ვალპურგის ღამე

წმ. ვალპურგისის დღესასწაულის (პირველი მაისის) წინა ღამე, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი


ამ ფესტივალს სახელი წმინდა ვალპურგას სახელი დაერქვა მონაზვნის გამო, რომელიც დაიბადა უესექსში 710 წელს. ის იყო წმინდა ბონიფასეს დისწული და ლეგენდის მიხედვით საქსონელი პრინცი წმინდა რიჩარდის შვილი. ის თავის ძმებთან ერთად მოგზაურობდა ფრანკონიაში, გერმანიაში, სადაც ის გახდა მონაზონი და ცხოვრობდა ჰაიდენჰაიმის დედათა მონასტერში, რომელიც დააარსა მისმა ძმამ უილიბალდმა. ვალპურგა გარდაიცვალა 25 თებერვალს 779 წელს და ეს დღე დღემდე ატარებს მის სახელს, ტრადიციულ კათოლიკური კალენდრით. მისი ნაწილები გადმოასვენეს 1 მაისს და ეს დღეც ატარებს მის სახელს მაგალითად ფინურ და შვედური კალენდრით.

ისტორიულად ვალპურგის ღამე წარმოსდგება პაგანური საგაზაფხულო წესჩვეულებებიდან. ნორვეგიული ტრადიციით ვალგურგის ღამე მიჩნეულია „დაცემულთა ზღუდედ“. ამას დღესასწაულობენ იმ დროს, როდესაც გარდაიცვალა ოდინი რუნების ცოდნის დასაბრუნებლად. ნათქვამია, რომ ამ ღამეს დგება სისუსტის დრო ცოცხლების და მკვდებს შორის. კოცონებს ანთებენ იმისთვის, რომ მოიშორონ მკვდარი და ქაოსური სულები, რომლებიც ცოცხლებს შორის დახეტიალობენ. იმის გამო, რომ ვალპურგის დღე დაემთხვა ამ დღესასწაულს, ის უკვე ასოცირდება ერთსა და იმაგე დღესასწაულად. და ეს ორი დღე აირია ერთმანეთში და შეიქმნა ვალპურგის ღამის დღესასწაული.
ამ ღამეს განსაკუთრებული რიტუალები ეწყობა სატანისტების და ჯადოქრების მეირ. სხვათა შორის ანტონ ლავეიმ სატანისტური ეკლესიაც სწორედ ვალპურგის ღამეს დააარსა 1966 წელს. პირველ მაისს აღიმართება ხოლმე ე. წ. „მაისის ხე“, მიწისა და ცის გამაერთიანებელი, დამაკავშირებელ სიმბოლოდ. ევროპის ბევრ ქვეყნებში ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ვალპურგის ღამე

  1. datogugeshashvili ამბობს:

    ვა ვა ვა :>

    Like

  2. islandglocke ამბობს:

    რა ლამზ მკერდიანი ქალები არიან :დ

    Like

  3. Craaazy ამბობს:

    779 წელს კი არა – 777 წელს

    Like

  4. Lord Vader ამბობს:

    გამეორება ცოდნის დედაა
    :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s