Codex Gigas

codex_gigas_facsimile

სტატიის ავტორი: academic_punk

ფაქტობრივად ყველაზე დიდი ხელნაწერი წიგნი, რომელიც შემორჩა შუა საუკუნეებიდან

… წიგნის ისტორია მართლაც ძალიან საინტერესოა, მას ასევე  მოიხსენიებენ როგორც სატანის ბიბლიას, მაგრამ სინამდვილეში სატანური არაფერი არაა ამ წიგნში იმ მითის გარდა, რომლის მიხედვითაც ეს წიგნი შეიქმნა. მითი მოგვითხრობს რომ მეცამეტე საუკუნის ბენედიქტელმა ბერმა, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, ეპისკოპოსს სთხოვა ეპატიებინა, სამაგიეროდ კი ის შექმნიდა წიგნს, რომელიც პატივს და დიდებას მოუტანდა მონასტერს. ბერს წინამძღვარმა ერთი ღამე მისცა ამისთვის. ბერმა თავისი სული ეშმაკს მიჰყიდა სხეულის გადარჩენისთვის… ეშმაკის დახმარებით მან შექმნა Codex Gigas და ეშმაკს სათანადო ადგილი მიუჩინა ამ წიგნში, გამოსახა რა იგი მთელ გვერდზე (ნომრით 290) მთელი თავისი სიდიადით.

Devils Bible_.03.JPG

წიგნი მართლაც რომ გრანდიოზულია. მისი გაბარიტებია: 92 სმ სიგრძე, 50 სმ სიგანე და 22 სმ სისქე. წონით 75 (სამოცდათხუთმეტი) კილოგრამია და დაწერილია ვირის 190 ტყავზე. თავდაპირველად შეიცავდა 640 ფურცელს (თუ შეიძლება ვირის ტყავის პერგამენტს ფურცელი ეწოდოს), აქედან 624 Codex_Gigas_devilჩვენამდე კარგადაა შემონახული. რაც ყველაზე გასაოცარია ეს წიგნი დაწერილია ერთი ადამიანის მიერ, ამ წიგნის დაწერას დაახლოებით ოცდახუთწლიანი შრომა დასჭირდებოდა, თუ გავითვალისწინებთ რომ 40964012_952e0885cc_oწიგნი იგივე ადამიანის მოხატულია, გაფორმებულია ყოველი გვერდი…  ამ კოლოსალურ სამუშაოს წარმოუდგენლად დიდი ენერგია, დრო და მონდომება ჭირდება…

წიგნი შეიცავს ძველ და ახალ აღთქმას, ისიდორე სევილიელის “ეტიმოლოგია”ს, იოსებ ფლავიუსის “იუდეის ომები”, კოზიმ პრაღელის “ბოჰემიური ქრონიკები”, რამდენიმე სხვადასხვა თემატიკის ტრაქტატს, მაგიურ შელოცვებს და ასე შემდეგ…

საერთოდ ცალკე თემატიკაა ეშმაკის გამოსახულება 290 გვერდზე, აქ ეშმაკი წარმოდგენილია ზუსტად ისე, როგორსაც წარმოიდგენდა უბრალო ბერი შუა საუკუნეებში. და კიდევ, წიგნი ამ გვერდზეა ყველაზე მეტად გამქრქალებული, მაგრამ მხოლოდ იმის გამო რომ წიგნი სულ აქ იყო გადაფურცლული :) ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს.

gigas_teufel

bild_foto_1906_teufelsbibel_codex_gigas

mandragora

Devil_codex_Gigas

vykortdjävulsbibeln,m,1

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to Codex Gigas

  1. mariamo ამბობს:

    eerts getyvit aravin ar inatroot rom qaltevzebi iyot es sashinelebaa qristianoba krdzalavda oddidganvee qaltevzobass.. qaltevzzaa 7 saukunes gadasheenndaaa magram arsebobda erti adamiani romilc qaltevza iyoo da dgees mxolod msoplios ramdenime qaltevza arsebobss.. !!!

    Like

  2. nicole ამბობს:

    ძალიან საინტერესო პოსტია. თუ არ ვცდები, ამ წიგნით ალისტერ კროულიც იყო დაინტერესებული, და მეორედაც თუ არ ვცდები, მანუსკრიპტს მსოფლიოს მერვე საოცრებადაც მოიხსენიებდნენ. ასეთი შემეცნებითი პოსტი შენს ბლოგზე არაერთხელ მინახავს, რაც ძალიან მომწონს. :)

    Like

  3. kata ამბობს:

    msmenia am wignis shesaxeb.
    gmadlobt informaciistvis :>

    Like

  4. bunchulpunk ამბობს:

    მაგ ეშმაკს ყარაყუმის ბეწვის “პამპერსი” აცვია, ჰოდა ყარაყუმი მეფური სიმდიდრის და ძალაუფლების სიმბოლო იყო, ეგ პოსტი კაიხელა გამოვიდოდა რომ მეწერა და მეწერა ყველაფერი

    Like

  5. gigoli ამბობს:

    საინტერესოა, მაგრამ ვერ გავიგე, ეგ რა ეშმაკს პამპერსი აცვია?

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s