Doom metal

doom-signf

Doom Metal ისტორია და თანამედროვეობა

დუმის ისტორია ისევე როგორც გოთიკის 70 იანი წლებიდან მოდის მაგრამ მის წარმოქმნას არანაირი კავშირი არააქვს გოთიკასთან, პირველ რიგში DOOM მეტალის დამაარსებლად BLACK SABBATH ი ითვლება, ისევე როგორც VALHALL, CATHEDRAL, ASTRAL RISING, PENANCE, SAINT VITUS, TROUBLE, WITCHFINDER GENERAL, PENTAGRAM, მაგრამ სწორედ BLACK SABBATH მა გახადა DOOM ი პოპულარული, მაგრამ პოპულარობა დიდხანს არ გაგრძელდა, კერძოდ BLACK SABBATH ის რამდენიმე წარუმატებელი ალბომის შემდეგ დუმმა მსმენელი დაკარგა, მიზეზი ჩემის აზრით ისიც იყო რომ მხოლოდ ერთ ჯგუფზე იყო დამოკიდებული მთელი DOOM მიმდინარეობა და მიუხედავად იმისა რომ იგივე SAINT VITUS და TROUBLE გარკვეული პოპულარობით candlemass - epicus 2სარგებლობდნენ ფანებში (უძლიერესი ჯგუფებია რომლებიც მხოლოდ ეხლა აღიარეს)ისინი ამინდს მაინც ვერ ქმნიდნენ და ყველაფერი მაინც BLACK SABBATH ზე იყო დამოკიდებული და მათი წარუმატებლობა ავტომატურად აისახებოდა DOOM ზე როგორც მიმდინარეობაზე. ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა როცა ნაპალმ დესიდან წავიდა მათი უცვლელი ვოკალისტი Lee Dorrian რომელმაც დაარსა დუმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფი CATHEDRAL და სწორედ ამ ჯგუფით დაიწყო true doom ის აღორძინება, მათი პირველი ალბომი Forest Of Equilibrium (1991) ამის შემდეგ მათ კიდევ რამდენიმე ალბომი გამოუშვეს რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ 1992 წლის ალბომი დუმის და გრუვის ნაზავია და უძლიერესი გამოვიდა, თითქმის ყველა იმდროინდელი ჯგუფი მათ ბაძავდა, ფაქტიურად CATHEDRAL-ი იყო იმდროინდელი BLACK SABBATH-ი.

რა არის DOOM-ი:

მოკლედ რომ აგიხსნათ დუმი ეს არის შენელებული დეს მეტალი გოთიკის ელემენტებით, მაგრამ ეს ძალიან მშრალად, ეხლა დავასველებ:

1) დუმი ეს არის შენელებული ტემპის მძიმე მუსიკა რომელსაც კავშირი აქვს კლასიკურ დეს მეტალთან.

2) ვოკალი ძირითადად არის დეს ვოკალის მსგავსი თუმცა დაბალ ტონალობაში და ძალიან გაწელილი, გამოიყენება როგორც ქლინი ასევე გროული, ხშირად კი ორივე ერთად. ასევე ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია კლასიკური ვოკალიც რომელსაც ძირითადად ქალი შემსრულებლები ასრულებენ.

3) გოთიკური ჰარმონია და ატმოსფერული შღერადობა.

4) ტექსტი არის დეპრესიულ-სუიციდალური, ასევე რელიგიურ თემებზე ორიენტირებული თუმცა MY DYING BRIDE ის თაოსნობით დამკვიდრდა უფრო რომანტიკული ლირიკაც ასე რომ თანამედროვე ჯგუფები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს როგორც ტექსტის მხრივ ასევე სხვადასხვა სტილის შერწყმით მაგალითად TIAMAT (art-psychodelic rock )

DOOM ის მიმდინარეობები:

Classic gothic doom:

85631hh1PARADISE LOST, ANATHEMA, MY DYING BRIDE, სტილი შეიქმნა 1990 წელს მას შემდეგ რაც გამოვიდა PARADISE LOST ის სრული ალბომი კრიტიკოსებმა იგი დუმად მონათლეს თუმცა რადგან დიდი იყო ჯგუფზე გოთიკის გავლენა სტილს gothic doom უწოდეს, ხოლო ანათემამ და MY DYING BRIDE მა ეს სტილი ფაქტიურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახადეს დუმ მიმდინარეობაში.

Classic doom with clear voice:

CANDLEMASS, COUNT RAVEN, MERCY, MEMORY GARDEN, SOLITUDE AETURNUS, SORCERER, მძიმე მუსიკა ქლინ ვოკალთან სინთეზში, დამაარსებელი BLACK SABBATH. თანამედროვე ჯგუფებს შორის გამოირჩევა MERCY და CANDLEMASS, ამ სტილში ვოკალი დიდ როლს ასრულებს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ვოკალისტად Messiah Marcolin-ი(CANDLEMASS) ითვლება რომელმაც ფაქტიურად ვოკალის თავისი სკოლა შექმნა, ოზის და მესის ვოკალი ამ სტილში საუკეთესოდ ითვლება.

Doom with female voice:

დუმ ჯგუფების უმრავლესობა იყენებს ქალის ვოკალს ამას ძირითადად სიმფონიური დუმ მეტალ ჯგუფები და გოთიი/დუმ ჯგუფები აკეთებენ.

