მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #4

მაგია და რელიგია

მაგიაც და რელიგიაც ემოციური სტრესის _ საყოფაცხოვრებო კრიზისის, უმნიშვნე ლოვანესი ჩანაფიქრების მსხვრევის, სიკვდილისა და საკუთარი ტომის საიდუმლოების განდობის, უიღბლო სიყვარულის ან დაუცხრომელი სიძულვილის დროს იბადება; მაგიაც და რელი გიაც ამგვარი სიტუაციებიდან და ცხოვრებისეული ჩიხებიდან გამოსავალი გზების მაჩვენებელია მაშინ, როცა არსებული სინამდვილე ადამიანს სხვა გზას არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ რწმენას, რიტუალს და ზებუნებრივ სფეროებს მიმართოს. რელიგიაში ეს სფერო სულებით, გონით, ბედისწერით, ტომის ზებუნებრივი მფარველებითა და მათი საიდუმლოებების მახარობლებით ივსება მაგიაში _ შელოცვის ჯადოსნური ძალის პირველყოფილი რწმე ნით. მა გიაც და რელიგიაც უშუალოდ ეყრდნობიან მითოლოგიურ ტრადიციას და თავიანთი სასწაულმოქმედი ძალის გაცხადების ჯადოსნური მოლოდინის ატმოსფეროს. მაგიაც და რელიგიაც ტაბუთა და რიტუალთა სისტემით არის გარშემორტყმული და ეს განასხვავებს მათ მოქმედებას გაუნდობელ თა ქცევისგან. მაშ, რაღა განასხვავებს მაგიას რელიგიისგან? დავიწყოთ ყველაზე აშკარა და თვალშისაცე მი განსხვავებებით. საკრალურ სფეროში მაგია, როგორც რაღაც პრაქტიკული ხელოვნება, ისეთი ქმედებების შესრულებას ემსახურება, რომელთაგან თითოეული გარკვეული მიზნის მიღწევის საშუალებაა, რელიგია კი ისეთ ქმედებათა სისტემაა, რომელთა შესრულებაც უკვე თავისთავად გარკვეული მიზანია. შევეცადოთ უფრო ღრმად გავაანალიზოთ ეს განსხვავებები. მაგიის პრაქტიკული ხელოვნება განსაზღვრულ, მკაცრი ჩარჩოებით შეზღუდულ და მხოლოდ მასში გამოსაყენებლად ვარგის შესრულების ტექნიკას ფლობს: ჯადოქრული შელოცვები, რიტუალი და შემსრულებლის პირადი შესაძლებლობები მუდმივ `სამთა ერთობას~ ქმნის. რე ლი – გიას, მთელი თავისი ასპექტებისა და მიზნების მრავალფეროვნების მიუხედავად, ასეთი მარტივი ტექნიკა არ გააჩნია; მისი მთლიანობა ვერც ფორმალურ ქმედებათა სისტემაზე და ვერც მის შინაარსის უნივერსალურობაზე ვერ დაიყვანება, ის ყველაზე მეტად აღსრულებული ფუნქციის, აგრეთვე რიტუალის ღირებულებითი მნიშვნელობით განისაზღვრება. მაგიისათვის დამახასიათებელი რწმენა, მაგიის პრაქტიკულობის შესაბამისად, ძალზე მარტივი რწმენაა. ეს ყოველთვის არის რწმენა ადამიანის ძალმოსილებისა, მიაღწიოს სასურველ მიზანს ჯადოსნობისა და რიტუალის საშუალებით. ამავე დროს, რელიგიაში შესამჩნევია ზებუნებრივი სამყაროს, როგორც რწმენის ობიექტის, მრავლისმეტყველი სირთულე და მრავალფეროვნება დემონთა და სულთა პანთეონი, ტოტემის კეთილმყოფელი ძალები, გვარისა და ტომის მფარველი სულები, მამამთავრების სულები, მომავალი საიქიო ცხოვრების სურათები _ ეს ყველაფერი და ბევრი სხვა რამ, მეორე, ზებუნებრივ რეალობას ქმნის პირველყოფილი ადამიანისთვის. რელიგიური მითოლოგიაც ბევრად უფრო რთული, მრავალფეროვანი და მეტწილად შემოქმედებითი მუხტის მატარებელია. ჩვეულებრივ, რელიგიური მითები სხვადასხვა დოგმების გარშემო არიან კონცენტრირებულნი და მათ შინაარსს კოსმოლიგიური და საგმირო თქმულებებით, ღმერთებისა და ნახევრადღმერთების საქმეთა აღწერით ავითარებენ. მაგიური მითოლოგია კი, როგორც წესი, პირველყოფილი ადამიანების არაჩვეულებრივი წარმატებების შესახებ უსასრულოდ განმეორებული მოთხრობების სახით წარმოგვიდგება. მაგია, როგორც კონკრეტული მიზნების მიღწევის განსაკუთრებული ხელოვნება, ოდესღაც ერთ-ერთი თავისი ფორმით ადამიანის კულტურულ არსენალში შევიდა და მას შემდეგ უშუალოდ გადაეცემოდა თაობიდან თაობას. არსებობის პირველი დღიდანვე ის იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ ზოგიერთი სპეციალისტი ფლობდა. კაცობრიობის ისტორიაში პირველი პროფესია _ ჯადოქრისა და ჯადოსნის პროფესიაა. რელიგია კი, თავისი საწყისი ფორმით, პირველყოფილ ადამიანთა საყოველთაო საქმიანობაა, რომელშიც ყველა აქტიურ და თანაბარ მონაწილეობას ღებულობს. ტომის ყოველ წევრს, განდობის (ინიციაციის) რიტუალის შემდეგ თვითონ ეძლევა სხვათა განდობის უფლება. ტომის თითოეული წევრი დასტირის გარდაცვლილ თვისტომს, მონაწილეობს მის დაკრძალვაში, პატივს მიაგებს განსვენებულის ხსოვნას. და როცა მისი დრო მოვა, ისიც ზუსტად ასევე იქნება გამოტირებული და მოხსენიებული. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სული და სიკვდილის შემდეგ თვითონაც სულად გადაიქცევა. რელიგიის ფარგლებში არსებული ერთადერთი სპეციალიზაცია _ ე. წ. პირველყოფილი სპირიტისტული მედიუმიზმი _ პროფესია კი არა, ინდივიდუალური ნიჭის გამოხატულებაა. კიდევ ერთი განსხვავება მაგიასა და რელიგიას შორის არის ის, რომ _ ჯადოქრობისათვის დამახასიათებელია შავის და თეთრის თამაში, რელიგია კი თავდაპირველყოფილ სტადიებში მაინცდამაინც არ ინტერესდებოდა კეთილისა და ბოროტის, კეთილისმყოფელი და ბოროტმოქმედი ძალების დაპირისპირებით. აქ კვლავ წინა პლანზე გამოდის მაგიის კარგად გათვლილი, უშუალო შედეგის მისაღწევად გამიზნული პრაქტიკული ხასიათი, პირველყოფილი რელიგია კი ორიენტირებულია საბედისწერო, შეუქცევად მოვლენებზე, ზებუნებრივ ძალებსა და არსებებზე (თუმცა, უმთავრესად, ეს მისთვის მორალური ასპექტია) და ამიტომაც არ ეხება გარესამყაროზე ადამიანის ზეგავლენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შიშის მიერ პირველად ღმერთების შექმნის შესახებ არსებული აფორიზმი ანთროპოლოგიური თვალსაზრისით აბსოლუტურად არასწორია. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ რელიგიასა და მაგიას შორის განსხვავება და ნათლად წარმოვაჩინოთ ურთიერთობები მაგიის, რელიგიისა და მეცნიერების სამკუთხა თანავარსკვლავედში, მინიმუმ, ზოგადად მაინც უნდა გამოიკვეთოს თითოეული მათგანის კულტურული ფუნქცია. პირველყოფილი ცოდნის ფუნქცია და მისი ღირებულება ზემოთ უკვე განვიხილეთ და ის საკმაოდ მარტივია. გარემომცველი სამყაროს ცოდნა ადამიანს ბუნების ძალების გამოყენების საშუალებას აძლევს; პირველყოფილი მეცნიერება ადამიანებს სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით უზარმაზარ უპირატესობას ანიჭებს და ევოლუციის გზაზე სხვა ქმნილებებზე გაცილებით წინ წამოსწევს. პირველყოფილი ადამიანის ცნობიერებაში რელიგიის ფუნქციისა და მისი ღირებულების გასაგებად აუცილებელია უამრავი აბორიგენული რწმენისა და კულტის დაწვრილებით შესწავლა. ადრე უკვე აღვნიშნეთ, რომ რელიგიური რწმენა ადამიანს ანიჭებს  გამძლეობას, აყალიბებს და აძლიერებს ყველა ღირებულებით _ მნიშვნელოვან მენტალურ მოწყობილობას, ისეთებს, როგორიცაა ტრადიციისადმი პატივისცემა, ჰარმონიული მსოფლაღქმა, პიროვნული სიქველე და ყოფით უსიამოვნებებთან ბრძოლაში შეუპოვრობა, სიკვდილის შიშის დაძლევა და ა.შ. ამ რწმენას, რომელიც კულტსა და ცერემონიაშია განსახიერებული და მხარდაჭერილი, უდიდესი სასიცოცხლო ძალა აქვს და პირველყოფილ ადამიანს ჭეშმარიტებას უხსნის, ამ სიტყვის ყველაზე ფართო და მნიშვნელოვანი გაგებით. როგორია მაგიის კულტურული ფუნქცია? როგორც უკვე ითქვა, ადამიანის ყველა ინსტინქტსა თუ ემოციას, ნებისმიერ პრაქტიკულ ქმედებას მისი ისეთ ჩიხურ სიტუაციაში შეყვანა შეუძლია, სადაც ადამიანს მთელი თავისი ცოდნა ღალატობს, მისი გონებრივი შეზღუდულობა ვლინდება და თვით ეშმაკობა და დაკვირვების უნარიც კი ვეღარაფერში ეხმარება; ძალები, რომელთაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეყრდნობა, მას კრიტიკულ მომენტში ტოვებს. ამაზე ადამიანის ბუნება პასუხობს სპონტანური აფეთქებით, რომელიც ქცევის რუდიმენტულ ფორმებსა და მათი ეფექტურობის მთვლემარე რწმენას ათავისუფლებს. მაგია სწორედ ამ რწმენაზე ფუძნდება, აქცევს სტანდარტულ რიტუალად, რომელიც შემდეგ უწყვეტ ტრადიციულ ფორმას იძენს. ამ სახით მაგია ადამიანს `ჩუქნის~ არაერთ მზა რიტუალურ აქტსა და სტანდარტულ რწმენას, რომლებსაც გარკვეული პრაქტიკული და მენტალური `ტექნიკური გაფორმება~ აქვს. ამით თითქოს ხიდი იდება იმ უფსკრულებზე, რომლებიც ადამიანის წინაშე უმთავრესი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ჩნდება და დაიძლევა საშიში კრიზისი. ეს ადამიანს საშუალებას აძლევს არ დაკარგოს მხნეობა ყველაზე რთული სასიცოცხლო ამოცანების გადაჭრის დროს, შეინარჩუნოს თავდაჭერილობა და პიროვნული მთლიანობა, ბრაზის შემოტევის, სიძულვილის პაროქსიზმის, შიშისა და სასოწარკვეთილების დამთრგუნველი მდგომარეობიდან. მაგიის ფუნქცია ადამიანური ოპტიმიზმის რიტუალად ქცევა, ანუ იმედის სასოწარკვეთილებაზე გამარჯების რწმენის გაძლიერებაა. მაგიაში ადამიანი იმის დადასტურებას პოულობს, რომ საკუთარი თავის რწმენა, ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს მედგრად ყოფნა და ოპტიმიზმი ორჭოფობაზე, ეჭვებსა და პესიმიზმზე იმარჯვებენ. დღევანდელი, პირველყოფილი ადამიანებისგან უსასრულოდ შორსწასული, განვითარებული ცივილიზაციის სიმაღლეებიდან ძალზე ადვილია მაგიის უხეშობისა და უსუსურობის დანახვა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მაგიის დაუხმარებლად პირველყოფილი ადამიანი თავისი ცხოვრების ურთულეს პრობლემებთან გამკლავებას ვერ შეძლებდა და კულტურული განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ვერ გადაინაცვლებდა. აქედან გამომდინარეობს პირველყოფილ საზოგადოებაში მაგიის უნივერსალური გავრცელება და მისი განსაკუთრებული ძლევამოსილება. აქედანვე ეფინება ნათელი პირველყოფილ ადამიანთა ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმიანობაში მაგიის მუდმივ მონაწილეობასაც. თანამედროვე ადამიანმა მაგია უნდა აღიქვას მხოლოდ იმედის დიად არაკეთილგონიერებასთან მჭიდრო კავშირში, რომელიც ყოველთვის ადამიანის ხასიათის საუკეთესო სკოლა იყო.

