EVER DREAM THIS MAN?!

გეცნობათ ეს კაცი? იცით ვინ არის იგი? გინახავთ ოდესმე ეს ადამიანი? დალაპარაკებიხართ? 

ეს ადამიანი რეალურად არ არსებობს, მაგრამ შეიძლება თქვენ მას მაინც იცნობდეთ, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მისტიური ადამიანი მსოფლიოს ყველა კუთხეში ესიზმრებათ ადამიანებს. მოგითხრობთ არარსებული ადამიანის ისტორიას.

2006 წლის იანვარში ქალაქ ნიუ-იორკში ცნობილი ფსიქიატრის პაციენტმა დახატა პორტრეტი კაცისა, რომელიც რეგულარულად ჩნდებოდა ხოლმე მის სიზმრებში. ეს კაცი მას აძლევდა რჩევებს პირადი ცხოვებისთვის. პაციენტი ირწმუნება, რომ ცხოვრებაში არასდროს უნახავს მისი მისტიური მრჩეველი.

ეს პორტრეტი ფსიქიატრის სამუშაო მაგიდაზე მივიწყებულად ეგდო, სანამ მისი სხვა პაციენტი არ მოვიდა. ამ პაციენტმა ამოიცნო ეს ადამიანი და თქვა, რომ იგი ხშირად მოინახულებდა ხოლმე მას სიზმრებში. არც ამ პაციენტს უნახავს ეს ადამიანი ცხოვრებაში. ფსიქიატრმა გადაწყვიტა გაეგზავნა ეს პორტრეტი თავისი კოლეგებისთვის, რათა მათ ეჩვენებინათ იგი თავიანთი პაციენტებისთვის. აღმოჩნდა რომ კიდევ ოთხი პაციენტმა ამოიცნო დახატული სახე. ყველა მას ,,ამ კაცს” ეძახდა, რადგან მისი რეალური სახელი არავინ არ იცოდა, ან არ ახსოვდა. ამიტომაც მისი სახელია ,,ეს კაცი”. 2006 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ამ კაცის ,,ნაცნობთა” რიცხვი უკვე 2000-ზე მეტს აღწევს. ეს ხალხი დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში ცხოვრობს: ბერლინში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, მოსკოვში, დელიში, ვენაში და როგორც მახსოვს საქართველოშიც. ვინ არის ეს ბურუსით მოცული პიროვნება? დემონი, მფარველი ანგელოზი, შეწუხებული მიცვალებულის სული, თუ უბრალოდ წარმოსახვა?

როგორც ცაგარელმა განაცხადა პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში ეს არის მასონთა გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. მან თქვა, რომ მასონების დაფინანსებით ტელევიზორში, ინტერნეტში, რადიოში და სხვ. მოკლედ ახდენენ ჩვენი ენერგო ტალღების ვიბრაციას და შედეგად ვიღებთ იმას, რაც მათ უნდათ, რომ დაგვანახონ. ღმერთმა არ ქნას და მართლაც ასე იყოს.

“ამ კაცის” აფიციალნი საიტი :))))

წყარო: უცნაური ბლოგი by General_Luka

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to EVER DREAM THIS MAN?!

  1. Clown^^ ამბობს:

    აუ ამაზე ინგლისური სტატია მაქვს წაკითხულო, ბოლომდე აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ მივხვდი რაც იყო :D

    მოაშორეთ.. :D

    Like

  2. Giganti ამბობს:

    es ra dagidiaaaaa!! :D:D:D:D ha haaaaaaa!!!!! komentarshi ver gagagebineb ra xdeba, mere tu bunebam ineba da shexvedra moxda liveshi agixsni, saukunis kuriozi dafiqsirda! :D:D:D:D:D:D:D

    Like

  3. Oroli ამბობს:

    მოდი და ასეთი მამაკაცი ნუ დაგამახსოვრდება. ჯერ მარტო რა მზერა აქ :D პროსტა ამსგავსებენ ეტყობა და გონიათ. დასახვრეტები არიან :)

    Like

  4. Oroli ამბობს:

    ისე გოგი გვახარიას გავს =)))

    Like

  5. Oroli ამბობს:

    შეიძლება ვინმე მსოფლიოში ცნობილ ადამიანს (ან ადამიანებს) გავს და ხალხიც ტელევიზორში ყურების შემდეგ ესიზმრება ( ლოგიჩნო :D ) აქამდე არ მინახავს, მაარა ისე დაინტერესებული ვუყურებდი რო მალე მეც დამესიზმრება ალბა”დ” :D

    Like

  6. LiLaC ამბობს:

    ragac ar mecnoba, WooHoo :D:D

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s