იუდას სახარება (?!)

სანამ სრულიადში შეხვიდოდეთ მინდა გითხრათ რომ ნუ დაიწყებთ რა მკრეხელობაა და შე სატანისტო და ასე შემდეგ როგორც გჩვევიათ ხოლმე და როგორც მწერენ ფეისბუქზე ზოგიერთები :) არ ვარ სატანისტი კიდევ ერთხელ ვამბობ და ჩემი რაღაცებით დაინტერესება მაგას არ ნიშნავს.. რასაც სრულიადში ნახავთ ეს არის უბრალოდ ინფორმაცია და არაფერი სხვა. ნუ შეიტანთ თქვენს რწმენაში ეჭვს. კარგად დაწერა ერთ ერთმა იუზერმა ფორუმზე რომ ეს უბრალოდ 2006 წლის ბესტსელერია :))))

____________________________________________________________________

ჯი-ეიჩ-ენი) “იუდას სახარების” ტექსტი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვაშინგტონში, ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების საიტზე გამოაქვეყნეს. საქმე ეხება |||-|| საუკუნეების პაპირუსს, რომელსაც ეგვიპტეში 1970 წელს მიაკვლიეს. ამ ტექსტის მიხედვით, იუდას არ გაუყიდია იესო ქრისტე, არამედ გასცა იგი მისივე თხოვნის თანახმად. იუდას სახარება დაწერილია საკლას – ძველ კოპტური ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მანუსკრიპტი 62 პაპირუსის გვერდისგან შედგება. ტექსტი შედეგი სიტყვებით იწყება: “საიდუმლო ჩანაწერები იესო ქრისტეს გულწრფელი საუბრებისა იუდა ისკარიოტელთან, რომელიც ერთ კვირა გრძელდებოდა და აღდგომამდე სამი დღით ადრე დასრულდა”.. იუდა თავის სახარებაში მოვლენათა თავისეულ ვარიანტს გვთავაზობს. მისი თქმით, იგი იესო ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იყო და დასასჯელად მხოლოდ მისივე თხოვნით გადასცა. “შენ ყველა მათზე აღმატებული გახდები, რადგან შენ გასცემ ადამიანს, რომლშიც მე განვსხეულდი”, – ნათქვამია სახარებაში. ტექსტს ინგლისურ ენაზე თარგმნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დეტალურად მუშაობს პაპირუსზე. ჯგუფს ხელმძღვანელობს პასტორი და ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რუდოლფ კასერი, რომელიც კოპტური კულტურის ერთ-ერთ წამყვან მკვლევარად ითვლება. აშშ-ის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლის ტერი გარსიას განცხადებით, “იუდას სახარებას” მალე 18 ენაზე თარგმნიან.

_________________________________________________________________________

იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის “სახარებებად”, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია. როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. თუმცა დროდადრო, დაკარგული ფურცლებიც ჩნდება, მათ მფლობელთაგან გაყიდვის მსურველთა გამოჩენისას.იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან – პაპირუსი P52 – თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ტუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.

ვიკიპედია

იუდას სახარება
THE GOSPEL OF JUDAS
კოპტურიდან თარგმანი:
Rodolphe Kasser, Marvin Meyer, and Gregor Wurst,
in collaboration with Francois Gaudard

XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტის ქალაქ ელ-მინიას მახლობლად უცნობმა პირმა იპოვა 62 ფურცლისგან შემდგარი პაპირუსი. პაპირუსი იმდენად ძველი იყო (ჩვ. წ-აღ. III-IV სს), რომ ჩვენს დრომდე მისი მოღწევა და ზედ რაიმეს წაკითხვა რომ შეიძლებოდა – უკვე პატარა სასწაული იყო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ ადგილზე, სადაც პაპირუსი ინახებოდა, საკმარისი ტენიანობა იყო, თორემ ძველი ხელნაწერი მტვრად იქნებოდა ქცეული.

