მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #5

პოსტში გამოყენებულია შელოცვები რომელთა ხმამაღლა წაკითხვა რეკომენდირებული არაა. ბლოგის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის შედეგებზე. =))))))) ეს ბოლო ნაწილია იხარე ერო მოკვდი მტერო =))))

დანარჩენი ნაწილებы =)))

მაგიის მითები

ახლა თავს უფლებას მივცემ უფრო დაწვრილებით შევჩერდე მითური თხზულების სხვა სახეობაზე. იმ მითებზე, რომლებიც მაგიასთან არიან დაკავშირებულნი. მაგია, რომელი კუთხი- თაც არ უნდა შევხედოთ მას _ პირველყოფილი ადამიანების მიერ რეალობის ყველაზე მნიშ- ვნელოვანი და საიდუმლოებით მოცული ასპექტია. მაგიის პრობლემებთან ანთროპოლოგთა ყველაზე ძლიერი და წინააღმდეგობრივი ინტერესებია დაკავშირებული. სამხრეთ-დასავლეთ მელანეზიაში მაგიის როლი იმდენად დიდია, რომ თვალშისაცემია ყველაზე ზედაპირული დამ- კვირვებლისათვისაც კი. გამოვლინებათა გაგება თვალის ერთი შევლებით არც ისე ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ აბორიგენთა მთელი პრაქტიკული ცხოვრება აბსოლუტურად გამ- სჭვალულია მაგიით, ზერელე დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ იგი საქმიანობის მთელ არაერთ მნიშვნელოვან სფეროში არ მონაწილეობს. მაგალითად, არც ერთი აბორიგენი ყაბაყის ან ტაროს კვალს ისე არ გაიყვანს, რომ მაგიური შელოცვები არ წარმოთქვას, მაგრამ ამავე დროს ქოქოსის, ბანანის, მანგოს ან პურის ხის მოვ- ლა-პატრონობა ყოველგვარი მაგიური რიტუალის გარეშე მიმდინარეობს. თევზჭერა, რომელიც მიწათმოქმედებასთან შედარებით მეორეხარისხოვანია, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავ- შირებული მაგიასთან. ის, ძირითადად, ზვიგენის, თევზების _ კალალას და ტო’ულამის ჭერის დროს გამოიყენება. მაგრამ ერთ-ერთ ასევე მნიშვნელოვან, თუმცა უფრო ადვილ და ხელმის- აწვდომ _ მცენარეული შხამების დახმარებით თევზაობის _ მაგიური რიტუალი საერთოდ არ სრულდება. კანოეს აგებას თან სდევს ძალზე რთული მაგიური რიტუალი, რომელიც ამ საქმის განუყოფელი ნაწილია და ამ საქმიანობისათვის სავალდებულოდ ითვლება. ეს ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ თავად კანოეს აგება გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, სა- რისკოა და შრომის მაღალ ორგანიზებას მოითხოვს. ქოხის აშენება კი, რომელიც ტექნიკურად ისევე რთული საქმიანობაა, როგორც კანოეს აგება, თუმცა შემთხვევითობაზე ნაკლებადაა დამოკიდებული, არც რისკთან და საშიშროებასთანაა დაკავშირებული და შრომის მნიშვნელო- ვან ორგანიზებასაც არ მოითხოვს, მაგიური რიტუალის გარეშე ხორციელდება. საწარმოო მნიშვნელობის ხეზე კვეთაც, რომელსაც ბავშვობიდან სწავლობენ და ამით ზოგიერთი სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობაა დაკავებული, არ სრულდება მაგიის თანხლებით. სამაგიეროდ, ამნოზის ან რკინის ხისგან მხატვრული ქანდაკების დამზადება, რომელიც მხოლოდ გამორ- ჩეული ტექნიკური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ხელეწიფებათ, შე- საბამის მაგიურ რიტუალებს მოითხოვს _ ეს რიტუალები ითვლება სწორედ ოსტატობისა და შთაგონების მთავარ წყაროდ. ვაჭრობას ანუ კულას _ საქონლის გაცვლის ცერემონიას, საკუ- თარი მაგიური რიტუალი აქვს; თუმცა სხვა, გაცვლა-გამოცვლითი ვაჭრობის უფრო წვრილი ფორმები, რომლებსაც მხოლოდ კომერციული ხასიათი აქვთ, არანაირ მაგიურ რიტუალთან არ არიან დაკავშირებულნი. ომი და სიყვარული, დაავადებები, ქარის სტიქია, ამინდი, ბედისწერა _ ყველაფერი ეს, აბორიგენთა აზრით, მთლიანად მაგიურ ძალებზეა დამოკიდებული. ფაქტებისა და მოვლენების ეს ზედაპირული მიმოხილვაც უკვე მნიშვნელოვანი განზოგა- დების საშუალებას გვაძლევს, რომელიც შემდგომში გარკვეულ ამოსავალ წერტილად გამოდგე- ბა. მაგია არსებობს იქ, სადაც ადამიანი გაურკვევლობასა და შემთხვევითობას ეყრება, აგრეთვე მაშინ, როდესაც წარმოიქმნება უკიდურესი ემოციური დაძაბულობა იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც მიზნის მიღწევის იმედსა და ამ მიზნის მიუღწევლობის საშიშროებას შორის არსე- ბობს. როდესაც საქმიანობის მიზნები განსაზღვრულია, ადვილად მისაღწევი და რაციონალ- ური მეთოდებითა და ტექნოლოგიებით კარგად კონტროლირებადი მაგიისათვის ადგილი აღარ რჩება. სამაგიეროდ, ის სახეზეა იქ, სადაც რისკისა და საფრთხის ელემენტები აშკარაა. მაგია არც იქ არის, სადაც არსებობს წარმოების უსაფრთხოების სრული გარანტია, რომლის დროსაც მოვლენათა განვითარების წინასწარ განჭვრეტა აბსოლუტურად ზედმეტია. ამ დროს მუშაობს ფსიქოლოგიური ფაქტორი. მაგრამ, მაგია სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქ- ციასაც ასრულებს. უკვე აღვნიშნე, მაგია შრომის ორგანიზებისა და მისთვის სისტემური ხასი- ათის მინიჭების ქმედითი ფაქტორია. ამავდროულად, იგი არის ძალა, რომელიც პრაქტიკული ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას იძლევა. ამიტომ მაგიის კულტურულ-მაინტეგრი- რებელი ფუნქციაა იმ წინააღმდეგობებისა და შეუსაბამობების თავიდან აცილებაში, რომლე- ბიც გარდაუვლად ჩნდებიან ყოფა-ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებსაც დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვთ და სადაც ადამიანს ძალა არ შესწევს სრულად აკონტროლოს მოვლენათა მიმდინარეობა. მაგია ადამიანს თავის საქმიანობაში წარმატების რწმენას უნერგავს, ურომ- ლისოდაც ვერ შეძლებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას; ანიჭებს გამბედაობას და საკუთარ თავზე კონტროლისა და ძალების მოკრების უნარს ისეთ გარემოე- ბებში, როცა მას სასოწარკვეთილება და შიში ეუფლება, ძრწოლვით ან სიძულვილით არის შე- პყრობილი, გაუაზრებელი სიყვარულით ან დაუძლეველი მრისხანებითაა დათრგუნული. მაგიის ხელოვნება მუდმივად პრაქტიკულ მიზნებს ექვემდებარება. როგორც ნებისმიერ სხვა ხელოვნებას ან ხელობას, მასაც გარკვეული კონცეპტუალური საფუძვლები და პრინციპე- ბი აქვს, რომელთა სისტემაც მიზნის მიღწევის საშუალებას განსაზღვრავს. ამიტომაც მაგიასა და მეცნიერებას გარკვეული მსგავსება ახასიათებთ და სერ ჯეიმს ფრეზერის მსგავსად ჩვენც შეგვეძლო მაგიისთვის, გარკვეული თვალსაზრისით `ფსევდომეცნიერება~ გვეწოდებინა. უფრო კარგად დავაკვირდეთ, რას წარმოადგენს მაგიის ხელოვნება. როგორიც არ უნდა იყოს მაგიის კონკრეტული ფორმა, ის ყოველთვის სამ უმთავრეს ელემენტს შეიცავს. მაგიურ ქმედებაში სახეზე გვაქვს წარმოთქმული ან ნამღერი შელოცვები, რიტუალი ან ცერემონია და ის ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად მინიჭებული აქვს შელოცვის წარმოთქმისა და რიტუალის შესრულების უფლება. ამგვარად, მაგიის ანალიზის დროს საჭიროა ერთმანეთის- გან განვასხვავოთ შელოცვის ფორმულა, რიტუალი და თვითონ მაგის პიროვნება. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ მელანეზიის იმ კუთხეში, სადაც გამოკვლევას ვაწარმოებდი, მაგიის უმთავრეს ელემენტად შელოცვა გვევლინება. აბორიგენთათვის მაგიის ხელოვნების ფლობა _ შე ლოცვის ცოდნას ნიშნავს; ნებისმიერ ჯადოქრულ ტრადიციაში მთელი რიტუალი შელოცვების მრავალჯერად გამეორებაზე იგება. რაც შეეხება თავად რიტუალსა და მაგის პიროვნებას, მათ პი- რობითი ხასიათი აქვს და მნიშვნელოვანია. მხოლოდ როგორც შელოცვის წარმოსათქმელი სა- თანადო ელემენტები: ჩვენი განსახილველი თემის თვალსაზრისით ეს ერთობ საყურადღებოა, რამდენადაც მაგიური შელოცვა მჭიდრო კავშირს გამოავლენს ტრადიციულ სწავლებებთან და უფრო მეტად _ მითოლოგიასთან. მაგიის სხვადასხვა ფორმათა გამოკვლევისას, თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ ხოლმე გარკვეულ თქმულებებს, რომლებშიც სხვადასხვა მაგიური რიტუალისა და შელოცვის წარმო- ქმნის წყაროებია აღწერილი და განმარტებული. ამ თქმულებებში მოთხრობილია იმის შესახებ, სად, როდის და როგორ გადაეცემოდა ან გადადიოდა იგი მემკვიდრეობით თაობიდან თაობაზე. მაგრამ ასეთი თქმულებები არ უნდა აღვიქვათ, როგორც `მაგიის ისტორია~. მაგიას არ გააჩნია `დასაწყისი~, ის არც შექმნილია და არც გამოგონილი. მაგია უბრალოდ `იყო~ თავიდანვე, ის ყოველთვის არსებობდა, როგორც ყველა იმ მოვლენის, საგნისა და პროცესის ყველაზე არსე- ბითი პირობა, რომლებიც ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების სფეროს შეადგენენ და მის რა- ციონალურ ძალას არ ემორჩილებიან. შელოცვა, რიტუალი და მიზანი, რომლის მისაღწევადაც ისინი სრულდება, ერთდროულად თანაარსებობენ ადამიანური ყოფიერების ერთსა და იმავე დროში. ამგვარად, მაგიის არსი მის ტრადიციულ მთლიანობაში მდგომარეობს. ის ყოველგვარი დამახინჯებისა და ცვლილების გარეშე გადაეცემა თაობიდან თაობას, პირველყოფილი ადა- მიანებიდან რიტუალის თანამედროვე შემსრულებლებამდე _ მხოლოდ ასე ინარჩუნებს იგი ეფექტურობას. ამიტომ მაგიას ესაჭიროება თავისებური, ასე ვთქვათ, საგვარეულო პასპორტი დროში მოგზაურობისთვის. თუ როგორ ანიჭებს მითი მაგიურ რიტუალს მისი ქმედუნარიანო- ბის რწმენასთან შერწყმულ ღირებულებასა და მნიშვნელობას, ყველაზე კარგად კონკრეტული მაგალითით შეიძლება იქნეს ნაჩვენები. როგორც ვიცით, მელანეზიელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიყვარულს და სექსს. სამხრეთის ზღვების მკვიდრი სხვა ტომების მსგავსად, ისინიც დიდ თავისუფლებას უშვებენ სქესობრივ ურთიერთობაში, განსაკუთრებით ქორწინებამდე, თუმცა ცოლ-ქმრული ღალატი დასჯად დანაშაულად ითვლება, აგრეთვე სასტიკად იკრძალება ტოტემურ კლანს შიგნით კა- ვშირები. აბორიგენთა თვალში ყველაზე დიდი დანაშაული ინცესტის ნებისმიერი ფორმა არის. და-ძმას შორის კანონსაწინააღმდეგო კავშირზე ფიქრიც კი მათში ზიზღსა და შიშს აღძრავს. და- ძმას, რომლებიც ამ მატრიარქალურ საზოგადოებაში ყველაზე მჭიდრო ნათესაური კავშირით არიან შეერთებულნი, ერთმანეთთან თავისუფალი ურთიერთობის უფლებაც კი არა აქვთ. არა- სოდეს არ უნდა ეხუმრონ ან გაუღიმონ ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანის თანდასწრებით მეო- რეზე გადაკრული სიტყვაც კი ძალიან ცუდ ტონად ითვლება. თუმცა, კლანის გარეთ სქესობრივ ურთიერთობათა თავისუფლება ძალზე მნიშვნელოვანია და სიყვარულიც უთვალავი მაცდური და მიმზიდველი ფორმითაა შემოსული. აბორიგენები თვლიან, რომ სექსის მიმზიდველობა და სასიყვარულო ლტოლვის ძალა სასიყვარულო მაგიიდან იღებს სათავეს. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს დრამა, რომელიც შორეულ წარსულში მოხდა. მასზე მოგვითხრობს ტრაგიკული მითი და-ძმას შორის ინცესტის შესახებ. აი მისი მოკლე შინაარსი: ერთ სოფელში, დედის ქოხში და-ძმა ცხოვრობდა. ერთხელ ახალგაზრდა გოგონამ შემთხ- ვევით ძლევამოსილი სასიყვარულო ნაყენი შეიყნოსა, რომელიც ძმის მიერ სხვა ქალის კეთილ- განწყობის მოსაპოვებლად იყო დამზადებული. ვნებისგან გაგიჟებულმა ძმა ზღვის უკაცრიელ ნაპირას გაიტყუა და იქ შეაცდინა იგი. სინანულის გრძნობით შეპყრობილმა, სინდისის ქენჯნით გატანჯულმა საყვარლებმა შეწყვიტეს ჭამაც და სმაც და ერთ-ერთ გამოქვაბულში გვერდი- გვერდ დალიეს სული. იქ, სადაც მათი სხეულები ესვენა, არომატული ბალახი ამოვიდა, რომ- ლის წვენსაც ახლა სხვა ნაყენებს ურევენ და სასიყვარულო მაგიის რიტუალებში იყენებენ. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აბორიგენთა მითოლოგიის სხვა სახეობებ- თან შედარებით, მაგიური მითები გაცილებით თვალსაჩინოდ ასახავს ადამიანთა სოციალურ მისწრაფებებს. მათ საფუძველზე იქმნება რიტუალი, მტკიცდება რწმენა მაგიის სასწაულმოქ- მედებისა, მყარდება სოციალური ქცევის ტრადიციული ნორმები. მაგიური მითის კულტურის შემოქმედი ფუნქციის აღმოჩენა სავსებით ადასტურებს სერ ჯეიმს ფრეზერის ბრწყინვალე თეორიას ძალაუფლებისა და მონარქიის წარმოშობის შესახებ, რომელიც თავის `ოქროს რტოს~ პირველ თავებში განავითარა. სერ ჯეიმსის თანახმად, სო- ციალური ძალაუფლების წყაროები ძირითადად მაგიაში უნდა ვეძებოთ. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, როგორაა მაგიის ეფექტურობა დამოკიდებული ადგილობრივ ტრადიციაზე, სოციალურ კუთ- ვნილებასა და პირდაპირ მემკვიდრეობითობაზე. ახლა შეგვიძლია ტრადიციას, მაგიასა და ძა- ლაუფლებას შორის არსებული სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვეძებოთ.

