როდის კვდება იმედი..

იმედი ბოლოს კი არა პირველი უნდა მოკვდეს (c) ერთერთი იუზერი

ტელევიზორს რომ აღარ უნდა ვუყუროთ მაგაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. 9ის წუთებზე ბებიაჩემის ტირილი რომ გავიგე და ოთახში შევედი ჩემები ტელევიზორს იყვნენ მიჯაჭულები, “იმედზე” აცხადებდნენ რომ ეს იყო სპეციალური რეპორტაჟი და რომ თბილისი იბომბება.. მოკლედ ომი დაიწყო.. პირველი რაზეც ვიფიქრე ეს იყო ჩემი ძმა, სამხედროა და რომ გამახსენდა 2 წლის წინ აგვისტოში რა ნევიულობა გადავიტანე მის გამო.. მართლა ვამბობ რომ მაშინ როცა ომის დროს ქობულეთში ვიყავით 5 ბავშვი ჩარჩნილი და როცა ყოველ ღამე შუქს გვიქრობდნენ, გვეგონა რომ დაგვბობავდნენ, როცა მეგონა რომ ჩემებს ვეღარასდროს ვეღარ ვნახავდი, ათასი სხვა გრძნობა და განცდა კიდევ ერთხელ განვიცადე თვიდან ბოლომდე დამიტრიალდა ყველაფერი. წარმოვიდგინე რა ხდებოდა ამ დროს გორში ვერაფრით დავრეკე ჩემ მეგობრებთან ქსელების გადატვირთვამ უფრო შემაშინა და ამ დროს აცხადებენ რომ ეს იყო იმიტირებული გადაცემა როგორი შეიძლება იყოს მომავლის “ქრონიკა”… (?!) რაა?? გულზე მოშვება თავშიც არ მომსვლია.. თავი ექსპერიმენტის ნაწილად ვიგრძენი.. საცდელი ბაჭიები ვართ??? გავბრაზდი აი ასეთი გაბრაზებული მგონი არასდროს ვყოფილვარ. ერთადერთი სადაც გადიოდა ინფორმაცია რა ხდებოდა იმედის ტელევიზიასთან სადაც ეგრევე მივიდა ხალხი პროტესტის გამოსახატავად ეს იყო ტელეკომპანია “მაესტრო“. გუშინ მგონი ზაზა პაპუაშვილმა თქვა: “რა უნდა ელაპარაკო ხალხს რომელსაც მოღალატესთვის და მტრისთვის თავისი სახელი ვერ დაურქმევიაო”. რამდენი ადამიანი დაზარალდა გუშინ ერთი ქალბატონი დაღუპულა რომელსაც შვილი ყოლია სამხედრო სამსახურში. დედაჩემს რომ რამე მოსვლოდა არ ვიცი … ნუთუ არ იფიქრეს ჯარისკაცების დედებზე, არ იფიქრეს ცხელ წერტილებში მცხოვრებ ადამიანებზე რისი გადატანაც მოუწევდათ. რამხელა პანიკა დათესეს.. ვინ იცის ხალხმა ბოლო კაპიკებით პროდუქტების, ბარათების და ბენზინის ყიდვა დაიწყო. ძალიან მცხვენია =((( უკვე რუსეთის ტელევიზიებშიც გვაჩვენებენ. კეთდება კომენტარები გუშინ მომხდართან დაკავშირებით.. ერთი არ მესმის როგორ არ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი ხალხი ან თუნდაც ადამიანები რომ მსგავსი რამე გაუკეთო.. მათ მინიმუმ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზია…

ერთადერთი იმედი ახლა რისიც მაქვს არის ის რომ არ მოკვდება ეს ყველაფერი როგორც 7 ნოემბერი. არ დაგვავიწყდება მთვარი პრობლემები.და ერთ საქმეს მაინც მივიყვანთ ბოლომდე… კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ყველას ფეხებზე ვკიდივართ ჩვენ  და ჩვენი განცდები…

პ.ს. გუშინ გამოჩნდა ფეისბუქის ძალა.. სიუჟეტი რომ გადიოდა მაგ მომენტში ვარეფრეშებდი გვერდს ვკითხულობდი სტატუსებს. ვიგებდი ახალ ამბებს. აივსო ფეისბუქი მსგავსი პროფილის სურათებით როგორც პოსტის თავშია. 5 წუთში რაც გამოაცხადეს რომ იმიტირებული გადაცემა იყო გაიხსნა ჯგუფები იმედის საწინააღმდეგოდ…

პ.პ.ს. ნუ მართალია მე “აქტუალურ” თემებზე წერას ვერიდები ხოლმე, დაჟე თეა თუთბერიძის “სიმართლის დროზე” არ დამიწერია :lol: მაგრამ…

და ბოლოს ბონუსი:

“ალბათ მოსახლეობა ამის შემდეგ დაფიქრდება, რა უფრო საშიშია მათთვის, იმიტირებული გადაცემა თუ პოლიტიკოსების კრემლში ვოიაჟი”- (c) ქრონიკა

გადაცემის მიზანი იყო რუსეთის აგრესიული გეგმებისთვის ხელის შეშლა…რა უფრო საშიშია, რეალობა, იმიტირებული გადაცემა თუ ქართველი პოლიტიკოსების კრემლში ვოიაჟი”

– იმედის ცინიკური ბოდიში (c)

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to როდის კვდება იმედი..