სიკვდილისა და ცხოვრების წრიული ციკლის შესახებ არსებული მითები

ზოგიერთ მითში, რომელიც ამა თუ იმ კულტურული რეალიის საწყისების შესახებ მოგ ვით ხ რობს, გამოქვაბულის ადამიანთა ცხოვრება შედარებულია სულებით დასახლებულ იმქვეყნიურ სამყაროში ადამიანთა სულების არსებობასთან. ამგვარად, მითები თითქოს დამაკავშირებელ ძაფს აბამენ პირველყოფილ წარსულსა და ყველა ადამიანის გარდაუვალ მომავალს შორის. ეს ერთ-ერთი იმ კავშირთაგანია, რომელთა გარეშეც მითების ფსიქოლოგიური თავისებურებე ბი სა და კულტურული მნიშვნელობის სწორი გაგება შეუძლებელი იქნებოდა. პირველყოფილ ცხოვრებასა და სულების არსებობას შორის უფრო ღრმა კავშირებიც არსებობს. მაგალითად, გარდაცვლილთა სულები კუნძულ ტუმაზე სახლდებიან. ამ კუნძულზე ისინი განსაკუთრებული ხვრელის გავლით ხვდებიან, რითიც ისინი ამქვეყნად მოვლინების რა- ღაც საპირისპირო აქტს ახორციელებენ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ კუნძულ ტუმაზე, სულთა სამყაროში ან, როგორც აბორიგენები ამბობენ, ქვედა სამყაროში, თავისი მიწიერი ცხოვრების შემდეგ მოხვედრილი ადამიანი თითქოს თავიდან იწყებს ზრდას, ემატება ასაკი, შემდეგ ბერდება, ნაოჭდება; მაგრამ შემდეგ მას კვლავ უბრუნდება ახალგაზრდობა, იძრობს ძველ კანს და ახლით იმოსება. სწორედ ასე იყო იმ პირველყოფილ ეპოქაში, როცა ადამიანები ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. მაშინაც კი, როდესაც ისინი გამოქვაბულიდან გამოვიდნენ და მიწაზე დაიწყეს ცხოვრება, ეს უნარი ერთბაშად არ დაუკარგავთ; კაცებსა და ქალებს შეეძლოთ ეცხოვრათ და მუდამ ახალგაზრდები ყოფილიყვნენ. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთი შეხედვით წვრილმანი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელმაც ყველა ადამიანის ბედი განსაზღვრა. კუნძულ ბვადელას ერთ-ერთ სოფელში ოდესღაც ცხოვრობდა მოხუცი ქალი ქალიშვილთან და შვილიშვილ გოგონასთან ერთად (ფრიად საყურადღებოა, დედის მხრიდან სამი თაობის არსებობის ფაქტი). ერთხელ ბებია და შვილიშვილი საბანაოდ წავიდნენ. გოგონა ნაპირზე დარჩა, ამ დროს კი ბებია იქაურობას გაეცალა და თვალს მიეფარა. მყუდრო ადგილას მან კანი გაიძრო, მაგრამ უცებ ხელიდან დაუსხლტა და წყალში ჩავარდა. მოქცევამ კანი გაიტაცა და წაიღო. ის წყალში ტივტივებდა, სანამ წყლისპირა ბუჩქს არ წამოედო და ზედ არ ჩამოეკიდა. ბებია კი ახალგაზრდა გოგოდ გადაიქცა და შვილიშვილთან დაბრუნდა. მაგრამ გოგონამ ის ვერ იცნო, უცხო ქალის დანახვაზე შეშინდა, ყვირილი დაიწყო და მის გაგდებას შეეცადა. ბებიას ძალზე ეწყინა, გაბრაზებული დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც ძველი კანი დაუვარდა და დაიწყო მისი ძებნა; ბოლოს იპოვა, კვლავ ჩაიცვა და შვილიშვილთან მიბრუნდა. ამჯერად გოგონამ იცნო ბებია და ტირილით მოუყვა მას: `აქ ვიღაც ახალგაზრდა გოგო მოვიდა, შემეშინდა და გავაგდე ის~. მაგრამ მოხუცმა უპასუხა: `არა, შენ უბრალოდ არ მოინდომე ჩემი ცნობა. ამიერიდან შენ დღითიდღე დაბერდები, მე კი მოვკვდები~. ისინი დაბრუნდნენ სახლში, სადაც მოხუცის ქალი- შ ვილი ვახშმად ელოდებოდა. მოხუცმა თქვა: `მე საბანაოდ წავედი, მოქცევამ ჩემი კანი წაიღო, მაგრამ შენმა შვილმა ვერ მიცნო და გამაგდო. ამიერიდან მე აღარ გამოვიცვლი კანს, ჩვენ ყველანი დავბერდებით და ბოლოს მოვკვდებით~. აი, ამის შემდეგ ადამიანებს აღარ შეუძლიათ კანის გამოცვლა და ახალგაზრდად დარჩენა. მაგრამ ცხოველებს, რომლებიც პირველყოფილი ადამიანების მსგავსად მიწის ქვეშ, `ქვედა სამყაროში~ ცხოვრობენ, დღემდე შეუძლიათ კანის გამოცვლა და ახალგაზრდობის დაბრუნება _ ესენია გველები, ხვლიკები, კიბორჩხალები და იგუანები. პირველყოფილ ადამიანებს `ზედა სამყაროში~ რომ ეცხოვრათ, მაშინ იმ ცხოველებსაც, რომლებიც ამ სამყაროში ცხოვრობენ _ ჩიტებს, ღამურებსა და მწერებს _ კანის გამოცვლა და მუდამ ახალგაზრდად დარჩენა შეეძლებოდათ. მითებში მოთხრობილი ამბავი, როგორც წესი, აქ მთავრდებოდა. ზოგიერთ მითში დამატებულია გარკვეული კომენტარები , რომლებიც პარარელს ავლებენ სულებსა და პირველყოფილ ადამიანებს შორის; ხანდახან ხაზგასმულია რეპტილიათა რეგენერაციის მოტივი, ხანდახან მხოლოდ კანის დაკარგვის ინციდენტზე ყვებიან. თავისთავად მითის შინაარსი არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, თუკი მას სიკვდილისა და საიქიო ცხოვრების შესახებ აბორიგენთა წარმოდგენებთან დაკავშირებულ სხვადასხვა იდეის, ადათისა და რიტუალის კონტექსტის გარეშე განვიხილავდით. სინამდვილეში ეს მითი _ დრამატული სიუჟეტური ქარგით გამოხატული რწმენაა ძალისა, რომელიც ახალგაზრდობის დაბრუნების საშუალებას იძლევა, ძალისა, რომელსაც ადამიანები ოდესღაც ფლობდნენ და შემდეგ დაკარგეს. იმ გაუგებრობის შემდეგ, რომელიც ბებიასა და მის შვილიშვილს შორის მოხდა, ყველა ადამიანი უნდა დამორჩილებოდა სიბერისა და ჭკნობის საყოველთაო პროცესს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები დაემორჩილნენ ულმობელ ბედისწერას, რომელიც მათ მომავალს ართმევდდა და მხოლოდ აწმყოს უტოვებდა. საქმე იმაშია, რომ დაბერება, ჭკნობა და სხეულის უძლურება, კარსმომდგარი გარდაუვალი სიკვდილის სიმპტომებად არ განიხილება აბორიგენ- თა მიერ. მხოლოდ მათი რწმენის ერთიანი სისტემის გაგების შემდეგ არის შესაძლებელი, ჩავწვდეთ მათ წარმოდგენებს ავადმყოფობის, ფიზიკური გამოფიტვისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ. მაგალითად, ტრობრიანდის კუნძულების აბორიგენები ჯანმრთელობის საკითხებში დიდი ოპტიმისტები არიან. სხეულების ძალა, ენერგია და სრულყოფილი ფიზიკური განვითარება _ მათი აზრით, ადამიანის სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც მხოლოდ უბედური შემთხვევის ან ვინმეს ბოროტი ნების გამო შეიძლება დაირღვეს, და ისიც გარკვეული ზებუნებრივი ძალების დახმარებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ადამიანი ცუდად გრძნობდეს თავს, რაც გადაღლილობით, მზეზე გადახურებით და გაციებით, ან ზედმეტი ჭამით იყოს გამოწვეული. ის შეიძლება დასახიჩრდეს ან მოკვდეს ბრძოლაში მოწინააღმდეგის შუბით, ხიდან ან კლდიდან ჩამოვარდნის შემდეგ. მას შეიძლება ზვიგენი ან ნიანგი დაესხას თავს ანდა დაიხრჩოს ზღვის ან მდინარის ტალღებში. მაგრამ ამგვარი რამ შეიძლება ვინმეს ჯადოქრობის გარეშე? ეს აბორიგენებისთვის ყოველთვის სერიოზული პრობლემაა. თუმცა, როდესაც საუბარი რაიმე საშიშ ან სასიკვდილო დაავადებას ეხება, აბორიგენებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი გამომწვევი მიზეზი ჯადოქრობაა. სწორედ ის ჯადოქრობა, რომელსაც ის ჯადოქრები და მაგები მიმართავენ, შელოცვებითა და რიტუალებით ნებისმიერ დაავადებას რომ იწვევენ, მოულოდნელად აფეთქებული, ადვილად მოსახდელი დაავადებებისა და ეპიდემიის გარდა. აბორიგენებს მიაჩნიათ, რომ ავადმყოფობის გამომწვევი ძალა ყოველთვის სამხრეთიდან ვრცელდება. ავადმყოფობისმქმნელი ჯადოქრობა, რომელიც ტრობრიანდის არქიპელაგზე დ’ენტრეკასტოს არქიპელაგის კუნძულებიდანაა შეტანილი, ორ ადგილზეა თავმოყრილი. ერთერთია _ კუნძულ ლავაუვოზე, ორ სოფელ _ ბა’უსა და ბვოიტალუს შორის არსებული ტყე, მეორე კი _ სამხრეთის კუნძული ვაკუტა. ორივე ეს ადგილი _ ჯადოქრული ძალების მთავარი წყაროა. ბვოიტალუ _ ყველაზე საეჭვო ადგილია კუნძულზე, თუმცა, იქ საუკეთესო ხის ოსტატები, წნული ნაკეთობების ყველაზე დახვეწილი ოსტატები და ექსტრავაგანტური კერძების მოყვარული ხალხი ცხოვრობს. აქაური აბორიგენები უხსოვარი დროიდან ცხოვრების ენდოგამიურ წესს მისდევენ და, ალბათ, არქიპელაგის ყველაზე ძველ კულტურას წარმოადგენენ. მათ სწამთ, რომ ჯადოსნური ძალა მათ კუნძულზე რომელიღაც კიბორჩხალის შემოტანილია. ეს არსება აღნიშნულ ტყეში ან რომელიღაცა ხვრელიდან გამოძვრა, ან ციდან ჩამოვარდა. სწორედ მაშინ დაინახეს კიბორჩხალა იქ მყოფმა ადამიანმა და ძაღლმა. კიბორჩხალა წითელი იყო, რადგან მას ჯადოსნური ძალა ჰქონდა. ძაღლი ამას მიხვდა და კიბორჩხალის კბენა მოინდომა. კიბორჩხალამ ძაღლი მოკლა და შემდეგ ადამიანს დაესხა თავს. მაგრამ, შეხედა რა თავის მსხვერპლს, კიბორ- ჩხალამ თავი შეუძლოდ იგრძნო, `მისი მუცელი შეირხა~, და ამან იხსნა ადამიანის სიცოცხლე. მაშინ ადამიანმა თავის მკვლელსა და მხსნელს დიდი ძღვენი _ პოკალა მიუტანა და კიბოსებრს ჯადოსნური ძალის მისთვის მიყიდვა სთხოვა, დაითანხმა კიდეც. ჯადოქრული ძალის მიღებისთანავე ადამიანმა იგი ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ მიმართა და მოკლა კიბორჩხალა. შემდეგ მან დედის მხრიდან ერთ-ერთი თავისი ახლო ნათესავი მოკლა (ამგვარი რიტუალი, აბორიგენთა თქმით, კუნძულებზე არსებობდა და შეიძლება ახლაც არსებობს). ამის შემდეგ იგი ჯადოქრული ძალის სრული ბატონ-პატრონი გახდა. კიბორჩხალები კი ამის შემდეგ გაშავდნენ, რადგან ჯადოსნურმა ძალამ მიატოვა ისინი; თანდათან კი მთლიანად გადაშენდებიან, თუმცა იყო დრო, როცა სწორედ ისინი იყვნენ სიცოცხლისა და სიკვდილის განმგებელნი. მსგავსი მითის მოსმენა სამხრეთის კუნძულ ვაკუტაზეც არის შესაძლებელი. რომელიღაც ბოროტი არსებები, ადამიანებს რომ ჰგავდნენ, ნორმანბის კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე ბამბუკის ჯოხში ჩასახლდნენ. ჯოხი ჩრდილოეთის მიმართულებით გაცურდა, ბოლოს ტალ- ღებმა იგი იაივაუს კონცხის ან ვაკუტას სანაპიროს მახლობლად გარიყეს. სოფელ კვადაგიდას მცხოვრებს შემოესმა ხმები, რომლებიც ბამბუკის ჯოხიდან გამოდიოდა, გახვრიტა იგი და გამოუშვა გარეთ დემონი, რომელმაც მადლობის ნიშნად ჯადოქრობა ასწავლა მას. ამბობენ, რომ სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო. ვაკუტადან ის ბა’უს და ბვოიტალუს ტერიტორიაზე გადავიდა. აბორიგენთა სხვა მოთხრობების მიხედვით, ტაუვა’უ ამ კუნძულზე არა ბამბუკის ჯოხით, არამედ ბევრად უფრო რთული გზით ხვდება. ნორმანბის კუნძულის ჩრდილოეთ ნაპირზე, სოფელ სევატუვას მახლობლად, ოდესღაც დიდი ხე იდგა, რომელშიც იგივე ბოროტი არსებები ჩასახლდნენ. ხე გადავარდა და დაეცა ისე, რომ მისი კენწერო ვაკუტაზე მოხვდა, ფესვები კი ნორმანბიზე დარჩა. ხის ტანი და ტოტები ზღვაზე ხიდივით გაიდო. ამგვარად, ჯადოქრობის ძალის წყაროები სამხრეთის კუნძულზე მდებარეობს, ის ადგილი, კი სადაც ეს ძალა გადადის, ვაკუტას ჩრდილოეთი ნაპირია, ამ კუნძულების გამყოფი ზღვა სავსეა თევზით, რომელიც წაქცეული ხის ტოტებსა და მის კორძებში ბინადრობს. სამმა მავნე არსებამ, ორმა კაცმა და ერთმა ქალმა, რომლებიც ამ ხის კენწეროში ცხოვრობდნენ, მაგიური ძალის ცოდნა კუნძულ ვაკუტაზე მცხოვრებ ადამიანებს გადასცეს. ეს მითები იმ რწმენათა ჯაჭვის მხოლოდ ერთ-ერთი რგოლია, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებისეულ ბედ-იღბალთან. მათი შინაარსის გაგება და შეფასება მხოლოდ ჯადოქრობის ძალისა და ბუნების აბორიგენული რწმენის საერთო კონტექსტშია შესაძლებელი. თუ მითებში მოთხრობილი ამბები ამ კონტექსტის გარეშე იქნება აღებული, მაშინ საეჭვოა, მათ ზებუნებრივი ძალებისგან მომდინარე საფრთხეთა მთელი ის სიმრავლე მოიცვან, რომელიც ადამიანს ემუქრება. მაგალითად, უეცარი და სწრაფწარმავალი ავადმყოფობა, აგრეთვე სიკვდილი, აბორიგენთა წარმოდგენით, მამაკაცთა ჯადოქრობის შედეგად კი არ არიან გამოწვეულნი, არამედ მფრინავი ალქაჯების მიერ, რომელთა ჯადოსნური ძალა განსხვავდება მამაკაცური ჯადოქრობისგან და მთლიანობაში უფრო ზებუნებრივი