ბალომა: გარდაცვლილთა სულები ტრობრიანდის კუნძულებზე

მაგია განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ველურ გვაროვნულ თემებში (კირივინიალე- ბი, ამ მხრივ, არაფრით განსხვავდებიან აბორიგენთა სხვა ტომებისგან). მაგიით გამსჭვალუ- ლია მათი სამეურნეო საქმიანობის ყველა ძირითადი სახეობა, განსაკუთრებით კი გარკვეულ რისკთან და საფრთხეებთან დაკავშირებული, რომლებშიც ბევრი რამ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები განუყოფლად არიან მაგიასთან გადა- ჯაჭვულნი; მცირე მასშტაბის ნადირობასაც კი შელოცვები ახლავს თან; თევზჭერა, განსა- კუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მისი შედეგების წინასწარ განსჭვრეტა შეუძლებელია, ხოლო წარმატება განუყოფელია რისკისგან, მაგიური ქმედებების რთულ სისტემასთანაა დაკავ- შირებული. კანოეს აწყობა უამრავი შელოცვის თანხლებით მიმდინარეობს, რომლებიც უნდა წარმოითქვას სამუშაოს სხვადასხვა სტადიაში _ შესაბამისი ხის არჩევის და მოჭრის, ნავის გამოთლის, შეღებვის, აღჭურვისა, და ბოლოს, წყალზე გაშვების დროს. მაგარამ ეს ხდება მხო- ლოდ მაშინ, როდესაც ზღვაში ცურვისთვის გამიზნული, შედარებით დიდი ხომალდი იგება. თუ პატარა ნავებს, წყნარ ლაგუნებში ან ნაპირთან ახლოს საცურაოდ აგებენ, სადაც საფრთხე არ არის, მაშინ მაგიური რიტუალი საერთოდ აღარ ტარდება. არსებობს ამინდზე ზემოქმედების უამრავი შელოცვა, მზისა და ქარის მართვით ხან წვი- მას, ხან თქეშს იძახებენ. ეს შელოცვები იცის ამ საქმის ზოგიერთმა მცოდნემ, უფრო ზუსტად, მცოდნეთა ოჯახებმა, რომლებიც ამ ცოდნას მემკვიდრეობით გადასცემენ და იყენებენ მაშინ, როდესაც ამისკენ თანატომელები მოუწოდებენ. მაგალითად, კუნძულებზე თეთრი ადამიან- ების კანონის შემოსვლამდე მომხდარი საბრძოლო შეტაკებების დროს კირივინიალები ზოგი- ერთი შთამომავლობითი პროფესიონალის მაგიურ ხელოვნებას მიმართავდნენ, რომლებმაც საბრძოლო მაგია მემკვიდრეობით მიიღეს წინაპრებისაგან. აბორიგენებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და გუნება-განწყობილება მაგების მაგიური ხელოვნების წყა- ლობით შეიძლება შეირყეს ან აღდგეს. ეს მაგები, ამავე დროს ხალხს ექიმბაშადაც ევლინები- ან. თუკი ადამიანის სიცოცხლეს რომელიმე მულუკუალუსი (რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი) ემუქრება, მათთვის წინააღმდეგობის გაწევა გარკვეული შელოცვების საშუალებით არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია დახმარებისათვის მიმართოს ქალს, რო- მელიც თვითონ ითვლება მულუკუალუსად. განაპირა სოფლებში ყოველთვის შეიძლება რამ- დენიმე ასეთი ქალიც იპოვნო. მაგია იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ აბორიგენებთან ცხოვრებისას ძალიან ხშირად სრულიად მოულოდნელად ვხდებოდი სხვადასხვა მაგიური წარმოდგენის მოწმე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როცა თვითონ ვცდილობდი საქმის ისე აწყობას, რომ ასეთ ცერემონიებზე მოვხვედრილიყავი. ბაგიდოუს, ომარაკანელი ბაღ-ბოსტნის მაგიის სპე- ციალისტის ქოხი ჩემი კარვიდან არაუმეტეს 50 მეტრით იყო დაშორებული და მახსოვს მისი სიმღერები, რომელიც კუნძულზე მისვლის პირველი დღეებიდანვე მესმოდა _ მაშინ ჯერ თითქმის არაფერი ვიცოდი მსგავსი ქმედებების თაობაზე. მოგვიანებით ნება დამრთეს დავს- წრებოდი ცერემონიას, როდესაც ის მაგიურ მცენარეულ წამლებს უმღეროდა; ამ პრივილეგი- ით სარგებლობა შემეძლო იმდენჯერ, რამდენჯერაც მოვისურვებდი და მეც გამოვიყენე იგი რამოდენიმეჯერ. ბაღის მაგიის ბევრ ცერემონიაში შელოცვები სხვადასხვა მცენარეებზე დამღერებით წარ- მოითქმება. ეს ხდება სოფელში, თვით მაგის ქოხში, და მხოლოდ ამის შემდეგ _ ბაღში. ცერ- ემონიის დღეს, დილით, მაგი მარტო მიდის ტყეში, ხანდახან საკმაოდ შორსაც, რათა იქ საჭირო ბალახი და სხვა მცენარეები მოძებნოს. მე ვაკვირდებოდი ცერემონიას, რომლისთვისაც საჭირო იყო ათეულობით სახეობის ბალახი, რომლებიც კუნძულის თითქმის მთელ ფლორას შეადგენენ. ზოგიერთი მცენარე მხოლოდ ზღვის ნაპირზე უნდა შეგროვილიყო _ რაიბოაგზე (მცენარეულობით დაფარულ მარჯნის რიფზე), ზოგი _ დაბლარი ბუჩქნარის ბარდებში. ბალახეულის საძებნელად მაგი განთიადისას მიდის, და ყველა მისთვის საჭირო მცენარეს მზის ამოსვლამდე აგროვებს. შემდეგ თავისი ნადავლი ქოხში შეაქვს და ხანდახან შუადღემდეც უმღერის მათ შელოცვებს. მაგის საძილე სარეცელზე ერთი მეორის თავზე ორი ჭილობი იშლება. ზედა ჭილობის ნახე- ვარზე შეგროვებული ბალახი იფინება და მეორი ნახევრით გადაიფარება. მაგი ოდნავ გამოაჩენს თავის ნადავლს და შელოცვების დამღერებით შესრულებას იწყებს. მისი ტუჩები ისეა ჭილობის კიდეზე მიდებული, რომ ფუჭად ბგერა არ იკარგება, ყველა ხმა ხვდება იქ, სადაც მოთავსებუ- ლია ბალახი, რომელიც ამ ხმებსა და მათში არსებულ შელოცვებს შთანთქავს. შელოცვისთვის ხმის დაჭერის პროცედურა ყველა სახის მაგიური დამღერებისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც შედარებით მცირე ზომის საგნის მოჯადოებაა საჭირო, მაგი ფოთლებისგან რაღაც ძაბრის მსგავსს აკეთებს, რომლის ვიწრო ნაწილშიც ეს საგანი თავსდება, შელოცვა კი ფართო ნაწილში წარმოითქმება. ახლა ბაგიდოუს და მის მიერ ჩატარებულ ბაღის მაგიის პროცედურას დავუბრუნდეთ. მისი ჯადოქრული რეჩიტატივები დაახლოებით ნახევარ საათს და შეიძლება უფრო მეტ ხანსაც უნდა გრძელდებოდეს. შელოცვები კვლავ და კვლავ მეორდება, ხანდახან მეორდება ცალკეული ფრაზები და ამ ფრაზებში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები. მაგი დაბალ ხმაზე რაღაც ნახევრადმელოდიურ რეჩიტატივს მღერის, რომლის მოტივიც ერთი მაგიური ფორმულიდან მეორეზე გადასვლისას ცოტათი იცვლება. სიტყვებისა და ფრაზების გამეორება მოსაჯადოე- ბელ საგანში შელოცვის ჩაზელვას შეიძლება შევადაროთ. როდესაც მაგი სიმღერებს ამთავრებს, ის მოჯადოებულ მცენარეებს ჭილობში ახვევს და გვერდზე დებს. ახლა ისინი მზად არიან სხვა მაგიური პროცედურისთვის, რომელიც, ჩვეუ- ლებრივ, მეორე დილას ბაღში ან ბოსტანში სრულდება. სწორედ ეს არის მთავარი რიტუალი, რომლის დროსაც ბევრი შელოცვა იმღერება. ბაღის მაგია _ ესაა რთული და დეტალურად გააზრებული რიტუალების მთელი სისტემა, რომელთაგან თითოეული შესაბამისი შელოცვის თანხლებით სრულდება. ბაღის სამუშაოს ყველა სახეს გარკვეული რიტუალი შეესაბამება. პირველ რიგში, არსებობს კურთხევის საერთო რიტუალი, რომელიც ბაღის ნებისმიერ საქმი- ანობას წინ უსწრებს და ყოველ ნაკვეთზე ცალ-ცალკე ტარდება. მეორე რიტუალი სარეველები- საგან ნაკვეთის გაწმენდას უკავშირდება. მოჭრილი და გამხმარი ტოტების დაწვა თავისთავად მაგიური ცერემონიაა, რომელიც სხვა, აზრობრივად მასზე დაქვემდებარებულ რიტუალებს მოიცავს და ხანდახან ოთხ დღესაც კი გრძელდება. შემდეგ განსაკუთრებული რიტუალები უკვე იმ დროს სრულდება, როცა ბაღის მცენარეები ზრდას იწყებს, და ისინიც რამდენიმე დღე გრძელდება. გამარგვლასაც, ნიადაგის კულტივაციასაც თან ახლავს მაგიური ცერემონიები. ყველა ზემოაღნიშნული და კიდევ სხვა რიტუალები თითქოს აუცილებელ ჩარჩოს ქმნის, რო- მელიც ბაღის მთელ სამუშაოს მოიცავს. მაგი აგრეთვე ადგენს დასვენების განრიგს, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული და აწესებს პერიოდებს, როდესაც სოფლის მაცხოვრებლებმა რაღაც სამუშაოები ერთდროულად უნდა შეასრულონ, ისე, რომ არავინ ჩამორჩეს და არც წინ გაუსწროს სხვებს. მაგის როლი აბორიგენულ საზოგადოებაში ძალიან დიდია. თითქმის შეუძლებელია ბაღის რომელიმე სამუშაოს შესრულება ტოვოსის (ბაღის მაგის) მონაწილეობის გარეშე. ტოვოსის როლი იმდენად დიდია, რომ მის გარეშე ბაღის სამუშაოების ორგანიზაცია და შესრულება ფაქტობრივად არ ხდება; აბორიგენები დიდი ყურადღებით ეკიდებიან მის რჩევებს, თუმცა ეს ყურადღება თავისი არსით წმინდა წყლის ფორმალობაა, რამდენადაც არ არსებობს ჩვეულებრივ მებაღეობასთან დაკავშირებული რაიმე საკამათო ან საჭოჭმანო პრობლემა. ამის მიუხედავად, აბორიგენები იმდენად აფასებენ მაგის მონაწილეობას და დიდ პატივს სცემენ მის ავტორიტეტს, რომ ამან უცხო დამკვირვებელში განცვიფრება შეიძლება გამოიწვიოს. ამგვარი შრომისთვის მაგი გასამრჯელოს იღებს: უხვ ძღვენს (ყველაზე ხშირად ეს თევზია) სოფლის ერ- თობის წევრებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, მაგის როლს თა- ვის თავზე სოფლის ბელადი იღებს. მაგრამ `მიწის ქომაგად~ (ივოიე ბუიაგუ) გახდომა შეუძლია მხოლოდ ამ სოფელში დაბადებულ ადამიანს, რომლის წინაპრები დედის მხრიდან ამ მიწის ბა- ტონ-პატრონები იყვნენ. თავისი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ბაღის მაგია რაიმე სტატიური და საიდუმლო ცერემონიებით არ არის გამოხატული, რომლებიც მკაცრი ტაბუთია გარემოცული და იმ პომ- პეზურობით სრულდებიან, როგორც ეს აბორიგენებს ძალუძთ. პირიქით, კირივინიალური მა- გიის არმცოდნეს შეიძლება უბრალოდ გვერდი აევლო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიისთ- ვის ისე, რომ ვერც გაეცნობიერებინა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მას ასევე შეიძლება გვერდი აევლო ადამიანისთვის, რომელიც ნიადაგს ბაღის ნიჩბით თხრის ან გამხმარ ტოტებსა და ღეროებს ერთად აგროვებს, ტაროებს ალაგებს და შეიძლება ამასთან ერთად, რა- ღაცას ბუტბუტებდეს. ჩვენი წარმოსახვითი დამკვირვებელი შესაძლოა დასეირნობდეს ბაღის ახალ ნაკვეთზე, სადაც ახლახანს სარეველებისაგან გაასუფთავეს და დაბარეს ნიადაგი. ის აქ ნახავს ჩარჭობილ ჯოხებს, რომლებიც ტაიტუსთვის საყრდენია და რაღაცით სვიის ნარგავებს ჩამოჰგავს. ამ დროს ის შეიძლება შეხვდეს ხალხის ჯგუფებს, რომლებიც რატომღაც აქა-იქ ჩერდებიან და ბაღის ნაკვეთის კუთხეში რაღაცას აკეთებენ. და მხოლოდ მაშინ, როცა ველ- ზე ხმამაღალ შელოცვებს გაიგონებდა, დამკვირვებელი შეძლებდა ამ მოქმედებების მაგიურ ხასიათის აღმოჩენას. და მაშინ ეს ყველაფერი მისთვის განსაკუთრებულ პომპეზურობას და სანახაობით იერს შეიძენდა, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს, შესაძლოა, მთელი ეს რიტუალი უსი- ცოცხლოდ და უინტერესოდაც კი მოსჩვენებოდა. ის დაინახავდა ადამიანს, რომელიც მცირე ჯგუფისგან განცალკევებით დგას და რაღაც უხილავ ძალებს მოუწოდებს ან როგორც თავად კირივინიალები იტყოდნენ, ამ უხილავ ძალებს ველებზე განფანტავს. ეს ძალები შელოცვებში არიან `ჩამწყვდეულნი~, მათში