დემონოლოგია…

pictures (784)

წყარო: მზაკვრულად მოპარულია jibgirka-ს ბლოგიდან :D იმედია არ შემირისხდება და თუ შემირისხდა შემიძლია წავშალო : ))))

SAMAEL
უმაღლესი სული,დაუბადებელი,შეუქმნელი,მუდმივი,სიბნელე ყოველგვარი ნათელის გარეშე.მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით.ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე.მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი ბუნების დემონისათვის.სატანა არის–განდგომა,უარყოფა,ბელიალი კი სივერაგე.ისინი არიან სამაელის ორი სახე.პირველის სიმბოლოა–შავი მამალი,მეორის–ფრთებიანი ადამიანი.
LILITH
სამაელის მეუღლე.უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი.ყველანაირი უსიცოცხლობის,უწმინდურობის დედოფალი.ლამიების,ბავშვთა მკვლელების მფარველი.ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.
BAALSEBUB
სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
ASMODEUS
მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.
ASTAROTH
გარდასახვათა მბრძანებელი.მიცვალებულთა მეუფე,ჯადოქართა მფარველი,ოქროს მაძიებელთა.მისი სახეა მყრალი წვიმა,მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა,რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე.მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.
MOLOCH
ახალდაბადებულთა მშთანთქმელი,შეუბრალებელი შურისძიება,უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთისა.დამწვარი სულების მბრძანებელი.მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა.მისი სიმბოლოებია რკინის ფეჩი და უდიდესი გამხმარი ხე.მისი გამოძახება შეუძლებელია,რამეთუ არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი,რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას.მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე,მოიტანს უბედურებას ამ სახლში,ხოლო მტრის ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე,მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს.უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა.ხუთი სამიანია მის შემცველობაში,რომელნიც მოასწავებენ დაბადებას მაგრამ არა სიცოცხლის,არამედ სიკვდილის…
ADRAMELECH
ჯოჯოხეთის მოსამართლე და მკვლელი,მჩაგვრელთა და ტირანთა მფარველი.მისი სიმბოლოა გადაშლილი წიგნი.ის ცხადდება როგორც ბრძენი შავებში,მელოტი თავით.მას არ აქვს სიმბოლო,რამეთუ ის ანსახიერებს უსახო და უსახელო მხარეს ბოროტებისას და ის ყველაფერშია.მას ემორჩილებიან ვირთხები,აგრეთვე ის მბრძანებლობს შიმშილსა და გვალვაზე.

White_Wolf_Promo_Piece_by_thegryph

მოადგილენი და დამხმარენი
NAAMAH
შიშის მბრძანებელი,ცოცხალ მიცვალებულთა დედოფალი.ღამის და ღამეში დაფარულ არსებათა მმართველი.ცხადდება როგორც ულამაზესი ქალი,წეალამდე შიშველი,ქუხილის ფერი ტანით,გვირგვინით და ძვირფასი მძივით ყელზე.მასთან კავშირი გამომძახებელს აძლევს საშუალებას მქციებსა და ვამპირებს ელაპარაკოს მათ საკუთარ ენაზე.
TYPHON
ქარიშხალთა და ურაგანთა მბრძანებელი.ცხადდება როგორც თეთრი გველი.გამომძახებელს აჯილდოებს წინასწარმეტყველების უნარით.


