ოოოო, მაბლადუნეთ რააა :)))

ხელოუთ კეთილო ადამიანებო :*

სულ ნიხვატკაში ვარ რა… მაგრად დავიწყე :D
მასაში გარევის და ყველასნაირად ყოფნის ყოველთვის მეშინოდა. საშინლად მინდოდა ალბათ თეთრი ყვავი ვყოფილიყავი მაგრამ მაგისიც მეშინოდა ალბათ.. შეიძლება ადამიანი ამ ორს შორის გაიჭედოს?! ალბათ კი იმიტომ რომ მე ასე ვარ. რაღაც სხვა მინდა სიცოცხლეზე მეტი… ალბათ მაგიტომაა სულ რაღაც უაზრო დაუკმაყოფილებლობიის გრძნობა რომ მაქვს, მარტო მეშინია იმ არეულობაში შესვლს რასაც “სხვა” ქვია. როგორც მარტო ბნელ სარდაფში ჩასვლის :))))))) იცი როგორ ვარ? ჩარჩოდან ამოღებული და მიგდებული სურათივით, რომელიც თავის დროზე ყველას მოწონდა მერე კიდე დაავიწყდათ და სადმე თვალს თუ წაასწრებენ უკვე მტვრიანს იფიქრებენ რატომ კედელზე არ კიდიაო მაგრამ გაწმენდა დაეზარებათ და ისევ იქ დატოვებენ სადაც დევს :D კაკ ტროგაწილნა :D

გარეთ მგონი წვიმს. მე ვერ ვხედავ იმიტომ რომ მამიდას სახლს ფანჯრები არ აქვს. როგორც მე, ამ სახლსაც მარტო კარები აქვს რომ როგორც შეხვალ ისე გახვიდე :D
ვერ ვიტან ჩემი ცხოვრების ასეთ პერიოდებს როცა მგონია ჩემი თავი ვიპოვე და ისევ ახლიდან მიწევს ძებნა :((((( მომბეზრდა რა სიმშვიდე მინდა ყოველგვარი ძიების გარეშე.
ტელევიზორში მიჩიო კაკუ ლაპარაკობს ჩილეში მომხდარ მიწისძვრაზე. ასეა, ზოგი იმაზე დარდობს სად შეაფაროს თავი როცა სახლი დაენგრა ან იპოვიან თუ არა ნანგრევებში მოყოლილ მის ძმას მაშველები. ზოგი მოცლილი კი ზის და ამ სისულელეებს წერს ღამის 5 საათზე, ისიც არ ისცის ვისთვის წერს ან რატომ. აჰაა თურმე დედამიწაზე ნაპრალი გაჩენილა რომელიც ჩვენს ქვეყანასთან ახლოსაა და როდის ჩაგვიტანს მიწა ღმერთმა იცის.
ჩემგან რეჟისორი არ დადგებოდა სამწუხაროდ :( არ მეხერხება რაღაც ადამიანური ფინწიუშკების დანახვა ტოისწ ვხედავ მაგრამ ხმამაღლა თქმა არასდროს მიფიქრია დეიდაჩემისგან განსხვავებით ისეთ რაღაცას შეამჩნევს ხოლმე მაგიჟებს.
მამაჩემის საფლავზე მინდა სიარული. მინდა ავდიოდე, რაღაც სისულელეებს ვლაპარაკობდე ან ვტიროდე ან რამე წიპა ტავო.
არ ვიცი დღეს მის სურათებთან მტვერი გადავწმინდე მოვეფერე ცოტა წავისლუკუნე სანთელი დავანთე, ნეტა ის მაინც ვიცოდე მკვდარს გინთებ სანთელს თუ ცოცხალს?!
ყველაზე მეტად გაურკვევლობა და მოლოდინი მძულს.
მაინც არ ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის.
6 საათია დილის… წავალ ეზოში დავჯდები მამიდას მეზობლის ძაღლმა თუ არ შემჭამა… მაინც რამხელაა ის ჩემისა :D:D:D

