SHC – ადამიანის სპონტანური აალება

ოროლის guest პოსტი

ადამიანის სპონტანური აალების ტერმინი ნიშნავს ადამიანის სხეულის სრულ აალებას და წვას ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე. ამ მოვლენის შესახებ მე-15 საუკუნიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მან მე-19 საუკუნიდან მოიპოვა. 

1992 წელს გამოცემულ ჯენი რენდლზისა და პიტერ ექსოს წიგნში თვითაალების 85-მდე შემთხვევაა აღწერილი, რომლებიც 1850 წლიდან მოხდა.
1725 წლის 20 თებერვალს, საფრანგეთში, რეიმსის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ჟან მილეტი ცეცხლის სუნმა გამოაღვიძა. მან სასტუმროს სტუმრები გამოაღვიძა და ისინი სამზარეულოში ნიკოლის, ჟან მილეტის მეუღლის გვამს წააწყდნენ. ნიკოლის თავის ქალისა და ხერხემლის მცირე ნაწილის გარდა, სხეული მთლიანად დამწვარი იყო; ახლოს მდებარე ხის ავეჯი და სხვა ობიექტები კი ხელუხლებელი იყო. მილეტი გაასამართლეს და ცოლის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ ახალი დეტალები გახდა ცნობილი: აალების ღამეს სასტუმროში მყოფი ექიმის განცხადებით, ქალბატონის გარდაცვალება “ღმერთის მიერ მონახულების” შემდეგ, უცნობი მიზეზით მოხდა. მალე გაირკვა, რომ ნიკოლ მილეტი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა. ამ შემთხვევის შემდეგ, თვითაალებას ალკოჰოლის მიღებასთან აკავშირებდნენ.

თვითაალების კიდევ ერთი აშკარა ფაქტი მერი რისერისთან დაკავშირებით, 1951 წელს ფლორიდის შტატში დაფიქსირდა. მისი გვამი 2 ივლისის დილას იქნა აღმოჩენილი. მერის სახლის მეპატრონეს მისი მონახულება სურდა და რისერის ოთახის კარის შეღება სცადა, თუმცა კარის სახელური ზედმეტად ცხელი აღმოჩნდა. როდესაც რისერის ოთახის გაღება შესაძლებელი გახდა, იქ მერის დამწვარი სხეული აღმოაჩინეს, რომელიც მაგიდის კუთხეში იჯდა. ოთახის ავეჯიდან მხოლოდ იმ მაგიდის კუთხე იყო მცირედ დამწვარი. გვამთან ახლოს მდებარე გაზეთიც კი ხელუხლებელი იყო. კრემატორიუმის წარმომადგენლებისა და ჩატარებული ცდების მტკიცებით, ადამიანის აალებას, და ასევე, მისი ძვლების სრულიად დაწვას განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის კონცენტრაცია სჭირდება. ნორმალურ პირობებში კი, ასეთი კონცენტრაციის მქონე მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვნად დააზიანებდა გარშემო მდებარე საგნებს.

უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ამ ფენომენისადმი მეცნიერული შეხედულებები ნელ-ელა პარანორმალურ ახსნებში გადადიოდა. თვითაალების შესახებ უამრავი ვარაუდი გამოითქვა; ზოგიერთი მას დედამიწის სიღრმეში არსებულ მაგნიტურ არეულობას უკავშირებდა, ზოგი – უცხოპლანეტელებს, ზოგი კი – წყევლას.

ვინსენტ გადისი, რომელიც ანომალური მოვლენების კვლევითაა ცნობილი, ფიქრობდა, რომ თვითაალება დეპრესიასთან და თვითმკვლელობის სურვილთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, რომ თვითაალების მიზეზი გახდეს იგივე მუხტი, რაც ადამიანს სუიციდისკენ უბიძგებს.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერი დუგელ დრისდეილმა წამოაყენა ე.წ. “პატრუქის თეორია” და ვარაუდობდა, რომ სხეული, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, მაღალი ადგილობრივი ინტენსივობის შემთხვევაში, შეიძლება იწვოდეს ისევე როგორც სანთელი. მის თეორიას რამდენიმე მეცნიერიც მიემხრო. თუმცა, ნორმალურ პირობებში ისეთი მაღალი ტემპერატურის მიღწევა, რაც ადამიანის ძვლების აალებას გამოიწვევს, ფაქტიურად შეუძლებელია.

ადამიანის სპონტანური აალება მეტად იშვიათ მოვლენად ითვლება. არაერთმა მეცნიერმა, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, ფაქტების იშვიათობის და ანომალურობის გამო იგი, ისევე როგორც “ბერმუდის სამკუთხედი”, ზებუნებრივ საიდუმლოდ ჩათვალა.

ამ ვიდეოში კიდევ რამდენიმე სპონტანური აალების ფაქტია რეკონსტრუირებული და განხილული. მათ შორის 1964 წლის 8 ნოემბერს დაფიქსირებული, რომლის მსხვერპლი, 51 წლის ქვრივი, ჰელენ კონვეი გახდა:

P.S. სპეციალნა დლია Kate  :P

Advertisements
This entry was posted in guest პოსტები, mystic and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to SHC – ადამიანის სპონტანური აალება

  1. ჰიუსტონ ამბობს:

    შავი მაგიაა ეგ! :D:D:D

    Like

  2. nightrider100 ამბობს:

    am aalebis kontroli rom shegezlos kargi iqneboda :) gazis ekonomias gaaketebdi :D

    Like

  3. Clown^^ ამბობს:

    ტელევიზორში ვუყურე ამის შესახებ…

    რა საშინელებაა :შ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s