როლან ბარტი – კულტურა და ტრაგედია (1942)

ეს ბიძია არის თვითონ როლან ბარტი

guest პოსტი საბასგან

ყველა ლიტერატურული ჟანრიდან ტრაგედია ის ჟანრია, რომელიც ყველაზე მეტად განსაზღვრავს საუკუნის სახეს, აძლევს მას ღირსეულობის მაქსიმუმსა და სიღრმეს. ყველაზე მკაფიო ეპოქები არსით ტრაგიკულნი არიან: მეხუთე საუკუნის ათენი, ელისაბედის პერიოდი ინგლისში, მეჩვიდმეტე საუკუნე საფრანგეთში. ამ ეპოქების მიღმა ტრაგედია თავის კონსტიტუირებულ ფორმებში დადუმებულია. რა ხდება აღნიშნულ ეპოქებსა და დასახელებულ ქვეყნებში, რა უწყობს ხელს ტრაგედიის არსებობას და მის ბუნებრივობას? ჟანრის გავრცობის ველი აქ იმდენად ვრცელი იყო, რომ ტრაგედიათა ავტორები ჩნდებოდნენ ჯგუფებად და ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ასეთი კავშირი ეპოქასა და მის ტრაგედიულ პროდუქციას შორის შემთხვევითი არ არის. საქმე იმაშია, რომ ეს ეპოქები კულტურის ეპოქები იყვნენ.

თუმცა, აქ უნდა განვსაზღვროთ კულტურა არა როგორც ძალისხმევა დიდი ცოდნის მისაღწევად, ან კულტურული მემკვიდრეობის ხარბად დაუფლება, არამედ ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც “მხატვრული სტილის ერთიანობა ხალხის ყველა სასიცოცხლო გამოვლინებაში”.
ამგვარად, ჩვენთვის გასაგებია, რომ ტრაგედიების დიდ ეპოქებში გენიოსების ძალისხმევა მიმართულია არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების შეთავსებაზე, არამედ ყოველთვის ძალიან მიზანმიმართულ ფორმათა გაწმენდაზეც, ანუ სულის შემოქმედებაში ერთიანი სტილის ძიებაზე.
მიღწეული და გამოხატული უნდა ყოფილიყო ჰარმონიული ხედვა, თუმცა, არ იყო აუცილებელი, ის ჯანმრთელი ყოფილიყო; ანუ, განზრახ შეიძლებოდა დატოვებული ყოფილიყო ნიუანსების, კურიოზების, შესაძლებლობების რაღაც რაოდენობა, რათა გათამაშებული ყოფილიყო წარმოდგენა ადამიანური გამოცანისა თავის საბრალო არსში.
ეს განსაზღვრება საშუალებას იძლევა დავუშვათ, რომ ტრაგედია – ეს ადამიანური კულტურის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე რთული გამოხატულებაა, ანუ – მისი მზადყოფნა სტილი იქ მიიყვანოს, სადაც სიცოცხლე მხოლოდ ბუნდოვანსა და უწესრიგო სიმდიდრეს წარმოადგენს.
ტრაგედია – სტილის ყველაზე დიდი სკოლაა. ის უფრო ადამიანური დრამის ინტერპრეტაციას გვასწავლის, ვიდრე ამ დრამის გადატანას.
ტრაგედიის დიდ ეპოქებში ადამიანებმა შეძლეს მიეღწიათ არსებობის ტრაგიკული ხედვისათვის და შეიძლება ერთადერთჯერ ის არ იყო თეატრი, რომელიც ცხოვრების იმიტაციას აკეთებს, არამედ სიცოცხლე რომელმაც თეატრისაგან მიიღო ღირსება და ჭეშმარიტად მეომრული სული. ამგვარად, ამ ეპოქებში და ამ ურთიერთგაცვლაში სცენასა და სამყაროს შორის რეალიზდება სტილის ერთიანობა, რომელიც ნიცშეს სიტყვებით განსაზღვრავს კულტურას.
იმისათვის, რომ დაიმსახუროს ტრაგედია, საზოგადოების კოლექტიურმა სულმა უნდა მიაღწიოს კულტურის გარკვეულ საფეხურს და არა ცოდნის კულტურას, არამედ სტილის კულტურას.

Advertisements
This entry was posted in guest პოსტები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to როლან ბარტი – კულტურა და ტრაგედია (1942)

  1. kotikojafaridze ამბობს:

    Reblogged this on Aleister Qroulle.

    Like

  2. ........... ამბობს:

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s