მრავალი თაობის სიბრძნე და ღვთისმოსაობაა თავმოყრილი. ჩვენმა დამკვირვებელმა შესაძლოა რამდენიმე ადამიანი დაინახოს, რომელთა სიმღერის ხმე- ბიც ყველა ველს სწვდება: ასე ხდება, როცა ტოვოსები ძმებს ან დედის სხვა ნათესავებს მოუხ- მობენ დასახმარებლად. ყოველივე ამის უკეთ წარმოსადგენად მოდით ერთად დავესწროთ ერთი-ერთ ასეთ _ მოჭრილი და გამომშრალი ტოტების დაწვის ცერემონიას. ზოგიერთი ბალახი, რომელსაც შელოცვა წინასწარ უმღერეს, ბანანის ფოთოლშია გახვეული და ქოქოსის გამომშრალი ფოთლების პატა- რა გროვების ირგვლივაა დაწყობილი. ასე მზადდება ჩირაღდნები, რომლითაც ცეცხლი ველზე გადააქვთ. დილით (ცერემონია, რომელსაც ვაკვირდებოდი ომარაკანაზე, დაახლოებით 11 საა- თზე დაიწყო) ბაგიდო’უ, ამ სოფლის ტოვესი, ბაღებში მოვიდა ტო’ულუვას _ დედის მხრიდან ბიძის, სოფლის ბელადისა და რამდენიმე სხვა აბორიგენის თანხლებით, რომელთა შორის იმყ- ოფებოდა ბოკუიობაც, ბელადის ერთ-ერთი ცოლი. ცხელი დღე იყო, უბერავდა სუსტი ბრიზი. ველი გამომშრალი იყო და ცეცხლის გაჩაღება რთული არ იყო. ყველა დამსწრეს, მათ შორის ბოკუიობასაც ჩირაღდანი ეჭირა ხელში. ჩირაღდნების დანთებას არანაირი ცერემონია არ ახლ- და (მათ ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე მოუკიდეს ცეცხლი ჩემი შეთავაზებული სანთლით); შემდეგ რიტუალის ყველა მონაწილე თავისი ჩირაღდნით მინდვრის იმ მხარეს წავიდა, საიდ- ანაც ქარი ჰქროდა, და მალე ველი ცეცხლმა დაფარა. რამდენიმე ბავშვი უყურებდა ცეცხლს, არავითარ ტაბუზე საუბარი არ ყოფილა. სოფელში არ შეიმჩნეოდა ამ მოვლენით გამოწვეული შესამჩნევი მღელვარება; შევნიშნე, რომ რამდენიმე ბიჭი და პატარა ბავშვი საერთოდ სოფელ- ში დარჩა, მათ აზრადაც არ მოსვლიათ მოსულიყვნენ და რიტუალისთვის ედევნებინათ თვალი. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სრულებით არ აინტერესებდათ. რამდენიმეჯერ დავესწარი ისეთ რიტუალებს, როცა მხოლოდ ბაგიდოუ და მე ვიყავით მონაწილეები, თუმცა არ არსებობდა არანაირი ტაბუ, რომელიც ვინმეს დასწრებას აკრძალავდა. რა თქმა უნდა, თუკი ვინმე რიტუალში მონაწილეობს, მას წესების დაცვაც მოეთხოვება. უნდა აღინიშნოს, რომ ტაბუ სხვადასხვა სოფელში სხვადასხვანაირია, ბაღის მაგიას სა- კუთარი სისტემა აქვს. მაგალითად, ერთხელ მეზობელ სოფელში საერთო ცერემონიის მეორე დღეს ჩატარებულ დაწვის ცერემონიას ვადევნებდი თვალს იგი ძალიან ჰგავდა იმას, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი: ბაღის ყოველ ნაკვეთზე ნაგვის პატარა გროვებს რაღაც ბალახთან ერთად წვავდნენ. მე შევამჩნიე, რომ სოფლის ტოვოსი ძალიან გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ რამოდენიმე გოგონა, საკმაოდ შორი მანძილიდან, მაგრამ მაინც უყურებდა ამ ცერემო- ნიას; ამიხსნეს, რომ არსებობს ტაბუ, რომელიც ამ სოფლის ქალებს ცერემონიის ნახვას უკრძა- ლავს. არსებობს რიტუალები, რომლებშიც მხოლოდ ტოვოსები მონაწილეობენ, როგორც წესი სოფლის ზოგიერთი სხვა მაცხოვრებელიც მონაწილეობს, მაგრამ არსებობს ისეთი რიტუალე- ბიც, რომლებშიც გამონაკლისის გარეშე ყველა მაცხოვრებელი იღებს მონაწილეობას. ასეთ ცერემონიას დაწვრილებით მოგვიანებით აღვწერთ, რადგანაც მას პირდაპირი კავშირი აქვს ბალომა-ს მაგიურ ქმედებებში მონაწილეობასთან. ბაღის მაგიის დაწვრილებით აღწერა საჭიროა კირივინიალური მაგიის გარკვეული, საერთო მახასიათებლების საილუსტრაციოდ. ბაღის მაგია, უბრალოდ, უფრო შესამჩნევია სხვა მაგიურ ქმედებებს შორის, მაგრამ ზოგადი დასკვნები, რომლებსაც მასზე დაკვირვებით ვღებულობთ, მაგიის სხვა სახეებსაც შეიძლება მივუსადაგოთ. ამის საფუძველზე შეიძლება რაღაც საერთო სურათის წარმოდგენა, რომელიც მაგიაში ბალომა-ს როლის ჩემეულ შენიშვნებს სწორ პერსპექტივას დაუსახავდა. კირივინიაულური მაგიის ღერძი _ შელოცვებია. სწორედ მათშია მაგიური რიტუალის მთა- ვარი ძალა. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ რიტუალი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ შელ- ოცვები შესაბამის პირობებში წარმოითქვას. რიტუალი _ შელოცვის ტრანსმისიის გარკვეული მექანიზმია. ასეთია ყველა კირივინიანელის აზრი, როგორც სპეციალისტისა, აგრეთვე საქმეში ჩაუხედავისაც მაგიურ რიტუალთან მცირეოდენი შეხებაც კი ამას ნათლად ადასტურებს. ამი- ტომაც სწორედ შელოცვის ფორმულაში შეიძლება ვეძებოთ იმ იდეათა გასაღები, რომლებიც მაგიურ რიტუალთან არის დაკავშირებული. ამ ძიებისას, პირველ რიგში, თვალში საცემია ამგვარ ფორმულებში აწმყოში მცხოვრებ აბორიგენთა წინაპრების სახელების ხშირი ხსენება. ბევრი ფორმულა პირდაპირ ამ სახელთა გრძელი ჩამოთვლით იწყება და მათი მფლობელების სულების გამოძახების გარკვეულ ხერხად გვევლინება. ალბათ არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეკითხვაზე, წინაპართა სახ- ელების ჩამოთვლა _ ეს არის მათი სულების ნამდვილი გამოძახება, მაგიურ რიტუალში მონაწ- ილეობის მისაღებად, თუ ეს სახელები მხოლოდ რაიმე ტრადიციისათვის ხარკს, წმინდა და საიდუმლოებით მოცული მაგიური ძალების სიმბოლოებია. სინამდვილეში, როგორც ჩანს, სახ- ეზეა ორივე მათგანი: ბალომა-ს გამოძახება და რომელიმე წმინდა ტრადიციის შესრულება. მაგიური ფორმულები თაობიდან თაობას გადაეცემა _ მამის ხაზით მამისგან შვილს ან დე- დის ხაზით კადალასგან (ბიძა დედის მხრიდან) დისწულს, აბორიგენთა აზრით, დედის მხრიდან ნათესაობა სისხლით ნათესაობის ნამდვილ ხაზად ითვლება. მემკვიდრეობის ეს ორი ფორმა ერთმანეთისაგან გარკვეულწილად განსხვავებულია. არსებობს მაგიური რიტუალები, რომ- ლებსაც ადგილობრივი მაგია შეიძლება დაერქვას, რადგან მხოლოდ მოცემულ ადგილას გვხ- ვდება. მაგიის ამ ტიპს მიეკუთვნება ბაღის მაგიის ყველა სისტემა და აგრეთვე ის მაგიური შელ- ოცვები, რომელთა მოქმედებაც, აბორიგენთა აზრით, დაკავშირებულია მაგიური თვისებების მქონე ადგილებთან. კუნძულ კასანაიზე, ასეთია ძალიან გავლენიანი წვიმის მაგია, რომლის რიტუალებიც ამ კუნძულზე არსებულ ტყეში, რომელიღაც წყალსატევთან უნდა ჩატარდეს. ასეთია აგრეთვე კირივინიალების ოფიციალური სამხედრო მაგია, რომლის რიტუალებიც სოფელ კუაიბუაგას მამაკაცებმა უნდა შეასრულონ და რომელიც დაკავშირებულია ამ სოფ- ლის შორიახლო მდებარე კაბომა-სთან (წმინდა ტყესთან). მაგიური რიტუალების დეტალურად განვითარებული სისტემა, რომელიც ზვიგენის და კალალა-ს დაჭერასთანაა დაკავშირებული, სოფელ კაიბუოლა-ს და ლაბაი-ს მცხოვრებლების მიერ ყველა ამ ფორმულას მემკვიდრეობით გადასცემენ დედის ხაზით. ის მაგიური რიტუალები, რომლებიც კონკრეტულ ადგილთან არ არიან დაკავშირებული და ადვილად გადაეცემიან მამისგან შვილს, ან თუნდაც შემთხვევით შეხვედრილ სრულიად უცნობ ადამიანებს მაღალი საფასურის სანაცვლოდ, უფრო ნაკლებია. პირველ რიგში მას აბორიგენ- ული მედიცინის მაგიური ფორმულები შეიძლება მივაკუთვნოდ, რომლებიც ყოველთვის ავად- მყოფობის განმკურნავი ან მისი გამომწვევი ძალებისაკენ მიმართულ შელოცვათა წყვილებს ქმნიან (ვივისა და სილამი). ამავე კლასს მიეკუთვნება მაგია, რომლის საშუალებითაც ადამიანი ხეზე მუშაობის ხელობას ეუფლება (ტაკაბიტამი) და კანოეს აგების თანმხლები მაგიური რიტუ- ალები. აქვეა მწერთა ნაკბენების საწინააღმდეგო მაგიური შელოცვები, სასიყვარულო მაგია, მულუკუაუსის წინააღმდეგ მიმართული მაგიური რიტუალები (ამ უკანასკნელთ სხვებთან შე- დარებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს). მაგიის ეს სახეები ნაკლებ ეზოთერულია. თუმცა მათ ფორმულებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა, სხვადსხვა ადგილას მცხოვრები ხალხის წარმოთქმული იყო, როგორც წესი, რაიმე განსაზღვრულ ადგილზეა მინიშნება. მთელ მაგიურ სისტემას საფუძვლად, ყოველთვის ამ ადგილთან დაკავშირებული რაიმე მითი უდევს. ამგვარად, მაგიის ყველაზე მნიშვნელოვანი სახეები, რომლებიც დიდ ჯგუფს ქმნიან მათი რაოდენობის გამო, მჭიდროდ არიან ადგილთან დაკავშირებული, როგორც თავისი შინაარსით, ასევე მაგიური ფორმულების მემკვიდრეობითი ხასიათით (`მატრილინეარული~ მაგია), როცა მაგიის სხვა, მნიშვნელობითა და რაოდენობით უფრო მცირე ჯგუფების სახეობათა მხოლოდ ნაწილი კი ადგილობრივია თავისი ხასიათით. კირივინიალების ცნობიერებასა და ტრადიციებ- ში ადგილთან კავშირი ან ლოკალურობა, როგორც წესი, მოცემულ გვართან ან ოჯახთან კუთ- ვნილებით გამოიხატება. ყველა ადგილზე მამაკაცთა თაობები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ მოცემული აბორი- გენული საზოგადოების ბელადის როლში და ამ საზოგადოების საკეთილდღეოდ სასიცოცხ- ლოდ მნიშვნელოვან მაგიურ ქმედებებს (ისეთებს, როგორიცაა ბაღის მაგიის რიტუალები) ას- რულებდნენ, მოიპოვებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანატომელთა ცნობიერებაში. ამით შეიძლება აიხსნას ზემონახსენები ფაქტები, კერძოდ კი ის, რომ დედის მხრიდან წინაპარ- თა სახელები ამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მაგიურ ფორმულებში. ნათქვამის დასამტკიცებლად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ამის გა- კეთება წვრილმანების სიზუსტით იმ შემთხვევამდე უნდა გადავდოთ, როცა ამ თვისების მა- გიის სხვა ელემენტებთან შედარების საშუალება მოგვეცემა ამისათვის საჭირო გახდება მაგი- ური ფორმულების უფრო სრული აღდგენა. დავიწყოთ ბაღის მაგიით. მე მოვახერხე ამ მაგიის ორი სისტემის აღწერა, ერთი _ სოფელ ომარაკანაში, სადაც მას კაილუებილას უწოდებენ; ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სისტემაა; მეორე _ მომტილაკაივას სისტემა, რომელიც ოთხ პატარა სოფელს: კუპუაკოპულას, ტილაკაივას, იორუავოტუს და ვაკაილუვას უკავშირდება. იმ სისტემაში, რომელიც სოფელ ომარაკანაშია მიღებული, ბაღის მაგია მოიცავს ათ შელ- ოცვას, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებულ ქმედებებთანაა დაკავშირებული: ერთი წარ- მოითქმება ნიადაგის დაბარვისას, იმ ადგილას, სადაც ახალ ბაღს ეყრება საფუძველი, მეორე _ იმ ცერემონიის დროს, რომელიც წინ უსწრებს გასხვლას, მესამე _ მოჭრილი და გამხმარი ტოტების ცერემონიული დაწვის დროს და ა.შ. ამ ათი შელოცვის გარდა, არსებობს კიდევ სამი, რომლებშიც წინაპრების ბალომა მოიხსენიება. ერთ-ერთი მათგანი სხვებზე მნიშვნელოვანია _ იგი წარმოითქმება რამდენიმე რიტუალში _ ტოტების მოჭრის, ახალი მცენარეების დარგვისა და სხვა ცერემონიებში.

