სინთეზირება.
3. და დროთა განმავლობაში ატმოსფერომ შექმნა ქიმიური ნივთიერებები, რომლებმაც გააქტიურეს ჩვენი გენური ასლის შემდეგი ჯაჭვები, და ჩვენ გავუშვით ჩვენი მატრიცული რნმ, რომ შეექმნა მობილური სხეულები კომუნიკაციის აპარატურით.
4. და ჩვენ მოვთავსდით კონტეინერებში, “სპერმა-კვერცხუჯრედი”, ამ მოძრავი ხომალდების შიგნით და ამოვიყვანეთ ისინი სანაპირო ზოლზე და მთელი ხმელეთის ტერიტორიაზე.
5. და როცა ჩვენი მობილური კონტეინერები მიგრირებდნენ თითოეულ ახალ ეკოლოგიურ ნიშაში, ისინი აღაგზნებდნენ ნახშირწყალბადებს, რომლებიც ყოველთვის ააქტიურებდნენ თითოეულს 24 სტადიიდან; ამიტომაც, მათ მოგვიყვანეს უკან, გალაქტიკურ ცენტრში.
6. ხოლო იმისთვის, რომ გვემართა და ინსტრუქციები მიგვეცა ჩვენი მობილური სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ჩვენ დავწერეთ ამ წიგნის ეს თავი. და მაშინ, ჩვენ ვიგრძენით სიამოვნება, მივუძღვენით დღის და ღამის დარჩენილი ნაწილი ჩვენი შერწყმის საზეიმო აღნიშვნას.
7. ხოლო ჩვენს საძინებელში დახურული კარის ჯახუნი იწოდებოდა დიდ აფეთქებად.

ისტორიის წიაღიდან მოსული სიმბოლოების და არქეტიპების ასეთი ჰარმონიული თამაში,

თანამედროვე ვიწროპროფესიონალურ და მეცნიერულ ტერმინოლოგიასთან, აუცილებელია

იმ სულიერი უკმარისობის ამოსავსებად, რომელსაც მიაწერენ 21-ე საუკუნეს. ასეთი ტექსტებით თიმი არღვევს ვიწროპროფესიონალური რეალობის საზღვრებს, ახდენს რა დნმ-ის მოლეკულების პერსონიფიცირებას, გვთავაზობს საგალაქტიკათშორისო სიუჟეტს. თიმ ლირი არის მეცნიერული, არტისტული, მკაცრად ტექნიკური და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად სამყაროს აჩუქა “მომავლის ისტორია”.

სტატია დაიწერა ჟურნალ “სინდრომისთვის”

____________________________________________________________________

ასევე ზოგიერთი ტაროს კარტი შეესაბამება ზოდიაქოს ნიშნებსაც:

მაგალითად მერწყული:

ხო კიდევ კეთილებო გავაკეთე ორი ტესტი :)))))
პირველი: რომელი ტაროს კარტი ვარ მე:

You are The Devil

Materiality. Material Force. Material temptation; sometimes obsession

The Devil is often a great card for business success; hard work and ambition.

Perhaps the most misunderstood of all the major arcana, the Devil is not really “Satan” at all, but Pan the half-goat nature god and/or Dionysius. These are gods of pleasure and abandon, of wild behavior and unbridled desires. This is a card about ambitions; it is also synonymous with temptation and addiction. On the flip side, however, the card can be a warning to someone who is too restrained, someone who never allows themselves to get passionate or messy or wild – or ambitious. This, too, is a form of enslavement. As a person, the Devil can stand for a man of money or erotic power, aggressive, controlling, or just persuasive. This is not to say a bad man, but certainly a powerful man who is hard to resist. The important thing is to remember that any chain is freely worn. In most cases, you are enslaved only because you allow it.