ხასიათი აქვს. მე ვერ შევძელი ალქაჯობის წარმოშობის შესახებ მითის ჩაწერა, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რწმენათა მთელი სისტემა არსებობს ალქაჯებისა და მათი ოინების თაობაზე და მათი ერთობლიობისათვის შეიძლებოდა საყოფაცხოვრებო ანდა ყოფითი მითი გვეწოდებინა. ამ საკითხზე აქ დაწვრილებით არ ვისაუბრებ. ამგვარი მითების დეტალური ანალიზი მოცემულია ჩემს წიგნში `დასავლეთ ოკეანიის არგონავტები~2. მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ ზებუნებრივი ძალის შარავანდედით გარშემორტყმული ალქაჯებისა და გრძნეულების ამბები, მუდმივ განახლებას განიცდის. ძალიან ბევრი ამგვარი ამბავი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ყველაზე დაბალი დონის მითოლოგია, რომელიც ჯადოქრობის ზებუნებრივი ძალის რწმენისგან იბადება. ანალოგიურ ისტორიებს მამრობითი სქესის ჯადოქრებზე, ბვაგა’უზეც ჰყვებიან. აბორიგენები ეპიდემიებს ტაუვა’უს ბოროტი სულების მოქმედებით ხსნიან. ჯადოქრობის პირველი მიზეზი ვერაგი ტაუვა’უები მუდმივად არქიპელაგის სამხრეთ კუნძულზე იმყოფებიან. დროდადრო ისინი ტრობრიანდებზე დადიან, ადამიანებისთვის შეუმჩნევლად სოფლებ- ში ფუტურო გოგრაზე კაკუნითა და ხის ჯოხების რხევით დაიარებიან. ამ ხმების გაგონებისას სოფლის მაცხოვრებლებს შიში იპყრობთ, რადგან თუკი ტაუვა’უ თავისი ჯოხით ვინმეს შეეხება, ის ადამიანი მოკვდება ამიტომაც სულების თარეშთან ყოველთვის დიდი სიკვდილიანობა არის დაკავშირებული. ამ დროს ლერია ანუ ეპიდემია ატყდება სოფელს თავს; ზოგ ბოროტ სულს ნიანგად გადაქცევა შეუძლია და მაშინ ისინი ადამიანთათვის ხილულნი ხდებიან. ძალიან რთულია ამგვარი ნიანგის ნამდვილისგან განსხვავება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტაუა’უმ, თუკი მას შემთხვევით ცუდი სიტყვით ან მიმართვით გააბრაზებ, შეიძლება შური იძიოს და მოკლას შეურაცხმყოფელი.
ამგვარ შემთხვევებში საყოფაცხოვრებო მითი ანუ ამბავი არა დიდი ხნის წინათ მომხდარ მოვლენაზე, არამედ იმაზე, რაც ხდება მუდმივად ყოველდღიურ ცხოვრებაში, უთვალავი კონკრეტული ისტორიით ივსება. ზოგიერთი მათგანი მაშინაც კი შეიქმნა, როდესაც ტრობრიანდის კუნძულებზე ვცხოვრობდი; მაგალითად, როდესაც აქ დიზენტერიის და იმ დაავადების აფეთქება იყო, რომელსაც 1918 წელს `ესპანური გრიპი~ ეწოდა, ბევრი აბორიგენი ყვებოდა, რომ ტაუვა’უს ხმა გაიგო. სოფელ ვაველაში გიგანტური ხვლიკი ნახეს; ადამიანი, რომელმაც ის მოკლა, ცოტა ხანში თავად გარდაიცვალა, მის სოფელში კი ეპიდემიამ იფეთქა. როცა ობურაკუში ვცხოვრობდი და იქ საყოველთაო დაავადება დაიწყო, აბორიგენმა, რომელსაც ნავით გადავყავდი, ნამდვილი ტაუტა’უ დაინახა; ხეზე უშველებელი, ხასხასა შეფერილობის გველი გამოჩნდა, მაგრამ მაშინვე გაქრა, როგორც კი მივუახლოვდით. მე ის არ დამინახავს, შეიძლება ჩემი ახლომხედველობის გამო ან იქნებ იმის გამო, რომ არ ვიცოდი როგორ უნდა შემეხედა ტაუვა’უ-სთვის. მსგავსი ამბები აბორიგენების ალბათ ყველა სოფელში მაქვს მოსმენილი, სადაც კი ვყოფილვარ. მიზანშეწონილია ამგვარი გველების მოთავსება შემაღლებულ ადგილებზე, მათ წინ კი _ ძვირფასი ძღვენის დალაგება. პირადად მე ასეთი რამ არ მინახავს, მაგრამ აბორიგენების მონაყოლით, ასეთი რამ არცთუ იშვიათად ხდება. იმასაც უმატებდნენ, რომ ქალი ჯადოქრები სქესობრივ კავშირს ამყარებენ ტაუვა’უსთან, და გვაჩვენებდნენ კიდეც ასეთ ქალებს. ამ მაგალითებით ვხედავთ, როგორ იგება ყოფითი მითოლოგია რაიმე მნიშვნელოვანი სქემატური კონსტრუქციის გარშემო. საყოველთაო რწმენა, რომ დაავადებებსა და სიკვდილს ზებუნებრივი მიზეზები იწვევს, რაღაც კონკრეტული თქმულებები სხვადასხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც აბორიგენთა ცხოვრებაში მუდმივად ხდება _ ყველაფერი ეს ორგანულ მთლიანობად ყალიბდება. რა თქმა უნდა, ამ ზოგად რწმენაში არ შეიძლება რაიმე ისეთის დანახვა, რაც ჩამოყალიბებული თეორიის ოდნავ მსგავსი მაინც იქნებოდა, კერძო შემთხვევის ახსნას შეძლებდა. ერთის მხრივ, ეს არის კულტურით განპირობებული პრაქტიკის რთული სისტემა, რადგანაც აბორიგენებს უბრალოდ კი არ სჯერათ ჯადოქრობის ძალისა, არამედ მუდმივად მიმართავენ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც ჯადოქრის როლი, განსაკუთრებით მამაკაცისა, ძალზე დიდია. მეორეს მხრივ, ეს სისტემა თავის თავში მოიცავს სიკვდილისა და დაავადებების მიმართ დამოკიდებულების ერთობლიობას. მასში გამოხატულია გრძნობები და წინათგრძნობები ადამიანებისა, რომელთა ქცევაც დიდად არის ამ სისტემაზე დამოკიდებული. ამიტომაც ჭეშმარიტებისაგან ძალიან შორს არის ის, ვინც მითის ინტელექტური ახსნისკენ იხრება. ახლა შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გაიაზრა აბორიგენმა ის მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანებმა ოდესღაც, შორეულ წარსულში ახალგაზრდობის დაბრუნების უნარი დაკარგეს, აწმყოში კი _ თავად სიცოცხლეს კარგავენ. ამ ორ დანაკლისს შორის მხოლოდ ირიბი კავშირია. აბორიგენები თვლიან, რომ ჯადოქრობას ადამიანზე ზემოქმედება შეუძლია, როგორც მისი ცხოვრების დასაწყისში, ასევე ხანდაზმულობის ასაკშიც, მაგრამ მოხუცები უბრალოდ უფრო იოლად ექცევიან მისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც სწორედ გაახალგაზრდავების უნარის დაკარგვამ მოამზადა ნიადაგი, რომელზეც ჯადოქრობა იმკის ნაყოფს. იყო დრო, როდესაც ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ბერდებოდნენ, კვდებოდნენ და შემდეგ სულებად იქცეოდნენ, მაინც რჩებოდნენ სოფლებში, მის მკვიდრთა გვერდით _ ისევე, როგორც მილამალას ყოველწლიური დღესასწაულისას ისინი დღესაც ბრუნდებიან სოფლებში და