INHABULOS

ჯოჯოხეთის გარე წრის მაცხოვრებელი.კოშმარებისა და საშინელი ხილვების მეუფე.ცხადდება როგორც თეთრი ცხენი.მისი გამოძახებისას არის საშიშროება რომ ჭკუიდან შეიშალოს გამომძახებელი.ის მბრძანებლობს აგრეთვე კეთრზე,რომელიც ტანჯავს მოკვდავებს.
ABBADON
სიცარიელის დემონი.მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის,რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს–„არავინ“.მის მფობელობაში შედის გვალვა და კალიები,აგრეთვე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება,რომელიც თავს ატყდება ხალხს მოულოდნელად.ის გამოიყურება როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი–ხორცის ჩამოკიდებული ნაგლეჯებით.მას არა აქვს სიმბოლო და იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს,რათა წაიყვანოს რჩეულნი თავისთან და „მართალთა“ სულები კი ჩაყაროს სტიქსის მყრალ წყლებში.
AZAZELL
მცველი,მფარველი,მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს.შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას.ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედაგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები.მისი გამოძახება არ შეიძლება,რადგან ის თვითონ მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.
LYMA
ლილიტის დამხმარე,რომელსაც მოაქვს წყლულები და უბედურება,ის მფარველობს დედებს,რომლებმაც მოკლეს საკუთარი შვილები,რათა დაფარონ მათ თავიანთი სირცხვილი.ცხადდება შავი ზეწრის სახით,რომელიც ფრინავს მიწის ზევით.
HECATA
ლილიტის დამხმარე,აქვს სიმბოლო.ღამისა და მოჩვენებათა,ზმანებათა დედოფალი.მას შეუძლია გამოცხადდეს როგორც ქალი სამი სახით,შიშველი ქალი ღამურის ფრთებით და მბრუნავი სიბნელე.
BELFEGOR
ასმოდეის დამხმარე.სიმდიდრისა და ფუფუნების ჯინი.გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით,ალისფერ ტანსაცმელში და გვირგვინით თავზე.ხალისით მოდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან,თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ,სანამ დათანხმდებიან წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.
KASSAN
ადრამელექის დამხმარე,გამოიყურება როგორც დიდი ვირთხა გვირგვინითა სკიპტრათი ხელში.მისი გამოძახება არ შეიძლება,მაგრამ ადვილია მისი დანახვა ზმანებებში.
ABYGOR
ბაალის დამხმარე,მისი სახელი ნიშნავს „მოსული არსაიდან“.ლიმბის გუშაგი.ცხადდება როგორც მხედარი ალისფერ მოსასხამსა და შლემში.მას იძახებენ,მხოლოდ ისეთი საშინელი და დაუნდობელი შურისძიებისათვის,როგორიც შესაძლებელია.

pictures (553)

_____________________________________

LUСIFЕR იმპერატორი
BELZEBUTH თავადი
ASTAROTH უმაღლესი ჰერცოგი
შემდგომ მოდიან უმაღლესი სულები,რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:

 

LUCIFUGE პირველი მინისტრი
SATANACHIA უდიდესი მხედართმთავარი
AGALIAREPT ასევე,მხედართმთავარი
FLEURETY მრჩეველი
SARGATANAS ბრიგადირი
NEBIROS მარშალი
ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას,რომლებიც არიან თვრამეტნი.კონკრეტულად კი:

Bael
Agares
Marbas
Pruslas
Aomon
Barbatos
Buer
Gusoyn
Botis
Bathim
Pursan
Eligor
Loray
Valefor
Farail
Ayperos
Naberus
Glasialabelas


LUCIFUGE–ს ემორჩილებიან პირველი სამი: Bael, Agares, Marbas
SATANACHIA–ს Pruslas, Aomon, Barbatos
AGALIAREPT–ს Buer, Gusoyn, Botis
FLEURETY–ს Bathim, Pursan, Eligor
SARGATANAS–ს Loray, Valefor, Farail
NEBIROS–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas
პირველ მათგანს LUCIFUGE ROFOKAL–ს(ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.
მეორე მათგანს SATANACHIA–ს თავის ქვეშევრდომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ ის რაც მოესურვება.
მესამე– AGALIAREPT–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.
მეოთხე FLEURETY–ის შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე რომელიც აუცილებელია ამ დროში გაკეთდეს.მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.
მეხუთე SARGATANAS–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი,გადაადგილოს იქ სადაც მას მოესურვება,გახადოს მისთვის ყველაფერი უხილავი–ხილული,გახსნას ნებისმიერი საკეტები,ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.
მეექვსე სული არის როგორც ვიცით NEBIROS–ი,რომელსაც აქვს ძალაუფლება ზიანი მიაყენოს ყველას ვისაც მოინდომებს.შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან.ასწავლის მეტალების,მინერალების,მცენარეების თვისებებს,ასევე ყველა ცხოველის.მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელ ჯოჯოხეთის სულებში.იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ყველა ჯოჯოხეთის არმიას.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , . Bookmark the permalink.