წიგნმა შვეიცარიაში ამოჰყო თავი, შემდეგ საიდანღაც აშშ-ში მოხვდა და 20 წელი იქ გაატარა. სახელოვანი თუ უსახელო კოლექციონერების ხელიდან ხელში პაპირუსის მოგზაურობა 2001 წელს ისევ შვეიცარიაში, უძველესი ხელოვნების გადარჩენის ფონდ “მაკენასში” დასრულდა (შესყიდულ იქნა ფასში, რომელიც არ გაუხმაურებიათ), რომლის დაფინანსებითაც სხვადასხვა ქვეყნის კოპტოლოგები, პაპიროლოგები, რესტავრატორები მკაცრად გასაიდუმლოებულ სახელოსნოში შეუდგნენ უძველესი წიგნის ფურცლების წმენდას, ფოტოგრაფირებას, თარგმნას…

სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ყოფილი ჟენეველი პროფესორი, ამჟამად მღვდელი რუდოლფ კასერი, ცნობილი კოპტოლოგი. ხუთი წლის დაუღალავი შრომის შედეგად, 2006 წლის აღდგომისათვის, როგორც იქნა გამოქვეყნდა პაპირუსის პირველი თარგმანი.

როგორც ამბობენ, “იუდას სახარების” ნამდვილობა დადასტურებულია ხუთი სხვადასხვა საიმედო მეთოდის გამოყენებით.

მაკენასის დირექტორს. მარიო ჟან რობერტის, მიაჩნია, რომ ამ ტექსტის ასლები ვატიკანის სარდაფებშიც მოიძებნება, მაგრამ ეკლესია ამაზე დუმს.

პაპირუსი, როგორც სჩანს, წარმოადგენს ბერძნულიდან თარგმანს საკლას ენაზე – ეგვიპტელი ქრისტიანების – კოპტების ენაზე. კოპტებს ეკრძალებოდათ განადგურება ტექსტისა, რომელშიც სიტყვა “ღმერთი” იყო ნახსენები რაიმე კონტექსტით. ალბათ ამანაც გადაარჩინა ეს წიგნი თავის დროს განადგურებას.

საკუთრივ “იუდას სახარება” ამ მანუსკრიპტის მხოლოდ ერთი ნაწილია. პაპირუსის “ნამდვილი სახელია” ჩაკოსის კოდექსი და შედგება შემდეგი ტექსტებისაგან:

1. გნოსტიკური კოდექსი, დაწერილი კოპტური ენის საიდურ დიალექტზე. მასში შედის:

· იუდას სახარება;

· იაკობის პირველი აპოკალიფსი;

· პეტრე მოციქულის წერილი ფილიპე მოციქულს;

· “სხვარჯულისანთა წიგნი”…

2. “გამოსვლა” ბერძნულად.

3. პავლეს წერილები საიდურ დიალექტზე.

4. “მათემატიკური ტრაქტატი” ბერძნულად.

ფონდი აცხადებს, რომ კვლევის და აღდგენის დამთავრების შემდეგ პაპირუსს უსასყიდლოდ გადასცემს კაიროს კოპტურ მუზეუმს, სადაც ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკვლევარისათვის. ჯერჯერობით ფურცლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

თარგმანი შესრულებულია ინგლისური ტექსტის მიხედვით.

ცნობები ამ საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა, მოიპოვება ირინეი ლიონელის (დაახლ. 130-200 წწ) შრომებში, სადაც ის ლაპარაკობს “კაენიტების საშინელ სექტაზე”, რომლებიც ამ სახარებით ხელმძღვანელობდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ კაენი – უმაღლესი ძალის წარმომადგენელია, აღიარებდნენ ისავს, ქორეის მოდგმასა და სოდომიტებს თავის თანასწორად. ირინეი ლიონელი წერს: “შემოქმედი ებრძოდა მათ, მაგრამ ვერაფერი დააკლო, რადგან სოფიამ შეძლო გადაერჩინა და დაებრუნებინა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა. იუდა-მოღალატეს ეს მშვენივრად ესმოდა, მან მოციქულთაგან ერთადერთმა გაიგო ჭეშმარიტება და ჩაიდინა გამცემლობა, რითაც, მათი სიტყვებით, ყოველი მიწიერი განიყო ზეციერისაგან. მათ შექმნეს ცრუ წიგნი – იუდას სახარება”.

ჩაკოსის კოდექსის ბევრი ტექსტი ემთხვევა 1946 წელს კაიროს მუზეუმის მიერ ანტიკვარისაგან ნაყიდ მანუსკრიპტში შემავალ ტექსტებს, რომელთა კვალმა მუზეუმის თანამშრომლები ნილოსის ნაპირზე მდებარე უძველეს ქალაქ ჰენობოსკიონის ნეკროპოლებთან მიიყვანა. ქალაქს ეხლა ნაგ-ჰამადა ჰქვია და ეს მანუსკრიპტები “ნაგ-ჰამადას ხელნაწერების” სახელითაა ცნობილი. თეოლოგიური უთანხმებები ამ ორ ხელნაწერს შორის არაუმეტესია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვადასხვა ტექსტებს შორის (თუ არ განვიხილავთ ე. წ. რედაქციულ თეორიას, რომლის თანახმადაც ახალი აღთქმის ტექსტების უმეტესობა მიღებულ იქნა უფრო ადრინდელი, თავისი წარმოშობით გნოსტიკური ტექსტების რედაქტირების შედეგად).