ადამიანთა საცხოვრებლების გარშემო დაძრწიან. საქმე იმაშია, რომ ერთხელ ასეთი რამ მოხდა: დედაბერი-სული, რომელიც თავისი სოფლის ერთ-ერთ ქოხში ცხოვრობდა, საწოლთან იატაკზე ჩამოჯდა. მის ქალიშვილს, რომელიც საჭმელს უნაწილებდა ოჯახის წევრებს, ქოქოსისგან დამზადებული ჭურჭლიდან ცხელი კერძი გადმოეღვარა და სული დაფუფქა. დედაბერი გაბრაზდა და ქალიშვილს გაუწყრა. მაშინ მან უპასუხა: `მე ვფიქრობდი, რომ შენ აქ არ იყავი, მე მეგონა, რომ შენ მხოლოდ მილამალას დღესასწაულზე მოდიხარ წელიწადში ერთხელ~. დედაბერს ეს ძალიან ეწყინა და თქვა: `მე ტუმაზე წავალ და ქვედა სამყაროში ვიცხოვრებ~. შემდეგ ქოქოსის კაკალი აიღო, შუაზე გაჭრა, თავისთვის სამთვალიანი ნახევარი აიღო, შვილს კი მეორე ნახევარი მისცა. `მე შენ ქოქოსის იმ ნახევარს გაძლევ, რომელიც ბრმაა, და ამიტომ შენ მე ვე- ღარასოდეს მიხილავ _ თქვა მან _ ჩემთვის კი თვალებიან ნახევარს ვიღებ, რათა ყველაფერს ვუყურო, როცა აქ სხვა სულებთან ერთად მოვალ ხოლმე~. აი, რატომ არიან სულები უხილავნი, თვითონ კი შეუძლიათ ადამიანთა დანახვა. ამ მითში ნახსენებია სეზონური დღესასწაული მილამალა, რომლის დროსაც სულები თავიანთ სოფლებში ბრუნდებიან. სხვა მითი მოგვითხრობს იმის შესახებ, როგორ დაიწყეს ადამიანებმა მილამალას აღნიშვნა. ერთი ქალი, კუნძულ კიტავადან, გარდაიცვალა და დატოვა ორსული ქალიშვილი. გაჩნდა ვაჟი, მაგრამ დედას არ ჰყოფნიდა რძე შვილის გამოსაკვებად. ის მივიდა მეზობელ კუნძულელ ერთ მომაკვდავ ადამიანთან და სთხოვა მას, გადაეცა სულთა სამყაროში მისი დედამთილისათვის, რომ საჭმელი მოეტანა შვილიშვილთან. და აი, ამ ამბის გაგების შემდეგ, გარდაცვლილი ქალის სულმა კალათა სულთა საჭმლით გაავსო და თან სიტყვა დააყოლა: `ვის ვუმზადებ ამ საჭმელს? ჩემს შვილიშვილს, მე წავალ მასთან, დავაპურებ მას!~. და ის მივიდა კუნძულ კიტავას ბომაგემას სანაპიროზე და მიიტანა საჭმელი თავისი შვილიშვილის თვის. შემდეგ უთხრა თავის ქალიშვილს: `მე მოვიტანე საჭმელი. იმ ადამიანმა, ვისაც შეევედრე, გადმომცა შენი თხოვნა. მაგრამ მეშინია, რომ ხალხს შეიძლება ალქაჯი ვეგონო~. მან შეწვა ყაბაყი და მისცა თავის შვილიშვილს, შემდეგ ბუჩქნარში დაიმალა, მონახა იქ მყუდრო ადგილი და ქალიშვილსთვის პატარა ბაღი გააშენა. მაგრამ როდესაც იგი კვლავ გამოჩნდა ქალიშვილის წინაშე, ამ უკანასკნელს შეეშინდა _ დედამისი ძალიან ჰგავდა ალქაჯს. მან ტირილი დაიწყო და დედას შეევედრება. `უკან დაბრუნდი ტუმაზე, სულთა მიწაზე, თორემ ხალხი იტყვის, რომ შენ ალქაჯი ხარ~. დედა-სული გაბრაზდა: `რატომ მაგდებ? მე მინდოდა შენთან დარჩენა და ჩემი შვილიშვილისთვის ბაღის დამუშავება~, მაგრამ ქალიშვილი თავისას არ იშლიდა: `წადი, დაბრუნდი ტუმაზე~. მაშინ დედაბერმა აიღო ქოქოსი, შუაზე გაჭრა, უთვალო ნახევარი შვილს მისცა, თავისთვის კი თვალებიანი ნახევარი დაიტოვა. მან თქვა, რომ წელიწადში ერთხელ სხვა სულებთან ერთად მილამალას დღესასწაულზე მოვა ხოლმე, რომ ნახოს, როგორ ცხოვრობსუფრო იოლად ექცევიან მისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც სწორედ გაახალგაზრდავების უნარის დაკარგვამ მოამზადა ნიადაგი, რომელზეც ჯადოქრობა იმკის ნაყოფს. იყო დრო, როდესაც ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ბერდებოდნენ, კვდებოდნენ და შემდეგ სულებად იქცეოდნენ, მაინც რჩებოდნენ სოფლებში, მის მკვიდრთა გვერდით _ ისევე, როგორც მილამალას ყოველწლიური დღესასწაულისას ისინი დღესაც ბრუნდებიან სოფლებში და ადამიანთა საცხოვრებლების გარშემო დაძრწიან. საქმე იმაშია, რომ ერთხელ ასეთი რამ მოხდა: დედაბერი-სული, რომელიც თავისი სოფლის ერთ-ერთ ქოხში ცხოვრობდა, საწოლთან იატაკზე ჩამოჯდა. მის ქალიშვილს, რომელიც საჭმელს უნაწილებდა ოჯახის წევრებს, ქოქოსისგან დამზადებული ჭურჭლიდან ცხელი კერძი გადმოეღვარა და სული დაფუფქა. დედაბერი გაბრაზდა და ქალიშვილს გაუწყრა. მაშინ მან უპასუხა: `მე ვფიქრობდი, რომ შენ აქ არ იყავი, მე მეგონა, რომ შენ მხოლოდ მილამალას დღესასწაულზე მოდიხარ წელიწადში ერთხელ~. დედაბერს ეს ძალიან ეწყინა და თქვა: `მე ტუმაზე წავალ და ქვედა სამყაროში ვიცხოვრებ~. შემდეგ ქოქოსის კაკალი აიღო, შუაზე გაჭრა, თავისთვის სამთვალიანი ნახევარი აიღო, შვილს კი მეორე ნახევარი მისცა. `მე შენ ქოქოსის იმ ნახევარს გაძლევ, რომელიც ბრმაა, და ამიტომ შენ მე ვე- ღარასოდეს მიხილავ _ თქვა მან _ ჩემთვის კი თვალებიან ნახევარს ვიღებ, რათა ყველაფერს ვუყურო, როცა აქ სხვა სულებთან ერთად მოვალ ხოლმე~. აი, რატომ არიან სულები უხილავნი, თვითონ კი შეუძლიათ ადამიანთა დანახვა. ამ მითში ნახსენებია სეზონური დღესასწაული მილამალა, რომლის დროსაც სულები თავიანთ სოფლებში ბრუნდებიან. სხვა მითი მოგვითხრობს იმის შესახებ, როგორ დაიწყეს ადამიანებმა მილამალას აღნიშვნა. ერთი ქალი, კუნძულ კიტავადან, გარდაიცვალა და დატოვა ორსული ქალიშვილი. გაჩნდა ვაჟი, მაგრამ დედას არ ჰყოფნიდა რძე შვილის გამოსაკვებად. ის მივიდა მეზობელ კუნძულელ ერთ მომაკვდავ ადამიანთან და სთხოვა მას, გადაეცა სულთა სამყაროში მისი დედამთილისათვის, რომ საჭმელი მოეტანა შვილიშვილთან. და აი, ამ ამბის გაგების შემდეგ, გარდაცვლილი ქალის სულმა კალათა სულთა საჭმლით გაავსო და თან სიტყვა დააყოლა: `ვის ვუმზადებ ამ საჭმელს? ჩემს შვილიშვილს, მე წავალ მასთან, დავაპურებ მას!