STRAIGHT EDGE

straight-edge-cross-logo

თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს მოძრაობა ყველაზე უფრო დაპირისპირებულია მეინსტრიმთან და პოპ კულტურასთან, არა მათი ჩაცმულობისა თუ გარეგნობის გამო, არამედ იმ შინაარსის გამო რომელიც ამ სუბკულტურას გააჩნია, ალბათ ესაა იმის მიზეზი რომ ეს მოვლენა მხოლოდ განვითარებულ საზოგადოებაშია ფეხმოკიდებული, იქ სადაც ფასეულობების გადაფასება მოხდა და ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა სხვანაირად გადაწყვიტა ცხოვრება.

წარმოშობა

წარმოიშვა ამერიკაში პანკ ჯგუფებს შორის, პანკების გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა ბინძური და ნიჰილისტი პანკის იმიჯზე და გადაწყვიტა გამხდარიყო ნამდვილად თავისუფალი და არა თავისუფალი სიფხიზლისგან, 80 იანი წლებიდან იწყება Straight edge სოფმეხდველობის ჩამოყალიბება, 90 იანებში კი ის ძალიან პოპულარული ხდება იმდროინდელ  ახალგაზრდებში.

მოძრაობის დამახასიათებელი თვისებები

უარი ნარკოტიკებზე-მოძრაობის წევრები უარს ამბობენ ყველანაირი სახის ნარკოტიკზე, კოფეინზე, ნიკოტინზე, ფსიქოტროპულ საშუალებებზე, ისინი თვლიან ნარკოტიკი მათ თავისუფლებას აკარგვინებს, ადამიანი რომელიც რამეზე ან ვინმეზე არის დამოკიდებული შეუძლებელია იყოს თავისუფალი, მათთვის ინდივიდუალიზმი ყველაზე მნიშვნელოვანია.

sxeთავშეკავებული სექსუალური ცხოვრება

Straight ერები  მისდევენ თავშეკავებულ სექსუალურ ცხოვრებას, ისინი სექსუალურ ურთიერთობას მხოლოდ იმ ადამიანთან ამყარებენ ვისთანაც ღრმა სულიერი კავშირი აკავშირებთ, უარყოფენ თავაშვებულ ცხოვრებას და სექს ინდუსტრიას აღიქვავენ როგორც ადამიანის გამოთაყვანების ძირითად მიზეზს.

ანტიფაშიზმი

მოძრაობის წევრების უმეტესობა ანტიფაშისტია, ბევრი მათგანი გაერთიანებულია სხვადასხვა ანტიფაშისტურ და სკინჰედურ დაჯგუფებებში, ასე მაგალითად სკინჰედური რადიკალ/ანტიფაშისტური დაჯგუფების SHARP-ის წევრების დიდი ნაწილი შეთავსებით Straight edge-ია.

ცხოველთა დაცვა

მოძრაობის წევრები ძირითადად ვეგეტარიანელები არიან, ისინი ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი დაჯგუფებაა რომელიც ცხოველთა უფლებებისთვის იბრძვის. ბევრი მათგანი ეტას ან გრინფისის წევრიცაა.

სიმბოლიკა

ეს მოძრაობა არანაირ ყურადღებას არ აქცევს განსაკუთრეებულ VP081-Cჩაცმულობის სტილს ან რაიმე სავალდებულო ატრიბუტიკას, მათ აქვთ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი „sXe“ და „X“ რომლის ტატუირებასაც ძირითადად ხელზე იკეთებენ, ასევე მათი იდენტიფიცირების ნიშანია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელები.

X -ნიშანი მტევნის  ზემო შესამჩნევ ნაწილზე.

X X X-სამი იქსი რომელიც გამოხატავს მოძრაობის შინაარსს No Alcohol-No Smoke-No Sex

DRUG FREE, POISON FREE-ასეთ წარწერებს კი ხშირად იკეთებენ ტანსაცმელზე.

მუსიკა

რა თქმა უნდა ჰარდკორი, ძირითადი იდეოლოგია ჯგუფი „Minor Threat“  ასევე Straight edge

ჯგუფებია :

SSD, DYS, Justice League, 7 Seconds, Uniform Choice, Unity, Larm, Youth Of Today, Bold, Unit Pride, Turning Point, No For An Answer, Earth Crisis, Strife, Chokehold, Portarits Of Past, Canon, Culture, Ten Yard Fight, In My Eyes, Atari, Mouthpiece, Cornerstone, First Step, Gather, Risen, Triple Threat, Forced Forward, Path of Resistance, Set It Straight და უამრავი სხვა.

ALcohol Sucksთანამედროვე ტენდენციები

დღეისათვის მოძრაობაში ორი ქვე მიმდინარეობაა გამოკვეთილი Hardline და SoftLine

Hardline-ყველაზე რადიკალური, ღრმა მორალურ პრინციპებზე აგებული მიმდინარეობა რომელიც უარყოფს ყველანაირ მანკიერებას, ისინი უფრთხილდებიან როგორც სულეი ასევე ფიზიკურ სხეულსაც, ვარჯიშობენ, ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უარყოფენ სექსს ქორწინებამდე, არ იღებენ არანაირ სპირტიან სასმელს, უალკოჰოლო ლუდსაც კი, ასევე არ სვავენ ყავას რადგან კოფეინი ნარკოტიკულ საშუალებად მიაჩნიად.

ისინი ძალიან ხისტად მოქმედებენ, არის რაიონები სადაც უბრალო გამვლელს ლუდით ხელში გარეთ გასვლაც კი ეშინია, ხშირია შემთხვევები როცა ჰარდლაინერები ანგრევენ ლუდის ბარებს, ცემენ ლოთებს და შეურაცყოფას აყენებენ მეძავეებს, მათი სიბოლოა გადაჯვარედინებული М16.

SoftLine-არის ხალხი რომელსაც არ ხიბლავს ჰარდლაინერების სისასტიკე და რადიკალიზმი, მაგრამ Straight edge კულტურის იდეებს სრულად იზიარებენ, სწორედ ასეთებს ეძახიან სოფთლაინერებს.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , . Bookmark the permalink.

4 Responses to STRAIGHT EDGE

  1. ben ამბობს:

    მე ვარ სხვას არ ვიცნობ

    Like

  2. kata ამბობს:

    vaaa saintereso iyo
    kargi xar.

    anu me softline var :D :D

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s