17 Responses to დემონოლოგია…

  1. ika-bebo ამბობს:

    ქართულ ენაზე ზოგადად სტანდარტული ინფორმაციაა გავრცელებული ინტერნეტში. ალბათ გემახსოვრებათ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში გარკვეული პერიოდი, მაინორ ფაკულტეტად დემონოლოგია რომ ისწავლებოდა, მალევე დახურეს, მართლა კარგი ქნეს, ვინც რწმენაში ღრმად არა მისთვის ტრაგიკული ნაბიჯია. მაგრამ მე მიუხედავად ამისა მაინც დავიწყე დემონოლოგიის შესწავლა დავაგროვე საკმაო მასალები, როგორც რიტუალებზე ასევე ზემო ხსენებულ პირთა ისტორიაზე…. ქართულ ენაზე დღეისათვის არ არსებობს წიგნი სადაც ყველაფერს თავი ექნებოდა მოყრილი…. დაახლოებით ერთ წელიწადში ალბათ უკვე იარსებებს მსგავსი წიგნი, მაგრამ როგორც სხვა ბევრი ამდაგვარი წიგნები, ჩემი სურვილით ესეც საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში შეინახება…..
    პ.ს. ზოგს გაუკვირდება, მაგრამ მორწმუნე ქრისტიანი ვარ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე რომ ამ სფეროშიც ჩემი თავი გამერკვია…..
    თუ ვინმეს რამე დაგაინტერესებთ, შემეხმიანეთ და თუ საჭირო იქნება დაგეხმარებით!

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ძალიან დამაინტერესა :))) შეგიძლია რამე მასალები რომ მომაწოდო? :))

      Like

      • tamy ამბობს:

        მეც ქრისტიანი ვარ და თანაც მორწმუნე. მაგრამ მაინტერესებს დემონოლოგია,თავისივე რიტუალებით.მაგრამ ვერსად ვერ ვნახე ქართულად, უმეტესობა რაც საინტერეოა რუსულადაა, რუსულად კიდე ისე ვერ იაზრებ როგორც საჭიროა ….ერთი სიტყვით მჭირდება ინფორმაცია დემონოლოგიაზე უფრო ვრცლად,, თუ შეგიზლია რომ დამეხმარო და მითხრა სად ვიშოვო… : )))

        Like

    • nina ამბობს:

      without..you.. < damamate skypeshi

      Like

    • საბა ამბობს:

      გამარჯობა, მეც დიდი ხანია მაინტერესებს ბევრი რამ დემონოლოგიის შესახებ, ზოგადად მხოლოდ ზედაპირული ცნობები მაქვს, თუ შეგიძლია რომ facebook ით დავილაპარაკოთ, დამაინტერესა ფაკულტეტის შესახებ, ასევე წიგნზეც

      Like

  2. Beka Gabadadze ამბობს:

    am temaze mozgvars gavesaubre da amobechili es versia vachvene matgan nacili naxsenebia tavad bibliashi xolo nacili arakanoikurad michneul cignebshi… man aseve mitxra rom demonebis dasaxasiateblad ak gamoyenebuli agcera daushvebelia da isic dasdzina, rom aseti ganmarteba motanilia demonebis mimdevrebis mier, romlebic Tbilisshidac momravldnen. nu ufro gasagebad rom vtkvat rodesac demons axasiateb rogorc gmertis mdzlevels (ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.) tan mkrexelobaa da tan ssasacilo

    Like

  3. Velociraptor ამბობს:

    პირველ სურათში თითქმის ყველა ფრაგმენტი ამოვიცანი საიდანაა მაგრამ მარჯვენა ქვედა კუთხეში რო ქალია ის საიდანაა ვინმემ მითხარით რაააა

    Like

  4. Clown^^ ამბობს:

    ასეთი ზებუნებრივი რაღაცეების არ მჯერა, მაგრამ მაინც საინტერესოა : ))

    Like

  5. daliela ამბობს:

    რამდენი არიან ეს დედამ……. ჰააა :D

    Like

  6. kata ამბობს:

    loool da posterze SAWs amanda roa ar amugameb ? )))

    Like

  7. ravi aes arrmevaseba postis cota ro chans holme da gagrdzeleba dalshe darame :DD

    Like

  8. შეგირისხდე არრა ბანჯგვალი ეჰხა :DDD

    აუ რატომღაც ბლოგსპოტზე უფრო გამიხარდებოდი მე შენ :S

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s