აი, მისი დასაწყისი:

“ვატუვი, ვატუვი (მეორდება ბევრჯერ);

ვიტუმაგა, იმაგა;

ვატუვი, ვატუვი (ბევრჯერ);

ვიტუოლა, ილოლა:

ტუბუგუ პოლუ, ტუბუგუ კოლეკო, ტუბუგუ ტაკიკილა,

ტუბუგუ მალაბუოიტა, ტუბუგუ კუაიუდილა,

ტუბუგუ კატუპუალა, ტუბუგუ ბუგუაბუაგა, ტუბუგუ ნუმაკალა;

ბილუმავა’უ ბილუმამ;

ტაბუგუ მუაკენავა, ტამაგუ იოვანა. . .”

ამას მოჰყვება ფორმულის დანარჩენი, ძალიან გრძელი ნაწილი; მისი შინაარსი ძირითა- დად მაგიური ფორმულის შედეგების აღწერას: მცენარეთა ზრდას, სხვადასხვა დაავადებების მიმართ მათ ამტანობას მავნე მწერებისგან დაცვის გარანტიას და ა.შ. ეხება. ამ მაგიური ფორმულის სწორად თარგმნა ძალზე რთულია. მასში არსებული არქაული გა- მოთქმები მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები თვით აბორიგენებისათვის, რომლებსაც თვითონ უჭირთ ასეთი გამოთქმების თანამედროვე კირივინიალურ ენაზე თარგმნა. შელოცვის ტიპური სტრუქტურა სამი ნაწილისგან შედგება: 1. შესავალი ნაწილი (მას უ’ულას ეძახიან; ამ სიტყვით ხის ტანის ქვედა ნაწილი გამოიხატება და აგრეთვე ცნება, რომელიც ნაწილობრივ ჩვენეული `მიზეზის~ ცნების მსგავსია); 2. შელოცვის კორპუსი (ტაპუალა _ ზურგი, ხერხემალი); 3. ფი- ნალური ნაწილი (დოგინა _ კენწერო, ბოლო, პიკი), ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა დოგას (ეშვი, დიდი კბილი) უკავშირდება. როგორც წესი ტაპუალას გაგება და თარგმნა ბევრად უფრო ად- ვილია, ვიდრე სხვა ნაწილებისა. წინაპრებისადმი მიმართვა, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათი სახელების ჩამოთვლა ყოველთვის შედის უ’ულაში. ზემოთ ხსენებულ უ’ულას პირველი სიტყვა ვატუვი ჩემი ინფორმატორის, სოფელ ომარა- კანას ტოვოსისათვის (ბაღის მაგი) ბაგიდო’უსთვისაც კი გაუგებარი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მისი თარგმნა არ შეეძლო. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტიმოლოგიური თვალსაზ- რისით, ეს სიტყვა შეიძლება ითარგმნოს როგორც `ცუდის შემთხვევა~ ან `კეთება~. სიტყვები ვიტუმაგა, იმაგა პრეფიქსების _ ვიტუს (მიყენება) და ი-ს (ზმნის მხოლობი- თი რიცხვის მესამე პირის ნიშანი) დახმარებით იწარმოება; ფუძე მაგა შედგება აზრობრივი ნაწილისაგან _ მა, რომელიც მოსვლის მოქმედებას აღნიშნავს, და სუფიქსისგან გა, რომელიც ხშირად ემფატიკური მიზნებისთვის გამოიყენება. სიტყვებს ვიტულოლა, ილოლა იგივე სტრუქ- ტურა აქვს, უბრალოდ ფუძე მა-ს მაგივრად აქ ფუძე ლა (სიარული) ფიგურირებს, რომელიც სი- ტყვა ილოლა-შია რედუბლიცირებული. იმ ნაწილში, სადაც წინაპართა სახელებია ჩამოთვლილი, ორი მომენტია აღსანიშნავი: პირველი სიტყვები სიტყვა ტუბუგუ-ს ეხამებიან, ხოლო ბოლო ერთი სიტყვა _ ტუბუგუ-ს. ტუბუგუ _ მრავლობითი ფორმაა, აღმნიშვნელი ცნებისა `ჩემი წინაპრები~ (გუ _ პირველი პირის ნაცვალსახელური სუფიქსი); ტაბუგუ _ მხოლობითი რიცხვი, `ჩემი წინაპარი~. მრავ- ლობითი ფორმა იმასთან არის დაკავშირებული, რომ ყველა ოჯახს აქვს რაღაც სახელი (ეს სახელი გარკვეულწილად მოცემული ოჯახის საკუთრებაა), ამიტომ ოჯახის ნებისმიერი წევრი უნდა ატარებდეს წინაპართა სახელთაგან ერთ-ერთს, თუმცა შეიძლება ერქვას სხვა, უკვე არამემკვიდრეობით მიღებული სახელი, რომლითაც მას უფრო იცნობენ. ამიტომაც შელოც- ვის პირველ ნაწილში მაგი მიმართავს არა ერთ-ერთ კონკრეტულ თავის წინაპარს, რომელსაც სახელად ერქვა პოლუ, არამედ ყველა თავის წინაპარ პოლუს, ყველა წინაპარს _ სახელად კოლეკოს და ა.შ. წინაპართა სახელების ყველა მსგავსი ჩამონათვალისათვის დამახასიათებელი მეორე ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ უკანასკნელ სახელებს თან ახლავს სიტყვები _ ბილუმავა’უ ბილუ- მამ, რომლებიც ლინგვისტიკური წვრილმანები რომ გამოვტოვოთ, `თქვენ, ახალო ბალომა-ს~ ნიშნავს. შემდეგ მოდის რამდენიმე ბოლო წინაპრის სახელი. მაგალითად, ბაგიდო’უ მოიხსე- ნიებს თავის ბაბუას _ მუაკენუვას და მამას _ იოვანას. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აქ ჩვენ ბალომა-სადმი უშუალო მიმართვას ვხვდებით: `ო თქვენ, ბალომა!~ (სიტყვაში ბილუმამ `მ~ _ მეორე პირის სუფიქსია). ვფიქრობ, სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ წინაპართა სახელების ჩამოთვლა უფრო მეტად მათი ბალომა-ს გამოძახებაა და არა უბრალო ჩამოთვლა, თუმცა თა- ვად დასახელებაც მაგიურ ფუნქციას ასრულებს. რადგან თავად წინაპართა სახელებს უკვე გააჩნია ეს ფუნქცია მათთვის შინაგანად დამახასიათებელი, ქმედითი მაგიური ძალით.

