ისევ ვამპირები :) :წუბ:

ჩემი წინა პოსწები ვამპირებზე smilie

ვამპირები, მითი თუ რეალობა?
ვამპირად ქცევის წინაპირობები
მითიური და ფოლკლორული ვამპირების სია

დანარჩენი ნახტომის შემდეგ smilie

რას წარმოადგენენ ისინი?
ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”.
მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებში “დრაკულა” ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა – განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს – თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწორდებოდა. ლეგენდის მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი “დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი.
რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი?
ქრისტიანული და წარმათული რელიგიების სათავეების მკვლევარი, ალექსანდრე დუგინი სწორედ ამ უკანასკნელ მოსაზრებას ეყრდნობა და ამის მყარი საფუძველიც აქვს. თითქმის ყველა რელიგიის არსი – ღმერთი, და შემდეგ ადამიანი, ცხოვრების ორ ციკლს გადის: სიცოცხლეს და სიკვდილს, რომლებიც ერთმანეთთან საკრალური ქმედებით არის დაკავშირებული. წარმართულ რელიგიაში მზე ღვთიური სხივის (სინათლის) განსახიერებად ითვლებოდა, ხოლო მზის წელიწადი როგორც მთელი ქვეყნიერების, ისე ადამიანის ბედის საზომსა და მოდელს წარმოადგენდა.
ალექსანდრე დუგინი ვამპირთა ქმედებაში იგივე საკრალურ მომენტს ხედავს, მხოლოდ მუქსა და ბნელში გამეორებულს, ნაცვლად ახალი მზიური სიცოცხლისა, რომელიც მათი აზრით, მხოლოდ ფერმკრთალი, წარმავალი არსებობა იყო.

რა შუაშია აქ სისხლი, რომელსაც ვამპირები სვამენ ახალი ცხოვრების საზიარებლად?
ყველა რელიგიის მისტიკური ტრადიცია სისხლს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათი აზრით, სისხლი წარმოადგენს შესქელებულ ცეცხლს, სინათლეს, რომელიც ადამიანის სხეულსა და ფსიქიკას შორის გარდამავალი ინსტანციაა. სისხლი ადამიანის სულის მატერიალური გამოხატულებაა. უძველესი საკრალური დამოკიდებულება სისხლის მიმართ შემორჩენილია ქრისტიანულ რელიგიაშიც. გავიხსენოთ სიმბოლური მსგავსება ადამიანისა ქრისტესთან. მართლმადიდებლურ ტაძრებში სვამენ წითელ ღვინოს – იგემებენ ღმერთის “სისხლს”.
ქრისტიანის სულის ფსიქო-ფიზიკური სტრუქტურის გარდაქმნის მაგიური ზებუნებრივი აზრი გაქრა და რელიგიურმა წეს-ჩვეულებამ ალეგორიის სახე მიიღო. ქრისტიანული მღვდელმსახურების ეს მხარე იდუმალი ეზოთერული სწავლების საკუთრება გახდა, რომლის მიზანი, ღვთიური უნარის ფლობა და უკვდავების მიღწევა იყო. სწორედ ამ დროს დაიბადა მომაჯადოებელი და საზარელი პაროდია, რომელმაც ფერიცვალების არსი ღამის კოშმარის სფეროში გადაიყვანა.
შუა საუკუნეებში წარმოქმნილი საიდუმლო ორგანიზაციები ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, მაგალითად, “დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო.
ამ მოვლენის შემდეგ საუკუნეები გადის და ბევრი რამ იცვლება. თუმცა, მისტიკური საიდუმლოების მეშვეობით (სისხლის დახმარებით) ადამიანის გარდაქმნისადმი ინტერესი არ განელებულა.


ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ ამ ფარული პროცესის არსებითი როლი მდგომარეობს კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიერ პიროვნების სულიერ-ესთეტიკური ფორმირების ჩამოყალიბებაში. თანამედროვე რეალისტური რომანის ფუძემდებლები – ონორე დე ბალზაკი და ემილ ზოლა საიდუმლო საზოგადოების წევრებად მოიაზრებოდნენ და ამ გატაცებამ გავლენა მათ შემოქმედებაზე იქონია.
“დრაკულას” ავტორი – ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის “ოქროს აისის” წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. “ოქროს აისის” გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე.
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ “ოქროს აისში” “დრაკულას” ავტორის წევრობა ბევრის მანიშნებელია. სწორედ ამ ორგანიზაციაში შემუშავებული რიტუალებია დაკავშირებული “სისხლის მაგიასთან”. ორდენის თავკაცი მაზერსი პირდაპირ დაადანაშაულეს ვამპირიზმში.
ვამპირიზმის იდეის გავრცელების სხვა მაგალითებიც მრავლად არსებობს. ცნობილი მომღერალი და მსახიობი დევიდ ბოუი საშინელებათა ჟანრის ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, სადაც ვამპირები, სხვა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ. და აი, რა არის საინტერესო – დევიდ ბოუი წევრია ეზოთერული ორგანიზაციისა – “აღმოსავლელი ტამპლიერების ტაძარი”, რომლის ფესვებია “ოქროს აისიდან” მოდის.
მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია “ტულეს გაერთიანება”, რომლის “ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა.


შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ევროპის მრავალ ქვეყანაში იქმნება “შავი სატანის” სამსხვერპლოები. ეშმაკის კულტის ახალგაზრდა მიმდევრები იწყებენ რიტუალების სატანური წეს-ჩვეულებებით ჩატარებას. მიმდინარეობს ქრისტიანული საფლავების წაბილწვა, ცხოველების ხელყოფა (შავი ფერის კატები) და ა.შ.
ვინ არიან ეს ადამიანები:სულით ავადმყოფები?
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ მრავალრიცხოვან სატანურ სექტებს (ვამპირული სექტები) აერთიანებს ერთიანი ორგანიზაცია. ორგანიზაციის სათავეში დგას ყველაზე ძლიერი მაგი – “მოხუცი”, რომელიც აკონტროლებს ყველა სექტას და ავრცელებს ეშმაკის კულტს.
არსებობს შავბნელი დოქტრინის საფუძველზე შემუშავებული ვამპირიზმის სპეციფიკური ოკულტური ტრადიცია. ამ ტრადიციის მატარებლები განსაკუთრებულ შესაძლებობლებს და მეთოდებს ფლობენ და პირველ რიგში, ცივილიზაციის განვითარების მთავარ პროცესზე – კულტურაზე ახდენენ გავლენას. მათი სურვილია ვამპირიზმის შესახებ მითი ბანალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. პათოლოგიას ადამიანი მშვიდად ხომ იმ შემთხვევაში ეგუება, როცა ის მისთვის ჩვეულებრივი ხდება.
რა ბედი ეწევათ ადამიანებს, მსგავსი პათოლოგიის შეგუების შემთხვევაში?

wyaro:drum.clan.su

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to ისევ ვამპირები :) :წუბ:

  1. პუსტალიკი ამბობს:

    მე ირაკლი ვარ და მე მინდა ვამპირობა რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება
    ესაა ჩემი ნომ: 557 77 22 69

    Like

  2. 0tt0... : )) ამბობს:

    პუერტო რიკოს ვამპირი
    მას ჩუპაკაბრასი ჰქვია, ის სარჩოს შინაურ ცხოველებზე ნადირობით შოულობს.

    პუერტო-რიკოს კუნძულები პანიკამ მოიცვა. სოფლებში ფერმერები შებინდებისთანავე კეტავენ კარებს და ბარიკადებს აგებენ. დატენილი შაშხანა ყოველთვის მზად აქვთ.

    ეს სიგიჟე უკვე მრავალი წელია გრძელდება.ის არსება ცხვრებს, ძაღლებს, ქათმებს, ძროხებს ეპარება, დაეძგერება და მთელ სისხლს წოვს.(არამგონია მანიაკმა მთელი სისხლის ამოწოვა შეძლოს ორი კბილისი ჩაჭერით) მხოლოდ ეშვების კვალს ტოვებს. ამგვარი ცნობა უამრავია, ხოლო როცა ამ ვამპირის თვითმხილველებიც გამოჩდნენ, მღელვარებამ პიკს მიაღწია. პირველად ჩუპაკაბრასი ერთ-ერთმა პოლიციელმა აღწერა სოფელ კამპო-რიკოდან: “ჩუპაკაბრასი ორ მეტრამდე სიმაღლის მკვეთრი კანის ადამიანს გავს. ზურგს მტკიცე ჯავშანი უფარავს. აქვს ნუშის ფორმის დიდი წითელი თვალები. ვესროლე, მაგრამ მან სწრაფად მკვეთრად ძალიან შორს გადახტა… თვალებს არ ვუჯერებდი მაგრამ ასე იყო. სიმართლეს ვერ გავექცევით …. ბევრს შეიძლება ჩემი ნაამბობი უაზრობად ეჩვენოს, არარეალობად. არ გამიკვირდება რადგან ჩემი თვალით ნანახი თვითონ არ მჯერა.. ჩამობრძანდით კამპო რიკოში ძალიან ბევრ მცხოვრებს აქვს შემჩნეული და უკვე მადლობელნიც არიან რადგან მხოლოდ ცხოველებს ერჩის…”

