მორიგი ბლადუნი სავარაუდოდ =))

აჰააა ესე იგი ახლა რა ხდება =) დიდი ხანია მინდა დავწერო რამე მაგრამ რატომღაც სულ რაღაცას ვიმიზეზებდი და არ ვწერდი =) ისე მამენტ დიდი ხანი რა 3 დღეა =)))) ხო გამარჯობა დამავიწყდა ღმერთმანი ნუ მიწყენთ =)))) მოგესალьმებით კეთილო ადამიანებო და რაღა თქმა უნდა გაბოროტებულო უმცირესობავ =) ნუ ჯერჯერობით უმცირესობავ, როგორც ვატყობ თანდათან უმრავლესობა ხდებით და მომილოცავს თქვენ უკვე ნახევარზე მეტნი ხართ =))))  ნუ რავიცი როცა კლავიატურას ვიღებ ხელში მელანში ვასველებ და წერას ვიწყებ წუწუნის დაუოკებელი სურვილი მიჩნდება მაგრამ მახსენდება რომ წუთების წინ უკვე ვიწუწუნე ჩემს თავთან და ტრავტოლოგია გამოვა აქაც ხომ ჩემს გარდა არავინ წაიკითხავს =))) ეს მისალმებაც საკუთარი თავისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო ვითომ ვიღაცას ვესალმებიიიიიი და ვითომ ვიღაცა  ანუ ადრესატი ამ მისალმებას ღებულოოოოობსსსს… აქ ყველაფერი ვითომ ვითომ ხდება =))) ხო კიდე რა ხდება ამ ბოლო დროს ჩემს სულიერ მეგობართან =))) ლოლ სულიერ =)))) ხშირად მიწევს, მიწევს რა ხშირად შემოგველაპარაკება ხოლმე ეგრედ წოდებულ ურთიერთობებზე აი ქე რომ ადამიანებს აქვთ ერთურთთან =) გუშინ ნინოს ვეჩხუბე, ვეჩხუბე რა მეჩხუბა. ანუ რაღაცა ვეხუმრე და არასწორად გამიგო თუ ეწყინა თუ ნუ მოკლედ რა იყო არ ვიცი მარა ფაქტია რომ ისტერიკით გავარდა გარეთ შენ ეგენი როდის უნდა მოიშალოს ძახილით. ღმერთმანი გეგონება დღეს გამიცნო ტოისწ გუშინ. არ ვიცი ეგრე ჩემს სამეგობროში ყველა დაკარგული უნდა მყავდეს ყველას სულ რაღაცას ვეხუმრები სრულიად უწყინრად მაგრამ როგორც აღმოჩნდა გველურად =)))) ლოლ მე და გველურობა ისეთი შედარებაა როგორც მაგიდის ფეხის და ბიჩოკის.. ნუ მოკლედ არ ვიცი მარა ფაქტია რომ ეწყინა და დღეის ამას იქეთ ჩემსდათავად ვინც მაგას რამეზე გაეხუმროს… ნუ მოკლედ ეს ისე ლირიული გადახვევა მარა ისე მამენტ არც მთლად ლირიული ადამიანურ ურთიერთობებზე ვსაუბრობდი და ესეც თემის კლასიკური მაგალითი. ანუ ეს რა მომენტია იცი? როცა ბავშვობის დაქალი იმ დონემდე არ გიცნობს შენი ხუმრობა სხვანაირად გაიგოს. ნუ კაი ხუმრობაზე არ მაქვს აქ ლაპარაკი საერთოდ ვამბობ რა იმას რომ არც ერთი ჩემი მეგობარი სათანადოდ არ მაფასებს თავი რომ გავანებოთ არ მიცნობენ. გუშინ ჩორვენის ბლოგზე თავისი მეგობრების დახასიათება წავიკითხე თუ რაღაც წიპა ტავო… და დავფიქრდი რისი თქმა შეუძლიათ ჩემს მეგობრებს ჩემზე? ანუ რა მიყვარს? როგორი ვარ? არ ვიცი შეიძლება რაღაცა თქვან კიდეც… ანუ შეიძლება თქვან რა მუსიკას ვუსმენ? რა ფერი მიყვარს? ამაზე არ მაქვს ლაპარაკი ნუ ხო ხვდებით ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ. ხოდა გული დამწყდასავით ანუ როცა ადამიანს ლამის საკუთარ თავად აღიქვავ შესაბამისად გინდა რომ კარგად გიცნობდეს დაუშვად მე ნათიას იმ დონემდე ვიცნობ რომ შემიძლია ვთქვა რა სიტუაციაში როგორ მოიქცევა ან დაჟე რას იტყვის.  