ავტობიოგრაფია

როგორც ვიცით და ტუ არ ვიცით აწ უკვე ქართული ვიკიპედია გვეუბნება =) : ავტობიოგრაფია: (ბერძნ. autos – თვითონ, bios – ცხოვრება და graphein – წერა) – ავტორის მიერ საკუთარი ცხოვრების (ბიოგრაფიის) აღწერა. ტერმინი ხმარებაშია მე-18 საუკუნიდან, თუმცა თვით ფორმა გაცილებით ძველია.
ბიოგრაფები თავიანთ ნაშრომებში ძირითადად ეყრდნობიან დიდი რაოდენობის სხვადასხვა წყაროსა და მრავალთა აზრს; ავტობიოგრაფია კი შეიძლება სრულიად დამწერის საკუთარ მეხსიერებაზე იყოს აგებული. ასეთი სახის ნამუშევარს ანტიკურ ხანაში აპოლოგიას უწოდებდნენ.

რამდენიმე საათის წინ დამჭირდა ავტობიოგრაფია… ვიფიქრე ვიფიქრე, პაპაჩემისთვის რომ მეთხოვა ჯერ ავტობიოგრაფიის ისტორიას მომიყვებოდა მერე თვითონ როგორ წერდა ბოლო 50 წლის განმავლობაში და… მოკლედ პაპა გამოირიცხა, დედაჩემის ნერვი არ მაქვს, დეიდაჩემს არ ცალია… ნუ ისევ გუგლი ჩვენი თანთი =))) დავგუგლე ავტობიოგრაფია… და ერთ ფრიად საინტერესი რაღაცას წავაწყდი =)

ვისლავა შიმბორსკა

როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია

ბოლოს და ბოლოს, რას გთხოვენ ასეთს?
განცხადებას და ბიოგრაფიას.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად,
თავს რაც გადაგხდა, უმოკლესად უნდა აღწერო.

აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები,
ხედების ნაცვლად _ მისამართები,
მოგონებათა სანაცვლოდ კი _ მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი.

მთელი სიყვარულიდან მხოლოდ კანონიერი ქორწინება უნდა დატოვო,
ბავშვებისგან კი, მარტო ისინი _ ვინც დაბადება მოახერხა.

უმთავრესი მარტო ის არის, ვინც შენ გიცნობს და არა ის, შენ იცნობ ვისაც.
მოგზაურობა _ მხოლოდ საზღვარგარეთ.
თუ იყავი რაღაცის წევრი, აინტერესებთ, სახელდობრ _ რისი
და არა ის _ რატომ იყავი.
ჯილდოც ასეა _ მთავარია, რომ დაგაჯილდოეს და არა _ რისთვის.

ისე დაწერე, თითქოს სიტყვაც კი არ გეთქვას შენი თავისთვის,
არამედ მხოლოდ მის გარშემო გევლოს და გევლოს.

სიტყვა არ დაძრა კატებსა და ჭკვიან ძაღლებზე, ჭრელ ფრინველებზე,
ტკბილ სიზმრებსა და მეგობრებზე.

უნდა აღნიშნო რაღაცის ფასი და არასდროს _ ფასეულობა,
მიუთითო უნდა სახელი და არასოდეს _ შინაარსი.
შენგან ითხოვენ ფეხსაცმლის ნომერს, და არა იმას, საით წავიდა,
ის, რამაც შენგან გამოაღწია.

უნდა დაურთო ფოტოსურათი, ზედ რომ ნათლად ჩანდეს ყურები _
ყურების ფორმას უფრო დიდი აზრი ეძლევა,
ვიდრე იმას, რაც მათ მოესმით.

და მაინც, რა მოესმით ასეთი ყურებს?
ფურცლისმცოხნელი მანქანის გრგვინვა.

_________________________________________________________________________

დამეთანხმებით რომ მეტად …. ის სიტყვა აღარ მახსოვს რაც უნდა მეთქვა : ((( მოკლედ რა არის მართლაც ეს ავტობიოგრაფია?! დავწერე… ისეთი მწირი, ცარიელი და თითქოს არაფრის მთქმელი გამოვიდა გული დამწყდა : ((( ბავშვობაში ნეკროლოგების წაკითხვა მიყვარდა (ახლაც მიყვარს მამენტ=) რაღაცა პარალელი გავავლე ნეკროლოგებსა და ავტობიოგრაფიას შორის… როგორც საფლავებზე წლებს შორის ტირე იმაზე მეტის მთქმელია ვიდრე ჩანს… ადრე ერთი წიგნი მაქვს წაკითხული “უსასრულობა” ერქვა, იქ იყო რაღაც ფანტასტიური ახსნა ამ ყველაფრის სამწუხაროა რომ ვერ გადმოვცემ… : (((  დიდი ვრცელი და ბევრის მთქმელი მინდა იყოს ჩემი ავტობიოგრაფია! იქნება კი ოდესმე?! :? პაჟივიომ უვიძიმ : D

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ავტობიოგრაფია

  1. taa ამბობს:

    xaxaxa

    paiki martalia, carmoidgine ra prikoli iqneba swored is ro dacero rasac shimborska ar girchevs
    megobrebi, sizmrebi choraoba

    mominda dacera …

    Like

  2. ჯორჯ პაიკი ამბობს:

    ხო, ჯერ ადრეა ავტობიოგრაფიას მოსთხოვო რომ დიდი და მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ თუ მაინც ეგეთი გინდა ახლევე, მაშინ შიმბორსკას რჩევის საწინააღმდეგოდ დაწერე და მგონია საინტერესო გამოვა. :)

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.