ვითომ ვითომ

თქვენ ყველანი თქვენს ჯვრებს ებღაუჭებით. მე ჯვარზე ვბობღდები, კენწეროზე მინდა მოქცევა ახალი წელი რომ დავინახო. ნატურას ცივა გაყინულ ოთახში, შნურებ გადაბმული მზე მარტო ფეხებს უთბობს. ნახატზე არ ეტყობა რომ გალურჯებულია. ღამე შვილის საწოლზე ცდილობს მოკალათებას ისე რომ ბავშვს არ გაეღვიძოს. სიყვარული და გაზაფხული გასტროლებზე არიან ვალენტინი კი პიდარასტი ბერი აღმოჩნდა. მუსიკალური თანაგრძნობა მიპყრობს. ვითომ ყრუ მინდა ვიყო, ვითომ ბრმა მინდა ვიყო, ვითომ ინვალიდი მინდა ვიყო. კოსმოსში დაკარგული კოსმონავტი მინდა ვიყო ესეც ვითომ. გაგლეჯილი საფეთქელი მინდა ვიყო ვითომ. შუშანიკის წამება და დარისპანის გასაჭირი მინდა ვიყო.  მაგდანას ლურჯა და ქამუშაძის გაჭირვება მინდა ვიყო. გლახამ მინდა ჩემზე მოგიყვეთ. სანამ საკუთარი სული გაბარია თავისუფალი ვერ იქნები. თავისუფლები სულ გაყიდული ლტოლვილები არიან.  ბედნიერება საკუთარი თავის რწმენა არაა, არც სიყვარულია ბედნიერება იმიტომ რომ  გუშინ ვერასდროს გახდება ხვალ. მეხსიერება გვიშლის ხელს ვიყოთ ისინი ვინ გვინდა რომ ვიყოთ. მეხსიერება გვიშლის ხელს არ გავაკეთოთ ის რაც შეგვეშალა უკვე, სინდისს უძილობა სჭირს. ნებისმიერი უკან მოხედვა საფრთხეს უშლის წინსვლას და იძულებულს გვხდის მომავალი სხვას დავითმოთ.
ქაჯები ნესტანთან სტუმრად მიდიან ბანბანერკით.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in ჩემი თურმე ვითომები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ვითომ ვითომ

  1. moomwoonss :))) magraam dzneelii wasakitxiaa :))

    Like

  2. nikolo secrety says:

    ძლიან მომეწონა. განსაკუთრებით პირველი მესამედი. :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s