მოკლედ ვერ ვაყალიბებ აზრს და ვინც მიხვდება მივხდება მე ვხვდები აი ვკითხულობ და ვხვდები ამ ბავშვს რისი თქმაც უნდა =))) პუნკტუაცია რომ ფეხზე გვკიდია მგასაც მიხვდებოდით =)) მძიმეების დასმა ჩემი ტკივილი იყო ყოველთვის =)) მეასე ჭიქა ჩაის ვსვავ უკვე და სანამ ჩაის პლანტაცია არ გამიშენდება მუცელში ალბათ არ მოვისვენებ მაგრამ ზატო ყავას გადავეჩვიე მადლობა ღმერთს ისედაც არ მძინავს და ახლა ერთი საათით მეტი რაც ყავას მოვეშვი. არ ვიცი კიდე რა? წეღან ტეკუსთან რომ ვიყავი რა უნდა დამეწერა სულ ეგ მიტრიალებდა გონებაში მაგრამ საკმარისია მაგიდას მივუჯდე სულ მინოლდება ყველაფერი. ისე ქუჩაში ძილის წინ სულ მსგავსი რამეები მიტრიალებს თავში. აი მაგალითად საკმარისია კომპიუტერი გამოვრთო და დავწვე ეგრევე მახსენდება “აი ის რომ დამეწერა, აი იმაზე” და ასე შემდეგ ყოვლად უკუღმართი ადამიანი ვარ ყველა ასპექტში.. თან ახლა რაღაცა მთლად მიბნეული ვარ… ჩემს თავს რომ არ ვიცნობდე ვიფიქრებდი შეყვარებულია მეთქი. რაღაცის კეთებას და მავიწყდება ან რამეს მელაპარაკებიან და სხვას ვპასუხობ ან რამეს ხელში რომ ავიღებ მავიწყდება რომ მიჭირავს და სანამ სამზარეულოდან ჭიქით ხელში მაგიდამდე მოვალ 2 ჭიქა მივამსხვრიე დამავიწყდა რომ მეჭირა და ხელი გავუშვი… ნუ რა მჭირს არ ვიცი. ისე ეს პერიოდი ძალიან რთულია ჩემთვის მთელი როგორ მიზეზების გამო. გართულდა ყველაფერი ყველა ასპექტში დაბნეული ვარ მართლა ძალიან ვერ გავერკვიე და რაც ყველაზე მეტად მძულს გაურკვევლობაა… რავი დედაჩემმა მითხრა რომ ვაზვიადებ ალბათ მართლა ეგრეა .. იმედია ახალი წელი რაღაცა ახალს მოიტანს და მარტო კალენდარი არ შეიცვლება, ესეც მთლად არ იცვლება მარტო ზოგიერთ თვეს 31 რიცხვი აკლდება ან ემატება. ხო ისე ვტყუი. სულ არ მაქვს ახალი წლის მერე რამეს გამოსწორების იმედი. ისეთივე ყ.ობა იქნება როგორც აქამდე და ამას პესიმიზმი არ ქვია ეს რეალობაა… თუმცა სიზარმაცეს თუ ვძლევთ რამეს გამოსწორება შეიძლება ჩემი ალტერ ეგო მპირდება რომ ძველით ახალი წლის ან მაქსიმუმ ჩემი დაბადუბის მერე რომელიც თებერვალშია გამოვსწორდებიო მაგრამ ამის ამბავი რომ ვიცი მერე იტყვის აი 8 მარტიც გადავაგოროთ და მერე გამოვსწორდებიო და ასე ქართველებს კიდე “დღესასწაულები” არ გველევა. მოკლედ ვწყვეტ ბლადუნს ასე საკვირველს და მივდივარ საძინებელში სადაც გილიოტინა მელოდება ჩემი საწოლის სახით სადაც საკუთარ თავთან მარტო უნდა დავჩე რომ კიდევ ერთხელ ამრიოს უაზრო ფიქრებმა =((((