Modern post doom:

ORPHANAGE, SAMAEL’96, ALASTIS’96, SUNDOWN, BLOOD DIVINE, MOONSPELL, DOMINION. ესაა ყველაზე თანამედროვე დუმ მიმდინარეობა რომელიც 1996 წელს შეიქმნა, სტილი გამოირჩევა მძიმე თუმცა შედარებით სწრაფი ტემპითა და ჟღერადობით, ასევე სხვადასხვა თანამედროვე სტილის შერწყმით, ორიენტაცია აღებულია უფრო ფართო მასაზე, ანუ ეს სტილი წმინდა ანდერგრაუნდი არაა, ასევე ლირიკა უფრო ოპტიმისტურია და არ გავს კლასიკური დუმის ლირიკას.

Doom / Progressive:

ABSTRACT ALGEBRA, SAVIOUR MACHINE, VENI DOMINE, ესაა მაღალი შემსრულებლული ტექნიკისა და დუმის სინთეზი, რამაც გარკვეულწილად განაპირობა თანამედროვე დუმის პოპულარობა მეტალ სცენაზე.

Doom /death:

AMORPHIS (1992-1994) ან CREMATORY 1993-1994). ამ ორი სტილის სინთეზი უფრო დინამიურ და სწრაფ ჟღერადობას აძლევს დუმს.

Doom/alternative:

PYOGENESIS, END OF GREEN, DARKSEED, დუმის კომერციული განხრა რომელიც გათვლილია მასაზე, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ მუსიკაა ცუდი, განსაკუთრებით PYOGENESIS რომლებიც ინდი როკისა და დუმის სინთეზს აკეთებდნენ თუმცა ეხლა მემგონი საერთოდ ინდიში გადაბარგდნენ.

Doom /grind (sludge)

DISEMBOWELMENT, WINTER, SYMPHONY OF GRIEF, GRIEF, ესაა დუმის ულტრა შენელებული სტილი

Doom /dark:

DECORYAH ყველაზე შავბნელი მიმდინარეობა, გოთიკური ჟღერადობა და ძალიან შენელებული ტემპი.

Doom / black:

KATATONIA, OPETH, TRISTITIA, FORGOTTEN SILENCE, PAGAN RITES, NORTHLAND, ეგრეთ წოდებული ბლექენედ დუმი, ძალიან პოპულარული დუმ მიმდინარეობაა განსაკუთრებით OPETH-ი რომელიც პროგ დუმისა და ბლექ დუმის სინთეზს ახერხებს და კარგადაც გამოსდის.

doom / avantgarde:

RENAISSANCE, PAN-THY-MONIUM ნუ ესაა ექსპერიმენტალური დუმი, სხვადასხვა სტილის სინთეზი რომელთა შორისაც დომინირებს დუმი.

doom /psychodelic:

ესაა პირობითი სახელწოდება, გარკვეული ჯგუფები ტიამატი ან MY DYING BRIDE ხშირად გარკვეულ ალბომებში მაგალითად TIAMAT-A Deeper Kind Of Slumber (1997) საერთოდ მოსწყდა დუმს და ამ ალბომში PINK FLOYD ის გავლენაც კი იგრძნობა ასე რომ ეს სტილი არცაა უბრალოდ დახასიათებაა ამა თუ იმ კომპოზიციისა თუ ალბომის.

* * *

დღეისათვის DOOM ის ყველაზე სმენად მიმდინარეობებად ითვლება გოთიკ დუმი, ასევე თანამედროვე ჯგუფები ხშირად ახერხებენ დუმისა და ინდუსტრიალის ან დუმის და ჰარდკორის სინთეზს, შეიძლება ითქვას რომ დუმის კლასიკური ეპოქა დასასრულს უახლოვდება და წინა პლანზე ეგრეთ წოდებული პოსტ დუმი ან ავანგარდული დუმი გამოდის რაც იმაზე მიუთითებს რომ რამდენიმე წელში დუმი დღევანდელი სახით გაქრება და სხვა სახეს მიიღებს, სავარაუდოდ მოხდება დუმის ორად გაყოფა ერთი უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს და დრონის, ფიუნერალისა და დარქ ამბიენტის სინთეზით უფრო დეპრესიულ და ექსტრემალურ ნიშას დაიკავებს ხოლო მეორე შეეცდება გოთიკის ინდუსტრიალის და მელოდიური დესის სინთეზით სინთეზით ტრადიციულ დუმთან უფრო სმენადი მუსიკა შექმნას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული, მელანქოლიური ატმოსფერო აუცილებლად დარჩება დუმში რადგან ამის გარეშე ის უბრალოდ აღარ იქნება დუმი.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to Doom metal

  1. tamu ამბობს:

    მართლმადიდებლობა რომელ მუსიკასაც არ კრძალავს ის არის მხოლოდ სასარგებლო.

    Like

  2. DISCIPLINE ამბობს:

    Doom – ისადმი პატივისცემა Novembers Doom – ის ალბომმა To Welcome the Fade – მა გამიჩინა, თუმცა მე რომ დიქტატორი მმართველი ვიყო დუმს, დესს/ბლექს და ყველანაირ პესიმისტურ/უარყოფით ტექსტიან მუსიკას ავკრძალავდი და დასახვრეტად გავუშვებდი მაგათ დამკვრელებს : Mad :

    მავნებელია ეგა. : )

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s