ამ ფრაგმენტის თავისუფალი თარგმანი ასე შეიძლება ჟღერდეს:

“შეასრულე! შექმენი ეს! გახდი ის, ვინც ქმნის!

დაეხმარე მოსვლაში!

დაეხმარე სიარულში!

ჩემო წინაპრებო სახელად პოლუ და ა.შ.

და თქვენც, ახლახანს ქცეულნო ბალომად, პაპა მუაკენუა

და მამა იოვანა.”

ამ თავისუფალ თარგმანში ბევრი რამაა გაუგებარი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს გაუგე- ბრობები მართლაც არსებობს იმ ადამიანთა ცნობიერებაში, რომლებიც ყველაზე კარგად იც- ნობენ ამ ფორმულას. როდესაც ბაგიდო’უს ვეკითხებოდი, სახელდობრ რა უნდა მოვიდეს და რამ უნდა იაროს, ის თავის აზრს ვარაუდის სახით გამოთქვამდა. ერთხელ მან მითხრა, რომ საუბარია მცენარეებზე, რომლებიც უნდა `შევიდნენ~ ნიადაგში, მაგრამ სხვა დროს ფიქრობდა, რომ წასასვლელნი ბაღის მავნებლები არიან. ასევე გაუგებარია, აღნიშნავს თუ არა სიტყვები `მოსვლა~ და `სიარული~ რაღაც საპირისპიროს მიმართულებით. ჩემი აზრით, სწორი ინტერ- პრეტაცია იმაში მდგომარეობს, რომ უ’ულას მნიშვნელობა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს: ეს უბრალოდ ფორმაა, რომლითაც წინაპრების გამოძახება `იმოსება~. აბორი- გენებს მიაჩნიათ, რომ აქ ყოველ სიტყვას რაღაც შინაგანი მახასიათებელი ძალას აქვს და მის- ადმი მიმართვა გადმოსცემს სწორედ ჭეშმარიტ აზრს. ტაპუალაში არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს და შელოცვის მიზანიც გასაგებია. ასევე ნიშანდობლივია, რომ უ’ულა რიტმიულად არის აგებული, სიტყვათა ოთხი ჯგუფი გარკვეულ სიმეტრიას ქმნის. ამას გარდა, სიტყვა ვატუვი სხვადასხვა რაოდენობით მეორდება (არაერთხელ მომეცა საშუალება, მომესმინა ამ შელოცვის ნამდვილი შესრულება), თუმცა ყოვ- ელთვის თანაბრად ორივე პერიოდში. უეჭველია, არც ამ ფორმულაში არსებული ალიტერაციაა შემთხვევითი, ვინაიდან იგივე მოვლენა სხვა შელოცვებშიც აღინიშნება. დაწვრილებით განვიხილე ეს ფორმულა, ვინაიდან მისი აგებულება ტიპურია და საშუალე- ბას გვაძლევს ვიმსჯელოთ სხვებზე, რომლებიც დეტალური ანალიზის გარეშე შეიძლება იქნან წარმოდგენილნი. მეორე ფორმულა, რომელშიც წინაპართა სახელებია ნახსენები, იოვოტას მრავალფეროვანი ცერემონიების დასაწყისში წარმოითქმება, როდესაც ტოვოსიბი საბაღე მიწას ნიშნავს.

შელოცვის ფორმულა ასე იწყება:

`ტუდავა, ტუ-ტუდავა,

მალიტა, მა-მალიტა~ და ა.შ.

აქ ნახსენებია ორი წინაპარი-გმირის სახელი. მათზე მითოლოგიის მთელი ციკლი მოგვითხრობს. ამბობენ, რომ ტუდავა იყო ტაბალუ-ს წინაპარი (ყველაზე წარჩინებული ოჯახი, რომელსაც ომარაკანას ბელადები ეკუთვნოდნენ), თუმცა უეჭველია, რომ ის ლუკუბა-ს გვარს მიეკუთვნებოდა, ტაბალუ კი მალასის-ს გვარისაა. იგივე ორი სახელი გვხვდება შელოცვის სხვა ფორმულაშიც, რომელიც წარმოითქმება, ბაღის მაგიაში გამოსაყენებელ ზოგიერთ ბალახზე, და კამკოკოლად წოდებულ, მხოლოდ მაგიურ რიტუალებში გამოყენებულ ზოგიერთ ხის ნაგებობაზე შელოცვა ასე იწყება:

“კაილოლა, ლოლა; კაილოლა, ლოლა;

კაიგულუგულუ; კაიგულუგულუ;

კაილალოლა ტუდავა,

კაიგულუგულუ მალიტა,

ბისიპელა ტუდავა, ბისილა’ი ოტოკაიკაია” და ა.შ.

თავისუფალ თარგმანში ეს ნიშნავს:

“ჩადი ქვევით (ო, შენ ფესვს იდგამ); ჩადი სიღრმეში (ნიადაგში, ო, შენ იდგამ ფესვს); (დაეხ- მარე მათ) ჩავიდნენ ქვევით, ო, ტუდავა; (დაეხმარე მათ) ჩაღრმავებაში (ნიადაგში), ო, მალიტა; ტუდავა ამოდის (სიტყვასიტყვით `გადაადგილდება~); (ტუდავა) ტოკაიკაიაზე (ბალომა-სთვის განკუთვნილ სპეციალურ პლატფორმაზე) თავსდება.”

ომარაკანაზე ბაღის მაგიის სისტემაში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მითითება სოფლის შორიახლო მდებარე წმინდა ადგილებზე. ბალომა-სთან დაკავშირებული ერთადერთი რიტუალური მოქმედების შესაბამის ცერემონიას ერთობ სალაღობო ხასიათი აქვს. მას შემ- დეგ, რაც ბალეკო-ში, ანუ ბაღის მოცემულ ადგილზე დარგულ პირველ ტაროზე შესაბამისი შე ლოც ვა წარმოითქმება (ბალეკო _ მებაღეობის გარკვეული სამეურნეო, ამასთან, მაგიური ერთეული), მაგი მინიატურულ ქოხს აშენებს, მის გარშემო კი _ მშრალი ტოტებისგან დამზა- დებულ ღობეს; ამ ყველაფერს სი ბუალა ბალომა (`სახლი ბალომა-სთვის~) ჰქვია. ამ ნაგებო- ბას არაფერს ულოცავენ. მე ვერ შევძელი ამ მოქმედების რაიმე ტრადიციასთან დაკავშირება ან ამ ერთობ ექსტრავაგანტური პროცედურის რაიმენაირი ახსნა. ულა’ულა მაგთან, ტოვოსი-სთან სოფლის თემის წევრებს მიაქვთ. როგორც წესი, ესაა თე- ვზი, შეიძლება იყოს აგრეთვე ქოქოსის კაკალიც, ამ ბოლო დროს კი თამბაქო. ძღვენი ლაგდება ქოხში; თევზი თითქმის ყოველთვის უკვე გამზადებულია და პატარა პორციებად დაყოფილი. იმ დროს, როცა მაგი მაგიურ ბალახებსა და მის ქოხში მოთავსებულ სხვა მაგიურ ნივთებს შე ლოცვებს უმღერის, ბალომა-სთვის მოტანილი ულა’ულა სადმე შორიახლოს უნდა იყოს გამოფენილი. ბალომა-სთვის ასეთი ძღვენის მირთმევა მხოლოდ ომარაკანის ბაღის მაგიისთ- ვის არ არის დამახასიათებელი, იგი ყველა სხვა მაგიურ სისტემაშიც შეიმჩნევა. კიდევ ერთი სისტემა, რომელიც საჭიროა აქ მოვიხსენიოთ (მომტილაკაივა), მხოლოდ ერთი ფორმულისგან შედგება _ ეს არის ბალომა-ს ჩამონათვალი. აქ ამ ფორმულის ციტირებას არ მოვახდენ, რადგან ის ძალიან ჰგავს ზემოთ მოყვანილს და მხოლოდ საკუთარი სახელებით განსხვავდება მისგან. თუმცა ამ მაგიურ სისტემაში მოცემული კონკრეტული ბალომა-ს როლი ბევრად უფრო გამოკვეთილია; ამ სისტემის ერთ-ერთ ძირითად ცერემონიაში, კამკოკოლა_ში ხდება ამ ბალომა-სთვის ძღვენის მირთმევა. კამკოკოლა _ ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ნაგებობაა, რომელიც 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის ვერტიკალური და იგივე ზომის ჰორიზონტალური სარებისგანაა დამზადებული. . . ზევიდან ამ კონსტრუქციას მართი კუთხის მოყვანილობა აქვს, ის ჩამოჰგავს ასო-ს, რომელზეც ვერ- ტიკალური სარია დადებული. გვერდიდან ის რაღაცით ბერძნული ასო -ს მოგვაგონებს. ამ ნაგებობებს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია, მათი ერთადერთი ფუნქცია _ მაგიურია. ისინი ტაიტუ-ს ზვრების საყრდენად გამოყენებული სარების პროტოტიპებად გვევ- ლინებიან. მიუხედავად იმისა, რომ კამკოკოლა _ წმინდა რიტუალური საგნებია, მათი აგება საკმაო ჯაფასთანაა დაკავშირებული. მძიმე სარები ხშირად ძალზე შორი მანძილიდან მოაქვთ, ვინაიდან სოფლის ახლოს სათანადო სამშენებლო მასალის პოვნა არც ისე ადვილია; ბუჩქებს რეგულარულად ჩეხავენ ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. მათ ძებნას სოფლის მამაკაცები რამ- დენიმე კვირას ანდომებენ, ჭრიან და ეზიდებიან თავიანთ ბაღებში; იშვიათი არ არის დავა სოფ- ლის მაცხოვრებლებს შორის, როცა ვინმე შემთხვევით ან გამიზნულად ცდილობს მიითვისოს კამკოკოლას ასაგებად მოტანილი სხვისი სარები.

