ბრონისლავ მალინოვსკი (1884 – 1942)

რატომ ვდებ ამ კაცის ბიოგრაფიას, იმიტომ რომ ახლახან აღმოვაჩინე და ძალიან დამაინტერესა. შემდეგ პოსტს დავდებ მის “მაგია, მეცნიერება და რელიგია”. მერწმუნეთ უსაინტერევოსია =)))) ძალიან დიდი ხანია ვწერ კარლ გუსტავ იუნგის “ალქიმიის ფსიქიკურ ბუნებას” მაგრამ ჯერ თავი ვერ მოვაბი. ძალიან შრომატევადია. მოკლედ წაიკითხეთ თუ იმედი მაქვს დაინტერესდებით.

ბრონისლავ კასპერ მალინოვსკი დაიბადა პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში. მან კრაკოვის უნივერსიტეტში ფიზიკა და მათემატიკა შეისწავლა და 1908 წ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში ლაიფციგის
უნივერსიტეტში ფიზიკურ ქიმიას ეუფლებოდა, მოგვიანებით კი ზუსტ მეცნიერებათა შესწავლას თავი დაანება და
1910-1914 წწ. ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიას ეუფლებოდა. აქვე დაამთავრა
ასპირანტურა. ამ წლებში მას ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ანთროპოლოგებთან ჯ. ფრეზერთან, ჩ. ზელიგმანთან, ე.ვესტერმარკთან და ხვებთან. ცნობილ ანთროპოლოგებთან. ფრეზერის შრომამ _`ოქროს რტო~ მალინოვსკის, როგორც
ანთროპოლოგისა და ეთნოგრაფის ფორმირებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა. 1914-1918 წწ. მალინოვსკი ახალი გვინეის კუნძულ ტრობრიანდის, კანარის კუნძულების და ავსტრალიის აბორიგენების ყოფას იკვლევდა. ევროპაში დაბრუნების
შემდეგ, 1927 მალინოვსკიმ ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა მიიღო. 1938 წელს იგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა და იმავდროულად მექსიკაში საველე კვლევას ატარებდა.
მალინოვსკიმ პირველმა გამოიყენა ჩართული დაკვირვების მეთოდი. მისი აზრით, ეთნოგრაფი და სოციალური ანთროპოლოგიის მკვლევარი, გარკვეული დროის განმავლობაში იმ საზოგადოებაში უნდა ცხოვრობდეს, რომელსაც სწავლობს. მალინოვსკი
ცდილობდა კონკრეტული საზოგადოების კულტურის პრობლემები ადამიანის ფუნდამენტური ბიოლოგიური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შეესწავლა და მოითხოვდა თითოეული კულტურის მთლიანობაში, მისი ელე მენტების ფუნქციურ ურთიერთკავშირში
განხილვას. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, მან ჩამოაყალიბა კულტურის შესწავლის ფუნქციური მიდგომა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ცივილიზაციაში ნებისმიერი ჩვეულება, მატერიალური ობიექტი, იდეა და რწმენა ასრულებს სასიცოცხლო ფუნქციას, წყვეტს გარკვეულ ამოცანას და არის კულტურის, როგორც მთელის, აუცილებელი ნაწილი. კულტურის ფუნქცია მალინოვსკის შეხედულებით ისაა, რომ პირდაპირ ან ირიბად დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილებები. კულტურაში არაფერია ზედმეტი, შემთხვევითი. თუ რომელიმე ჩვეულება მყარად სრულდება _ ის საჭიროა. ამა თუ იმ კულტურაში ესა თუ ის ჩვეულება მავნედ ან უაზროდ გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისად არ ვიცით მისი კავშირი ადამიანის ბაზისურ
მოთხოვნილებებთან ან სხვა კულტურულ მოვლენებთან კავშირის გარეშე ვაფასებთ.
