კარლ გუსტავ იუნგი

1875 - 1961

შვეიცარიელი კარლ გუსტავ იუნგი დაიბადა ღარიბი
მღვდლის ოჯახში, მაგრამ ნათესავების დახმარებით მან შეძლო
ესწავლა ბაზელის საუკეთესო გიმნაზიაში. ბავშვობიდანვე
გულ ჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარე
სამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში
ცხოვრობდა. იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა,
რასაც მოგვიანებით `ინტროვერტი~ უწოდა.
1890 წელს, ციურიხის კლინიკაში მუშაობისას, იუნგი ფროიდის იდეების მიმდევარი
და მისი თეორიის პროპაგანდისტი გახდა. ვერ ვიტყვით, რომ იუნგისა და ფროიდის
ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებდა
ფროიდის ავტორიტეტს და თავის მასწავლებლადაც თვლიდა, მაინც ბევრ საკითხში
არ ეთანხნმებოდა და 1913 წელს მათი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა.
თავად იუნგი ფროიდს აღიქვამდა, როგორც ტრაგიკულსა და ამავე დროს დი ად
პიროვნებას. იუნგი განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდა თავის ნამუშევარს `ლიბიდოს
სახეცვლილებები და სიმბოლოები~. იქ, სადაც ფროიდი ხედავდა მხოლოდ სექსუალურ
მოტივებსა და ძალადობისადმი ლტოლვას, იუნგი აღმოაჩენდა ქალური და მამაკაცური
საწყისის შერწყმას, აგრეთვე ინდივიდუალური და კოლექტიური ფაქტორების გადაჯაჭვას.
ამ ცნებათა სისტემად გაერთიანების საქმეში იუნგს დაეხმარა საკუ თა რი
კვლევები კულტურისა და რელიგიის ისტორიაში, ასევე მისი უმდიდრესი ფსი ქო-
თერაპიული პრაქტიკა.
იუნგის მიხედვით არსებობს აზროვნების ორი ტიპი _ ლოგიკური და ინტუიციური.
ლოგიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელია მიმართება გარე სამყაროსთან.
იგი განსჯითა და გააზრებით მიმდინარეობს, რაც დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას
საჭიროებს. პირველ რიგში მასთან დაკავშირებულია მეცნიერება, ტექნიკა, ინდუს
ტ რია, რაც რეალობის კონტროლის იარაღია. მხატვრული შემოქმედებისთვის,
მი თოლოგიისა და რელიგიისთვის კი აუცილებელია ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი
წარმოსახვის უნარი. ასეთი აზროვნება არახელსაყრელია გარე სამყაროს-
თან შეგუებისთვის, რადგან იგი სცილდება რეალობას და გადადის ფანტაზიისა და
ოცნების სამყაროში.
ადამიანის ფსიქიკა არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების ერთობლიობაა,
რომლის ელემენტებს შორის მუდმივად ხდება ენერგიის გაცვლა. ძველად ადამიანები
სიზმარს, ჰალუცინაციას ღვთის მადლად მიიჩნევდნენ, რადგან ამ დროს პირდაპირ
კონტაქტში შევდივართ კოლექტიურ არაცნობიერთან. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ განცდილი ფსიქიკური გამოცდილება უკვალოდ
კი არ ქრება, არამედ რჩება და ვლინდება არქეტიპის სახით, რომლითაც
მოტივირებულია ადამიანის ქცევა. არქეტიპები ერთგვარი მითიური სახეებია, რომლებიც
საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. ეს არც ჩვენი მოგონილი სახელებია
და არც ფილოსოფიური ცნებები. ეს სიცოცხლის ნაწილებია, ხატები, რომლებიც გადაჯაჭვულია
ემოციებთან და ცოცხალ ადამიანებთან.
იუნგმა ისეთი ტერმინები შემოიღო, როგორიცაა `ინტროვერტი” და `ექსტრავერტი~.
ექსტრავერტებს ახასიათებს გახსნილობა გარე სამყაროსთან, ხოლო
ინტ როვერტებს პირიქით _ კონცენტრირება საკუთარ თავზე ეს უკანასკნელნი არ
არიან დამოკიდებულნი ობიექტზე. ექსტრავერტები და ინტროვერტები _ მხოლოდ
ადამიანთა ორი ტიპია. ისინი ხშირად გვხვდებიან. მათი აღმოჩენა საკმაოდ იოლია. თუმცა
იუნგის მიერ შემოღებული ტერმინები ფსიქოლოგიური ტიპების აღწერისათვის არ
არის დოგმატური. მაგალითად, მაჰათმა განდი იყო ასკეტი (ინტროვერტი), ამავე დროს
პოლიტიკოსიც (ექსტრავერტი).
სიცოცხლის ბოლო ათწლეულების განმავლობაში იუნგის განკარგულებაში
იყო უნიკალური დარბაზი ღია ცის ქვეშ ლაგო მაჟორის მახლობლად, სადაც ყოველ
წ ლიუ რად თავს იყრიდნენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მრავალფეროვანი
მოხსენებებითა და დისკუსიების გასამართავად, რომლებიც ეხმიანებოდა იუნგის
მოსაზრებებს. სიცოცხლის ბოლო წლებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანე სი
შრო მები პირველად სწორედ ამ შეკრებებზე წარმოადგინა სამეცნიერო საზოგადოების
წინაშე.
იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივნისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s