კამკოკოლას რიტუალს ყველა მაგიურ სისტემაში რამდენიმე დღე ეთმობა; დაახლოებით ოთხი დღე გრძელდება მაგიური მოქმედებების წინმსწრები ბაღის სამუშაოებისგან სავალდებულო დასვენება. მომტილაკაივას სისტემაში ცერემონიის პირველი დღე ეძღვნება ბაღებსა და ველებზე მაგიური შელოცვების სიმღერებით შესრულებას. მაგი ერთი-ორი მამაკაცის თანხლე- ბით დაივლის ბაღის ყველა ნაკვეთს _ იმ სოფელში, სადაც ამას ვაკვირდებოდი, ეს დაახლოე- ბით მილის სამი მეოთხედია, _ და ყოველ მათგანზე, კამკოკოლას ერთ-ერთ განივ ღერძთან დახრილი, თავის შელოცვებს მღერის. ის გაჰყურებს ნაკვეთს, მისი ხმა კი იმდენად მაღალია, რომ სიმღერა მთელ ნაკვეთზე კარგად ისმის. მაგი სულ ოცდაათიდან ორმოცამდე ასეთ სიმღე- რას ასრულებს. განსახილველ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესოა ცერემონიის მეორე დღე. ამ დღის რიტუალში ყველა მეზობელი სოფლის მოსახლე იღებს მონაწილეობას და, რო- გორც აბორიგენები ამბობენ, სწორედ ამ დღეს მოდის ცერემონიაზე ბალომა. ამ რიტუალის აზრი ზოგიერთი მცენარის მოჯადოებაა, რომლებსაც კამკოკოლას საფუძველთან და ვერტი- კალური და ჰორიზონტალური სარების გადაკვეთის ადგილზე თესავენ. ამ დღეს სოფლის მთე- ლი მოსახლეობა დილიდან მოსამზადებელი სამუშაოებით არის დაკავებული. ქვებზე ალაგებენ თიხის დიდ ქოთნებს, რომლებშიც საჭმელს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ამზადებენ. ქოთნებს კვამლი და ორთქლი ასდის, ქალები კი მათ შორის დადიან და საჭმლის მომზადებას ადევნებენ თვალს. ზოგიერთი ქალი კი გაწითლებამდე გახურებული ქვების ორ ფენას შორის ტაიტუს აშრობს. შემდეგ გამომშრალი და შემწვარი ტაიტუ მიაქვთ ველზე და ცერემონიის მონაწილეებს ურიგებენ. დათქმულ დროს რამდენიმე მამაკაცი მაგიური რიტუალისთვის აუცილებელი ბალახის შე- გროვებას იწყებს. ამისათვის ზოგი ზღვის ნაპირზე მიდის, სხვები _ ბუჩქნარში, ზოგი _ რაიბოაგზე (ადგილი კლდოვანი ხრამის პირას). მათ ამ ბალახების დიდი კონები უნდა მოიტანონ. ცერემონიის შემდეგ მოჯადოებული მცენარეები სოფლის ყველა მამაკაცს ურიგდება, რათა ისინი თავთავიანთ ნაკვეთებზე წაიღონ. დაახლოებით დილის ათ საათზე ველზე სოფელ ტილაკაივა-ს ტოვოსისთან _ ნა სი ბო- ვა’ისთან ერთად მივედი. მას მხარზე დიდი საცერემონიო ქვის ნაჯახი ეკიდა, რომელსაც სხვა დასხვა ცერემონიაში ხშირად იყენებდა; ომარაკანაელი ბაგიდო’უ ასეთ ინსტრუმენტს არასდროს იყენებდა. როცა ცერემონიის ადგილას მივედით, მოვკალათდით მიწაზე, სადაც უკვე ისხდნენ მომლოდინე აბორიგენები; თანდათან ქალებმაც იწყეს შეკრება. ყველა მათ- განს ტაიტუთი სავსე ხის ჭურჭელი მოჰქონდა, ზოგიერთს ერთი ბავშვისთვის ჩაეკიდა ხელი, მეორე კი მხრებზე შეესვა. გზა სოფელ ტილაკაივას ბაღებზე გადიოდა. ღობეს ცალ მხარეს ბარდები დაუყვებოდა, მეორე მხარეს კი _ ბუჩქებისა და ბალახისაგან გასუფთავებული ბაღი; ტაიტუ-ს ზვრების საყრდენი სარების საკმაოდ ხშირი მესრის მიღმა ტყით დაფარუ ლი რაიბოაგი და ერთმანეთისგან გარკვეული მანძილით დაშორებული ხეების ჯგუფი მოჩანდა. ბილიკის გასწვრივ ორ რიგად იყო ჩამწკრივებული თხელი და გემოვნებით შერჩეული სარე- ბი. ეს მწკრივები განსაკუთრებით დახვეწილი ორი კამკოკოლათი მთავრდებოდა. სწორედ მათ საფუძველთან უნდა ჩატარებულიყო ცერემონია. აქ თავად მაგს უნდა დაელაგებინა მოჯადოებული ბალახები. ქალები ამ ხეივანის გასწვრივ ბაღის ორივე მხარეს ჩამოსხდნენ. მათ შეკრებას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა. ამის შემდეგ მათი მოტანილი საკვები ულუფებად დალაგდა, ყოველ დამსწრე მამაკაცზე თითო ულუფა მოდიოდა და ახლადმოტანილი საჭმელიც ასევე ნაწილდე- ბოდა. ამასობაში ცერემონიის ადგილზე დანარჩენი მამაკაცები, ბიჭები და გოგოები, პატარა ბავშვებიც მოვიდნენ; ბოლოს და ბოლოს მთელი სოფელი შეიკრიბა და ცერემონიაც დაიწყო. ცერემონია საჭმლის ჩვეულებრივი დარიგებით დაიწყო (საგალი); ვიღაც კაცი საჭმლის დალაგებული ულუფების გასწვრივ დადიოდა და ყოველ მათგანთან ერთ-ერთი დამსწრის სახ- ელს ამბობდა. ამის შემდეგ ეს ულუფა ხის ჭურჭლით იმ ქალს მიჰქონდა სოფელში, რომელსაც დასახელებულ მამაკაცთან რაიმე კავშირი ჰქონდა. ამგვარად, ქალები ერთმანეთის მიყოლე- ბით ბრუნდებოდნენ სოფელში და თან მიჰყავდათ ბავშვები და ახალშობილები. ცერემონიის ეს ნაწილი, აბორიგენთა თქმით, ბალომა-სათვის სრულდება. ამგვარად დარიგებულ საჭმელს ბალომა კასი ანუ ბალომა-ს საჭმელი ეწოდება; ითვლება, რომ სულებიც ღებულობენ ამ ცერ- ემონიაში მონაწილეობას, ადამიანთა შორის იმყოფებიან და ამ საჭმლით ტკბებიან. ამ ზოგადი შენიშვნების გარდა, სხვა უფრო დაწვრილებითი ახსნის მოპოვება ვერ შევძელი ვერც ერთი აბ- ორიგენისგან, თავად ნასიბოვა’ი-საგანაც კი. როცა ქალები სოფელში დაბრუნდნენ და ცერემონია დაიწყო, გაყარეს ყველა პატარა, ვინც ჯერ კიდევ იქ იმყოფებოდა. მეც და ჩემი `ბიჭებიც~ ღობის იქით უნდა გადავსულიყავით. ცერ- ემონია მცენარეებზე შელოცვის უბრალო გამეორება იყო; ამ მცენარეთა დიდი შეკვრები მი- წაზე გაშლილ ჭილობზე დააწყეს, ნასიბოვა’ი მათ წინ დაჯდა და თავისი შელოცვები პირდაპირ ბალახში დაამღერა. როგორც კი ეს საქმიანობა დაასრულა, კაცები დაესივნენ მოჯადოებულ ბალახს, ყველამ თითო ბღუჯა აიღო და გაიქცა თავისი ბაღის ნაკვეთისკენ, რათა იქ დაედო ბალახი კამკოკოლაზე და მის ქვეშ. ამით დასრულდა ცერემონია, რომელსაც საათზე მეტ ხანს ველოდით. აღსანიშნავია, რომ მომტილაკაივას მაგიური სისტემის ერთ-ერთ შელოცვაში ნახსენებია `წმინდა ტყე~ (კაბომა) სახელად ოვავავილე. ესაა ტყის დიდი მასივი, რომელიც სოფელ ომა- რაკანა-სთან და ყილაკაივა-სთან ახლოს მდებარეობს, როგორც ჩანს, თაობების მანძილზე არ იჩეხებოდა. ამ ტყეს იცავს ტაბუ, რომლის დამრღვევი სასქესო ორგანოს უზომო გაზრდით დაისჯებოდა. მე არასოდეს შევსულვარ ამ ტყეში, არა იმდენად ტაბუს დარღვევისთვის მოსა- ლოდნელი სასჯელის, არამედ პატარა წითელი ტკიპების გამო, რომელთა კბენაც აუტანელ ქა- ვილს იწვევს. ეს ამ ადგილების ნამდვილი წყევლაა. მაგრამ სოფელ ტალაკაივას ტოვოსი ერთ- ერთი მაგიური რიტუალის შესასრულებლად სწორედ ამ ტყეში მიდის და ყაბაყის დიდ ბოლქვს (ამას კასი-იენა ეწოდება) ქვაზე დებს. ესაა ძღვენი ბალომასთვის.

შელოცვა ასე ჟღერს:

უ’ულა: `ავაიტა’უ იკავაკავალა ოვავავალა?

იაეგულა’ი ნასიბოვა’ი,

აკავაკავალა ოვავავალა!

ტაპუალა: `ბალა ბაისე აკავაკავალა, ოვავავალა იაეგულა’ი

ნასიბოვა’ი აკავაკავალა ოვავავალა; ბალა ბაისე,

აგუბიტამუანა, ოლოპოულო ოვავავალა; ბალა ბაისე

აკაბინაიგუადი ოლოპოულო ოვავავალა~.

ამ ფორმულაში არ არის ბოლო ნაწილი (დოგინა). თარგმანი შემდეგნაირად შეიძლება ჟღერდეს:

“ვინ იყრის აქ მუხლს, ოვავავალაში? ეს მე ვარ, ნასიბოვა’ი (ახლანდელი ტოვოსის საკუ-

თარი სახელი), მუხლს ვიყრი აქ, ოვავავალაში! მე წავალ და მუხლს მოვიყრი იქ, ოვავავალაში;

ეს მე, ნასიბოვა’ი, მოვიყრი მუხლს იქ, ოვავავალაში; მე წავალ იქ და წავიღებ ჩემს ტვირთს (აქ

მაგი თავის თავს იმ ქვასთან აიგივებს, რომელზეც კასი-იენაა დაწყობილი) ოვავავალას წმინ-

და ტყეში. მე წავალ იქ და შემდეგ იქიდან გამოვიხედავ (აქ მაგი უკვე მცენარეების სახელით

ლაპარაკობს), ოვავავალას ტყეში.”

ამ ცერემონიაში მაგიური რიტუალი ნაკლებად ასოცირდება ბალომა-სთან, მაგრამ ამ კა- ვშირის დანახვა აქაც შესაძლებელია; როლი, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული ადგილი თამაშობს, საშუალებას გვაძლევს მაგიურ რიტუალებსა და წინაპართა ტრადიციებს შორის არსებულ სხვა სახის კავშირებზეც ვისაუბროთ. ახლა მაგიის სხვა ტიპებზე გადავიდეთ. კირივინებზე თევზაობის მაგიის ორ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემაში _ სოფელ კაიბუოლაში ზვიგენის ჭერის და სოფელ ლაბა’იში თევზ კალალას ჭერის თანმხლებ მაგიურ რიტუალებში სულებიც გარკვეულ მონაწილეობას იღებენ. ორივე სისტემაში არის ცერემო- ნია, რომლის დროსაც ბალომა-სთვის ძღვენის მიტანა ხდება. ესაა ულა’ულას _ მაგიისათვის გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც მაგისთვის სოფლის მაცხოვრებლებს მიაქვთ. მაგალითად, ზვიგენის ჭერასთან დაკავშირებულ მაგიურ რიტუალში ამგვარი ძღვენი მაგის ქოხში მიაქვთ, მაგი უკვე გამზადებული თევზის პატარა ნაჭრებსა და ბეტელის კაკალსვ (თავისი ულა’ულა- დან) დებს ერთ-ერთზე იმ სამი ქვიდან (კაილაგილა), რომლებიც კერიის ირგვლივ აწყვია და სადგამის ფუნქციას ასრულებს საჭმლის მოსამზადებელი დიდი ქოთნებისათვის. შემდეგ ის შელოცვას წარმოთქვამს:

უ’ულა: `კამკუამსი კამი ულა’ულა კუბუკუაბუია, ინენე’ი,

იბუაუგანა ი’იოვალუ, ვი’იამოულო, ულოპოულო, ბოვასა’ი,

ბომუაგუედა~.

