Industrial music

cover

Industrial-ისტორია და თანამედროვეობა

ინდუსტრიალი როგორც მუსიკალური მიმდინარეობა წარმოიშვა 1974 წელს ინგლისში, ამ მიმდინარეობის ფუძემდებლად ითვლება ჯგუფი Throbbing Gristle რომელმაც ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა მიმდინარეობას რომელსაც დღეს მომავლის მუსიკასაც კი უწოდებენ, ტერმინი Industrial წარმოიშვა Throbbing Gristle ის მიერ დაარსებული ხმისჩამწერი სტუდიის ამავე სახელწოდებისგან „Industrial Records“. 1974-1981 წლები ინდუსტრიალის კლასიკურ ხანად იწოდება, ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ სხვა მუსიკალური ჯგუფებიც როგორიცაა Mortiis-charlotteEinstuerzende Neubauten, SPK, Merzbow მაგრამ ისინი იმ პერიოდისთვის არ იყვნენ პოპულარულები რადგან ეს მიმდინარეობა იმდენად ავანგარდული და უჩვეულო იყო რომ ძნელი იყო მისი აღქმა დისკოზე ან კლასიკურ როკზე გაზრდილი თაობისათვის, 1981 წელს დაიშალა ჯგუფი Throbbing Gristle, დასრულდა ინდუსტრიალის კლასიკური ხანა და დაიწყო პოსტ ინდუსტრიალი.

ამ პერიოდში ინდუსტრიალი ძალიან მრავალფეროვანი გახდა, მიუხედავად იმისა რომ პოსტ ინდუსტრიალში ამ მუსიკამ დაკარგა იდეოლოგიური დატვირთვა მაინც გაჩნდნენ ჯგუფები რომლებიც ასე თუ ისე ახერხებდნენ აგრესიული და ზოგჯერ ანარქისტული ლირიკის შენარჩუნებას.

ინდუსტრიალი რჩებოდა ანდერგრაუნდ მუსიკად 90 იან წლებამდე, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ორი ჯგუფი რომელმაც მთლიანად შეცვალა ინდუსტრიალის განვითარება და ფაქტიურად გაიტანა მასებში, ეს ჯგუფებია Ministry და Nine Inch Nails. ამ პერიოდიდან ინდუსტრიალი გახდა ქალაქის მუსიკა ურბანისტული რითმებით, ხშირად ჟღერადობის მისაღებად ჯგუფები სპეციალურად ქმნიდნენ სხვადასხვა ელექტრონულ ინსტრუმენტებს, რომლის მუსკიაში გამოყენებაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, მაგალითად დასავლურ გერმანული ჯგუფი 41EQ28RXHNL._SL500_AA240_Einsturzende Neubauten მუსიკის შესაქმნელად იყენებდა სამშენებლო და ელექტრო ინსტრუმენტებს მაგალითად, მტვერსასრუტებს, დრელს, ჩაქუცს, ტუმბოებს, ხრეშის და ქვიშის ხმას და ა.შ. ასევე ამ პერიოდში ინდუსტრიალ ჯგუფებში გავრცელდა თეატრალიზირებული საკონცერტო გამოსვლები, მუსიკაში შემოიჭრა სარიტუალო და სამხედრო რითმები, ასევე სამხედრო ამუნიცია დაწყებული თანამედროვე ჯარისკაცის დამთავრებული მესამე რაიხისა სა საბჭოთა ჯარისკაცის ტანისამოსით.

თუმცა ისეთმა ჯგუფებმა როგორიცაა Ministry, Skinny Puppy, Coil, KMFDM, Nine Inch Nails ამ მიმდინარეობას ადამიანური სახე მისცეს და ფაქტიურად მათ მოიტანეს ის დღემდე, დღეს კი ეს ჟანრი ძალიან მრავალფეროვანი და პოპულარულია.

ინდუსტრიალის სხვადასხვა განხრები:

EBM (Electronic Body Music)

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული განხრა, მუსიკა ძირითადად იქმნება სემფლების გამოყენებით და მასში ნაკლებად გამოიყენება ცოცხალი ინსტრუმენტები. ტერმინი EBM ეკუთვნის ბელგიურ ჯგუფ Front 242.