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to მორიგი ბლადუნი სავარაუდოდ =))

  1. dalisha ამბობს:

    ar vici ra gitxra:( radgan me tviton var eget situaciashi xshirad ,dabneuli xan erts vfiqrob xan meores da mere maviwydeba saertod..eg saproblemo ar aris ,ragac gveshveleba bolos…

    Like

  2. stgrl ამბობს:

    სოუ,მე როგორც გავიგე,მეგობრებისგან უფრო მეტი გაგება გინდა.
    ამასთან ერთად გინდა,რომ ბოროტულად(ესე იმიტომ ვფიქრობ,რომ შენივე ნათქვამიდან გამომდინარე,ბევრი ადამიანი უარყოფითად აფასებს შენს ხუმრობებს და ალბათ დევს რაღაც სიმართლის მარცვალი ამაში) დასცინო და წყენა არ გამოიწვიო.
    შეეემდეგ ამბობ,რომ აი მე არავინ ბოლომდე არ მიცნობს და მე კი ზედმიწევნით ვიცი რომელ ჩემს მეგობარს რაზე რა რეაქცია აქვს,მაგრამ შენთვის ძალიან მოულოდნელია მეგობრის წყენა.

    ხოდა,ესეთი დასკვნები გამომაქვს:
    ან შენც ისეთივე ეგოისტი ხარ,როგორც შენი მეგობრები და საკუთარი თავის გარდა არავის გაცნობა და შეცნობა და გაგება არ გინდა
    ან სპეციალურად ხუმრობ ბოროტულად.

    კომენტარი უარფოფითი გამომივიდა,ვხედავ…
    ნუ
    ზატო,შემიძლია ვთქვა,რომ ჰედერზე საინტერესო ფრაზა გაქვს:D

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მადლობა =)))))))) ნუ მამენტ უცხო თვალით მეც ეგეთი აზრი გამოვიტანე შენი კომენტარის წაკითხვის შემდეგ პოსტს რომ გადავხედე =))) და დავასკვენი რომ რაღაც პონტში მართალი ხარ =)))))) მაგრამ სხვათაშორის ჩემს ხუმრობებს მის გარდა ბოროტულად არავინ იღებს და გავკადნიერდები და ვაღიარებ რომ ურიგო იუმორი როდი მაქვს =))) ნუ ამას ამბობენ ჩემი არი არ არის მარტო =)))))) ხო მამენტ ისიც ვიცოდი რომ ეწყინებოდა მაგრამ მექანიკურად მომივიდა შეიძლება ითქვას =))))) ანუ ყოველთვის ვერ გავაკონტროლებ რა ვუთხრა და რა არა. კიდე მეგობრობაში სიტყვების არჩევა და დაფიქრება რომ გჭირდბა მაგი არაა კარგი საქმე =))) ნუ ახლა მეორე პოსტი რომ არ გამომივიდეს კომენტარის სახით იმედია მივხვდი რასაც ვგულისხმობ და თუ ვერ მიხვდი არ მეზარება შემიძლია კიდე ვილაპარაკო =))))))))) სისულელეების ლაპარაკი არასდროს მიჭირდა =)))))

      Like

  3. Giganti ამბობს:

    mec maset dgeshi var, ragac depresiul da uimedo mdgomereobashi, da sawoli xo saertoddddd, xuti saati mainc mchirdeba dasadzineblad :@ etyoba shegan gadamedo eseti xasiati :D

    Like

  4. qilipa ამბობს:

    Kate ეგეც საჭირო ურთიერთობაში და ამას რო მოაგვარებთ კიდევ უფრო დაახლოვდებით (თუკი მაქსიმალურად ახლოს არ ხართ) ანუ პრობლემას ნუ დაარქმევ ამას! ;) ისე პრობლემა მძიმეებში მართლაა :D რჩევა მაქვს: ხმამაღლა ზაიკითხე რასაც დაწერ და სადაც ამოსუნთქვა დაგჭირდება ხოლმე იქ მძიმე დასვი :D :D :D

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      xo albat sachiroa :) magram ravi dawerili upro sxvagvarad chans.. rchevistvis madloba :D pantastiuri rcheva iko punktuaciastan mimartebashi :D lol napasis dartymas rom vswavlobdi is gamaxsenda :D rogor maswavlidnen ici? napasis dartymis dros “iiiiiii deda movidaaaa” unda getqva :D:D:D kinagam shemicira mag ambavma :D

      Like

  5. sunny ამბობს:

    რომ ვკითხულობდი ბევრი რაღაც ჩემს თავთან გავაიგივე..
    აი მაგალითად საახალწლო მოლოდინები და ეგოს გამოძახილი დეჟავუს მიღვიძებს :) ამ კატეგორიაშივე გავიყვანდი საწოლსა და გილიოტინას,
    ”რა დავწერო” საც :) ხო ეს ისე… :)

    რაც შეეხება ძირითად თემას, შენს მეგობარზე… მითუმეტეს ბავშვობის მეგობარზე, აუცილებლად გაუვლის, შეიძლება ის ძალიან კარგადაც გიცნობს, ისიც იცის როგორ ხუმრობ და როგორ იქცევი, მაგრამ იქნებ იმ სიტუაციაში შენი ხუმრობა ვერ მიიღო, ან სულაც არ ”ეხუმრებოდა”.. რავიცი :)

    anyway, წარმატებები ყველაფერში….

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მადლობა დიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი აი ვებერთელა =))) ჯერ მარტო იმიტომ რომ გეყო ნერვი ბოლომდე წაგეკითხა ეგ ყველაფერი და თან რომ მივხვდი რომ ერთადერთი “წამებული” (ლოლ) არ ვარ საწოლთან მიმართებაში =)))) :*

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s