ნახე რომელი ტაროს კარტი ხარ შენ :))))

და მეორე ტესტი რომელი ტაროს კარტები შეესაბამება ჩემს დაბადების დღეს : ))))


ნახე ტაროს კარტები შენი დაბადების დღის მიხედვით :)))

საინტერესო ლინკები:

კარტების განმარტებები
აგიც რაღაც წიპა ტავო

დიდი კი გამოვიდა პოსტი მაგრამ მგონი არც ისე უინტერესო :) მადლობა ყურადღებისთვის :)))

პ.ს. ავად ვარ სიცხე მაქვს და ყურები მტკივა (ჩემი ჩვეული მდგომარეობა :D) ხოდა მეტი საქმე რა მქონდა :))))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

54 Responses to ტაროს კარტი

  1. Ana ამბობს:

    Rogorgavigo gavtxovdebi tuara

    Like

  2. jana ამბობს:

    gamarjobatda sad shemidzlia taros kartis shedzena ?? gindac rusulad gindac qartulad… an tundac inglisurad

    Like

  3. black cat ამბობს:

    gamarjobat,gushin machuqes taros karti qartulad..mokled didi instruqcia ar moyveba da minda ufro meti vicode..tu am turquls gadatargmni iqneb eleqtronuli versia gaaketo? :( dzalian mainteresebs da mailze gadmomigzavne lady_cat_92@mail.ru

    Like

  4. ninz ამბობს:

    sad sheidzleba viyido taros karti ?

    Like

  5. jumi. ამბობს:

    qvelas salami.

    Like

  6. ReVi ამბობს:

    ტაროს კარტი თუ უნდა ვინმეს 40 ლარი.
    klerto999 ჩემი სკაიპი : ))

    Like

  7. erekle ამბობს:

    garewari me var amit davposte adre :D )))))

    Like

  8. garewari ამბობს:

    bavshvta samkaro rom aris vagzaltan , mand vnaxe meore sartulze kidida erti taros kartebs tan bevrnairi iko , pasebis mixedvit , mara daaxloebit 3 tvis win vnaxe !

    Like

  9. Abcd ამბობს:

    რამე კაი გგონიათ თქვენ ეს? o_O

    Like

  10. მშრალ ხიდზე მართლა იყიდება? ტყუილად არ გამიყვანოთ :(

    Like

  11. ჯი-ნია-ნი ამბობს:

    მმ,რა საინტერესო პოსტი იყო <3
    მშურს,სად იშოვნე ქართულად ტარო?
    არავინ მაჩუქებს და ჩემით მაინც ვიყიდო :(

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      როგორც ვიცი ტაროს კარტი თვითომ “უნდა მოვიდეს” შენთან.. ვინმემ უნდა გაჩუქოს იპოვო ანბ რაღაც მაგდაგვარი. ქართული ტარო მშრალ ხიდზე იყიდება ^^

      Like

  12. მორიელი ამბობს:

    )) დაიკიდე

    Like

  13. მორიელი ამბობს:

