სისხლიანი ბიზნესი :D:D:D:D

მაგარი სიზმარი მესიზმრა გუშინ.. ვითომ სისხლის რესტორნის მფლობელი ვიყავი. მენიუში გვქონდა სისხლი დაფასოებული, ბოთლში, პაკეტებში, ჩამოსასხმელი.. ქალის, კაცის, .. მოხუცების იაფიანი იყო.. ქალიშვილების, ვაჟიშვილების smiles სამზარეულოს ჭერზე ეკიდნენ ადამიანები ვენებში შეერთებული მილებით. შავი მანტიის ფრიალით დავდიოდი დერფნებში და ვამოწმებდი, რომელიმემ ხომ არ გაიღვიძა, ვინმეს ვენიდან მილი ხომ არ გამოძვრა. უფრო დიდ დარბაზში ჭერზე დამაგრებულ რკინებზე უზარმაზარი ღამურა კაცები იყვნენ ჩამოკიდებულები და მშვიდად ეძინათ. smilie იატაკზე პატარა მრგვალ მაგიდებთან უამრავ არსებას მოეყარა თავი: ვამპირები, სულები, მოჩვენებები, კუდიანები, გრძნეულები, მაქციები. თავაზიანი ღიმილით ვესალმებოდი შემოსულ ვამპირებს და თავიანთ მაგიდებამდე ვაცილებდი. ყურადღებას არ ვაქცევდი თავხედ მოჩვენებებს რომლებიც უტიფრად გაივლიდნენ ხოლმე ჩემში. smiles ოფიციანტი სონამბულები ფეხზე დამაგრებული გორგოლაჭებით დასრიალებდნენ მაგიდებს შორის შეკვეთებს იღებდნენ დაჰქონდათ ლანგარზე მოთავსებული ღვიძლები, გულები…   დარბაზის შუაგულში სისხლით სავსე ჭიქების პირამიდა აღმართულიყო. smiley იყო ერთი ყაყანი და გადაძახილ გადმოძახილი. დაცვა გობლინებს სისხლისგან გონდაკარგული ხულიგანი ვამპირები გაყავდათ დარბაზიდან. ზოგს მთქნარება ატყდომოდა და ჭერში ჩამოკიდებულ დიდ ღამურებს უერთდებოდა ან დარბაზის ბოლოში დიდი ხის კარისკენ მილასლასებდნენ სადაც ფუმფულა და კომფორტული კუბოები ელოდებოდათ.smileys დავდიოდი კმაყოფილი, იქაურობის ბატონ პატრონი. დარბაზს დიდ აბაჟურებში დამწყვდეული ფერიები ანათებდნენ.. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა.. წარმოიდგინეთ როგორ დამწყდებოდა გული მზე რომ ამოვიდა და დილის 8 საათზე მაინც და მაინც ჩემს საწოლს მოადგა :)))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to სისხლიანი ბიზნესი :D:D:D:D

  1. ვამპირი ამბობს:

    აუჰ :D მართლა გახსენი ეგეთი რესტორანი, კაკ მინიმუმ 1 მუდმივი კლიენტი აუცილებლად გეყოლება ;)

    Like

  2. გამოხმაურება: სისხლიანი ბიზნესი « ბლოგზმანება

  3. Qilipa ამბობს:

    მენიუმ ჰორს ფუსი, დოგ ფუსი, ბლაქ ფუსი……… გამახსენა :დ http://www.youtube.com/watch?v=P3pmwrtlDaY

    Like

  4. veloc1raptor ამბობს:

    au magaria ee :) ginda aq amdagvari posti dagiwero? :)

    Like

  5. Toma ამბობს:

    brrr :)
    ise akrgi ideaa :D
    vampirebisatvis :D

    Like

  6. bluekittie ამბობს:

    vampirebis barshi iaffasian chaize mec vici erti cudi anegdot…
    ra gemrieli sizmaria, sisxli momawyura…

    Like

  7. Moon_Goddess ამბობს:

    auuu mimige ra shen barshi gexvewebi =X =X magariaaaa =D =D kargi simtvrale maqvs !

    Like

  8. daliela ამბობს:

    wtf??? :D :D paraskevs gnaxam tu gecala icode da mere me momiyvebi ufro dawvrilebiT.. reebi gWirs veJo??? maSineb

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      პარასკევს დაქალს დაბადების დღეა აქვს ხოდაა გააჩნია თავის შეყვარებულთან ერთად თუ არ წაეთრა… მე ვაბშე იმედი აღარ მაქვს რომ ოდესმე შენს ნახვას ვეღირსები :D:D:D:D:D მომენატრე მაგრად ეეეეეეეეეეეეეეე

      Like

  9. nikolo secrety ამბობს:

    შენს სიზმარში მინდაააააააააა!!!!!!!!!!!!! :aaa:

    Like

  10. Kate_AlukaЯD ამბობს:

    Nicole
    :*:*:* ვიცოდი რომ გამიგებდი :*:*:* მიყვარხარ ძალიან :*

    Like

  11. Nicole ამბობს:

    დამიტოვებია კომენტარი, რას ვერჩი! :D

    Like

  12. Nicole ამბობს:

    და ნეტავ, რატომ ვერ ვტოვებ კომენტარს?

    Like

  13. Nicole ამბობს:

    მე მომწონს ასეთი სიზმრებიცა და ოცნებებიც :)

    Like

  14. Nicole ამბობს:

    მე მომწონს ასეთი სიზმრებიც, ფილმებიც და ოცნებებიც :) :)

    Like

  15. kevana ამბობს:

    brrr… დამბურძგლა….

    Like

  16. Clown^^ ამბობს:

    საწყალი გონება :შ

    :დ

    Like

  17. snake ამბობს:

    eeh,es ra aris.ai me dges vnaxe sizmarshi vitom saxlshi didi tarantuli shemovida da kvercxebis magivrad 2 didi shokoladis pechenia dado… sagamos ki dedachemma martla aseti pechenia moitana :(

    Like

  18. Giganti ამბობს:

    ეს შენი სიზმარია თუ ოცნება ? :D

    Like

  19. nightrider ამბობს:

    aseti sizmari xolod namdvil vampirs tu sheidzleba rom daesizmros :)
    shemtxvevit shentvis grdzeleshvebian sisxlis sunian arsebas xom ar ukbenia am bolo dros ? :)))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s