  1. samuraisxmali ამბობს:

    რამხელა პანიკა დათესეს.. ვინ იცის ხალხმა ბოლო კაპიკებით პროდუქტების, ბარათების და ბენზინის ყიდვა დაიწყო. ძალიან მცხვენია =(((

    მეც მრცხვენია. მაგრამ მაგ ხალხისა უფრო მრცხვენია ვინც ეგრე მოიქცა.

    http://bmu.li/HzA – “imedis” gangashi – rani vart da sait miveqnebit. ნახეთ ვისაც დაგაინტერესებთ. იმედი ცუდად მოიქცა, მაგრამ ხალხი უფრო ცუდად მოიქცა.

    Like

  2. Giganti ამბობს:

    იმედი არც ბოლოს და არც პირველი არ მოკვდება ! იმედი უკვე დიდი ხნის მკვდარია !

    Like

  3. nightrider ამბობს:

    ამ სიტუაციას ერთი ქართული ანდაზა კარგად შეეფერება:
    “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”

    Like

  4. nightrider ამბობს:

    xalxi siujetis danishnulebas ve xvdeba

    Like

  5. stufferblogger ამბობს:

    იცით როგორ იყო?
    ხალხმა არც დასაწყისს უსმინა, და მით უმეტეს არც დასასრულს, ისე დაპანიკიორდნენ! დაიწყეს სახლიდან გასვლები, ბანკომატებთ%ან რიგების დაკავებები და ასე იყო!
    იმედი მორალურადაა დამნაშავე, მაგრამ იურიდიულად არა მგონია ვინმემ დაადანაშაულოს. ჰა და ჰა, ტელეწამყვანები დაადანაშაულონ სამსახურეობრივი მოვალეობის გადაჭარბებაში!

    Like

  6. Clown^^ ამბობს:

    უგუნურობით ნამდვილად არ მოსვლიათ და :|

    Like

  7. zorbegi ამბობს:

    არადა რო დავკვირვებოდით, ძნელი მისახვედრი ნამდვირად არ იყო რო დადგმული იყო ყველაფერი.

    მარა ჩვენ და ფიქრი?? ჰეჰ…

    იმედმა მაგარი მიქარა მარა ხალხიც მაგარი პანიკიორი და აზროვნების უნარმოკლებულია ;)

    Like

    • Oroli ამბობს:

      წარმოიდგინე დედა, რომელსაც შვილი სამხედრო ყავს და ჯარში ყავს გაშვებული, უყურებს ასეთ რამეს, რო მტერი შემოვიდა, გადაუარა რაც გზაზე შეხვდა, ქალაქის დაცვაც აღარავის შეუძლია და… იტოგში დაენძრა ყველაფერს, იმის თავი ექნებოდა, რო დაკვირვებოდა სწორია ეს ინფორმაცია თუ არაო???

      Like

      • samuraisxmali ამბობს:

        კი მარა ეს მტერი როგორ გადმოხტა პირდაპირ თბილისთან ისე რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო და არანაირი ინფორმაცია მანამდე არ ყოფილა.

        Like

    • egoisthedgehog ამბობს:

      aravin arafers ar aris moklebuli da nervebs nu mishli exla :^)

      Like

  8. Oroli ამბობს:

    მართლაც, ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე…….. მარა ”იმედის” ბრალი მთლად არაა, მიშას დაწერილი სცენარი შეასრულეს მხოლოდ, არ შეასრულებდნენ და მიშა, რის მიშა იქნებოდა მაგათთვის დედები რო არ ეტირებინა……… როგორც მომავალ ჟურნალისტს მრცხვენია, რო დღევანდელ ჟურანლისტებს პატივმოყვარეობა და უბრალოდ ღირსება აღარ შემორჩათ. პროსტა რა დონეზე უნდა დაეცე ადამიანი რო ეგეთი რამე გააკეთო. დავიჯერო შედეგებზე ვერ დაფიქრდნენ წინასწარ? ყველაზე ცუდი ისაა რო დაფიქრდნენ და ზუსტად ეგ იყო მიზანი რო ხალხი დაეშინებინათ. ვინაც გადაცემის შუა ნაწილში გადართო ხო გაგიჟდებოდა?! თან მთელი 20 წუთიანი იყო სიუჟეტი………. მართლა დიქტატორი ხდება ეს ჩემ*სა, ყველაფერს აკონტროლებს მედიიდან დაწყებული უბრალო მცირე ბიზნესმენებით დამთავრებული…………… და კიდე ყველაზე ცუდი რაცაა, ალასანიასაც უკვე მიშას ჟესტები ემჩნევა………………..

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s