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, “იუდას სახარება” არ არის “სახარება იუდას მიერ”, არამედ “სახარება იუდას შესახებ”, რადგან თუ ავტორად ნაგულისხმევი იქნებოდა თვით იუდა, მისი სათაური უნდა ყოფილიყო euaggelion kata ioudac, არადა არის euaggelion ioudac, ანუ გამოტოვებულია kata – “მიერ”.

ჩაკოსის 62-ფურცლიან კოდექსში “იუდას სახარება” 33-დან 58-ე ფურცლამდეა. ფურცლის ნომრები ტექსტშივეა ჩართული ფრჩხილებში (მაგ: (37)). კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულია ის, რისი ამოკითხვაც ვერ მოხერხდა, ან ამოიკითხეს, მაგრამ საეჭვოა.

ახლა კი, აი რას წავაწყდი ინტერნეტში ხეტიალის დროს:

Приведем некоторые отрывки из “Евангелия от Иуды” (русский перевод с английского).

… Мы знаем, откуда мы пришли, и потому знаем, куда мы уйдем, и знаем, что нам делать со своими жизнями”. И они шли и достигли вершины горы под названием Тамбор (=Фавор). И пали ниц, молились и говорили: “О Господь, сущий в вышине среди великих Эонов, не имеющий ни начала, ни конца! Дай нам знание духовное. Яви нам Свою тайну, дабы получили мы знание: откуда мы происходим и куда мы идем, и что нам делать с жизнями своими”. После этих слов Аллогена, он явил себя…

… И когда я рек это, узри, облако света окружило меня. Я ничего не мог поделать, я был заключен в свет, окружающий и освещающий облако. И я услышал слово, исходящее от облака и света. И свет пал на меня и рек: О Аллоген! Твои мольбы услышаны, и меня посылают к тебе в эту местность, чтобы нести Благие Вести. Но ты еще не нашел избавления от тюрьмы сей…

… уничтожен из-за обширного рода = Аллоген = Исус возвысился. Он сказал: “В начале… и от ангелов шел род сей в эонах”. Они сказали: подними глаза свои к облакам и к свету, окружающему их, и к красоте, окружающей его, и к звездам, которые суть до-зеркальный образ. Он наша звезда.

წყარო: malxaz.ge

__________________________________________________________________
ქვემოთ მოყვანილი ტექსტი არის გამოცემული 1982 წელს ქრისტინე შარაშიძის მიერ წიგნში ”სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XIII-XV სს)” — გვ. 77.
ტექსტი დაწერილია 1241 წლით დათარიღებული პარხლის სატრაპეზო სახარების ბოლო გვერდზე იმავე კალიგრაფიითა და მელნით, რითაც მთელი სახარება.

სახარებაჲ წილთგდებაჲ შეკრძალული, რომელი იქმნა ბრძანებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა

უწინარეს ერთისა დღის ვნებისა მისისა ჰრქუა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა: ”ერთი ვინმე თქუენგანი მიმცემს მე ჰურიათა”.
მაშინ წილ-იგდეს პეტრე, იოანე, ანდრია, იაკობ, მათე, მარკოზ, ლუკა, ფილიპე, ბართლომე, თომა, იუდა და იუდა ისკარიოტელმან. და აღმოუჴდა წილი მ[…]სა.
მაშინ აღიწერა სახარებაჲ ესე მოძღუართა … ბრძანებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, და ბრძანეს სხუათაცა ძმათა უ… წილის გდება… კაცი იგი, რომელი იკითხვიდეს წილსა ამასა, წმიდამცა არს მას დღესა და ღამესა ყოვლითა სარწმუნოებითა ღვთისაჲთა ძლიერ და შეკრძალულმცა არს, რათა ჭეშმარიტად აღმოუჴდეს.

_____________________________________________________________________

იუდას სახარება
ფილმი: Евангелие от Иуды

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged . Bookmark the permalink.

32 Responses to იუდას სახარება (?!)

  1. Starlight ამბობს:

    იუდას სახარება კი არა, ჰალფორდის სახარებაა ეგ :D :D :D

    დანარჩენი ოთხი ე.წ. “კანონიერი სახარებები” არის: ტიპტონის, დაუნინგის, ჰილის და ტრევისის სახარებები :D :D

    ასე რომ, Judas is rising….

