სემუელ კლემენზის რაღაც რუღაცები :))

იგივე მარკ ტვენი :))) ვინც ჩემი ბლოგის არქივებში ხართ ნამოგზაურები :))) აუცილებლად გეცოდინებათ რომ ძალიან მიყვარს მარკ ტვენი. არა მარტო ჩემი ბავშვობის გალამაზებისთვის “ტომ სოიერის და ჰეკბერი ფინის თავგადასავლის” გამო, მერწმუნეთ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ფანტასტიური იუმორის გრძნობით და ძალიან ბევრი კარგი ნაწარმოებებით. აი მოთხრობები აქვს რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ძალიან ბევრს ვიცინი :)))


თვალსაჩინოებისთვის:

სემუელ ლენგჰორნ კლემენზი (Samuel Langhorne Clemens); (*30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი ― გ. 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) სახელით – ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი.

ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა ნაწარმოებმა “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” და “ტომ სოიერის თავგადასავალი”. თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელ სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.

იგი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს “ამერიკული ლიტერატურის მამა” უწოდა.

ტვენი დიდ ინტერესს გამოხატავდა მეცნიერებისადმი, ხოლო მის პოლიტიკურ შეხედულებებს რაც შეეხება, იგი ეწინააღმდეგებოდა ომს ზოგადად, და განსაკუთრებით აშშ-ს მიერ ფილიპინების ოკუპაციას.

ტვენი კრიტიკულად იყო განწყობილი ორგანიზებული რელიგიისადმი, თუმცა არასოდეს უთქვამს უარი თავის პრესბიტერიანულ აღმსარებლობაზე.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ მისი რამდენიმე მოთხრობა ამ ბმულზე

და ჩემი ძველი პოსწი :)

ხოდა ნახტომის შემდეგ ფრიად სასაცილო, ჩემი ფავორიტი და მარკ ტვენის ფრაზების კონა :D

“მკითხველო, წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ იდიოტი ხართ, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამერიკის კონგრესის წევრი … თუმცა რა, ეს ხომ გამეორება გამოვიდა”

“ჩემი გაგზავნა გადაუწყვეტიათ  საზღვარგარეთ ელჩად თუ კონსულად. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს ამბავი სულაც არ მხიბლავს. ღმერთია მოწმე, ისედაც საკმაოდ უხეში და ზარმაცი ვარ, თუმცა არსად არ ვყოფილვარ ამერიკის ელჩად.”

“დიდება კვამლია, წარმატება – შემთხვევითობა, ერთადერთი საიმედო ამქვეყნად, ის არის როცა შენთვის ხარ და კაციშვილი არ გიცნობს.”

“ზოგი გერმანული სიტყვა ისე გრძელია, რომ კაცმა შეიძლება მათ პერსპექტივაში გააყოლოს თვალი. როცა ასეთ სიტყვას გასცქერით, იგი ბოლოში რკინიგზის ლიანდაგივით ვიწროვდება.”

“მესიზმრა, ყველა თავხედი უცხოელი გერმანულ სამოთხეში მომხდარიყო, გერმანულის ინჩიბინჩი არ გაეგებოდათ და ნანობდნენ, აფსუს ჯოჯოხეთში გადასვლა რომ არ შეიძლებაო.”

“მისტერ ალბერტი: აიღე, მამა ხომ მოგცა ნება.
სიუზი: კი მაგრამ, ჩვენ დედას ვუჯერებთ.”

“საფრანგეთში არ არის ზამთარი, არ არის გაზაფხული და არც ზნეობა, სხვა მხრივ შესანიშნავი ქვეყანაა.”

“სიბნელეში თუ საკუთარ ცოლს ქურდად მიიჩნევ და ესვრი, აუცილებლად მოკლავ, მაგრამ თუ ის მართლა ქურდია, აუცილებლად ააცილებ”

“მხოლოდ მკვდრებს აქვთ სიტყვის თავისუფლება.”

“მხოლოდ მკვდრებს შეუძლიათ ილაპარაკონ სიმართლე”

“მოდით ისე ვიცხოვროთ რომ მესაფლავეებმაც დაიტირონ ჩვენი სიკვდილი.”

“ყოველი ადამიანის ტყავში იმალება მონა.”

“ადამიანი სამყაროს შექმნის ბოლო დღეს შეიქმნა, როცა ღმერთი უკვე დაღლილი იყო”

“ზოგი ამტკიცებს, ადამიანსა და ვირს შორის არავითარი განსხვავება არ არისო. რა უსამართლობაა ვირის მიმართ”.

“კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მთვლემარე სინდისი – აი, ნამდვილი იდეალური ცხოვრება”.

“ნამდვილი მეგობარი შენთან არის, როცა მართალი არ ხარ. როცა მართალი ხარ ველა შენთანაა.”

“გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა.”

“ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს.”

“სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში – კარგი საზოგადოება.”

“გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.”

“ჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს.”

და ბოლოს ბონუსი:

ტრაგიკული ნათესაობა

ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:

“მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა.
მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე რომ, მამაჩემი სიძე გახდა ჩემი, ხოლო გერი – დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.

ჩემს ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა, მე კი ბიძად, როგორც ჩემი დედის ძმა.

მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.

მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის, ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცოლისთვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც და რადგან რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ საკუთარი თავის ბაბუაც ვყოფილვარ”.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to სემუელ კლემენზის რაღაც რუღაცები :))

  1. dj-guro ამბობს:

    ““ზოგი ამტკიცებს, ადამიანსა და ვირს შორის არავითარი განსხვავება არ არისო. რა უსამართლობაა ვირის მიმართ”. – ჩემი საყვარელი გამონათქვამია. :)

    და კიდევ მახსოვს, ადამის დღიურები რომ წავიკითხე, აღარ შემეძლო იმდენი ვიცინე. ხოლო ჩემმა დამ რომ წაიკითხა ჟურნალისტზე რომაა, ძალიან დაძაბული მუშაობა რომ აქვთ მაგას და თავის რედაქტორს, მაგის მერე დაიწყო წერა. :)

    Like

  2. Clown^^ ამბობს:

    მარკ ტვენი <3

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s