ძია ფროიდის ტესტი

freudpics1

მაშ ასე ჩემო კეთილო ადამიანებო და რა თქმა უნდა გაბოროტებულო უმცირესობავ რაშია საქმე =))) ჩვენს კეთილ ბლოგერს  mr. პიკასოს გაუკეთებია ზიგმუნდის ტესტი და როგორც კეთილ ადამიანს შეეფერება გადაწყვიტა არც ჩვენ გამოვკლებოდით ამ ფრიად საინტერესო ამბავს =)))) ვინაიდან და რადგანაც პიკასოს ტეგებში არ აღმოვჩენილვარ და ეჭვი მაქვს არც იცის ჩემი ბლოგის არსებობის შესახებ =))))) ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე და გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა რადგან ძალიან მიყვარს მსგავსი რაღაცები =) მოკლედ დავიწყე:

namib-desert-air-p-50.2

  • წარმოიდგინეთ რომ უდაბნოში ხართ და დაინახეთ კუბი(გეომეტრიული ფიგურა) რაც შეიძლება ვრცლად აღწერეთ თუ როგორია (ცაშია თუ მიწაზეა) ფორმა ფერი რისგან არის დამზადებული. რომ ხედავ რაზე ფიქრობ?რისი სურვილი გიჩნდება????

ჩემს სიმაღლეზე ჰაერში ლივლივებს ოდნავ გამჭირვალეა. ძლივს შესამჩნევად ანათებს, ხან დამშორდება ხან ისევ მომიახლოვდება. წყალს გავს გამყარებულ წყალს ასე მგონია ხელი რომ მოვკიდო გასკდება და დაირვრება. მინდა შევეხო მაგრამ თავისთან არ მიშვებს რამდენჯერაც ხელს გავიშვერ მშორდება და კაშკაშს იწყებს…

jug

  • გააგრძელე გზა და დაინახე წყლით სავსე დოქი . როგორია? რას გრძნობ? რას ფიქრობ რას აკეთებ????

გამიხარდება ძალიან იმიტომ რომ რამდენიმე საათია მწყურია. დოქი ძველია თიხის. უნდობლად მოვსვამ, წყალი ცივი და გემრიელი. მიკვირს შუა უდაბნოში რა უნდა დოქს თან სუფთა წყლით სავსეს მაგრამ წყურვილის გრძნობა უფრო ძლიერია და გამალებული ვეწაფები =))))))

ladder into the skyj0433152

  • აგრძელებ გზას და ხედავ კიბეს ამიღწერე როგორია რამდენად მყარია.მიწაშია თუ ცაში ადის? რას აკეთებ რისი სურვილები გიჩნდება.

კიბე მიწაშია ჩაფლული თითქოს მიწიდან ამოდის მერე ზევით გრძელდება და ღრუბელზეა მიყუდებული. ძალიან დაღლილი ვარ მინდა ავიდე წამოვწვე ცოტახანი და დავიზინო მაგრამ კიბეს საფეხურები აკლია ვხვდები რომ მაგაზე ხტუნაობის ტრაკი არ მაქვს და გზას ვაგრძელებ =))))))

strong-horse-rearing-in-desert

  • გააგრძელე გზა და დაინახე მუსტანგი(მოუთვინიერებელი ცხენი) როგორია????რას გრძნობ რომ დადიხარ რისი სურვილი გიჩნდება?რას აკეთებ.

აჰა ესე იგი ვხედავ ცალ-რქიან მისტიურ მუსტანგს. კუპრივით შავია, ძალიან გრძელი ფაფარი აქვს და ზურგზე უთავო მხედარი ჰყავს მიბმული. უთავო მხედრის შემშურდება იმიტომ რომ მე ფეხით მივდივარ =)))))))) მხრებს ვიჩეჩავ და ცხენი მარილის ნატეხიან ხელისგულს მილოკავს.

23783_4494_m

  • დაინახე ზღვა მუსტანგთან ერთად  გააგრძელებ გზას თუ მარტო????შენზეა დამოკიდებული.ზღვას რომ დაინახავ რას გრძნობ??? და შიგ შესვლის სურვილი თუ გაქვს.ამიღწერე რას აკეთებთ იმ მომენტიდან რაც ზღვას დაინახავთ