~. და ის მივიდა კუნძულ კიტავას ბომაგემას სანაპიროზე და მიიტანა საჭმელი თავისი შვილიშვილის თვის. შემდეგ უთხრა თავის ქალიშვილს: `მე მოვიტანე საჭმელი. იმ ადამიანმა, ვისაც შეევედრე, გადმომცა შენი თხოვნა. მაგრამ მეშინია, რომ ხალხს შეიძლება ალქაჯი ვეგონო~. მან შეწვა ყაბაყი და მისცა თავის შვილიშვილს, შემდეგ ბუჩქნარში დაიმალა, მონახა იქ მყუდრო ადგილი და ქალიშვილსთვის პატარა ბაღი გააშენა. მაგრამ როდესაც იგი კვლავ გამოჩნდა ქალიშვილის წინაშე, ამ უკანასკნელს შეეშინდა _ დედამისი ძალიან ჰგავდა ალქაჯს. მან ტირილი დაიწყო და დედას შეევედრება. `უკან დაბრუნდი ტუმაზე, სულთა მიწაზე, თორემ ხალხი იტყვის, რომ შენ ალქაჯი ხარ~. დედა-სული გაბრაზდა: `რატომ მაგდებ? მე მინდოდა შენთან დარჩენა და ჩემი შვილიშვილისთვის ბაღის დამუშავება~, მაგრამ ქალიშვილი თავისას არ იშლიდა: `წადი, დაბრუნდი ტუმაზე~. მაშინ დედაბერმა აიღო ქოქოსი, შუაზე გაჭრა, უთვალო ნახევარი შვილს მისცა, თავისთვის კი თვალებიანი ნახევარი დაიტოვა. მან თქვა, რომ წელიწადში ერთხელ სხვა სულებთან ერთად მილამალას დღესასწაულზე მოვა ხოლმე, რომ ნახოს, როგორ ცხოვრობს ხალხი სოფელში, მაგრამ თვითონ უხილავი დარჩება. აი, რატომ არის ეს ყოველწლიური დღესასწაული ისეთი, როგორიც არის. ამ მითების გასაგებად საჭიროა მათი დაკავშირება სულების სამყაროს შესახებ აბორიგენთა რწმენასთან, იმ სეზონის დამახასიათებელ სამუშაოსთან, როდესაც მილამალას დღესასწაული აღინიშნება და ასევე ურთიერთობებთან, რომლებსაც, როგორც ისინი თვლიან, ორ სამყაროს _ ცოცხალთა და მკვდართა სამყაროს შორის3 აღინიშნება. როცა ადამიანი კვდება, მისი სული ქვედა სამყაროში, ტუმაზე მიდის. მან უნდა გაიაროს კარიბჭე, რომელთანაც ტოპილეტა _ სულთა სამეფოს დარაჯი დგას. ახალმოსულს თან ძვირფასი საჩუქრები მოაქვს, უფრო სწორად, იმ საგანძურის სულიერი შედგენილობები, რომელთან ერთადაც იქნა დაკრძალული. სულთა ქვეყანაში ხვდებიან მას ადრე გარდაცვლილი მეგობრები და ნათესავები, რომლებსაც ის ზემო სამყაროს ახალ ამბებს უყვება. ასე იწყება მისი, როგორც სულის, ცხოვრება, რომელსაც მიწიერ არსებობას ჰგავს, თუმცა აბორიგენები ხშირად ალამაზებენ მის აღწერილობას ზოგიერთი ახდენილი ოცნებით და შესრულებული იმედებით და მას ნამდვილ სამოთხედ წარმოადგენენ. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ სამოთხის ცხოვრების აღწერისას აბორიგენები არასდროს გამოთქვამენ იქ მალე მოხვედრის სურვილს. ცოცხალ ადამიანებთან სულების ურთიერთობა სხვადასხვანაირად ხდება. ბევრი ირწმუნება, რომ ნახა თავისი გარდაცვლილი ნათესავის ან მეგობრის სული. განსაკუთრებით ხშირად ეს ტუმას მახლობლად ხდება. ამას გარდა, აბორიგენთა შორის უხსოვარი დროიდან იყვნენ და დღესაც არიან კაცები და ქალები, რომლებიც ძილში ან ტრანსში ჩავარდნისას ქვედა სამყარო- ში მოგზაურობენ ხოლმე. იქ ისინი სულებთან ერთად ცხოვრობენ, დაბრუნების შემდეგ კი სხვადასხვა ამბები ან მნიშველოვანი ცნობები მოაქვთ მათგან, მათ ცოცხალი ადამიანებისგან სულებისთვის საჩუქრების, საჭმლისა და სხვა ძვირფასეულობის გადაცემაც შეუძლიათ. ისინი ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ იმას, ვისაც თავისი განსვენებული ახლობლისგან ამბის ან უბრალოდ, მოკითხვის მიღება სურს. ყოველწლიური დღესასწაულის _ მილამალა-ს დროს, სულები ტუმადან თავიანთ სახლებ- ში ბრუნდებიან. ამ სოფლის მოსახლეობა სულებისთვის სპეციალურ ფიცარნაგებს აკეთებს, რომლებზეც სულებს შეუძლიათ ჩამოსხდნენ და თვალი ადევნონ თანამოძმეთა დღესასწაულს. უამრავი საჭმელი მზადდება როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილ თვისტომთა გასახარებლად. ბელადის, აგრეთვე ზოგიერთი მნიშვნელოვანი და სახელგანთქმული ადამიანის საც ხოვრებლის წინ გაშლილ ჭილოფზე სხვადასხვა ძვირფას საგანს დებენ. სულები რაიმე შესაძლო უსიამოვნებისა და წყენისგან რომ დაიცვან, სოფლის მაცხოვრებლები გარკვეულ ტაბუს იცავენ. არ შეიძლება ცხელი სითხის დასხმა, სულები რომ არ დაიფუფქონ, როგორც ეს დედაბერს დაემართა მითში. არავინ არ უნდა იჯდეს, არავინ არ უნდა ჩეხდეს შეშას, არ უნდა თამაშობდეს შუბით და სხვა ბასრი ან სასროლი იარაღით, რათა არ მიაყენოს ზიანი სულს _ ბალომა-ს. სულებს თავიანთი იქ ყოფნის გამჟღავნება გარკვეული ნიშნებით შეუძლიათ, რომლებიც მათ კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას გამოხატავენ. სულის მსუბუქი გაღიზიანება უსიამოვნო სუნით შეიძლება დადგინდეს, თუკი სული უფრო სერიოზულად არის შეშფოთებული, შესაძლოა გაფუჭდეს ამინდი, ადამიანს ან მის ქონებას რაიმე უბედურება დაატყდეს თავს. აბორიგენები სულთა სამყაროსთან განსაკუთრებულ სიახლოვეს და მის რეალობას ცხადად შეიგრძნობენ, როცა რომელიმე ცნობილი მედიუმის ტრანსში ჩავარდნის ანდა რიგითი თვისტომის სიკვდილთან პირისპირ შეხვედრის მომსწრენი ხდებიან. მითი _ აბორიგენთა რწმენის საერთო სისტემის შემადგენელი ნაწილია. ადამიანებსა და სულებს შორის ურთიერთობები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მითიური თქმულებებით, რელიგიური რწმენებითა და გრძნობებით განისაზღვრება. ამ სისტემაში მითი _ თითქოსდა უწყვეტი პერსპექტივის საფუძველია, რომელშიც ადამიანთა ყოველდღიური საზრუნავი, დარდი და წუხილი რაღაც საერთო მიზნისკენ მოძრაობის გააზრებულ ფორმას იძენს. თავის გზაზე მიმავალი ადამიანი საერთო რწმენით, პირადი გამოცდილებითა და გარდასულ თაობათა მეხსიერებით ხელმძღვანელობს, მეხსიერებით, რომელიც იმ დროის ხსოვნას ინახავს, როდესაც მითის შექმნისთვის სტიმულის მიმცემი ამბები ხდებოდა. ფაქტების ანალიზი და მითების შინაარსი, მათ შორის ზემოხსენებულებისაც, პირველყოფილი ადამიანების რწმენათა ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული სისტემის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. უშედეგო იქნებოდა ამ სისტემის ძებნა აბორიგენ- თა ფოლკლორის მხოლოდ გარეგან, უშუალო დაკვირვებისთვის ხელმისაწვდომ შრეებში. ამ სისტემას შეესაბამება გარკვეული კულტურული რეალობა, რომელშიც