ტაპუალა ი დოგინა: `კუკუავილასი პოულო, კუმინუმ კუაიდასი

პოულო; ოკავალა ვილაიტა’ი; ოკავალა ობუვაბუ; კულოუსი კუვარუ-

-აგისე ვადოლა კუა’უ ობუარიტა, კულოუიო კულუვაბო-

-უოდასი კუა’უ ობუარიტა, კუიაიოიუვასი კუკაპუაგეგასი

კუმაისე კულუვაბოდასი მატამი პუალალალა ოკოტალელა ვინაკი~.

უ’ულა ასე შეიძლება ითარგმნოს:

“მიირთვი შენი უ’ულა (შენი ძღვენი, მაგიური ძალისთვის შენი გასამრჯელო), ო, გაუთხოვარო ქალო ინენე’ი” და ა.შ. (შემდეგ გარდაცვლილ ქალთა ბალომა-ს საკუთარი სახელები მოდის).

ტაპუალა-ში არის რამდენიმე სიტყვა, რომელთა მნიშვნელობაც ჩემთვის გაუგებრად დარჩა, მაგრამ ამ ნაწილის ზოგადი აზრი ნათელია:

“ხელი შეუშალე ჩვენს თევზაობას, იღბალი არ მისცე ჩვენს თევზაობას~ ( შელოცვის აზრი

ნეგატიურია, იგი იმპერატიული ფორმით იძახებს სწორედ იმას, რისი თავიდან აცილებაც

უნდა); `———-(?); ———-(?); წადი გაუღე პირი ზვიგენს ზღვაში; წადი და ქენი ისე, რომ ზვიგენი შეგვხვდეს ზღვაში; დაე მისი პირი ღია იყოს; მოდი, ქენი ისე, რომ შეგვხვდეს ზვიგენი; შენი

თვალები (?); ვინაკის ნაპირას”.

ამ ფრაგმენტული თარგმანით იმას მაინც ვხვდებით, რომ შელოცვა გაუთხოვარი ქალების ბილი ბალომა-ს (ბალომა-ს მრავლობითი რიცხვი, რომელიც ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა ბალომა თავად მაგიური რიტუალის მოქმედ პირად გვევლინებიან) იხმობს, რათა მათ წარმატე- ბულ თევზაობას შეუწყოს ხელი.

ჩემი ინფორმანტი ჩემზე არანაკლებ იყო საგონებელში ჩავარდნილი იმის გამო, რატომ შეუძლიათ სწორედ ქალის და არა კაცის ბალომა-ს თევზაობისთვის ხელის შეწყობა. თუმცაღა, არა მხოლოდ მაგმა, არამედ ყველა აბორიგენმა იცის, რომ ქალთა ბალომა ტოლიპოულას _ `თევზაობის დიასახლისებია~. შესაძლოა, მაგი და სოფლის საბჭოს სხვა მამაკაცები დარწმუნებ- ულნი არიან, რომ მამაკაცთა ბალომა-ები სოფლის სხვა მამაკაცებთან ერთად სანადიროდ მიდიან, ქალთა ბალომა კი სახლებში რჩება და მაგმა ისინი უნდა დააპუროს, შიმშილით რომ არ გაიტანჯონ. სხვა აბორიგენმა აღნიშნა, რომ ქალი არსებით როლს თამაშობს მითში, რომელიც სოფელ კაიბუოლაში ზვიგენების ჭერის საწყისებს ხსნის. მაგრამ ერთი რამ აშკარაა _ ყველა აბორიგენი, რომლებსაც მე ვესაუბრე, იმ ფაქტს, რომ ქალი-ბალომა `თევზაობის დიასახლისებია~. თავისთავად იმდენად ცხად ამბად მიიჩნევენ, რომ ამგვარი შეკითხვები აზრადაც არ მოსდით.

სოფელ ლაბა’იში თევზ კალალას ჭერა უკავშირდება მითურ გმირ ტუდავას, რომლის ცხოვრებაც მჭიდროდაა დაკავშირებული ამ სოფელთან. ტუდავა ლაბა’ის ახლანდელი ბელა- დების წინაპრად ითვლება. ამ სოფელში თევზჭერის თანმხლები მაგიური რიტუალი ძირითა- დად განსაზღვრულია ტუდავას მითიურ საქმეთა მოგონებებით. ის ცხოვრობდა სანაპიროზე, მაცხოვრებლები ძირითადად თევზაობით იყვნენ დაკავებულნი და სადაც ყველაზე მნიშ- ვნელოვანი მაგიური შელოცვები წარმოითქმებოდა. აბორიგენები გვაჩვენებენ გზას, რომლითაც ტუდავა ჩვეულებრივ დადიოდა ზღვის ნაპირიდან სოფლამდე და ამ გზის ზოგიერთ გამორჩეულ ადგილს, რომლებიც ტუდავას გმირობებს უკავშირდება. ყველგან სადაც მისდევენ თევზჭერას, შეიგრძნობა გმირის, თუ შეიძლება ასე ითქვას, `ტრადიციული თანდასწრება~. მთელი ეს რაიონი ტაბუთია დაცული, მკაცრია თევზჭერის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდები რეგულარულია და ყოველ თვეში ექვს დღეს გრძელდება, დაწყებული იაპილადან, სავსემთვარეობის დღიდან, როდესაც თევზი სანაპირო რიფების წყალმარჩხ ადგილებში და სანაპიროსთან გუნდად იკვრება. ტრადიციული მითი გვამცნობს, რომ ტუდავამ თევზ კალა- ლას დ’ენტრეკასტოს არქიპელაგის `დიდ მდინარეებში~ ცხოვრება და თვეში ერთხელ ლაბა’ის მახლობლად ზღვის ნაპირთან მოსვლა უბრძანა. მაგიური შელოცვები, რომლებიც ხალხს მათმა მითიურმა გმირმა გადასცა, ყველაზე დიდ როლს თამაშობენ _ მათი უგულვებელყოფის შემ- თხვევაში , თევზი არ მოვა. ტუდავას სახელი სხვა წინაპართა სახელებთან ერთად ფიგურირებს გრძელ შელოცვაში, რომელიც თევზაობის სეზონის დასაწყისში ტაბუირებული ქვის ბომლიკუ- ლიკუს მახლობლად წარმოითქმება.

შელოცვა ასე იწყება:

`ტუდავა კულუ ტუდავა;

იბუ’ა კულუ, ვა’იბუა;

კულუვიდაგა, კულუბაივოიე, კულუბეტოტო,

მუაგა’ი, კარიბუიუვა~ და ა.შ.

ტუდავა და ვა’იბუა _ მითიური წინაპრები არიან, ორივე სოფელ ლაბა’იში ცხოვრობდა, თანაც პირველი, როგორც უკვე ვიცით, კუნძულის დიდი `კულტურული გმირი~ იყო. აღსანიშ- ნავია სახელ ვა’იბუა-ს ჟღერადობის მხოლოდ რიტმული მიზნით გამოყენება. აღვნიშნავ, რომ ჩემმა ინფორმანტებმა ვერ შეძლეს ეთარგმნათ სიტყვა კულუ, რომელიც პირველ ორ სახელს შორის დგას (ტუდავა, იბუ’ა და სახელი, რომელიც სამ შემდეგ სახელს უსწრებს წინ). ასევე ვერ მოვახერხე მისი რაიმე ეტიმოლოგიური ვარაუდის საფუძველზე თარგმნა. ზემოხსენებული საკუთარის სახელების შემდეგ მოდის 8 სახელი, რომელთა წინაც არ არის ნათესაური კუთ- ვნილების მანიშნებელი სიტყვა, `ტუბუგუ~ _ ჩემი წინაპრები და ამ სიტყვით დაწყებული 16 სახელი, შემდეგ ახლანდელი მაგის უშუალო წინამორბედის სახელი მოდის. ჩემმა ინფორმანტ- მა ვერ ამიხსნა, რატომ დგას ზოგიერთი სახელის წინ ნათესაობის განმსაზღვრელი ტერმინი და ზოგიერთის წინ კი არა. მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ ეს არის სახელთა ორი არათანა- ბარმნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ვერ ჩაენაცვლებიან. ბალომა-სთვის შესაწირის მიტანა ხდება ექვსდღიანი თევზჭერის თითოეულ დღეს. მაგი მომზადებული თევზის პატარა ნაჭრებს (კაკლის ზომის) და ბეტელის პატარა ნატეხებს (ამ ბოლო დროს _ თუთუნსაც) აწყობს ბომლიკულიკუს ქვაზე შემდეგი სიტყვების თანხლებით:

`კამკუამსი კამი ულა’ულა, ნუნუმუაია:

ილიკილალუვა, ილიბუალიტა;

კულისასისამა~,

რაც ნიშნავს:

`მიირთვით თქვენი ულა’ულა (რიტუალის შემსრულებელი მაგისთვის მირთმეული

ძღვენი),

ო, მოხუცო ქალებო: ინიკიალუვა (საკუთარი სახელი), ილიბუალიტა(საკუთარი სახელი);

გახსენი ის~.

ზვიგენის ეს შელოცვა ყოველდღე, ყოველი ახალი ძღვენის მოტანისას მეორდება. სხვა შელოცვას, გუვადავას, ექვსი დღის განმავლობაში ყოველდღე დამღერიან რომელიღაც ბალახს; ის თევზ კალალას მოზიდვის ძალას ფლობს. ეს შელოცვა იწყება წინაპრების ჩამოთვლით, ყოველი მათგანი მოიხსენიება, როგორც `ჩემი წინაპარი~ ან `ჩემი წინარე მამა~. არსებობს შელოცვა, რომელიც მხოლოდ ერთხელ, თევზაობის სეზონის დაწყებისას წარმოითქმის სოფელ ლაბა’იდან ზღვის სანაპირომდე მიმავალ გზაზე. მას წარმოთქვამენ განსაზღვრულ მცენარეზე, რომელსაც ძირფესვიანად გლეჯენ და გზის გასწვრივ ალაგებენ. ამ შელოცვაში შემდეგი ფრაზაა:

`იამუანა იაეგულო, უმნალიბუ

ტაი’იოკო, კუბუგუ, ტაიგალალიკიბა`,

რომელშიც აგრეთვე სახელთა ჩამოთვლაა. აბორიგენები თვლიან, რომ ყოველი მათგანი

ახლანდელი მაგების წინაპრებს ეკუთვნის.

სხვა ფორმულა, რომელშიც წინაპართა სახელები გვხვდება, იმ დროს წარმოითქმის, როდესაც მაგი თევზაობის სეზონის დასაწყისში თავის საცხოვრებელს გვის. ის ასე იწყება:

`ბოკი’უ, კალუ ბოკი’უ; ტამალა, კური ტამალა;

ტაგეულო, კარიტაგეულო~.

ფორმულის დასაწყისში იმ გვარის წინაპართა სახელებია, რომელსაც მაგი მიეკუთვნება. დამახასიათებელია სახელთა გამეორება დამატებითი სუფიქსით, მაგალითად, `ბოკი’უ, კალუ ბოკი’უ~ და ა.შ. არის თუ არა პირველი სიტყვა რომელიმე ადამიანის სახელი, მეორე კი უბრალოდ კეთილხმოვნებისთვის წარმოთქმული ანდა პირველი სიტყვა _ ამ სახელის მხოლოდ შემოკლე- ბითი ფორმაა თუ არა, ჩემმა ინფორმანტებმა ვერ ამიხსნეს; როგორც ჩანს, ეს საკითხი მათთ- ვისაც ბუნდოვანი იყო. კალალას სისტემის სათევზაო მაგიის შელოცვათა შვიდი ფორმულიდან ხუთში ანუ უმეტე- სობაში, წინაპრების სახელები ფიგურირებს. ადგილის ეკონომიის მიზნით დეტალურად აღარ განვიხილავ ჩემ ჩაწერილ სხვა მაგიურ ფორმულებს. ქვემოთ მოყვანილი შემაჯამებელი ცხრილი მცირე . როგორც ადრე აღვნიშნე, მაგიურ ფორმულათა ორი კლასი არსებობს: `მატრილინიალური~ და `პატრილინიალური~. პირველი კლასის ფორმულები, როგორც წესი, რაიმე კონკრეტულ ადგილთან არის დაკავშირებული, მეორე კლასის ფორმულები კი შესაძლოა ერთი სოფლიდან მეორეს გადაეცემოდეს. კირივინიანულ მაგიაში გარკვეული განსხვავება შეიმჩნევა მაგიური რიტუალებისა და ცერემონიების სისტემებსა და ცალკეულ მაგიურ ფორმულებს შორის, რომ- ლებიც სისტემებს არ წარმოქმნიან. აქ `სისტემის~ ცნებაში ის მაგიური ფორმულები მოიაზრე- ბა, რომლებიც, ერთად აღებულნი, გარკვეულ თანმიმდევრულ, ორგანულ მთლიანობას ქმნიან. როგორც წესი, ეს სისტემა შეესაბამება ქმედებებს, რომლებიც აგრეთვე ორგანულ მთლიანო- ბას ქმნიან და ერთი მიზნისაკენ არიან მიმართულნი. მაგალითად, ცხადია, რომ ბაღის მაგია, ზემოხსენებული აზრით, სისტემას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას თევზაობის სეზონის სხვადასხვა სტადიაში ან სავაჭრო ექსპედიციის მომზადებისა და ჩატარების განსხვავებულ ეტაპებზე წარმოსათქმელ მაგიურ ფორმულებზე. ყველა მათგანი ამგვარ სისტემაში გამოიყენება. ისინი თანმიმდევრულად წარმოითქმება, ერთ სისტემას მიეკუთვნება, და თითოეული მათგანი გარკვეული საქმიანობის კონკრეტულ ფაზას შეესაბამება. ამ სისტემებისაგან განსხ- ვავებით, მაგალითად, სასიყვარულო მაგია მრავალი სრულიად დამოუკიდებელი შელოცვისა- გან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არაა.

