Dexter – season 4 – «Takes life. Seriously.»

dexterტადააააამ =) დექსტერის მეოთხე სეზონი დაიწყო. ტოისწ დაწყებულა მე არ ვიცოდი =) ახლა მესამე სერიას ვუყურებ. მოკლედ რა შეიძლება ითქვას ამ სერიალზე: ეს არის ისტორია ადამიანზე რომელიც ცხოვრობს საკუთარი “კოდექსით” მოკლას ადამიანები რომლებიც სხვებს კლავენ. ეს ადამიანი დექსტერ მორგანია. ის მუშაობს ექიმ ექსპერტად მაიამის პოლიციაში. ის სისხლით ცნობს დანაშაულის ადგილს. მას არ აინტერესებს სექსი, მან არ იცის რა არის სიყვარული. ის  სერიული მკვლელია. მისი მამობილი იყო პოლიციელი და შესანიშნავად შეასწავლა როგორ უნდა დაფარო კვალი მკვლელობის მერე. ჩვეულებრივ მოქალაქეებს მისი არ უნდა ეშინოდეს, ის მხოლოდ დამნაშავეებს და ნაძირლებს კლავს რომლებსაც ვერ მიაგნო პოლიციამ მაგრამ ისინი ვერ დაემალებიან დექსტერის მართლმსაჯულებას. მკვლელობა მისთვის რიტუალია, ხელოვნების, შემოქმედების აქტი. ის სუფთად ჭრის გვამებს და თავიდან იშორებს. მაგრამ მისი ცხოვრება შეიცვალა როცა აღმოჩნდა რომ მისი მეგობარი ქალი ფეხმძიმეთაა და დექსტერი მზრუნველ მამად, ამით ყველაფერი აირია, როგორ შეიძლება ცალ ხელში პამპერსი გეჭიროს და მეორეში თემიდას სასწორი?! და ბოლოს, რომელი უფრო რთულია, იყო ჩვეულებრივი ადამიანი თუ მანიაკი-მკვლელი?! აბააა თქვენ როგორ გგონიათ?! =)))) მოკლედ მე მომწონს ეს სერიალი ლიუძი =)))

ეს დაწყებაა სერიის მომწონს სასტაულად =)))

აჰაა ხო კიდევ რა :? ხო დექსტერს თამაშობს Michael C. Hall რომელიც Michael-C-Hallდიდად სიმპატიურობით არ გამოირჩევა მე თუ მკითხავთ მაგრააააამ ზედგამოჭრილია ამ როლზე!!!  ზუსტად ასეთი უნდა იყოს სერიული მკვლელი ჩემის აზრით =)) თავისი რაღაც მისტიური იდუმალებით =) ნუ ახლა ისე არ გაიგოთ რომ აღფრთოვანებული ვარ მსგავსი რაღაცებით ჩემის აზრით მანიაკობა ყველაზე მოსაწყენი და სულელური სპორტია =))) ნუ გააჩნია რა კუთხით მივუდგებით =)))) თუ ლეგენდარული jigsaw-ის Jennifer-Carpenterთვალებით შევხედავთ ყველაფერს ეგ უკვე სხვა საქმეა =))) ხოდა რას ვამბობდი მაიკლზე =) პაწუკა ნიუანსები: მაიკლი არის 178სმ. არის გადაღებული  13 ფილმში. პირველი ფილმი 2001 წელს. დაბადების თარიღი: 1971 წლის 1 თებერვალი. ზოდიაქოთი არის მერწყული კაკ ი ია =)) ხო და კიდე დაქორწინებულია მსახიობ Jennifer Carpenter-ზე, და მართალი რომ გითხრად სწორედ ამ უკანასკნელის გულისთვის დავიწყე ამ სერიალის ყურება. პაწუკა რაღაცები Jennifer Carpenter-ზე =) ჯენიფერი არის 177სმ. სულ მონაწილეობა მიღებული აქვს 14 ფილმში. პირველი ფილმი 1999 წელს. დაბადების თარიღი 1979 წლის 7 დეკემბერი. ნუ ვსიო დანარჩენი მეზარება =)))) თუ გადაწყვიტე სერიალის ყურება კარგი გოგო ხარ (ან ბიჭი) და ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცით ეს ჩემი დამსახურებაცაა =))) კაი ხო ვიხუმრე =)))) მოკლედ ვინც უყურებთ აზრი მომახსენეთ და ვინც არა აქ რას აკეთებ წადი გადმოიწერე და დაიწყე ყურება =P

პ.ს. მე რომ პატიოსანი ბავშვი ვიყო ესეთი პოსტი ჯერ “ზებუნებრივზე” უნდა დამეწერა მარა, მე ხომ წყალწაღებული ბრუტუსი ვარ =))) შემდეგში შენზეც დავწერ სვერხისწესტვინო სერიალო მაპატიე =))))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to Dexter – season 4 – «Takes life. Seriously.»

  1. justsimpleguy ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტია :)

    Like

  2. brokenlung ამბობს:

    Je l’ai vu

    ტომ & ჯერის მაინც ვერ ჯობია…

    Like

Leave a reply to kate_alukard კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.