ბედისწერის ციფრი

number

რიცხვები გვეტყვიან ყველაფერს =)))

ბედისწერის ციფრი

რომ გავიგოთ საკუთარი ბედისწერის ციფრი (ნუმეროლოგიური კოდი, “მატრიცა”), საჭიროა, გამოვთვალოთ იგი. ამისათვის კი უნდა შევკრიბოთ ჩვენი დაბადების წლის, თვისა და დღის რიცხვები.
მაგ: ადამიანი დაიბადა 1971 წლის 13 დეკემბერს.
13 (დღე) + 12 (თვე) + 1971 (წელი) = 1+3+1+2+1+9+7+1=25. ეს კი დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე 2+5=7.

ე. ი. ამ კონკრეტული ადამიანის ბედისწერის ციფრი იქნება 7, რომელიც პლანეტა ნეპტუნს შეესაბამება (ე. წ. რომაული, იგივე “კლასიკური წყობით”, რადგან ასევე ციფრებისა და პლანეტების არსებობს ებრაული, ასევე ინდური შეთავსება).
ზუსტად ასევე უნდა შეიკრიბოს ორიათასი წლის შემდეგ დაბადებული ადამიანის დაბადების თარიღი.
მაგ: 2001 წლის 7 მაისი.
7+5+2+1=15=6 (რა თქმა უნდა შეკრების დროს ნული მხედველობაში არ მიიღება). ამ პიროვნების ბედისწერის ციფრია 6 და ის იქნება პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ.
ქვემოთ იხილეთ ცხრავე ციფრის ნუმეროლოგიური ინტერპრეტაცია.

__________________________________________________________________________

000070-1PL-070-U-numeral-highres-det350 1. ის ადამიანი, რომლის ციფრია არის ერთი, არის ნოვატორი და ახალი გზის    გამკვალავი. ამაყია, რაც ზოგჯერ ამპარტავნებაშიც გადასდის ხოლმე.   ახასიათებს ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა. არის აქტიური, ამიტომ, ყოველთვის ლიდერობა სწყურია. აქვს დამოუკიდებელი ხასიათი. მებრძოლია და ხშირადაც აღწევს დასახულ მიზანს, რაც აძლევს მიდრეკილებას გადაჭარბებული ამბიციისკენ. თითქმის არასდროს ექცევა გავლენის ქვეშ და არ უყვარს როდესაც ვინმე ხელს უშლის დასახული მიზნის მიღწევაში. თუ მის საქმიანობას (განსაკუთრებით ბავშვობაში) კონტროლი არ გაეწია, შესაძლოა, საკუთარი პოტენციალი ცუდი მიზნებისთვისაც გამოიყენოს. არის გულუხვი და სულგრძელი. მიღწეულმა წარმატებებმა მოსალოდნელია, რომ მიიყვანოს ეგოიზმამდე. ის პირველი შეხვედრისას გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მისი პლანეტა მზეა.

2. ადამიანი, რომლის დაბადების თარიღის ჯამი არის ორი, გამოირჩევა მოკრძალებითა და დიპლომატიურობით. ის მუდამ მზად არის სხვათა დასახმარებლად. არის ერთგული და ახასიათებს ტაქტის დიდი გრძნობა. ირგვლივმყოფებს დიდ პატივს სცემს და მუდამ ინტერესდება მათი 301E40001მდგომარეობით. აინტერესებს ყველაფერი, რაც გაურკვეველია და შეუცნობელი. მისი დევიზია: “შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”. ვერ იტანს უსიამოვნებებს, განხეთქილებებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. საუბრისას იყენებს ტყუილებსაც, თუმცა, ამას უფრო მისი მეოცნებე ხასიათი განაპირობებს. როდესაც ცხოვრება არაჰარმონიულ სიბრტყეში გადადის, ის აფორიაქებული, დეპრესიული და ნევროზული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად თუ მან კარგი განათლება და გამოცდილება მიიღო, მაშინ მისგან კარგი მრჩეველი, ფსიქოლოგი ან ასტროლოგი დგება.

