ენ რეისი (Ann Rice)

Anne ამ პიროვნების ნამდვილ სახელს არ წარმოადგენს. როგორც თავად ამბობს დედამისმა ჩათვალა, რომ კარგი იდეა იქნებოდა ქალიშვილისთვის მამის სახელის დარქმევა და ასეც მოიქცა. თუმცა ენმა, რომელსაც დიდად არ მოსწონდა კაცის სახელით ცხოვრება, პირველივე შესაძლებლობისთანავე შეიცვალა იგი. როცა სკოლაში მისვლის პირველ დღეს მონაზონმა (ენი კათოლიკურ St. Alphonsus Grammar School-ში სწავლობდა) ჰკითხა სახელი მან თავისი ნამდვილი სახელის ნაცვლად Anne ჩააწერინა და ვინაიდან დედამისიც აღარ შეწინააღმდეგებია ამ სახელით განაგრძო ცხოვრება.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ენი ოჯახში არც ერთად-ერთი შვილი და არც ერთად-ერთი მწერალი არ ყოფილა, მის მშობლებს 5 ქალიშვილი ყავდათ. აქედან კიდევ ერთმა, Alice Borchardt-მა წერას მიჰყო ხელი (ჟანრები: ისტორიული რომანი, ფენტეზი, ჰორორი).
1958 წელს Anne-ს ოჯახი ახალი ორლეანიდან რიჩარდსონში (ტეხასის შტატი) გადასახლდა სადაც მან 1959 წელს Richardson High School დაამთავრა. 1 წლის განმავლობაში სან ფრანცისკოში, სადაზღვეო კომპანიაში მუშაობის შემდეგ ენი დენტონში (ტეხასი) დაბრუნდა რათა თავის ბავშვობის შეყვარებულს, სტენ რაისს გაჰყოლოდა ცოლად. 1962-88 წლებში ისინი სან ფრანცისკოს ყურეში ცხოვრობდნენ, აქვე დაამთავრეს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტი. სტენი მაგისტრანტის ხარისხის მიღების შემდეგ პროფესორად დარჩა იმავე უნივერსიტეტში. მან გამოსცა საკუთარი ლექსების კრებულები და 1989 წელს ნიუ ორლეანში დაბრუნების შემდეგ, ხატვასაც მიჰყო ხელი.
1972 წელს წყვილს ლეიკემიამ მათი 5 წლის ქალიშვილი, მიქელე, წაართვა. ალბათ სწორედ ამ ამბავმა ჰპოვა გამოძახილი კლაუდიას პერსონაჟში.
თავისი პირველი რომანი, “ინტერვიუ ვამპირთან” ენმა 1976 წელს დაწერა და მას შემდეგ კიდევ არაერთი ნაწარმოები აჩუქა მსოფლიოს.
1978 წელს ოჯახს მეორე შვილი, კრისტოფერი შეეძინა. კრისტოფერიც ხელოვანი მშობლების გზას გაუყვა, მან 4 ნოველა დაწერა და ყოველი მათგანი “ნიუ იორკ თაიმსის” ბესტსელერად იქცა.
1989 წელს რაისები ნიუ ორლეანში გადასახლდნენ და მოზრდილი ძველებური სტილის კერძო სახლი შეიძინეს, რომელიც იქცა ადგილად სადაც ენმაც, სტენმაც და კრისტოფერმაც თავიანთი ნაწარმოებების თუ ნახატებისდიდი ნაწილი შექმნეს.
1998 წელს ენი კათოლიკურ ეკლესიას დაუბრუნდა (რამდენიმე წლიანი ათეიზმის შემდეგ) და 2002 წელს განაცხადა, რომ დაწერდა მხოლოდ ღმერთისთვის ან ღმერთზე. თუმცა არც თავისი ძველი ნამუშევრები დაუგმია (რომელთა უმეტესობა მკრეხელობად შეიძლება ჩაითვალოს). ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ საიტზე ნარკვევიც კი განათავსა.  2002 წელსვე გარდაიცვალა სტენ რისი, ტვინის კიბოსგან. რის შემდეგაც ენი კალიფორნიაში გადასახლდა, შვილისგან ახლოს, სადაც დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას.

ბიბლიოგრაფია:

The Vampire Chronicles:
* Interview with the Vampire (1976)
* The Vampire Lestat (1985)
* The Queen of the Damned (1988)
* The Tale of the Body Thief (1992)
* Memnoch the Devil (1995)
* The Vampire Armand (1998)
* Merrick (2000)
* Blood and Gold (2001)
* Blackwood Farm (2002)
* Blood Canticle (2003)

New Tales of the Vampires:
* Pandora (1998)
* Vittorio the Vampire (1999)

The Lives of the Mayfair Witches:
* The Witching Hour (1990)
* Lasher (1993)
* Taltos (1994)

Vampire/Mayfair crossover:
* Merrick (2000)
* Blackwood Farm (2002)
* Blood Canticle (2003)

The Life of Christ
* Christ the Lord: Out of Egypt (2005)
* Christ the Lord: The Road to Cana (2008)
* Christ the Lord: The Kingdom of Heaven (date not announced)

Songs of the Seraphim
* Angel Time (October 2009)

სხვა:
* The Feast of All Saints (1979)
* Cry to Heaven (1982)
* The Mummy (1989)
* Servant of the Bones (1996)
* Violin (1997)

მოკლე მოთხრობები:
* October 4, 1948 (1965)
* Nicholas and Jean (first ch. 1966)
* The Master of Rampling Gate (Vampire Short Story) (1982)

ავტობიოგრაფიული:
*Called Out of Darkness: A Spiritual Confession (2008)

Anne Rampling-ის ფსევდონიმით გამოცემული ნაშრომები:
* Exit to Eden (1985)
* Belinda (1986)

A.N. Roquelaure-ის ფსევდონიმით გამოცემული ნაშრომები:
* The Claiming of Sleeping Beauty (1983)
* Beauty’s Punishment (1984)
* Beauty’s Release (1985)

ფილმები:
Interview with the Vampire
Queen of the Damned

თეატრი:
Lestat the Musical (2007 წელს ბროდვეიზე დაიდგა მიუზიკლი “ლესტატი”, რომლისთვისაც მუსიკა ელტონ ჯონმა, ტექსტი კიბერნი ტაუპინმა დაწერა)
1997 წელს პრაღაში შედგა პრემიერა ბალეტისა “ინტერვიუ ვამპირთან”.

კომიქსები:
* Anne Rice’s The Mummy or Ramses the Damned #1-12 by Millennium Comics (1990)
* Anne Rice’s Interview with the vampire #1-12 by Innovation Comics (1992)
* Anne Rice’s Queen of the Damned #1-6 by Innovation Comics (1991)
* Anne Rice’s The Tale of the Body Thief #1-12 by Sicilian Dragon (1999)
* Anne Rice’s The Vampire Companion #1-3 by Innovation Comics (1991)
* Anne Rice’s Vampire Lestat #1-14 by Innovation Comics (1990)
* Anne Rice’s The Witching Hour #1-5 by Millennium Publishing (1992)

___________________________________________________________________________________

ოფიციალური ვებ-გვერდი
საინტერესო გვერდი
wikipedia
library thing =)

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s