ჩემი მუზა სად არის?! სოსო ჩამოვიდა პავლიაშვილი? :D

გულითად სალამს გადმოქცემ მკითხველო ამა პოსტისა =))) ჯერ გადაწყვეტილი არ მქვს რაზე უნდა დავწერო პოსტი ესე მუნ =))) მაგრამ თითები იგი თვით იპოვიან კლავიატურაზე გზას, ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში =))) ნუ არ ვიცი ასაკის ბრალია თუ რაღაცა სხვანაირი პერიოდის მაგრამ რაღაც რადიკალურად სხვანაირი გახდა ურთიერთობები ადამიანებთან… სვითის პოსტმა მეგობრობაზე ალბათ არაერთი ბლოგერი შთააგონა და გამონაკლისი არც მე ვარ მიუხედავად იმისა რომ მასაში გარევა არასდროს მიყვარდა =))) უბრალოდ კიდევ ერთხელ გამახსენა ყველაფერი ამოწურული ურთიერთობებიდან დაწყებული უნრალოდ უჩხუბრად დამთავრებული მეგობრობა რომელსაც ხანდახან გამარჯობასაც არ ვეუბნები და თუ ვეუბნები უხერხული ღიმილით. მაინც როგორ ხდება ის როცა ადამიანები არასდროს წურავენ ერთმანეთს? ყოველთვის აქვთ სალაპარაკო თემა ყოველთვის ლაღად გრძნობენ ერთმანეთთან თავს უხერხული სიჩუმის და დისკომფორტის გარეშე… ამ თემაზე როგორც ჩემს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე ადრეც მაქვს რამდენიმე პოსტი დაწერილი მაგალითად ეს. მართლა ასე კატასტოფულად იცვლება ურთიერთობები ირგვლივ თუ მე მეჩვენება ასე? მართლა რაღაცნაირი გულქვები გახდნენ ადამიანები? :? რა არის საჭირო იმისთვის რომ გქონდეს მარტივი და სასიამოვნო ურთიერთობები ადამიანებთან? ყოველგვარი დაძაბულობის და მსგავსი რაღაცების გარეშე?

პირველ რიგში კი არ ვთქვათ ყველაფერი რასაც ვფიქრობთ არამედ კარგად დავფიქრდეთ რა უნდა ვთქვათ..

არ ვიყოთ გულცივნი ადამიანების მიმართ და გულწრფელად გავიზიაროთ მათი ტკივილი ნუ ვიქნებით გულგრილნი.

სიახრულით დავეხმაროთ გაჭირვებულებს.

იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულებს და სასოწარკვეთილებს.

ვასიამოვნოთ მარამ არა ვეპირფეროთ ერთმანეთს.

ვისწავლოთ რომ ჯერ ჩვენ ავასრულოდ ის რასაც სხვას ვურჩევთ.

არ ველოდოთ იმას თუ რას გაგიკეთებს სხვა უანგაროდ ვიზრუნოთ…

დავივიწყოთ სიტყვა: “რატომ”! ნუ დავუბრუნდებიტ წარსულის იმ მომენტებს რომელიც გვთრგუნავს.

არასდროს ჩავერიოთ სხვის საქმეში! საშინელება და ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი როდესაც ადამიანი ცდილობს მოაწესრიგოს სხვისი ცხოვრება მაშინ როცა მისი ცხოვრებაა სრული უწესრიგობა!

მუდამ გვახსოვდეს რომ საჭიროა თბილი ღიმილი და არა პირქუშობა!

არსდროს არ აკლდეს ჩვენს სიტყვებს ჩვენს ქცევას სიყვარული!

ნუ მოვუკლავთ ერთმანეთს გულს გაკილვით…

ვიყოთ თავისუფლები არა ფიზიკურად არამედ სულიერად! ნუ დავათრგუნინებთ თავს უაზრო კომპლექსებს! ვასიამოვნოთ ერთმანეთს!

ვერ გეტყვით რომ ეს ყველაფერი დაგეხმარებათ არ ამოწუროთ თქვენი მეგობრები მაგრამ მერწმუნეთ ის ხანი რასაც მათთან ერთად გაატარებთ იქნება უფრო მეტად სასიამოვნო ვიდრე იყო. ეს არ ეხება მარტო მეგობრებს ზოგადად ადამიანებზეა საუბარი.. მაგალითად ჩემი სახლში ყოფნა ოჯახის წევრებთან ერთად ერთი ორად სასიამოვნო გახდა რაც ამ ყველაფერს ვითვალისწინებ ვიდრე იყო! ახლა ისე ხშირად აღარ ვოცნებობ მარტო ყოფნაზე =)))) ვუღიმი ჩემს მოხუცებს ვეფერები გამუდმებით =)))) ვეუბნები რომ მიყვარს ძალიან თითოეული მათგანი =)))  ვასრულებ დაუზარებლად მათ თხოვნებს აღარ მაღიზიანებს დეიდაჩემის “წყალი მომიტანე” მაშინ როცა ონკანთან დგას. აღარ მაღიზიანებს ბებიაჩემის “როდის უნდა დაიძინო, როდის უნდა ადგე მაგ ჯოჯოხეთის მანქანიდან?!” როცა ჯერ საღამოს 9 საათია. აღარ მაღიზიანებს პაპას “სად მიდიხარ ვინ დაგირეკა რა გითხრა რატომ მიდიხარ”  უბრალოდ ვუღიმი და ვპასუხობ წყნარად მშვიდად =))) თუმცა დიდი ნერვების ფასად მიჯდება :lol: მაგრამ შევეჩვევი დროთა განმავლობაში =))) მახსოვს რომ თუ ვისწავლი მოთმინებას ესე იგი ვისწავლი თითქმის ყველაფერს!