აბორიგენულ რწმენა- თა, განცდებისა და წინათგრძნობის ყველა ის კონკრეტული ფორმა, ადამიანთა სიკვდილსა და სიკვდილის შემდგომ სულების სიცოცხლეს რომ ეხება, რაღაც გრანდიოზულ ორგანულ მთლიანობად ყალიბდება. მითური თქმულებები ერთმანეთში იჯაჭვება, მათი იდეები იკვეთება და აბორიგენები ყოველთვის ნახულობენ მათ შორის შინაგან კავშირებსა და პარალელებს. მითი, რწმენა და განცდა დაკავშირებულია სულთა სამყაროსთან და ზებუნებრივ არსებებთან _ ისინი ერთი მთლიანობის შემადგენელი ნაწილები არიან. ამ ელემენტების გამაერთიანებელი _ ქვედა სამყაროსთან, სულთა სამყოფელთან ურთიერთობის მარადიული სურვილია. მითუ რი ამბები აბორიგენთა რწმენის უმთავრეს მომენტებს მხოლოდ აშკარად გამოკვეთილ ფორმას აძლევს. მათი სიუჟეტები ხანდახან საკმაოდ რთულია, ისინი მუდამ რაღაც უსიამოვნებაზე, დანაკარგზე ან დანაკლისზე მოგვითხრობენ: იმაზე, როგორ დაკარგეს ადამიანებმა ახალგაზრდობის დაბრუნების უნარი, როგორ იწვევს ჯადოქრობა ავადმყოფობას ან სიკვდილს, როგორ დატოვეს სულებმა ადამიანთა სამყარო და, ამის მიუხედავად, როგორ შედგა მათთან თუნდაც ნაწილობრივი კავშირი. თვალშისაცემია, რომ ამ ციკლის მითები უფრო დრამატულია, მათ შორის კავშირი უფრო თანმიმდევრულია, თუმცა, რთულიც, ვიდრე მითები ყოფიერების საწყისებზე. ამ ასპექტზე აღარ შევჩერდები და მხოლოდ ვიტყვი, რომ სოციალური ხასიათის პრობლემებთან შედარებით შესაძლოა აქ ბევრად უფრო ღრმა მეტაფიზიკური აზრისა და ბევრად უფრო ძლიერი გრძნობები იყოს, რომლებიც ადამიანის ბედ-იღბალთან არიან დაკავშირებული. და მაინც, როგორც არ უნდა იყოს, ვხედავთ, რომ მითი, როგორც აბორიგენთა სულიერების ნაწილი, არ შეიძლება მხოლოდ შემეცნებითი ფაქტორებით აიხსნას, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მათი მნიშვნელობა. მითში უმნიშვნელოვანეს როლს მისი ემოციური მხარე და პრაქტიკული საზრისი თამაშობს. მათში მონათხრობი ამბავი, აბორიგენს განსაკუთრებული ძალით აღელვებს. მაგალითად, მითი მილამალა-ს დღესასწაულის წარმოქმნის შესახებ, იმ ცერემონიების და ტაბუების ხასიათს განსაზღვრავს, რომლებიც სულების პერიოდულ დაბრუნებასთანაა დაკავშირებული. აბორიგენთათვის თავად ეს ამბავი სრულიად გასაგებია და არანაირ ახსნას არ საჭიროებს, ამიტომაც მითი ოდნავადაც არ აცხადებს პრეტენზიას ამგვარ როლზე. მისი ფუნქცია სხვაა: ის მოწოდებულია მოხსნას ის ემოციური დაძაბულობა, რომელიც ადამიანს ეუფლება თავისი გარდაუვალი და ულმობელი ბედისწერის წინათგრძნობისას. ჯერ ერთი, მითი ამ წინათგრძნობას საკმაოდ ნათელ და ხელშესახებ ფორმას აძლევს, მეორეც, მას იდუმალი, სულის გამყინავი იდეა ჩვეულებრივი, ყოველდღიური რეალობის დონეზე დაჰყავს. თანაც გამოდის, რომ ახალგაზრდობის დაბრუნების ნეტარი უნარი, რომელსაც უძლურებისა და სიბერისგან ხსნა შეუ- ძლია, ადამიანებმა წვრილმანი შემთხვევითობის გამო დაკარგეს, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეეძლო ბავშვსაც და ქალსაც. სიკვდილი, რომელიც სამუდამოდ აშორებს ახლობელ და საყვარელ ადამიანებს _ ისეთი რამაა, რაც ცხელ კერძთან დაკავშირებული პატარა ჩხუბის ან დაუდევრობის გამო შეიძლება მოხდეს. საშიში დაავადება ადამიანის, ძაღლისა და კიბორჩხალის შემთხვევითი შეხვედრის გამო გავრცელდა. შეცდომები, დანაშაულები და შემ- თხვევითობები უდიდეს მნიშვნელობას იძენენ, ხოლო ბედისწერის, ფატუმის, გარდუვალობის როლი ადამიანური დაუდევრობის მასშტაბზე დაიყვანება. ზემოთქმულის გასაგებად აუცილებელია გავიხსენოთ, რომ აბორიგენის გრძნობები, დაკავშირებული საკუთარ, ან საყვარელი და ახლობელი ადამიანის სიკვდილთან, მხოლოდ მისი რწმენითა და მითებით არ განისაზღვრება. სიკვდილის შიში, მისი თავიდან აცილების მძაფრი სურვილი, ახლობლებისა და ნათესავების დაკარგვით გამოწვეული ღრმა მწუხარება _ ყველაფერი ეს ძლიერ ეწინააღმდეგება საიქიო ცხოვრების ადვილად მიღწევის ოპტიმისტურ რწმენას, რითიც გამსჭვალულია აბორიგენთა ადათები, იდეები და რიტუალები. როცა ადამიანს დაღუპვა ელის ან მის სახლში სიკვდილი შეაბიჯებს, ყველაზე უდარდელ რწმენასაც კი ბზარი უჩნდება. ზოგიერთ ავადმყოფ აბორიგენთან, მათ შორის ჩემს ჭლექიან მეგობარ ბაგიდო’უსთან ხანგრძლივი საუბრებისას ყოველთვის ერთი და იმავე, შეიძლება ბუნდოვნად ან პრიმიტიულად გამოხატულ, მაგრამ ეჭვმიუტანელ მელანქოლიურ წუხილს ვგრძნობდი ცხოვრებისა და მის სიამეთა წარმავალობის გამო, აგრეთვე შიშს გარდაუვალი სიკვდილის წინაშე და ერთი და იმავე იმედს, რომ აღსასრული შესაძლოა გადავადებულ იქნეს, თუნდაც ცოტა ხნით. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანთა სულები მათი რწმენიდან მომდინარე იმედით თბებოდნენ. მი- თის ცოცხალი სიუჟეტი მათ წინაშე წინ ხახადაღებულ უფსკრულს ფარავდა.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი) ნაწილი #4

  1. DANO ამბობს:

    Romelime tqventagans tu gaqvt magiis (kerdzod ritualebis) wigni, gtxovt gamoexmaruot.

    Like

  2. მარი ამბობს:

    მეც ბოლომდე მაქვს წაკითხული:დ:დ:დ ძალიან საინტერესო პოსტია,ნუ მე პირადად ძალიან დამეხმარა მადლობაა:*:*:*

    Like

  3. Tka. ამბობს:

    moVrchi kitXvas. 30 wuti vkitxulobdi zustad tvalebii = D kai dzaan saintereso postia :*

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მადლობა ბრონისლავს : ))))))))
      ყოჩაღ მგონი ეგ მარტო მე და შნ გვაქცს ბოლომდე წაკითხული :D
      მაგის გარდა კიდე 3 ნაწილია :D

      Like

  4. nightrider100 ამბობს:

    20 wutia vkitxulob… tvalebi metkina ukve :) ramden xans were?

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.