    სხვა ცნობებიც არანაკლებ საშინელია. ჩუპაკაბრასს დიდი პირი და მოკლე, წყვეტილი სუნთქვა აქვს. ერთი ქალი მასთან შეხვედრისას ვამპირის სქესის დადგენას ცდილობდა, ვამპირის სქესი არ იცოდნენ რადგად იგი თავს თუ დაგანახებდა წითელი თვალების მეტს ვერაფერს შენიშნავდი მაგრამ ეს ვამპირი ბიჭი აღმოჩნდა რომელსაც ლოყაზე ძალიან დიდი ნაიარები აქვს კბენის სახით…. მას მე–18 მე–19 საუკუნეების მამაკაცის აღნაგობა აქვს…

    სოფელ კამპო-რიკოს მღვდელმა, სადაც ვამპირს ყველაზე ხშირად ხედავდნენ, ცალსახად განაცხადა, რომ ეს არ იყო ურჩხული როგორც მცხოვრებნი უწოდებდნენ.. სოფლის ახალგაზრდობის აზრით კი ეს არსება ახლომდებარე ამერიკული აეროკოსმოსური ბაზიდან გამოიქცა, რომელიც “მფრინავ თეფშებზე” ნადირობს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პუერტო-რიკოს ხშირად სტუმრობენ უცხოგალაქტიკელი სტუმრები.

    ურჩხული პუერტო-რიკოს საშუალოდ ხუთ-ექვს წელიწადში ერთხელ აკითხავს. თავიდან ის “ვამპირი დე მოკა” იყო, შემდეგ “განდიაბოლი” და ახლა “ჩუპაკაბრასი”. ეს სახელები მოსახლეობამ შეურჩია …

    სან-ხუანის უნივერსიტეტის პროფესორმა რაფაელ ჰოლგარმა განმარტა, რომ 25წლის წინ ამერიკელებმა კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე მართლაც მოაწყვეს საიდუმლო სამხედრო ბაზა,სადაც ბიოლოგიური ექსპერიმენტები ტარდებოდა მაიმუნებში რეზუს-ფაქტორის შესაცვლელად და ცხოველებიც საკმაოდ გონიერი, ძლიერი და აგრესიულები გახდნენ. მათ მაიმუნი და ადამიანი ხელოვნურად შეაჯვარეს მათ გალიების ქვეშ რარაც საძრომის მსგავსი გათხარეს, გარეთ გავიდნენ და პუერტო-რიკომდე მიაღწიეს, სადაც ამჟამად მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ამერიკელებმა თქვეს რომ ისინი რაღაც უდავო არაბუნებრივი ძალის მომსწრენი გახდნენ და სულაც არ არიან დაღონებულნი ამ ფაქტით….

    Like

  3. ანი ამბობს:

    ვისაც გინდათ ვამპირად გადაქცევა მომწერეთ

    Like

    • Gvasa ამბობს:

      საინტერესო თემაა.. იყო დრო როცა ამ საქმით დაკავებული ვიყავი…ახლაც რატომღაც გაიღვიძა და თუ ამაში დამეხმარები და ორიოდე მსხვერპლს შემომწირავ პირადპირ ლაივში დაგელაპარაკები : DDDD

      Like

  4. ვიქტორია ამბობს:

    ვამპირები ეხლაც ჩვენ გვერდით არიან

    Like

  5. kevana ამბობს:

    ჰმ, ადრე, მოზარდობისას მომწონდა ვამპირები და რატომღაც მეგონა რომ კეთილი ვამპირები შემხვდებოდნენ, ლოლ… ისეთები, ვინც მუდმივად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში იქნებოდნენ: უკბინონ თუ არა ადამიანს,.. მიყვარს, ჩანს, ტრაგიკული არსებები :დ

    Like

  6. ჰიუსტონ ამბობს:

    რა არის, სურათებზე ეს რა ვამპირებია?? :D აზრზე არ არიან ეს ხალხი არაფრის! ვამპირი უნდა იყოს პირველ რიგში სექსუალური! :D:D:D

    მაგარი პოსტი იყო!

    Like

  7. nightrider100 ამბობს:

    amieridan mecodineba rom tu odesme vampiri mikbens es kia ar iqneba vigac utvino cxovelis nakbeni, aramed nakbeni arsebisa romelsac namdvilad didi idtoria aqvs :D es namdvilad didi nugeshi iqneba chemtvis :)

    Like

  8. taknatuna ამბობს:

    ვამპირებზე კინოები მუდამ მიყვარდა და ახლაც :წუბ:

    Like

  9. LiLaC ამბობს:

    ki, me var :D

    Like

  10. rodrigo santoro ამბობს:

    მე მჯერა ვამპირების :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s