პ.ს. “მოვკვდები არ მოხვიდე, მოკვდები არ მოვალ” (C) – მარშუტკაში გაგონილი არა მე გადავიხდის მომენტში ჯაჯგურის დროს ნათქვამი “იცოდე დაგკარგავის” შემდეგ :D:D:D

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to ოოოო, მაბლადუნეთ რააა :)))

  1. Nicole ამბობს:

    თუ შემოგღობეს, ეგ რაღა თავისუფლებაა! გალიაში სივრცე სად გაგონილა? გარეთ კი თავისუფლება არ არსებობს, თავისუფლება შენს შინაგან მდგომარეობაშია! :)

    Like

  2. Oroli ამბობს:

    რა დამპალი ემოსავით ლაპარაკობ. წიპა როგორ მძულს ეს ცხოვრება და რატო გავჩნდი ამის დედაც. :???: კარგი რა, ცხოვრება შეიძლება მშვენიერი არაა ზოგჯერ, მარა დაიკიდე რა, ნუ ცდილობ ყველაფერში უარყოფითის დანახვას :roll: (ოროლი ძიას დამპალი რჩევები) :)))

    Like

  3. Kate_AlukaЯD ამბობს:

    დიდი მადლობა ბავშვებო თქვენ რომ არა რა მეშველებოდა :*:*:*:*

    Like

  4. Clown^^ ამბობს:

    რაღაც სიახლე გჭირდება, კიარადა ყველას ჭირდება :შ

    Like

  5. kevana ამბობს:

    :*

    ღობე კიარა კონტურები უნდა შემოგავლონ.. ხაზთა ლამაზი დინება და მერე ნახე რა სურათი იქნები :დ არასდროს დაავიწყდები : )

    Like

  6. nightrider100 ამბობს:

    chatvale rom chemi, rusetis, naurus da kolumbiis agiareba gakvs :)

    Like

  7. bunchulpunk ამბობს:

    რა გითხრა, რით გაგახარო, არც მე ვარ შენზე უკეთეს დღეში ჩემო ქეთევან, უკეთეს რაა, იდენტურ პონტში ვარ რაა :)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ნუ უკვე გამახარე ლიო :D ვინმე თუ იყო კიდე ჩემ დღეში არ მეგონა :D ესა ვართ ადამიანები სხვისი უბედურებით ვიმშვიდებთ თავს :D ოხ ეს დეპრესია :D თბილიში რომ იყო გეტყოდი წამო დავლიოთ მეთქი მარა აბა ახლა რა გითხრა?! :D:D:D

      Like

  8. rodrigo santoro ამბობს:

    არც მე შეიძლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ მივაღწევთ ამ დამოუკიდებლობას :))

    (ისა როდრიგოთი მომმართე მაინც სხვა დროს, ბექიტ კივერავინ მიხვდება ვინ ვარ, მარა მაინც…ბოდიში)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ჰეჰ კაი :D კი მე პესიმისტი კი ვარ მაგრამ მინდა ოპტიმისტობა ამიტომ მჯერასავით რომ ოდესმე ვიქნები “ჩემთვის” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით როდრიგო :P :D :* :roll:

      Like

  9. rodrigo santoro ამბობს:

    რა კარგი პოსტია და რა ზუსტი ხარ… იცი მე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებში აი, მეორე სურათში, თუნდაც მარტოკა და ამით არც შევწუხდებოდი. მარტო ცხოვრების 2 თვიანი გამოცდილება მაქვს და პირიქით უფრო შემიყვარდა ის აურა. მაგრამ ცხოვრებაში წარმატებული თუ მინდა ვიყო ასე არ გამოდის. მე იმედს ვიტოვებ, რომ ბოლოსკენ მაინც ვიქნები ჩემთვის.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s