არ ვიცი საით მიდი ახლა ეს პოსტი მეგობრობისკენ თუ ზოგადი ურთიერთობისკენ თუ რავი ჯანდაბისკენ =))))) მარა ნუ იმედია მთავარ სათქმელს მიმიხვდით!…

დავაკვირდი რომ ხალხი იმაზე მეტად დასევდიანებული მოძრაობს ქუჩაში ვიდრე ოდესმე ;((( სამწუხაროდ ბევრი მეგობარი დავკარგე სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი უბრალოდ გაცვდა უბრალოდ აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს…  ზოგმა უბრალოდ გადამიარა და წავიდა.. ზოგი … ნუ მოკლედ ერთია რომ ურთიერთობაში არ არის საჭირო ზედმეტები! ზედმეტი გაფანატება ზედმეტი გადაყოლა ადამინზე.. ყველაფერი უნდა მოხდეს ბუნებრივად ურთიერთობაში აუცილებლად საჭიროა პატარა დისტანცია მანც არ შეიძლება ადამიანთან იყო 24/7 უნდა დაიტოვო ისეთი რამ რაც იქნება მარტო შენი! მხოლოდ და მხოლოდ შენი.. მოკლედ ეს ბლადუნი თუ ვინმეს გულამდე მივიდა ფრიად გამიხარდება! კიდე ბევრის თქმა მინდოდა მაგრამ ნუ რას ვიზავთ, მთავარი ესაა  წარმატებას გისურვებთ კეთილო ადამიანებო მეგობრობაში =))) წარმატება მართლაც რომ სასურვებელია =))) დღეს თითზე ჩამოსათველი მყავს ადამიანები ვისაც ვენდობი ვინც გულწრფელად მიყვარს და გული შემტკივა და ვისი იმედიც მაქვს და ასე შემდეგ მაგრამ იყო დრო როცა ხელიან ფეხიანა თითები არ მეყოფოდა იმდენი მეგობარი მყავდა იმდენს ვეძახდი დაქალს მოკლედ სულ ეს იყო :))))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ჩემი მუზა სად არის?! სოსო ჩამოვიდა პავლიაშვილი? :D

  1. sophooo ამბობს:

    tu amas shen ciur bladuns edzaxi ar vici meee da chems gultan mivida kiarada shemoichraaa :))) miyvarxar magrad :*:*:*:*

    Like

  2. deako ამბობს:

    შენ ამას ბლადუნი ეძახე და მე ძალიან მომეწონა.. მეგობრობა ყველასთვის მტკივნეული თემააა… რაც შეეხება სჰენ ჰარმონიას ოჯახში.. ყოჩაღ მაგას ძალიან დიდი ნერვები უნდა … შენნაირები ბევრნი უნდა იბადებოდნენ… :)

    Like

  3. Nicole ამბობს:

    ესე იგი, ჯერ ხომ თითქმის გამთენიისას ვიხელთებ ხოლმე დროს, რომ მეგობარ-მეზობელ და არამეზობელ ბლოგებსაც ჩამოვუარო და ახალი პოსტები წავიკითხო. მერე, დაძინებას რომ გადავწყვეტ, გადავაწყდები ასეთ პოსტს და ვზივარ გამოთაყვანებულივით…
    კიდევ ერთხელ: მიყვარხარ, ქეით! :)

    Like

  4. BloggerGirl ამბობს:

    ესეიგი, ცემი მუზებიც გარბიან და იმალებიან. :( რა ვქნა კაცო, როგორ დავაბა ეს ოხრები?

    Like

  5. invisible ამბობს:

    მიხარია ისეთი პოსტის წაკითხვა ,რომელიც ჩემში შემოდის, ვგრძნობ და მესმის რა უნდოდა ამის დამწერს ეგრძნობინებინა ჩვენთვის…
    დამიარა….

    Like

  6. Giganti ამბობს:

    soso pavliashvili ra shuashi iyooooo :D :D :D ise kai postia +5, excellent

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s