გზას ვაგრძელებ მუსტანგი უკან მომყვება და ზურგ ჩანთაზე მირტყავს ცხირს მარილის ნატეხი უნდა ალბათ ისევ… კიდევ ერთი ქვიშიანი აღმართი და… სუნთქვა მეკვრება… ზღვა… მუხლებზე ვეცემი მერე ვდგები და ზღვისკენ მივრბივარ. გზაში ქვიშაში ვეფლობი ვიქცევი ვდგები მაინც მივრბივარ მუსტანგი უკან ჩორთით მომდევს. სიხარულის ყიჟინას ვცემ წყალში შევდივარ ფეხებს ვატყაპუნებ ცხენს წყალს ვასხავ ის კი ჩემს ირგვლივ დარბის და საწყალ უთაო მხედარს წუწავს …. ამ ამბავში ვარ რომ უცებ ზემოთ ხსენებულ ღრუბელზე მეღვიძება =))))))))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ძია ფროიდის ტესტი

  1. გამოხმაურება: ძია ფროიდის ტესტის პასუხები =))) « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები =)))

  2. Kate ამბობს:

    ვაა. რა კარგი ბლოგი ვიპოვე. :)
    სალამი.

    Like

  3. ჯორჯ პაიკი ამბობს:

    კარგ დროს გაგღვიძებია. :)

    Like

  4. Sunny ამბობს:

    აი წყლიან დოქის ამბავში დავემთხვიეთ ერთმანეთს :) მეც ჩავთვალე რომ შუა უდაბნოში ნაპოვნი წყალი ცივი უნდა იყოს :D პასუხში ამომივა გამოუსწორებელი მეოცნებე ხარო.. ან რამე მსგავსი :P

    Like

  5. kata ამბობს:

    au es gaketebuli maq adre da saintereso pasuxi iyo. da ise qeti ukacravad da suratebit gaformeba zogadad kargia postis blogistvis :D mara am testistvis usuratoba jobs. aq xo adamianis fantazia da warmosaxvit mowmdeba, hoda surats ro vuyurebt chvendauneburad ise agviqvamt rogorc mand aris.

    Like

  6. zurriuss ამბობს:

    ნეტა, ყველას პოსტში კიბე ცისკენ არის მიმართული? :)))

    Like

  7. sunwaiting ამბობს:

    შვენიერი გაგრძელებაა არაჩვეულებრივი წამოწყების :)

    მე ერთი რამ არ მესმის ქეეთ, რატომ არ გაიიოლე “ცხოვრება” და რატომ არ აკიდე იმ მუსტანგს, უკან რომ მოგყება შენ ზურგზე აკიდებული ჩანთა?
    ან რატო მოგყვება უკან? ის ხო მუსტანგია და არ იცის მარილის გემო? როგორ მოგიახლოვდა? ჯერ გზა ვერ დავინახე როგორ მიიტყუებდი შენთან :D
    და მთავარი : თუ ასეთი ჯადოქარი ხარ და იშინაურებ ველურ ცხოველს, ბარემ ზედ რატო არ შემოაჯექი და ისე არ წახვედი. უარყოფ კონფორტის ღირსებებს? :D

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ჩანთა მძიმე არ იყო და რატომ ამეკიდა ტყუილად საწყალი ცხოველისთვის :)))))) რატომ მომყვება უკან? რავიცი არ მიკითხავს მართალი რომ გითხრა =))))) ზედ იმიტომ არ შემოვაჯექი რომ მაშინ უთავო მხედარი უნდა ჩამომესვა და მთლად ზრდილობიანი არ ვიქნებოდი მაგ შემთხვევაში =)))) დანარჩენს რაც შეეხება ღმერთმანი ეს ხომ ჩემი ფიქრებია ჩემს ფიქრებში კი ის ხდება რაც მე მინდა თუ მოვინდომებდი მუსტანგს ცალი რქის გარდა კიდევ 9 თავი ექნებოდა ან რამე წიპა ტავო =))))))

      Like

  8. Mr.picasso ამბობს:

    პიკასომ რა თქმა უნდა იცის შენი ბლოგის არსებობის შესახებ ხშირად იჭყიტება შენს ნაწერებში და კომენტარებს რატომ არ ტოვებს თვითონ არ იცის =)
    პასუხები ძალიან საინტერესო იყო ბევრი ინფორმაცია მომცა შენს შესახებ და ერთ კვირაში გაგიმხელ. კარგი იქნება თუ ფეისბუქში დამიმატებთ და მომწერთ იქ. რადგან ასეთი დეტალების საჯაროდ გამოქვეყნება ვთვლი რომ უხერხულობებს შექმნის.
    13 ში თამაშს დასრულებულად გამოვაცხადებ და საკვანძო სიტყვებს დავდებ. ვისაც ჩემი განმარტებები უნდა სჯობს ფეისბუქის ფოსტის ან ჩემი მეილის საშუალებით მიიღოთ. მეილი ბლოგზეა მითითებული.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s