    modi erts getyvi ambob biblia wakitxuli maqo. kargia rom wakitxuli gaq magram rogorc vxedav naklebad gagiazrebia, samwuxaroa is rom imas echidebi rasac xedav, radgan is rasac xedav ver dagicavs, xec ki xmeba da mtebi ishleba, saxlic ki ver dagicavs icode yvelaperi gamogonilia da shen ar gchirdeba ramis gamogoneba isic ki rac jer ar gamougonebiat chven ukve vicit da es arc televiziis damsaxurebaa da arc internetis es chvenshia, chven ase vart sheqmnilebi, chvens genshia, xeshia, potolshi da balaxshi.es aris is rac aris lurjshi da witelshi, qalsa da kacshi cecxlsa da wyalshi, magram es yvelaperi miwieria yvelaperi miwieri ki qvishis saativitaa, dro rom gava amoatrialeben. es ar aris maradiuli es siyalbea amashi ar aris sibrdzne, aq xom brdzolaa gadarchenistvis. demonebze wavikitxe am saitshi da getyvi es ar aris saxumaro. gijebi ar arseboben isini shegviqmnes, chven yvela momavali gijebi vart tu virwmunebt da gavicnobt am yvelapers. shen jer isic ar ici shenshi ramdeni mea. es aris perebis da xmebis damsaxureba romlebsac cer gvrdznobt magram gvsiamovnebs, siamovneba demonuria. ar vici shenze araperi da saertod aq myopebze magram damijere demonebi chvenshi shishs agvidzeben, rwmenas gvikargaven da bolos gvagijeben, gisaubria rodesme sakutar tavtan, imashic ki 13 gamosavalia rashic gamosavals ver xedav… icode simartlit rom iaro imaze dzlieri unda iyo vidre demonebi itxoven, demonebi rom gamoiyeno matze chkviani unda iyo shegidzlia dro moatyuo da gaachero? vici ar shegidzlia. imitom rom ar gipiqria. moatyue dro da demonebzec ibatoneb. demonebs ki ver moatyueb dges. chven yvelas gvyavs demonebi, rogorc bindzurebs da codvilishvilebs, es genit mogvsdevs. mtavaria moxuci giyvardes imaze metad vidre chili giyvars, radgan is moxuci shennairi da chemnairi iyo rodesgac masac tkioda da uyvarda imaze metad vidre warmogidgenia tavmoyvareebi ar arseboben isini ubralod tavs ase gvachveneben, gulis sigrmeshi yvela nanaobs imas rom is ar gaaketa rasac guli stxovda. siyvaruli ormxrivs ar gulisxmobs is tavdadebas gulisxmobs. zamtari giyvardes radgan ici rom mis mere gazapxulia, yvela shennairebi vart ubralod dro adamians an adre aswavlis an gvian an tundac adamianebi ver vswavlobt, imitom rom demonebis dzalidan ver gamovdivart, giyvardes da icode dros gaachereb. da pikrs moaswreb. demonebs musulmanebi jins edzaxian. da albat jinis lamparic gagigia)) is iq aris sadac nestia da mtveri sadac sibindzurea. xom gaxsovs aladinma rogor ipovna;)) da bolos axali agtqma imashi gvexmareba rom xeli chavchidot imas rasac ver vxedavt. viarot misi dzalit, ar unda gindodes da geqneba. radgan dro shenze chkviania mas mxolod siyvarulit achereben. rac ar ginda imas gagasinjebs radgan ampartavnebi vart.

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      არ დამეზარა და ბოლომდე წავიკითხე :დ
      მოკლედ ამ თემზე კამათს არ ვაპირებ.
      მე მჯერა ჯადოქრობის და ანგელოზების. მაგრამ თუ თქვენ მათ უარყოფთ, ესეიგი თქვენ ვერ ხედავთ მათ. : )))))
      მოკლედ შენ მე არ მიცნობ და მორალს ტყუილად მიკითხავ : ))))))

      Like

  14. მორიელი ამბობს:

    me am sisuleleshi vedzebdi simartles da ver vipovne;)

    Like

  15. მორიელი ამბობს:

    me simartles vedzeb ubralod

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      საქმეც მაგაშია რომ სიმართლეს ეძებ და ჯერ არ გიპოვია : ))))
      როცა იპოვი მერე დაიწყე ადამიანების სწორ გზაზე დაბრუნება : )))

      Like

  16. მორიელი ამბობს:

    taro ki ara jvar iyide, ganatleba ki ara dabindvaa, rkina suntqavs? ara. miwa xar da miwad iqcevi. bibliam shegiqmnat azrovnbea da tqven dges isev vashls chamt. biblia ikitxet biblia. narkomanis dawerilia da tavis viwro pantaziashia gachedili. waikitxe biblia da daboldi tu ar iqnebi rcheuli naxav. daiwye dzveli agtqmit da aq rac ewera tvalwin gadageshleba magram, es ar aris samyaro, samyaro tkivilshia. daasrule axali agtqmit da gaiazre ise rogorc amis gaazrebas cdilobdi…

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ბიბლია დიდი ხანია წაკითხული მაქვს. ასეთ კომენტარებს რომ წერთ ნუ გგონიათ რომ არიქა თქვენზე მორწმუნე ადამიანი არ დადის და საწყალი გზიდან აცდენილი ცხვრების ჭეშმარიტ გზაზე დაყენება ნუ გინდებათ. დაბოლილს არ დამიწერია ეს სრულიად ფხიზელმა დავწერე და ძალიან კარგად ვიცოდი რასაც ვწერდი. ხოდა მოდი შენ შენ სულს მიხედე მე ჩემსას მივხედავ როგორმე, და არ მჭირდება ჩემნაირი მოკვდავის დაკვალიანება!