Elektro (electro-industrial)

ეს სტილი ახლოსაა EBM თან თუმცა ის უფრო ატმოსფერული და ნაკლებად რითმულია. ასევე გამოიყენება ვოკალიც თუმცა ქლინი ნაკლებად.

Power Noise (Rhythm’n’Noise, Power Rhythmic Noise)

ჩქარი რითმული მუსიკა ძლიერი ჟღერადობით.

Aggro-industrial

ანუ აგრესიული ინდუსტრიალი, აქ გამოიყენება გიტარის რიფები და ბრუტალ ვოკალი.

i-tg01

Martial Industrial

მუსიკა გამოირჩევა საომარი ლირიკითა და მუსიკით, გამოიყენება ომის წლების მუსიკა და მარშირების რითმები, სტილის დამაარსებელი არის ჯგუფი Laibach, 80 წლების იუგოსლავიური ჯგუფი რომელიც გააძევეს საკუთარი ქვეყნიდან ანტისაბჭოთა ლირიკის გამო.

Dark Folk (Apocalyptic Folk)

დამაარსებელი ინგლისური ჯგუფი Current 9, დამახასიათებელია ფოლკლორული ინსტრუმენტების გამოყენება, ასევე ლირიკა ძირითადად რელიგიური, ოკულტური და ფოლკლორულია.

Dark Ambient

ეს სტილი ახლოს დგას Power-Electronics და Death Industrial თან, დღეს დღეობით ძალიან ბევრი Dark Ambient ჯგუფია, ასევე ეს მიმდინარეობა ხშირად გვხვდება დარქ და ბლექ მეტალთან სინთეზში. მუსიკა ძალიან ატმოსფერულია და მელანქოლიური, ყველანაირი იდეოლოგიური დატვირთვის გარეშე, ხშირად გამოიყენება ვოკალიც.

Drone Ambient

სტილის დამაარსებელია ჯგუფი Maeror Tr, 1993 წელს კი შეიქმნა ლეიბლი Drone Records სადაც ძირითადად დრონ და ნოის ჯგუფებს წერენ. სტილი იმდენად ექსპერიმენტალური და უცნაურია რომ ის ყველაზე ნაკლებად პოპულარული ინდუსტრიალ განხრაა, ასე მაგალითად Maeror Tr უჩვეულო ხმის მისაღებად ფირფიტაზე ჩაწერილ გიტარის რიფებს უკან ატრიალებდა და შემდეგ თავიდან იწერდა ასე მიღებულ ჟღერადობას.

Ritual Ambient (Ritual Industrial)

ჰიპნოტიკური მუსიკა სადაც ლირიკა ძირითადად ეხება სხვადასხვა მითიურ ღვთაებებსა და ღმერთებს ასევე გამოიყენება კელტური, სკანდინავიური, აღმოსავლური კულტურებისთვის დამახასიათებელი სარიტუალო მუსიკა.

Noise

ეს მუსიკა ალბათ არცაა, არანაირი რითმი და მელოდიურობა, სხვადასხვა ხმაურისა და ხმების ჩანაწერები რომელიც ძირითადად გამოიყენება ფილმებში.

Power-Electronics

უძველესი ინდუსტრიალ სტილი, რომელიც გამოირჩევა აგრესიული ჟღერადობითა და მელანქოლიურობით, ასევე ნოისისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ხმაურითა და უცნაური ხმებით, გატეხილი ვოკალითა და პოლიტიკური თემებით.

Death Industrial

თანამედროვე ინდუსტრიალ მიმდინარეობა რომელიც გამოირჩევა სიმძიმითა და შედარებით ნელი ტემპით, ვოკალი ხშირად გროული ან ქრიფია, ხოლო თემატიკა პოლიტიკური ან რიტუალურ მისტიკურია.

 

* * *

დღეს კი ინდუსტრიალ მეტალი თანამედროვე მეტალის ერთ-ერთ განხრად ითვლება, მას ნაკლები საერთო აქვს პირველყოფილ ინდუსტრიალთან და ახლოსაა ექსტრემალურ მეტალთან ჩამოყალიბდა ისეთი მიმართულებები როგორიცაა industria/black metal, industrial/alt rock, industrial/groove და სხვა.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s