დღეს ნანახი

რექვიემი ოცნებაზე – არც კი ვიცი რა ვთქვა… ასეთი მძიმე ფილმისთვის რა ხანია არ მიყურებია.. საერთოდ მიყვარდა დრამები მაგრამ ახლა ისე შემეცვალა ყველაფერი მე თვითონ აღარ ვიცი რა მიყვარს და რა არა… ფილმის განმავლობაში გმირულად ვიკავებდი თავს რომ არ ავღრიალებულიყავი. მაგრმ ბოლოს ვეღარ გავძელი იმ მომენტში სარასთან რომ მივლენ დაქალები მოსანახულებლად და ბოლოს გარეთ რომ ტირიან მაგ მომენტზე ჯერ ავსლუკუნდი მერე ისეთი ღრიალი მოვრთე…. =))) ამ ფილმის ყურება ადრე დავიწყე მაგრამ ალბათ შესაბამისი განწყობა არ მქონდა და დაახლოებით პირველ 10 წუთს ვუყურე… შესაბამის განწყობაში იმას ვგულისხმობ რომ ალბათ ცუდ ხასიათზე ვიყავი. როცა დეპრესია მაქვს ვცდილობ ან არაფერს არ ვუყურო საერთოდ ან რამე ლაითს.. კარგ ხასიათზე პირიქით დრამების ყურება მინდება =) ნუ ყოველ შემთხვევასი მინდებოდა ახლა არ ვიცი =))  მიუხედავად რომ ფანტასტიური ფილმია ალბათ არაფერი არ იქნებოდა მოცარტის ამავე სახელწოდების საოცარი რექვიემით.

ეს მსახიობი ანუ Marlon Wayans  სულ რაღაც კრეტინულ კომედიებში მყავდა ნანახი და არ ვიცოდი ასეთი კარგი მსახიობი თუ იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მსახიობი დრამაში უნდა ნახო რომ შეაფასო. თუნდაც ავიღოთ ჯიმ ქერი (აქ არაფერ შუაშია მარა მაინც) ძალიან მაგარი კომიკოსია უდავოდ და არ მეგონა დრამაშიც თუ ასეთი კარგი იქნებოდა მარტო “ადამინი მთვარეზე” რად ღირს…

ჯარედ ლეტოს რაც შეეხება ეგ ბიჭი რაღაც პრინციპულად არ მევასება რატომ მე თვითონაც არ ვიცი აი არ მომწონს და ვსიო =)))))  მაგრამ ამ ფილმში სხვა მის ადგილად ვერ წარმომიდგენია.

ვერ ვიტყვი რომ ეს ფილმი ჩემი საყვარელი ფილმი გახდება ან კიდევ ვაპირებ ყურებას. მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილება კი დატოვა! როგორც ჩანს ჰოლივუდი მთლად წყალს არ წაუღია =))

-___________________________________________________________________-

გზავნილი – აჰა ოლმუვის თუ დავუჯერებთ ფილმს გზავნილი ქვია მარა ჩემი მოკლე ჭკუით და ინგლისურის სიმცირით ბოქს როგორც ვიცი ყუთია =))) ნუ კაი იყოს გზავნილი… არა ისე რატომ უნდა იყოს მე ყუთი მინდა =))))))  მოკლედ ეს მსახიობების ხათრით ფილმების ყურებას ვერ გადავეჩვიე =)))) პილმს კამერონ დიასის და ჯეიმს პოლ მარსდენის ხათრით ვუყურე. ეს ქალი ძალიან მიყვარს და ჯეიმსიც “ბელაია მაფიაში” რა მაგრად თამაშობს =))) მოკლედ ჩემის აზრით ხერხის აზრის უაზრო იმიტაციაა =))) ფილმი ცოლ-ქმარზეა რომელბასც ძალიან გაუჭრდათ ამ დროს კი მიიღებენ საჩუქრად ყუთს რომლის გახსნისას ისინი 250 000 დოლარს მიიღებენ მაგრამ რამდენჯერაც ყუთი გაიხსნება იმდენჯერ სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება.. მოკლედ რავი თუ გინდათ უყურეთ და მე ჩემდათავად თუ მაგას კიდე ვუყურო =)))))))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to დღეს ნანახი

  1. Oroli ამბობს:

    აუ ჯარედ ლეტო რატო არ გევასება?? ნუ ხარ ეგეთი უკარება. ერთი შანსი კიდე მიეცი ბიჭს. ცოდოა :(((

    ისე მაგარი ფილმია და ცოტა გულის ამრევიც :) დედამისი რა ქალია. ისე შეჯდება წამალზე თვითონაც ვერ გაიგებს თან შვილზე მაგარი ნარკომანი ხდება :D ყველაზე მაგრად მაინც ეგ ქალი თამაშობს :)

    Like

  2. Taboo ამბობს:

    დრამა?… დრამა ცოტა მსუბუქი სახელია ამ ფილმისთვის. მე იმ მომენტმა შემზარა, 3 ადამიანის ტრაგედია სინქრონში რომ გადის.

    თემის გაცვეთილობაზე კი წინა კომენტატორს ვერ დავეხმარები – თუ ის იგულისხმება, რომ ამ თემაზე ფილმები ბევრს გადაუღია, მასე ნებისმიერი თემა “გაცვეთილია”. მაგრამ არონოვსკის სიძლიერე იმაშია, რომ ეს თემა სხვანაირად გულშიჩამწვდომად მოგვიტანა, სულ სხვა სიძლიერით და სიმძაფრით.

    რეკომენდაცია – დარენ არონოფსკისავე “Fountain”:
    http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=AHCDH

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ხო მართალი ხარ… შენ რეკომენდირებულ ფილმს რაც შეეხება ნანახი მაქვს და მართალც კარგი ფილმია… ამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გავხდი რაც ცოტა არ იყოს და მაშინებს :D

      Like

  3. Nataly ამბობს:

    მე მიყვარს ჯარედ ლეტო.. და შენ ალბათ იმიტომ არ გიყვარს რატოც მე ბრედ პიტი არ მიყვარს :))

    ეგ ფილმი პირველად რო ვნახე ძალიან მომეწონა, პროსტა ეხა ეგ თემა(ნარკოტიკებზე) ძაან გაცვეთილია და აღარ მაინტერესებსხოლმე.. :)

    Like

  4. mishka ამბობს:

    twilight forever :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

    Like

  5. Clown^^ ამბობს:

    არ მიყვარს დრამები :S

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s