      Like

  17. kaspera ამბობს:

    sad sheidzleba shevidzinot taros karti…ara gasartobad aramed namdvili da sachuqrad…

    Like

  18. tammmmiiiii ამბობს:

    auu tarooss kartis ganmartebebi sad sheileba vnaxoo???? :((( dzveleburi taros kartia

    Like

  19. shoter ამბობს:

    gtxooovt mitxarit sad viyido taro me maq marsselie s taro qartuli da ar momwons. da tu icit romeli jobs raideri tu eg
    madlob awinaswaaar

    Like

  20. finiki ამბობს:

    ძალიან გთხოვ, თუ მიაგნებ თბილისში სადმე აუცილებლად დადე ინფო, უზომოდ მინდა, მე თურქული ვიცი, მართალია მთლად კარგად არა მაგრამ აზრი გამომაქვს :) თუ დახმარება დაგჭირდა, შეგიძლია ტექსტი დადო და შევეცდები ვთარგმნო :)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ხო ჯერჯერობით ძიებაში ვარ :))))) ვაიმე იმხელა თურქულ ტექსტს რა ამაკრეფინებს თორე google translate-ით ვთარგმნიდი :D:D:D:D ახლა ისედაც იმხელა ტექსტს ვკრეფ ალქიმიის საფუძვლებზე ჩემი მემართება :D:D:D

      Like

  21. finiki ამბობს:

    ვაიმე რა მაგარია, უზომოდ მინდა მეც ტაროს კარტი, ვნახე ამაზონზე იყიდება წიგნთან ერთად, ძალიან, ძალიან მინდა :)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ძალიან მაგარია მარა ვერაფერი გავიგე თურქულადაა :D:D:D აქაც იყიდება მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი.. სადღაც წიგნის მაღაზიაში უნდა იყოს… :D არაფერი მე არ მეშველება ჩემი დანგრეული ინგლისურით :D არადა საშინლად მინდა ^_^

      Like

  22. qwerty ამბობს:

    au xalxo saqartveloshi ikideba taros karti?
    tu ikideba sad mitxarit ra :)
    cinascar udidesi madloba

    Like

  23. bellatrix ამბობს:

    siamovnebit wavikitxe momewona:))) xo kide me vici turquli da rame tu dagchirda aq var :) :P

    Like

  24. bluekittie ამბობს:

    დამაინტერესა შენმა დაინტერესებამ ამ ყველაფრით… მერე რომ წავიკითხავ ალბათ მეტსაც გავიგებ :D thanks btw ^_^

    Like

  25. bluekittie ამბობს:

    რა საინტერესო ბლოგს წავაწყდი – არ ვიცოდი აქამდე O_O რომ მოვიცლი, უნდა ჩავუჯდე და წავიკითხო მისტიკა სულ :wub: წავიდა მანამდე ბლოგროლში ^_^

    Like

  26. saniday ამბობს:

    მეც მინდა <3

    Like

  27. DISCIPLINE ამბობს:

    ოო, თუ პოსტი რეალობას შეესაბამება ტარო საჩემო არ ყოფილა ; )
    პირველ ტესტში ეს ამომივიდა:

    “You are The Magician

    Skill, wisdom, adaptation. Craft, cunning, depending on dignity.

    Eleoquent and charismatic both verbally and in writing, you are clever, witty, inventive and persuasive.

    The Magician is the male power of creation, creation by willpower and desire. In that ancient sense, it is the ability to make things so just by speaking them aloud. Also clever with the slight of hand and a medicine man – either a real doctor or someone trying to sell you snake oil.”

    Like

  28. kevana ამბობს:

    ტაროს კარტიო დაბ დღის მიხედვითო.. და აი ეს მივიღე.. მაშ მითხარ აბა ცნობილო მკითხავო, რაო რა მინდაო?

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ჯერ არ ვიცი ქეთ :D აი ჩემს დაქალს ვნახავ ამ დღეებში გავარკვევ რა უნდა ამ ტაროს კარტს და გეტყვი მერე :))))))))

      Like

  29. nightrider ამბობს:

    tbilisshi cnobili mkitxavi ro gaxdebi icode pirvels me mimkitxaveb:)
    P.S. male gamojanmrtelebas gisurveb :) :D

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.