3. სამიანი `სრულყოფილი ციფრია~, ამიტომ, ამ ციფრის ქვეშ მყოფი ადამიანი ყველაზე მეტად აფასებს 07rev_144x144სრულყოფილებას. ის კეთილი, ნიჭიერი, და სწავლისმოყვარეა. ენთუზმიაზით და ოპტიმიზმით აღსავსე (უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან ეს ავანტიურიზმის სახესაც იღებს). მუდამ მზად არის ბრძოლისათვის. ფლობს მჩქეფარე ენერგიას, მახვილგონიერია და გულღია. ის მუდამ ტკბება ცხოვრებით. მისი დევიზია: “იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება”. არის სხარტი, მოქნილი და სპორტული აღნაგობის. ის გრძნობს, რომ ცხოვრებაში კარგ დღეებს არასასიამოვნო პერიოდიც მოჰყვება, ამიტომ, ცხოვრებაში კრიზისის დროს დეპრესიაში არ ვარდება და აქტიურად ებრძვის ცხოვრებას. ახასიათებს დინამიურობა, მაგრამ ამას სხვათა დასამორჩილებლად არ იყენებს. ზოგიერთ შემთხვევაში ის სხვებსაც ემორჩილება და პირიქით, თვითონაც იმორჩილებს, თუმცა, ამას უფრო სიყვარულის გულისთვის აკეთებს. ხანდახან ახასიათებს ეგოისტურობაც

4. ამ ადამიანს ანალიტიკური გონება და ორიგინალური აზროვნება აქვს (ჩვეულებისამებრ ეს გენიოსების ციფრია). აქვს დამოუკიდებელი ხასიათი, ახასიათებს მოუთმენლობა და დაუდგრომელობა, აინტერესებს numeral 4საერთაშორისო მოვლენები, პოლიტიკა, კოსმოსი და საერთოდ ყველაფერი. უყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით შორეულ და ეგზოტიკურ ადგილებში. მიდრეკილება აქვს მარტოობისაკენ. მას აუცილებლად სჭირდება დრო ფიქრისათვის და განსჯისათვის, არ უყვარს სპონტანური ნაბიჯების გადაგმა. ხელოვნებაში ნაყოფირია, ხშირად მისი შემოქმედება გამოირჩევა აბსრაქტული სახეებით. იტაცებს მისტიკა და ოკულტური მეცნიერებები. გამოირჩევა დახვეწილი ინტუიცით. ცდილობს იყოს ორიგინალური და ხშირად ამის გამო მტრებსაც კი იჩენს. ისწრაფვის თვითსრულყოფისაკენ. შესანიშნავად ერკვევა ტექნიკასა და ელექტროაპარატურში. კომპიუტერულ ხულიგანთა (“ჰაკერები”) უმეტესობა სწორედ ამ ციფრის ქვეშ არის დაბადებული.

5. ამ ციფრის ქვეშ დაბადებული ადამიანი გამოირჩევია სწრაფი და ლოგიკური აზროვნებით. ახასიათებს 200570378-001სწრაფი მოქმედების უნარით და მოხერხებულობა. აფასებს თავისუფლებას. არის მოუსვენარი, დაუდგრომელი და მუდამ მოძრაობაშია. მიდრეკილება აქვს თავგადასავლებისაკენ და რისკიანი მოქმედებისაკენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მისი ასეთი მოქმედება ცხოვრებაში გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ერთდროულად უყვარს მრავალი საქმის დაწყება და კეთება, თუმცა, მოუთმენლობის გამო არცერთი მათგანი არ მიჰყავს ბოლომდე. ახასიათებს იმპულსურობა და წინასწარ არასოდეს არ გეგმავს საკუთარ საქმიანობას. ის მუდამ დღევანდელი დღით ცხოვრობს და შემთხვევითობის იმედი აქვს. უყვარს ფული მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს სიამოვნება. საკუთარი ხასიათის ხშირ ცვალებადობას ის ნევროზულობამდე და ხანდახან ისტერიკამდეც კი მიჰყავს.