    Like

  2. gela_jvania ამბობს:

    qristes cxovrebis shesaxeb asamde saxareba arsebobobda. mathgan yvelaze srulyofili da ghirebuli saxarebebi shearchies da shemdeg miigho kanonikuri da sayovelthao xasiathi. erthi versiith gakethda kompilacia da dghevandeli saxe miigho. danarchenebi arakanonikurad aris gamocxadebuli thumca math didi tsvli miudzghvith kanonikuri saxarebebis shedgena chamoyalibebashi…
    ramdeni adamiani iyo qristes thvithmxilveli… visac raime gaegona qristes modzghvrebidan, yvela raghac frazas inishnavda da ase shedga tsignebi…

    Like

  3. DISCIPLINE ამბობს:

    აჰ, იმ ლინკიდან, მეც “უნიფხვო მულტიკულტურულობა” მომეწონა. მაგარი ხალხი არიან მუსლიმანები, მაგათ კიდევ აქვთ რაღაც რეალური რწმენა შერჩენილი. ქრისტიანობა მთლიანად მკვდარია…

    Like

  4. DISCIPLINE ამბობს:

    მარიამ მაგდალინელის სახარებაც არსებობს, კიდევ ბევრი არაკანონიკური.

    საუკუნეების მანძილზე იმდენი რამე გაყალბდა და აირ–დაირია, რომ აღარავინ იცის რა ვისი დაწერილია, როდის და რისთვის…

    Like

  5. Lord Vader ამბობს:

    იმიტომ რომ ჩინური კედლის მიღმა არ ვართ, თუმცა ბევრს კი უნდა რომ ვიყოთ.

    ჩვენი ვალენტინობა აპრილში როა ვერ დამკვიდრდება. ეგრე ხელოვნურად მოიგონეს სიტყვა ელსმენი – გინახავს ვინმე ტელეფონს რომ ელსმენს უზახდეს? :)

    დღესასწაულებს კალენდარის წითლად შემოხაზვა არ ქმნის, დღესასწაულებს რეალურად მარკეტოლოგები ქმნიან. დასავლეთში მთელი წელი მუშაობენ რომ Big 4 დააპიარონ და შედეგად ჰელოუინის, შობის, ვალენტინობის და აღდგომის დღეებში საფრანგეთის მხოლოდ შოკოლადის ინდუსტრიის ბრუნვა 1 მილიარდ ევროს აჭარბებს და ეს წლიური მონაცემის 65-70%-ია.

    Like

  6. SavioR ამბობს:

    შობა გერმანიაშიც ძალიან ლამაზია, და შთამბეჭდავი. ჰელუინს რაც შეეხება ფართიზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სახლში,”ალქაჯი ბლერიდან” აჩვენეს, ორივე, და ღამის 4 საათამდე ვუყურებდი :) . იშვიათად რომ ასეთ დროს ასეთი ფილმებით გაანებივრონ გერმანელი მაყურებელი.
    პ.ს. ჰელუინი, იგივე ყველა წმინდანის დღე, გადმონაშთია რელიგიური დღესასწაულის, და თუ ჰელუინშია სატანიზმის არსი, მაშ ე.წ. ჭიაკოკონობა და ბერიკობა რა არის? წარმართული დღე”სასწაულები” უფრო მეტი გვაქვს ქართველებს და სულაც არ ვაკვირდებით რა არის და როგორ. თუნდაც ყეენობა ავიღოთ – ძალადობის და ხალხის მიერ სასამართლოს(ანუ მეფის) გარეშე გასამართლების პროცედურა. მოკლედ, სხვას ვაძაგებთ და საკუთარს არ ვუკვირდებით.

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ყოველ შემთხვევაში როცა საკუთარი გაქვს სხვისი დღესასწაული რატომ უნდა აღნიშნო ღმერთმანი თუნდაც ვალენტინობა :D:D:D

      Like

  7. Lord Vader ამბობს:

    მქონდა ერთხელ ბედნიერება ჰელოუინს ჰელოუნზე მოდის მკანონმდებელ ამერიკაში შევხვედროდი.
    საინტერესო იყო. თუმცა შობის დრესასწაულს ვერ შეედრება ვერც გაქანებით და ვერც მასშტაბებით და ვერც საყოველთაო ისტერიით. :)

    Like

  8. kevana ამბობს:

    მიხარია, რომ არასდროს მიმაჩნდა ჰელუვინი სატანიზმად…

    ხო, ისე, მე მეორე პოსტი მომეწონა: უნიფხვო მულტიკულტურულობა

    უცებ ჩვენი მზეჭაბუკი გამახსენდა :დ

    Like

  9. Kate_AlukaЯD ამბობს:

    შენი არ ვიცი მაგრამ ჩემი რელიგია სატანისტობას სხვგვარად აღიქვავს :D

    Like

    • Lord Vader ამბობს:

      ჩემი რელიგიაც ეგაა :) მაგრამ ზუსტად მაგას ვამბობ რომ არასწორად ვაფასებთ, იმიტომ რომ არ ვიცით.
      ჩვენ რას ვფიქრობთ სხვაზე ერთია და იმას რისი წამს სინამდვილეში და რისი სჯერა – მეორე.

      Like

  10. Lord Vader ამბობს:

    არ ვიცი ვინ რას გეუბნება ფეისბუქში, მაგრამ უთხარი შენც რომ არაფერი არაა ცუდი სატანიზმში.
    სატანისტების სატანა არ არის სახარებისეული ეშმაკი. ის სრულიად სხვა ფენომენია და არაფერი ცუდი ზოგადად სატანიზმში არაა.
    http://bit.ly/bcyGqG

    ერთი სრულიად მშვიდობიანი ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობაა. როგორც ნებისმიერი სხვა.

    Like

  11. rodrigo santoro ამბობს:

    ყოჩაღ ალუკარდ! ძალიან საინტერესო იყო და ხშირად დადე მსგავსი პოსტები. ძალიან გამაინტერესა ამ საკითხმა და თუ შეიძლება სამომავლოდ რაიმე ახალს თუ გაიგებ არ დააყოვნო და გაგვანდე. რუსულად თუ თარგმნიან ნეტა, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი გაირკვევა.

    Like

  12. SavioR ამბობს:

    საინტერესო პოსტია.
    და რა შუაშია სატანიზმი? :)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      რავი ეგ იმათ კითხე ფეისბუქზე რომ მწერენ “გულის გასახარებელ” რაღაცებს :))) რას მერჩიან არ ვიცი :)

      Like

  13. kevana ამბობს:

    საინტერესოა :)

    და თუ სპეციალისტების აზრით, უნდა იყოს “სახარება იუდას შესახებ”, ეს არასწორი ფორმულირებაა… სახარება ქრისტეზე მიანიშნებს და მაშინ სიტყვა “ხარება” არ უნდა იყოს სათაურში და დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: ნამდვილი ამბები იუდას შესახებ, ან ცხოვრება იუდასი, ან იუდას ცხოვრება ქრისტეს მოწაფეობის პერიოდში ან რამე ასეთი..

    და თუ ეს მაინც იუდა ისკარიოტელის ხელით დაწერილი ქრისტეს ცხოვრება ჰგნოათ, მაშინ მე ვერ გამიგია, როდის მოასწრო ისკარიოტელმა ამის დაწერა?

    რავიცი, მე მაინცდამაინც არ დავეყრდნობოდი როგორც წყაროს. სანდო რომ გახდეს, ჯერ იგი საფუძვლიანად უნდა იყოს გამოკვლეული.

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      რავი მე არ მჯერა მართალი რომ გითხრა :) ვერანაირად ვერ მოაწრებდა ჩემის აზრით რავი როგორც ფაქტი ისე საინტერესოა :)

      Like

  14. Ahasfer ამბობს:

    სუპერ :)

    Like

  15. Giganti ამბობს:

    მართალია არ გიცნობ მაგრამ ნაწერებიდან რაც დაგაკვირდი,არანაირად არ ითქმის შენზე სატანისტი … დასაწყისი წავიკითხე, დანარჩენი მეზარება, საინტერესო ჩანს რომ მოვიცლი წავიკითხავ აუცილებლად

    Like

  16. bunchulpunk ამბობს:

    რომ არ დაგიმალო ყურმოკვრით ვიცოდი ეს ამბავი, მაგრამ ასე დაწვრილებით ნამდვილად არა :) ისე ინტერნეტში თვალი კი მოვკარი რომ იუდას სახარება აღმოუჩენიათო… შენს ბლოგზე თუ რამე წერია ხო არ გინდა რამე დააკლდეს რაა :D მიმიქარავს ვიკიპედია

    Like

  17. Oroli ამბობს:

    რა მკრეხელობაა და შე სატანისტო და ასე შემდეგ………… :P

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.