საინტერესო რამეები ქართული ვიკიპედიადან =)

300px-Thor

ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც ბუგიმენსა და ინკუბუსს უკავშირდება. ალპი მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. ალპის მოკვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

Alastorალასტორი (ბერძნ. Άλάστωρ) — დანაშაულისათვის უსამაგიეროს მისაგებად მდევნელი დემონი. მითოლოგიაში სარპედონის მეგობარი, ტროას ომის მონაწილე, მოკლა ოდისევსმა.

ორკები (ინგლ. Orcs) — ფენტეზის ჟანრის გამოგონებული რასა. ორკებს გააჩნიათ ბევრი საერთო გობლინებთა და ითვლებიან ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ სტანდარტულ რასად.პირველად სიტყვა ორკი გამოიყენა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა თავის ნაწარმებში შუამიწეთი, სადაც ”ორკი” იყო გობლინის სინონიმი. სიტყვა ”orc” გამომდინარეობს ძველინგლისური ენიდან, სადაც აღნიშნავს გოლიათს ან დემონს. თვითონ ტოლკინი აღნიშნავდა, რომ ეს სიტყვა აიღო ძშუასაუკუნოვანი პოემა ბეოვულფიდან, სადაც იგი იყო გიგანტური მონსტრის, გრენდელის, სინონიმი. თავის გვიანდელ ნაშრომებსა და წერილებში ტოლკინი წერდა ამ სიტყვას როგორც ”ork”. ასევე აღსანიშნავია, რომ ძველრომაულ orc-box-artმითოლოგიაში არის ნახსენები მიწისქვეშეთის დემონი სახელად ორკუსი (Orcus). ტოლკინის ნამუშევრებში ორკები იყვნენ ბოროტი არსებები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ შავ მბრძანებელს და შეადგენდნენ მის ლაშქარს. შავმა ბრძანებელმა – მორგოტმა-შექმნა ორკები ყველაზე საშიში და ბოროტი ცხოველებისა და ნაწამები ელფებისგან, თუმცა მათი შექმნისას მან დაუშვა სერიოზული შეცდომა – მორგოტმა შექმნა ორკები სიბნელეში, რამაც განაპირობა მათი სინათლეზე ყოფნისას დაუძლურება. შემდგომში ორკების ეს ხარვეზი გამოასწორა სარუმანმა, ურუკ-ჰაი რასის შექმნით.

ბასილისკო ( ბერძნ. βασιλίσκος–დან — მეფე), კოკტარის, regulus (ლათ. მცირე მეფე) — მითოლოგიაში არსება მამლის თავით, ბაყაყის თვალებითა და ტანით და გველის კუდით. (თუმცა ხშირად ითვლება, რომ მასში 009fig020 Basilisco e stemma di Basilea XVI sec Ottfried Neubeckerდომინერებს გველის ნაწილი). ბასილისკოები რამდენჯერმე ნახსენებია ბიბლიაში. შუა საუკუნეებში მათ რეალურ ცხოველებად თვლიდნენ. ასევე ითვლება, რომ ამ არსებებს ჰქონდათ შხამიანი სუნთქვა და კლანჭები, ასევე არსებობდა ვარაუდი, რომ ბასილისკოს თვალებში ჩახედვა ჩამხედს აქვავებდა. ბასილისკოს ტრადიციულად კლავდა მხოლოდ მამლის ყივილი. ასევე გველკუდა არსება ითვლება გველთა მეუფედ.

ფენიქსი (სავარაუდოდ ბერძნ. φοίνιξ, «ცეცხლოვანი») — მითოლოგიური ფრინველი, რომელსაც თვითწვის უნარი გააჩნია. ცნობილია სხვადასხვა 1273.phoenix_logo_simpleქვეყნებისა და კულტურების მითოლოგიებში [1]. ითვლებოდა, რომ ფენიქსი ჰგავდა წითელფრთიან არწივი. სიკვდილის წინ ფენიქსი საკუთარ თავს წვავს, ხოლო შემდეგ ღსდგება ფერფლიდან. ჰეროდოტეს თანახმად ეს ფრინველი ასირაში ცხოვრობდა. ხშირად ითვლებოდა, რომ ფენიქსი იყო სინამდვილეში არსებული ორგანიზმი და არა მითიური არსება. შემდგომში ფენიქსი გახდა მუდმივი განახლების სიმბოლო.

 

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to საინტერესო რამეები ქართული ვიკიპედიადან =)

  1. Lord Vader ამბობს:

    ხშირად ითვლებოდა, რომ ფენიქსი იყო სინამდვილეში არსებული ორგანიზმი და არა მითიური არსება.

    ეგრეცაა.
    :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s