6. ეს ადამიანი აფასებს ჰარმონიას, სილამაზეს, წონასწორობასა და სტაბილურობას. ის პატიოსანი, კეთილშობილი, ჰუმანური და კაცთმოყვარეა. აქვს საკუთარი ღირსების მძაფრი შეგრძნება. სილამაზის NumeralSixდიდი ტრფიალია, განსაკუთრებით ლამაზ ადამიანს აფასებს. აღმერთებს საკუთარ ოჯახს და ხშირ შემთხვევაში მისთვის უმთავრესი მიზანი სტაბილური და ბედნიერი ქორწინებაა. თუმცა, თავისი ჯიუტი ხასიათის გამო ხანდახან აუტანელიც კი ხდება. თითქმის სიცოცხლის ბოლომდე მფარველობს საკუთარ შვილებს და მზად არის მათთვის თავიც გაწიროს. უაღრესად აკურატული და მოწესრიგებულია. აფასებს მშვიდ გარემოს, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ შეუძლია ყველაფერი წალეკოს. ამ ციფრის ქვეშ დაბადებული ადამიანი ზომაზე მეტად ვნებიანია და სიყვარულის გულისთვის მსხვერპლზე წასვლაც კი შეუძლია.

7. ამ ადამიანს ახასიათებს უმაღლესი სიყვარული, ფილოსოფიურობა და მისტიციზმი. ძალიან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებები დიდ ხანს მიჰყვება, ამიტომ, მისთვის ნეგატიური გარემო 416420135-d10cf188e9დამანგრევლად მოქმედებს. სხვებზე მეტად ახლობელი ადამიანის მიმართ სიყვარული და მხარდაჭერა ახასიათებს. გაჭირვებაში მყოფებს უდიდესი სითბოთი და თანაგრძნობით ეკიდება. დამცირებულებს, ავადმყოფებსა და მოხუცებს საკუთარი ძმებივით ექცევა, განიცდის მათ მძიმე მდგომარეობას, მათი ბედით თვითონაც იტანჯებიან. ეს გადაჭარბებული ყურადღება და მზრუნველობა მას ზოგჯერ `დათვურ სამსახურს~ უწევს. მისი ზეინტუიცია ხშირად წინასწარმეტყველურ ხედვებამდეც კი მიდის. მისთვის ფულსა და ძალაუფლებას არავითარი ღირებულება არ გააჩნია, ფული უნდა იმიტომ, რომ გაჭირვებულებს დაეხმაროს. მისი ცხოვრებისეული მთავარი მიზანი _ რელიგია, უნივერსალური სიყვარული და სიკეთის კეთებაა.

8. ეს ადამიანი გამოირჩევა სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობით. ყველაზე მტკიცე და სტაბილურია. მისი მიზანსწრაფვა პირდაპირ შესაშურია. არის გამრჯე, ერთგული, გაწონასწორებული და საიმედო. არ ახასიათებს ნოვატორობა და გამომგონებლობის უნარი, ამიტომ, ის350__1_480 ჩამოყალიბებული კონსერვატორია. აქვს ორგანიზატორული ნიჭი და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. სამუშაოს კეთილსინდისიერად და დაკვირვებით ასრულებს. ხშირად ზედმეტად ინტერესდება საქმის დეტალებით და ამის გამო კარგავს ძირითად მიზანს. ვერ ეგუება ცვლილებებს და გარდაქმნებს. გადაწყვეტილების მიღების წინ ბევრს ფიქრობს და ამის გამო ზოგჯერ აგვიანდება კიდეც. გადაჭარბებული შრომისმოყვარეობის გამო ხშირად აღწევს დასახულ მიზანს. თამამად ებრძვის უსამართლობას და ძალას არ იშურებს მის აღსაკვეთად.

