უსათაურო #3 =)))

კოსმიური ხომალდის სანუკვარი ოცნება ახდა ის პირველად ესტუმრა ვენერას. ხმები ხარვეზებით ისმის ალბათ მანძილის ბრალია, სინათლის წუთებით ვართ დაშორებული ლურჯ გაურკვევლობას.. ვენერაზე სიყვარულის დიქტატურა არ სუფევს… ვენერადან მთვარე უფრო ახლოსაა… ვენერაზე ხმაური გაჩუმებულია და მდუმარებას უგდებს ყურს… ვენერამ არ იცის რომ საქართველოში ბევრი სეხნია ჰყავს. ვენერაზე მარტო ჩაკრულოს ხმა ისმის და ბითლზები ენაცვლება.. ხომალდი ნაპირთან მიდის და ზევით იყურება: რუსთაველზე ისევ სეირნობენ, ევროპის მუცელში ისევ მოწყენილობაა, ამერიკაში კომპიუტერული მოთმინება და სიმყუდროვე. ზევიდან ყველაფერი გარკვევით მოჩანს. შენი სახლი,სამზარეულოს რაფა რომელზეც კაკტუსები ხარობს, წვიმს… ფეხი არ დაგიცდეს თორემ ფრთები დაგისველდება, დამძიმდება და ბრბო ტაშს დაუკრავს. ლიანდაგები ჩანს, ჩალეწილი ნეკნებივით, ლიანდაგები. წითელი აგურით ნაშენებ დანგრეულ შენობებს ვხედავ ჩამტვრეული კბილებივით დანგრეულ შენობებს. უხეშ ალერსში დაღლილ ქალს გავს ზემოდან თბილისი. ვენერაზე ქალური საწყისები ფეთქავს, მთვარე ოქროს საყურესავით ჩანს ცაზე, ვარსკვლავებს ისვრის როგორც კენჭებს წყალში.. მე ისევ რეალობაში მეღვიძება. უკან მოვფრინავთ, კოსმოსში ვტოვებთ სიტყვას, გაბზარულს სარკეს და ჯინსის შარვალს…

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო, ჩემი თურმე ვითომები, mystic and tagged , , . Bookmark the permalink.

One Response to უსათაურო #3 =)))

  1. Oroli ამბობს:

    ხხხხოოოოოოოოო???? :roll: კტო-ბი მოგ პადუმაწ :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s