მალინოვსკის პირველი წიგნი `წყნარი ოკეანის არგონავტები~ (1922), რომელიც ახალი გვინეის უცნობი კულტურის შესწავლას ეძღვნება. ამ ნაშრომით დასრულდა სოციალურ ანთროპოლოგიაში გაბატონებული ტრადიცია კულტურის სპეკულანტური შესწავლისა და დაიწყო ახალი, ემპირიული სოციალური ანთროპოლოგიის ეტაპი. მალინოვსკიმ ჩამოაყალიბა `ჩართული დაკვირვების~ მეთოდი, რაც გულისხმობს მკვლევარის სრულყოფილ ინტეგრაციას საკვლევ კულტურაში. სწორედ ამ მეთოდით `შიგნიდან~ შეისწავლა ტრობრიანდიის კუნძულის მკვიდრთა ცხოვრება: აიშენა ქოხი, სწავლა მათი ენა, აბორიგენებთან ერთად თევზაობდა, ნადირობდა, მონაწილეობდა რიტუალებსა და დღესასწაულებში. მის მიერ მოპოვებული მრავალი ემპირიული მასალა და რიტუალების დაწვრილებით აღწერა მკითხველს აბორიგენების კულტურაში ცხოვრებაში თანამონაწილეობის სრულ განცდას ანიჭებს. ამ შრომაში განსაკუთრებით საინტერესოდაა გაანალიზებული საჩუქრების გაცვლის სისტემა და მისი სოციალური
ფუნქცია. მალინოვსკიმ `წყნარი ოკეანის არგონავტებში~ პირველად გამოთქვა მოსაზრება კულტურის ფუნქციონალისტური შესწავლის აუცილებლობის შესახებ. 1929 წელს გამოქვეყნებულმა მეორე მნიშვნელოვანმა ეთნოგრაფულმა შრომამ _ `ველურების სქესობრივი ცხოვრება ჩრდილო-აღმოსავლეთ მელანეზიაში. სიყვარული, ქორწინება და ოჯახური ცხოვრება ბრიტანული ახალი გვინეის ტრობრიანდიის კუნძულის აბორიგენებში~ _ დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველთა და მეცნიერთა
შორის. სქესობრივი ცხოვრება მალინსოვსკის აინტერესებდა ბუნებისა და კულტურის, სპონტანურობისა და წესის დუალობის თვალსაზრისით. ოჯახი, როგორც სქესების ურთიერთობის სოციალური შედეგი, აბორიგენების კულტურაში ემყარება ორმხრივი ურთიერთობის წესს. ოჯახის სოციალური საზრისი მდგომარეობს ორმხრი ვობის და, შესაბამისად, თემის (თემური ურთიერთობების) ფორმირებაში. ტრობრიანდიელები ერთმანეთისაგან მკაფიოდ განასხვავებენ სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებას. სასიყვარულო ურთიერთობა დამყარებულია დროის თავისუფლად გატარებასა და სპონტანურ ორმხრივ ურთიერთობაზე, ხოლო ქორწინება _ იძულებასა და მავალდებულებელ ორმხრივ ურთიერთკავშირზე. ქორწინება (ინსტიტუციონალიზებული სქესობრივი კავშირი), მოზარდების მოწიფულობაში გადასვლისა და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებაა და განსაკუთრებული როლი აკისრია მატერიალურ და სიმბოლურ `ქონებათა~ გაცვლაში. სასიყვარულო ურთიერთობა ასრულებს სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების ფუნქციას, ხოლო ქორწინება უზრუნველყოფს წყვილების სოციალურ აღიარებას, საზოგადოებაში მათ რანგსა და პრესტიჟს. მალინოვსკის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოხდინა სოციოლოგიის განვითარებაზეც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნქციონალისტური მიდგომის
ზეგავლენა სოციოლოგიაში სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური პარადიგმის ფორმირებაზე, რისი მკაფიო დადასტურებაც ამერიკელი სოციოლოგის ტალკოტ პარსონსის სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური თეორიაა.
მალინოვსკი ამერიკაში, ნიუ ჰეივენში გარდაიცვალა.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged . Bookmark the permalink.

2 Responses to ბრონისლავ მალინოვსკი (1884 – 1942)

  1. salome jikia ამბობს:

    დიდი მადლობა.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s