9. ის ყველაზე ძლიერი ციფრია (ზოგიერთი ნუმეროლოგი ცხრიანს ბრძოლისა და ნგრევის სიმბოლოდ numeral-nine.halfმიიჩნევს). ამ ციფრის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ახასიათებს უდიდესი კონცენტრაცია. ის მკვეთრად გამოხატული ინდივიდია. ფლობს თავდაჯერების უდიდეს უნარს. მის ნებისყოფას კი ბევრ აღტაცებაში მოჰყავს. მის ძალას მთების გადატიალებაც კი შეუძლია. ის ზოგჯერ ფანატიკოსადაც იქცევა ხოლმე. მას შუალედი არ გააჩნია, ამიტომ, მისი დევიზია: “ან გამარჯვება, ან სიკვდილი”. მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ძალაუფლების ხელში ჩაგდება სწადია, რაც ყოველთვის არ შეეფერება სიმართლეს. მართალია მას ძალაუფლება უყვარს, მაგრამ მხოლოდ ფარული. მას კულისების მიღმიდან უყვარს სიტუაციის გაკონტროლება. გაღიზიანების დროს შეუძლიათ არა მარტო სხვა, არამედ საკუთარი თავიც კი დაგესლოს.

წყარო: რამაზ გიგაურის ბლოგი.

გაფორმება ჩემი :D

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to ბედისწერის ციფრი

  1. ალექსანდრე says:

    me ar gamomdis :( 1989 7 tve 5 dge amati jami 39 da 3+9=12 :D:D ravknaa :((

    Like

  2. nap-nap says:

    chemi 5 ari, magram me minda vyofiliyavi 7., zalian magaria.

    Like

  3. dumbledore says:

    samsiani shen 9 miige tu imitom dawere ro zustad egeti xar ?
    damijeret amas 5 titivit vicnob da magaze uaresia imdenad tavdajerebuli da tavis tavze didi warmodgenis mqone ro tvins agizianebs xolme xandaxan :D:D

    Like

  4. dumbledore says:

    qeti me 10 mivige da ra vqna exla ? :D

    Like

  5. gio_samsiani says:

    9 ari chemi da sxvata Soris zustad egeti var

    Like

  6. sophooo says:

    VAIMEEE 8 DA ASETI VAAAR :? VITOOOM? RAVI CHEM TAVS VER VARTYOOB :d:d:d:d

    Like

  7. დათო says:

    მდააა… ხაკერიც ვყოფილვარ? ყოჩაღ მე :)))))

    Like

  8. Sunny says:

    huhuhuuuuu ra magariaaaaa 2 :):):) momewona :)

    Like

  9. Giganti says:

    yvelaferi daemtxva, tan 5 marlac miyvars, sanam skolashi 5 quliani sistema iyo sul xutebze vswavlobdi, 10 baliani gaxda da me mainc xutebze vswavlob :D :D :D

    Like

  10. Nataly says:

    1 ვარ და ვაფშე არ მგავს.. ნეტა ეგეთი ვიყო, როგორიც აღწერაში წერია :)

    Like

  11. Clown^^ says:

    Kate_AlukaЯD
    ესეიგი 1-ია

    ეე დაემთხვა :)

    Like

  12. gigoli says:

    და კიდევ ერთი მინდა ავღნიშნო Clown_ი არის ბლოგერი, რომელიც ყველა ბლოგს კითხულობს.

    Like

  13. gigoli says:

    5_იიიიი… ეს ჰოროსკოპივითაა რა. მარა რაღაც რაღაცები დაემთხვა ხო იცი. :D

    Like

  14. fsiQe says:

    საინტერესო პოსტია ქეთ :**
    უჰ 6 ვარ მე, ისე არ მჯერა ასეთი რაგაცეების, მაგრამ კარგი გასართობი ნამდვილად არის :დ

    Like

  15. Clown^^ says:

    ჩემი 10 გამოვიდდა

    არადა ციფრი 7 მიყვარს :lol:

    Like

    • ათი ანუ ერთი გიო… ციფრის სიყვარულს არ აქვს აქ მნიშვნელობა =) ეგრე მე 48 მიყვარს ციფრი =)))))

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s