საბრძოლო მაგიაც სისტემას ქმნის (იხ. ცხრილი 2). ყველა მისი შელოცვა ერთი მეორის მიყოლებით მკაცრი თანმიმდევრობით უნდა იქნეს წარმოთქმული. ეს ადგილობრივი მაგიის სისტემაა, მასში არსებობს მითითებები გარკვეულ ადგილზე, მაგრამ წინაპრების სახელები არ მოიხსენიება. ამინდის მაგიასაც (1), რომელიც ძირითადად წვიმაა და ნაკლებმნიშვნელოვანი მზიანი ამინ- დის მაგიაა ადგილმდებარეობითი ხასიათი აქვს და მისი შელოცვებიც მითთანაა დაკავშირე- ბული. თორმეტივე შელოცვა ერთ ადგილს უკავშირდება. ეს კუნძულზე ყველაზე გავლენიანი მაგიაა. ამ შელოცვებზე მონოპოლია აქვს სოფელ კასანა’ის (ესაა სოფელ ომარაკანაზე თითქ- მის გადაბმული პატარა სოფელი) ბელადებს, რომლებიც გვალვის პერიოდში განსაკუთრებით დიდ შემოსავალს ღებულობენ შემოწირულობის სახით. კაიტუბუტამუს მაგიაში (3) სისტემას ორი ფორმულა შეადგენს: ისინი ქოქოსის კაკალზე დადებული ტაბუს პერიოდის ორ სხვადსხვა სტადიაში წარმოითქმება. ტაბუსა და შელოცვების მაგიური პროცედურების აზრი, ქოქოსისათვის ხელშეწყობაა. ჭექა-ქუხილის მაგიას (4) აქვს მითის ტრადიცია, რომელშიც მითიური წინაპარი ფიგური- რებს მისი სახელიც შელოცვაში მოიხსენიება. კანოეს აგების მაგია (6) და მუასილა (7), რომლებიც საქონლის (კულას) ყიდვა-გაყიდვისა და გაცვლის შესანიშნავ სისტემასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მაგიურ სისტემებს ქმნიან. ჩემ ჩაწერილ შელოცვათა ფორმულებში წინაპართა სახელები არ მოიხსე- ნიება. სამწუხაროდ, ვერ შევძელი მუასილას მთელი სისტემის ჩაწერა, კანოეს აგებასთან დაკა- ვშირებული მაგიის სისტემა კი ჩავიწერე, მაგრამ ვეღარ ვთარგმნე. ორივე მაგიურ სისტემაში მინიშნებულია გარკვეული ადგილები, თუმცა წინაპართა სახელები ნახსენები არაა. თევზაობის მაგიის (11) სამი შელოცვა ერთ სისტემას ქმნის.

სხვა შელოცვები (12-13) სისტემებს არ ქმნის. სასიყვარულო მაგიის შელოცვებში წინაპარ- თა სახელები არ მოიხსენიება, რაც სავსებით ბუნებრივია. სამაგიეროდ, ისინი ნახსენებია შელ- ოცვებში, რომელთა საშუალებითაც იკურნებიან ავადმყოფობები ან პირიქით, ადამიანს რაიმე სენი ეყრება. ზოგიერთი ასეთი პროცედურა მითებს უკავშირდება. აქ მოყვანილი მონაცემები მაგიურ რიტუალებსა და შელოცვებში წინაპართა სახელების მონაწილეობის შესახებ, თავის თავზე თვითონ მეტყველებს. აბორიგენებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება მე ვერ შევძელი. ცხადია, რომ ბალომა-ს ხსენება _ მაგიური შელოც- ვის უმთავრესი და არსებითი ნაწილია. მაგრამ ამაო იქნებოდა აბორიგენებისთვის ამგვარი შეკით ხვებით თავის მობეზრება: `რა მოხდებოდა, თუ ვერ შეძლებდით ბალომა-ს გამოძახე- ბას?~ (ასეთი შეკითხვის დასმა იმას შეუძლია, ვინც თვლის, რომ აბორიგენების ქმედებებს საფუძვლად რაიმე რაციონალური იდეები უდევს, რომლებიც ამართლებენ ან კიცხავენ ამ მო- ქმედებას), ვინაიდან მაგიური ფორმულა კულტურული ტრადიციის უცვლელი და ორგანული ელემენტია. საჭიროა ამ ფორმულის ზუსტი ცოდნა და მისი წარმოთქმა ყოველ ჯერზე აბსო- ლუტურად უცვლელად. შელოცვა ან რიტუალი, რომელშიც ერთი ნიუანსიც კი შეცვლილია, აუცილებლად კარგავს თავის ძალას. ამიტომ არაფრით არ შეიძლება რიტუალიდან წინაპართა სახელების გამოტოვება ან მოშორება. ამას გარდა, პირდაპირ შეკითხვაზე `რატომ ახსენებთ ამ სახელებს?~ აბორიგენები ალალად პასუხობენ: `ტოკუნაბოგუ ბუბუნემასი~ (ეს ჩვენი ძვე- ლი ადათია) ყველაზე ინტელიგენტურ აბორიგენებთან საუბრებშიც კი ვერ _ შევძელი რაიმე, უფრო დამაჯერებელი ინფორმაციის მოპოვება. სრულიად ნათელია, რომ წინაპრების სახელთა ხსენება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე მათი უბრალო ჩამოთვლა. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ულა’ულას შეწირვა მაგიის ყველა იმ მნიშვნელოვან სისტემაში ხდება, რომლებიც დაწვრილებით შევისწავლე. ზემოთ აღ- წერილი, საგალის მიძღვნაც ამის დასტურია. მაგრამ ეს უკანასკნელიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ადასტურებს აბორიგენთა ეჭვშეუვალ რწმენას ბალომა-ს არსებობისა და ცერ- ემონიებზე მისი დასწრების შესახებ, ჯერ კიდევ იძლევა საშუალებას, ვიმსჯელოთ იმ მიზნების მიღწევაში სულების მონაწილეობის იდეაზე, რისთვისაც სრულდება მაგიური რიტუალი და წარმოითქმება შელოცვა. ნაჩქარევად არც იმ დასკვნის გამოტანა ივარგებდა, რომ სწორედ ბა- ლომა არ არის ძალა, რომლებსაც მიმართავს მაგი, შელოცვის საშუალებით ეუფლება და რომ- ლებიც ასრულებენ კიდეც მაგის დავალებებს. ხანდახან აბორიგენები გაკვრით, რომ სულების კეთილგანწყობა მათ თევზაობაში ან მება- ღეობაში დიდ დახმარებას უწევს, თუკი სულები განრისხდებიან, მაშინ მათ ადამიანისთვის ზია- ნის მიყენება შეუძლიათ. ამ უკანასკნელ ნეგატიურ მტკიცებას უფრო მეტად ესმება ხაზი, ვიდრე პოზიტიურს. მართლაც, აბორიგენები თვლიან, რომ ბალომა რაღაც იდუმალი სახით მონაწილ- ეობს მათთვის მოწყობილ ცერემონიებში, და კარგი იქნებოდა მათი კეთილგანწყობის მოპოვება, მაგრამ ამის გამო არაა, რომ ბალომა სასურველი ქმედების შემსრულებელ უმნიშვნელოვანეს ან თუნდაც დამხმარე ძალებად გვევლინება _ მაგიური ძალა თავად შელოცვებშია.

ის, თუ როგორ ესმით აბორიგენებს ბალომა-ს როლი მაგიურ ქმედებებში, მილამალა-ს დროს ბალომა-სადმი მათი დამოკიდებულებით შეიძლება აიხსნას. ამ ცერემონიაში ბალომა ერთდროულად მონაწილეცაა და მაყურებელიც. ადამიანები მათი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით მათივე კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ; ბალომა-ს არ მოერიდება თავისი უკმაყოფილების გამოხატვა და მის მიმართ არც ისე კეთილგანწყობილი ადამიანისათვის რაიმე ზიანის მიყენება, თუმცა მათი მრისხანება არც ისე საშინელია, როგორც მაგალითად, რომელიმე ზებუნებრივი არსებისა, რომელთა არსებობაც არა მარტო ველურებს, ხშირად ცივილიზებულ ადამიანებსაც სჯერათ. ბალომა მილამალას ცერემონიაშიც თითქმის არაფერს ცვლის. მათი როლი აბსოლუტურად პასიურია. ამ უმოქმედობიდან მათი გამოყვანა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი რაიმეთი გააბრაზებ. მაშინ ისინი, ასე ვთქვათ, ნეგატიუ- რად ავლენენ თავს.

საჭიროა მაგიურ შელოცვებში წინაპართა სახელების ხსენებასთან დაკავშირებული პრო- ბლემის მეორე მხარეზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. კირივინიანულ მაგიაში დიდ როლს თამაშობს ზოგიერთი მაგიური სისტემის საფუძველში ჩადებული მითები და ტრადიციული რწმენები. უკვე ვისაუბრე ადგილის ტრადიციების კავშირზე კონკრეტული გვარებისა და ოჯახების ტრა- დიციებთან. მაგიურ ფორმულებში ხსენებული წინაპართა სახელები _ ტრადიციის ერთ-ერ თი ელემენტია, რომელიც ამ უკანასკნელში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგიური რიტუ ალის მონაწილეებისა და მათი გვარის მითური ფუძემდებლების დამაკავშირებელ სახელთა სიწმინდე, აბორიგენთა აზრით, უკვე მათი მაგიური გამოყენების საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი აბორიგენი წინაპართა სახელების წარმოთქმას არ მოიაზრებდა რაიმე ქმედების შესასრულებლად ბალომა-ს გამოძახების საშუალებად. შესაძლოა, ულა’ულა-ს თან მხ ლები შე ლოცვები ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად მივიჩნიოთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, პრაგმატიზმი აბორიგენთა ცნობიერებაში განმსაზღვრელი არ არის და არაფერს მატებს მაგი- ისადმი მათ დამოკიდებულებას.

Magic, Science and Religion and Other Essays.Boston, 1948. p. 124 – 156.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #5

  1. erekle says:

    vinmem magiuri wigni mitxarit sad iyidebaa dzalian gtxovt.. shelocvebiii da a.sh sadaacaa <3

    Like

  2. LESTAT says:

    chemi wigni ra pontshi gaedzro ? :D:D:D:D:D
    boloswina amis zusti aslli maqvs :D
    sakaipo veshia
    magram aq rac dapostilia anu tviton tema sastikad ewinaamgdegeba bevr ama tu im punqts

    Like

  3. naTia says:

    ძალიან მაგარი და საინტერესოა. მე კმაყოფილი ვარ :) :) ჩაგეთვალა >> Kate… :D

    Like

  4. freemasons says:

    magari blogi gaqvs saintereso ragaceebs wer….
    :) ufro mistikastan dakavshirebit……………….:)

    Like

  5. Lord Vader says:

    IX კარიბჭე…

    გამახსენდა.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s