ნაადრევი პოსტი – ახალი წელი

ეს პოსტი ჯერ ერთი თვით ადრეა მაგრამ რაღაცნაირად ახლა მომინდა დამეწერა მითუმეტეს განწყობა მაქვს ეგეთი… უაზროდ მელანქოლიური და გულისამრევად სენტიმენტალური. რამდენიმე დღის წინ ვინატრე ნეტა ახლა ახალი წელი იყოს მეთი და უცებ გულმა რეჩხი მიყო როგორც იტყვიან… გამახსენდა რომ ნაძვისხე აღარ მაქვს… საქმე იმაშია რომ ჩვენ გვქონდა ნაძვის ხე პატარა მუხლებამდე მოგწვდებოდათ ალბათ ის მამაჩემის ბავშვობის იყო ჩემი ძმის ბავშვობის და ჩემი ბავშვობის… დიდი ძველებული სათამაშოებით დათუნიებით, ფერიებით, ალისა საოცრებათა ქვეყნიდან… მოკლედ ეგეთი სათამაშოები ახლა ნამდვილად აღარ არის… ახლა როა პლასმასის სასინელი სათამაშოები :( არ იფიქროთ რომ ხარისხზე მწყდება გული =))) შარშან წინ  ახალ წელს აღმოვაჩინე რომ ნაძვის ხე აღარ არის ჯერ სარდაფში მეგონა ჩაიტანეს როგორც აღმოჩნდა ბებიაჩემმა გადააგდო.. აი რატო რისი გულისთვის ამაზე პასუხი არ აქვს… ისე საშინლად ვიგრძენი თავი ნაძვის ხე ერთადერთი დამაკავშრებელი ძაფი იყო ჩემს სახლთან ჩემს ბავშვობასთან მამასთან… ისეთი სიყვარულით ვაწყობდი ხოლმე ყოველ ახალ წელს მთელი რიტუალი იყო ეს ჩემთვის ვერ წარმოიდგენთ როგორ განვიცადე მთელი ახალი წელი ვტიროდი… საშინლად ჩამშხამდა ის დღეები დღემდე ვერ დავივიწყე როგორ გადამიგდო სრულიად უმიზეზოდ ბებიაჩემმა ბავშვობა… :(:(:(:(:( ახლაც სულ ცრემლები მომდის კეთილო ადამიანებო ჩემი ბავშობის მეგობარს რომ ვიხსენებ :((( ერთადერთი ძაფი იყო მართლა რაც მახსენებდა იმ ყველაფერს რაც იყო შორეულ წარსულში. მამიკოსთან ერთად ახალ წელს არასდროს შევხვედრივარ მაგრამ ნაძვის ხეს მთელი ბავშვობა მასთან ქონდა გატარებული … :(:(:( არ ვიცი იქნებ ვაზვიადებ მაგრამ აი საშინლად საშინლად მეკუმშება გული როცა წარმოვიდგენ უნდა მოვიდეს კიდევ ერთი ახალი წელი რომელსაც ნაძვის ხის გარეშე შევხვდები… მას მერე ახალი არ მიყიდია არც ვიყიდი. დედაჩემმა იყიდა ახალი შარშან მარა არ დავადგმევინე! არ მინდა ახალი ჩემი ძველი ხე მინდა პაწუკა ძალიან ლამაზი უამრავი სათამაშოთი მორთული რომლის უმეტესობაც მამაჩემის მოხატული იყო :(:(:(:(  26 დეკემბერს 2007 წელს მე ბავშვობა გადამიგდეს :(:(:(:( აღარ მინდა ახალი წელი აღარ მინდა :((((

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ნაადრევი პოსტი – ახალი წელი

  1. sophooo ამბობს:

    vaime keeeeeet :( dzalian damcyda guli martla :(:*:* minda ro bveri, bevri lamazi da mxairuli axali celi gisurvooo! :*:*:*

    Like

  2. Taboo ამბობს:

    ძალიან ძალიან ძალიან დამწყდა გული! უფრო სწორად, რაღაცნაირად ჩამწყდა…
    მესმის
    და ცუდი ისაა, რომ ვერ გეტყვი, არ განიცადო–თქო, რადგან მეც შენს ადგილზე მასე ვიქნებოდი ალბათ…
    უბრალოდ რომელიმე უახლოეს ახალ წელს ისეთი სასიამოვნო დღესასწაული და ურთიერთობები მინდა გისურვო, რომ იმ წლის ნაძვისხეს მიგაჯაჭვოს და მიგაჩვიოს :)

    Like

  3. BloggerGirl ამბობს:

    pirvelad mixaria axali weli didi xnis shemdeg.
    imitom rom arsad ar mivdivar da saxlshi shevxvdebi!!!

    Like

  4. supernatural ამბობს:

    :(:( vaime ra cud xasiatze davdeqi.. ai shens adgilze ro warmovidgen tavs dzalian cudad vgrdznob tavs :( dzalian vwuxvar rac shegemtxva :(

    Like

  5. Clown^^ ამბობს:

    რაღაცნაირი გრძნოპბა დამეუფლე….

    არ ინერვიუოო…
    რაიმე ნივტი ამოიჩემე და ყურადღება იმაზე გადაიტანე :S

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s